მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ცხინვალი 1920-ის" პრეზენტაცია დახურულ კინოჩვენებაზე შედგა
„ცხინვალი 1920-ის" პრეზენტაცია დახურულ კინოჩვენებაზე შედგა

„ცხინ­ვა­ლი 1920“ და­ხუ­რულ კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა­ზე ის­ტო­რი­კო­სებს, კონ­ფლიქ­ტო­ლო­გებ­სა და დარ­გის ექ­სპერ­ტებს გუ­შინ, 30 სექ­ტემ­ბერს, წა­რუდ­გი­ნეს. სას­ტუმ­რო „თბი­ლის­ში მა­რი­ოტ­ში“ გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ას, ასე­ვე, ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი შე­რი­გე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში, თეა ახვლე­დი­ა­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ლაშა დარ­სა­ლია.

კი­ნოჩ­ვე­ნე­ბის შემ­დეგ დამ­სწრე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ გა­ეც­ვა­ლათ მო­საზ­რე­ბე­ბი რო­გორც ფილ­მის, ასე­ვე, ზო­გა­დად, ამ თე­მის გა­რე­შე­მო - „ცხინ­ვა­ლი 1920-მა“ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა მკვლევ­რე­ბის მხრი­დან.

ფილ­მი ქარ­თულ ენა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სუბტიტ­რე­ბი ერ­თვის, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი მისი რუ­სუ­ლად გახ­მო­ვა­ნე­ბაც იგეგ­მე­ბა. და­ხუ­რუ­ლი კი­ნოჩ­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, "ცხინ­ვა­ლი 1920-ის" პრე­მი­ე­რა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­შიც გა­ი­მარ­თე­ბა და დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა.

დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ზუს­ტად 100 წლის წინ, 1920 წელს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხე­ბა. რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში 1920 წელს, ვის და რა­ტომ სურს ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბა, ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიერ მო­წყო­ბი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის გე­ნო­ცი­დად წარ­მო­ჩე­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯის და­ზი­ა­ნე­ბა - ფილ­მი ამ კი­თხვებს მხო­ლოდ რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბით, დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ანა­ლი­ზით პა­სუ­ხობს.

NS

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

„ცხინვალი 1920-ის" პრეზენტაცია დახურულ კინოჩვენებაზე შედგა

„ცხინვალი 1920-ის" პრეზენტაცია დახურულ კინოჩვენებაზე შედგა

„ცხინვალი 1920“ დახურულ კინოჩვენებაზე ისტორიკოსებს, კონფლიქტოლოგებსა და დარგის ექსპერტებს გუშინ, 30 სექტემბერს, წარუდგინეს. სასტუმრო „თბილისში მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

კინოჩვენების შემდეგ დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ გაეცვალათ მოსაზრებები როგორც ფილმის, ასევე, ზოგადად, ამ თემის გარეშემო - „ცხინვალი 1920-მა“ საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა მკვლევრების მხრიდან.

ფილმი ქართულ ენაზეა გადაღებული და ინგლისურენოვანი სუბტიტრები ერთვის, უახლოეს მომავალში კი მისი რუსულად გახმოვანებაც იგეგმება. დახურული კინოჩვენების შემდეგ, "ცხინვალი 1920-ის" პრემიერა სატელევიზიო ეთერშიც გაიმართება და დოკუმენტური ფილმი ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის ონლაინსივრცეში ხელმისაწვდომი გახდება.

დოკუმენტური ფილმი, რომელზე მუშაობაც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ზუსტად 100 წლის წინ, 1920 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხება. რა მოხდა სინამდვილეში 1920 წელს, ვის და რატომ სურს ისტორიული ფაქტების გაყალბება, ბოლშევიკების მიერ მოწყობილი პროვოკაციის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩახშობის გენოციდად წარმოჩენა და საქართველოს იმიჯის დაზიანება - ფილმი ამ კითხვებს მხოლოდ რეალური ფაქტებით, დოკუმენტური მასალების გამოყენებითა და დადასტურებული ისტორიული მოვლენების ანალიზით პასუხობს.

NS

"დაიჯერეს, რომ მართლა არის კოვიდინფექცია" - მარინა ენდელაძე რამდენიმედღიანი პიკის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევათა შემცირებას პროგნოზირებს

დატოვა თუ არა თანამდებობა თენგიზ ცერცვაძემ? - ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ

კორონავირუსის 241 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, იმერეთში - 96, თბილისში - 62 - როგორია ვირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით