მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვრცელდება "ფეიქნიუსები", თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა აზერბაიჯანში" - ლაშა დარსალია
"ვრცელდება "ფეიქნიუსები", თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა აზერბაიჯანში" - ლაშა დარსალია

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ლაშა დარ­სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით აზერ­ბა­ი­ჯან­ში შე­აქვთ ია­რა­ღი, არის დე­ზინ­ფორ­მა­ცია და სიც­რუე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა სამ­ხედ­რო ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვა­ზე.

„ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თუ­ლი მხა­რის პო­ზი­ცია არის ცალ­სა­ხა, რაც გაჟ­ღერ­და კი­დეც ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო შე­ა­ჩე­რებს ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას სამ­ხედ­რო ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვა­ზე ორი­ვე ქვეყ­ნის მიერ, ამას­თან ეს არ შე­ე­ხე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტვირ­თებს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის პირ­ნათ­ლად შეს­რუ­ლე­ბას, რო­გორც მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის მი­მართ, ასე­ვე ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბის მი­მართ. ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით, რომ სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის დე­ზინ­ფორ­მა­ცია და ფე­იქ­ნი­უ­სე­ბი, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით ხდე­ბა ია­რა­ღის გა­და­ტა­ნა. სულ ახ­ლა­ხანს ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს აზერ­ბა­ი­ჯან­ში მოხ­და ია­რა­ღის შე­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით, რაც არის ცალ­სა­ხად დე­ზინ­ფორ­მა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა დარ­სა­ლი­ამ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მო­უ­წო­და ყვე­ლას და მათ შო­რის სომ­ხურ მხა­რეს, რომ არ აყვნენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ებს.

„მინ­და მო­ვუ­წო­დო სომ­ხურ მხა­რეს, მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ არ აყვნენ ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და ამას­თან მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას, რომ სი­ახ­ლე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სას მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­და­მოწ­მე­ბულ და სან­დო წყა­რო­ებს და­ეყ­რდნონ“, - გა­ნა­ცხა­და დარ­სა­ლი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
2

სომხურ მხარესთან დაახლოებული საინფორმაციოების პროვოკაციაა. საქართველომ ნეიტრალიტეტი რომ დაიჭირა(ერთადერთი სწორი მპოზიცია ამ სიტუაციაში) და სომხურ მხარეს მიუხედავად ბევრი მცდელობისა არ მისცა საქართველოს ტერიტორიით იარაღის შეტანის საშუალება, ამის საპასუხოდ ამგვარ პროვოკაციებზე მიდიან. ფაქტიც რასაკვირველია არცერთი არა აქვთ და ვერც ექნება. აზერებს რად უნდათ იარაღი, ამისთვის რაც დღეს ხდება იმდენ ხანს ემზადებოდნენ, რომ იარაღი კიდე 10 წელი ეყოფათ საერთოდ არაფერი რომ არ შემოიტანონ აზერბაიჯანში!

გოჩა
0

რით ვერ ისვენებენ,არ არის ჩვენი საქმე ხომ არ უნდათ დავეხმაროთ კიდეც თუ ვინმეს აქვს სურვილი სომეხ გაქართველებულებს ეხება წადით ბატონო თქვენ მოხალისეებათ,ამათ უყურე ერთი,რამეში.მაინც ვიყოთ ვალში,ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლობდნენ აფხაზეთის.ჩათვლით,სამწუხაროა ომი ხალხი იღუპება მაგრამ ნუ მეზობლები გვყავს იცოცხლე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვრცელდება "ფეიქნიუსები", თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა აზერბაიჯანში" - ლაშა დარსალია

"ვრცელდება "ფეიქნიუსები", თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა აზერბაიჯანში" - ლაშა დარსალია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში შეაქვთ იარაღი, არის დეზინფორმაცია და სიცრუე.

მისივე განმარტებით, საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე.

„ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია არის ცალსახა, რაც გაჟღერდა კიდეც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე. საქართველო შეაჩერებს ნებართვის გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე ორივე ქვეყნის მიერ, ამასთან ეს არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს და ამ მიმართულებით საქართველო გააგრძელებს დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, როგორც მესამე ქვეყნების მიმართ, ასევე ჩვენი მეზობლების მიმართ. ჩვენ ვაკვირდებით, რომ სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია და ფეიქნიუსები, თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა. სულ ახლახანს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანში მოხდა იარაღის შეტანა საქართველოს ტერიტორიის გავლით, რაც არის ცალსახად დეზინფორმაცია“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილემ მოუწოდა ყველას და მათ შორის სომხურ მხარეს, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციებს.

„მინდა მოვუწოდო სომხურ მხარეს, მთელ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ამასთან მინდა მივმართო ყველას, რომ სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს დაეყრდნონ“, - განაცხადა დარსალიამ.

"შეიქმნება რეანიმატოლოგთა ჯგუფი, რომელიც მძიმე პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს" - პრემიერი

"ეს არის მცდელობა გადაფარონ ის უბედურება, რაც ხდება საქართველოში" - მიხეილ სააკაშვილი მელაშვილი-ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"