სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს?... რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ: ნაცები?!" - მეუფე იაკობი
"ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს?... რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ: ნაცები?!" - მეუფე იაკობი

ვი­რე­ბი ხომ არ არი­ან, რომ ურტყა­მენ ერ­თმა­ნეთს? ვირ­საც მოფრ­თხი­ლე­ბა უნდა იმი­ტომ, რომ საქ­მე აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ტყუ­ი­ლად იმა­საც არ უნდა და­არ­ტყა. რვა წელი გა­ვი­და და კი­დევ ვი­ძა­ხოთ: „ნა­ცე­ბი“ - ამის შე­სა­ხებ დღე­ვან­დე­ლი ქა­და­გე­ბი­სას ბოდ­ბელ­მა მტა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ბოდ­ბის­ხე­ვის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან­ვე ეპის­კო­პო­სებს მო­უ­წო­და, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერ­თმა­ნეთს არ და­ჭა­მენ, დრო­უ­ლად ჩა­ე­რი­ონ და აა­რი­დონ ქვე­ყა­ნას სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა.

„იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დეთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩხუ­ბი? სა­ქონ­ლის ცე­მას უშ­ლი­ან ადა­მი­ა­ნებს და ერ­თმა­ნეთ­ში რის­თვის ჩხუ­ბო­ბენ? რა უნ­დათ და რა აჩხუ­ბებთ კან­დი­და­ტე­ბი რომ არი­ან? ვთქვათ, მო­ვი­და, რა მერე? მხსნე­ლე­ბი არი­ან თუ რა არი­ან? მი­ზე­ზი არის ის, რომ ერთი ნა­წი­ლი ხალ­ხის, რო­მე­ლიც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო 2012 წელს და გა­უშ­ვა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რვა წლის მე­რეც იმას იძა­ხის „ნაცი“, „ნაცი“, „ნაცი“. ისი­ნი კი, „ოც­ნე­ბას“ ვერ იტა­ნენ. ჩვენ, და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო ხომ უფრო მეტ­ნი ვართ, ვიდ­რე პარ­ტი­ე­ბი? სი­ტყვა „პარ­ტი­ის“ მნიშ­ვნე­ლო­ბას სა­ხე­ლი გა­უ­ფუჭ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პარ­ტია სექ­ტად ყა­ლიბ­დე­ბა ხოლ­მე. არ შე­იძ­ლე­ბა, ხალ­ხო, ერ­თმა­ნე­თის ცემა. და­ი­ჭე­რენ, ხოლ­მე, ვი­ღა­ცებს, იმა­ზე გა­და­ტყდე­ბა ჯოხი და იტყვი­ან, ძა­ლა­დო­ბას არ ვემ­ხრო­ბი­თო. თუ არ ემ­ხრო­ბი, მა­შინ რა­ტომ ჩხუ­ბობ? რამ­დე­ნი ხა­ნია ვამ­ბობ, შევ­რიგ­დეთ. ამ სი­ტყვას ჟურ­ნა­ლის­ტებს ხომ ვერ ათ­ქმე­ვი­ნებ - შე­რი­გე­ბას და მშვი­დო­ბას. წინა კვი­რა­საც ვი­ქა­და­გე ამის შე­სა­ხებ და იმ სა­ღა­მო­დან­ვე ცემა-ტყე­პე­ბი წა­ვი­და. მა­ინც და მა­ინც სხვა ქვეყ­ნის ელ­ჩებ­მა უნდა გი­თხრან, შენ და­ლოც­ვი­ლო, და მერე მი­ი­ღო ზო­მე­ბი? ვი­რე­ბი ხომ არ არი­ან, რომ ურტყა­მენ ერ­თმა­ნეთს? ვირ­საც მოფრ­თხი­ლე­ბა უნდა იმი­ტომ, რომ საქ­მე აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ტყუ­ი­ლად იმა­საც არ უნდა და­არ­ტყა. რვა წელი გა­ვი­და და კი­დევ ვი­ძა­ხოთ „ნა­ცე­ბი“. ერთი პარ­ტია ხომ არ გახ­და? აბა, შე­ხე­დეთ, რამ­დენ პარ­ტი­ად იქცა? გაღ­ვივ­და და ჯე­ჯი­ლი­ვით ამო­ვი­და. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, თუ არ შევ­რიგ­დით, ხსნა არა­ფერ­ში იქ­ნე­ბა. ვინც არ უნდა მო­ვი­დეს, არა­ვინ არის ისე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ რამე გა­ა­კე­თოს, ღმერ­თი თუ არ დაგ­ვეხ­მა­რა. ერში არ არ­სე­ბობს ასე­თი პი­როვ­ნე­ბა და თავი არ მო­ი­ტყუ­ონ. პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ ამა­ზე. 30 წე­ლია ვუ­ყუ­რებ და წე­სი­ე­რი ქვე­ყა­ნა ვერ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ. ვინ არის ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ასე რომ გამ­რავ­ლდა? და როცა ამ­რავ­ლებ ამ პარ­ტი­ებს, მერე მი­დი­ხართ და ერ­თმა­ნეთს სცემთ? შე­რიგ­დით და რა­ღაც გა­ა­კე­თეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­დარ­ჩეს. გვერ­დით გვაქვს ასე­თი ომი. ერ­თმა­ნეთს უნდა მო­ვე­ფე­როთ. ჩვენც უნდა მოვ­თხო­ვოთ ხოლ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ეპის­კო­პო­სებს კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ, სა­ნამ ერ­თმა­ნეთს არ და­ჭა­მენ და სა­მო­ქა­ლა­ქო ომი არ წავა, არ უნდა ჩა­ე­რი­ოთ? ჩა­ე­რი­ეთ, თქვე­ნი საქ­მეა ჩა­რე­ვა, თო­რემ ერს და­ღუ­პა­ვენ“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბუბაქარ იბნ იაჰია ბასრელი
101

იცოცხლე იაკობ......სიმართლეა რასაც ამბობ.

 

lm
83

აბსოლიუტურად მართალია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს?... რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ: ნაცები?!" - მეუფე იაკობი

"ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს?... რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ: ნაცები?!" - მეუფე იაკობი

ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს? ვირსაც მოფრთხილება უნდა იმიტომ, რომ საქმე აქვს გასაკეთებელი და ტყუილად იმასაც არ უნდა დაარტყა. რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ: „ნაცები“ - ამის შესახებ დღევანდელი ქადაგებისას ბოდბელმა მტავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბისხევის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მანვე ეპისკოპოსებს მოუწოდა, ვიდრე პოლიტიკოსები ერთმანეთს არ დაჭამენ, დროულად ჩაერიონ და აარიდონ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება.

„იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეთ, აუცილებელია ჩხუბი? საქონლის ცემას უშლიან ადამიანებს და ერთმანეთში რისთვის ჩხუბობენ? რა უნდათ და რა აჩხუბებთ კანდიდატები რომ არიან? ვთქვათ, მოვიდა, რა მერე? მხსნელები არიან თუ რა არიან? მიზეზი არის ის, რომ ერთი ნაწილი ხალხის, რომელიც გაბრაზებული იყო 2012 წელს და გაუშვა წინა ხელისუფლება, რვა წლის მერეც იმას იძახის „ნაცი“, „ნაცი“, „ნაცი“. ისინი კი, „ოცნებას“ ვერ იტანენ. ჩვენ, დანარჩენი საქართველო ხომ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე პარტიები? სიტყვა „პარტიის“ მნიშვნელობას სახელი გაუფუჭდა საქართველოში. საბოლოო ჯამში, პარტია სექტად ყალიბდება ხოლმე. არ შეიძლება, ხალხო, ერთმანეთის ცემა. დაიჭერენ, ხოლმე, ვიღაცებს, იმაზე გადატყდება ჯოხი და იტყვიან, ძალადობას არ ვემხრობითო. თუ არ ემხრობი, მაშინ რატომ ჩხუბობ? რამდენი ხანია ვამბობ, შევრიგდეთ. ამ სიტყვას ჟურნალისტებს ხომ ვერ ათქმევინებ - შერიგებას და მშვიდობას. წინა კვირასაც ვიქადაგე ამის შესახებ და იმ საღამოდანვე ცემა-ტყეპები წავიდა. მაინც და მაინც სხვა ქვეყნის ელჩებმა უნდა გითხრან, შენ დალოცვილო, და მერე მიიღო ზომები? ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს? ვირსაც მოფრთხილება უნდა იმიტომ, რომ საქმე აქვს გასაკეთებელი და ტყუილად იმასაც არ უნდა დაარტყა. რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ „ნაცები“. ერთი პარტია ხომ არ გახდა? აბა, შეხედეთ, რამდენ პარტიად იქცა? გაღვივდა და ჯეჯილივით ამოვიდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ შევრიგდით, ხსნა არაფერში იქნება. ვინც არ უნდა მოვიდეს, არავინ არის ისეთი საქართველოში, რომ რამე გააკეთოს, ღმერთი თუ არ დაგვეხმარა. ერში არ არსებობს ასეთი პიროვნება და თავი არ მოიტყუონ. პასუხისმგებელი ვარ ამაზე. 30 წელია ვუყურებ და წესიერი ქვეყანა ვერ ჩამოვაყალიბეთ. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ასე რომ გამრავლდა? და როცა ამრავლებ ამ პარტიებს, მერე მიდიხართ და ერთმანეთს სცემთ? შერიგდით და რაღაც გააკეთეთ, რომ საქართველო გადარჩეს. გვერდით გვაქვს ასეთი ომი. ერთმანეთს უნდა მოვეფეროთ. ჩვენც უნდა მოვთხოვოთ ხოლმე ხელისუფლებას. ეპისკოპოსებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, სანამ ერთმანეთს არ დაჭამენ და სამოქალაქო ომი არ წავა, არ უნდა ჩაერიოთ? ჩაერიეთ, თქვენი საქმეა ჩარევა, თორემ ერს დაღუპავენ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

ღია და საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისას - 20 ლარით, განმეორებისას კი - 50 ლარით დაჯარიმდებით - პარლამენტი ხვალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს

გორში 91 წლისა და 87 წლის ცოლ-ქმარმა კოვიდი დაამარცხა - "ქალი ინსულტგადატანილია, აწუხებდა გულის უკმარისობა, არითმია"