სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინდივიდუალურად წყვეტენ, ვის გაუკეთონ შეღავათი" - ბანკები სესხების დაფარვას მესამედ აღარ გადაავადებენ
"ინდივიდუალურად წყვეტენ, ვის გაუკეთონ შეღავათი" - ბანკები სესხების დაფარვას მესამედ აღარ გადაავადებენ

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, პა­პუ­ნა ლეჟა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლი არაა, რომ ბან­კებ­მა მსეს­ხებ­ლებს სეს­ხე­ბის და­ფარ­ვის სა­ყო­ველ­თაო გა­და­ვა­დე­ბა მე­სა­მე­დაც შეს­თა­ვა­ზონ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვა­ზე, გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა ბან­კე­ბის მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სეს­ხე­ბის და­ფარ­ვის სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის კი­დევ ერთხელ შე­თა­ვა­ზე­ბა, სებ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ "ასე­თი ტი­პის მე­სა­მე გა­და­ვა­დე­ბის ტალ­ღა არ მოხ­დე­ბა". თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, სა­ბან­კო სექ­ტო­რი მზა­დაა იმის­თვის, რომ მსეს­ხებ­ლებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეს­თა­ვა­ზონ სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დი.

„პირ­ვე­ლი ორი გა­და­ვა­დე­ბა, 3-3 თვით იყო სა­ყო­ველ­თაო ტი­პის. ამ პე­რი­ოდ­ში ბან­კებს არ ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნათ, ვინ შეძ­ლებ­და სეს­ხის და­ფარ­ვას და ვინ ვერა, ამი­ტომ გა­და­ვა­დე­ბა მთლი­ან პორ­ტფელ­ზე გა­ავ­რცე­ლეს. პირ­ვე­ლად გა­და­ვა­დე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა მსეს­ხებ­ლე­ბის ნა­ხე­ვარ­მა გა­მო­ი­ყე­ნა, ხოლო მე­ო­რედ შე­თა­ვა­ზე­ბი­სას შემ­ცირ­და იმ მსეს­ხებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც ისარ­გებ­ლა. ასე­თი ტი­პის მე­სა­მე გა­და­ვა­დე­ბის ტალ­ღა არ მოხ­დე­ბა, ამის მო­ლო­დი­ნი არ გვაქვს, რომ სა­ყო­ველ­თაო ტი­პის გა­და­ვა­დე­ბა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, სა­ბან­კო სექ­ტო­რის მხრი­დან დახ­მა­რე­ბის მზა­ო­ბა არის, ისი­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ემუ­შა­ვე­ბი­ან კლი­ენ­ტებს და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად წყვე­ტენ, ვის გა­უ­კე­თონ სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დი. სა­ყო­ველ­თაო ტი­პის გა­და­ვა­დე­ბა ამ ეტაპ­ზე გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში არაა“, - აღ­ნიშ­ნა პა­პუ­ნა ლეჟა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ­მა კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა მსეს­ხებ­ლებს სეს­ხე­ბის და­ფარ­ვის 3 თვით გა­და­ვა­დე­ბა პირ­ვე­ლად მარ­ტში შეს­თა­ვა­ზეს. ამას­თან, მა­ის­ში სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დი მსეს­ხებ­ლე­ბის ნა­წილს კი­დევ 3 თვით გა­უ­ხან­გრძლივ­და. კერ­ძოდ, გა­და­ვა­დე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­ე­ხო იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვინც სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის გამო სა­ხელ­მწი­ფოს ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღეს დახ­მა­რე­ბა და ასე­ვე სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­თა­ვა­ზე­ბა ეხე­ბო­და მა­თაც, ვი­საც შე­მო­სა­ვა­ლი შე­უმ­ცირ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ინდივიდუალურად წყვეტენ, ვის გაუკეთონ შეღავათი" - ბანკები სესხების დაფარვას მესამედ აღარ გადაავადებენ

"ინდივიდუალურად წყვეტენ, ვის გაუკეთონ შეღავათი" - ბანკები სესხების დაფარვას მესამედ აღარ გადაავადებენ

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, მოსალოდნელი არაა, რომ ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის საყოველთაო გადავადება მესამედაც შესთავაზონ.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, განიხილება თუ არა ბანკების მხრიდან მოქალაქეებისთვის სესხების დაფარვის საშეღავათო პერიოდის კიდევ ერთხელ შეთავაზება, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ "ასეთი ტიპის მესამე გადავადების ტალღა არ მოხდება". თუმცა, მისივე თქმით, საბანკო სექტორი მზადაა იმისთვის, რომ მსესხებლებს ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე შესთავაზონ საშეღავათო პერიოდი.

„პირველი ორი გადავადება, 3-3 თვით იყო საყოველთაო ტიპის. ამ პერიოდში ბანკებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა გაეანალიზებინათ, ვინ შეძლებდა სესხის დაფარვას და ვინ ვერა, ამიტომ გადავადება მთლიან პორტფელზე გაავრცელეს. პირველად გადავადების შეთავაზება მსესხებლების ნახევარმა გამოიყენა, ხოლო მეორედ შეთავაზებისას შემცირდა იმ მსესხებლების რაოდენობა, ვინც ისარგებლა. ასეთი ტიპის მესამე გადავადების ტალღა არ მოხდება, ამის მოლოდინი არ გვაქვს, რომ საყოველთაო ტიპის გადავადება იქნება. თუმცა, საბანკო სექტორის მხრიდან დახმარების მზაობა არის, ისინი ინდივიდუალურად ემუშავებიან კლიენტებს და ინდივიდუალურად წყვეტენ, ვის გაუკეთონ საშეღავათო პერიოდი. საყოველთაო ტიპის გადავადება ამ ეტაპზე განხილვის პროცესში არაა“, - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის 3 თვით გადავადება პირველად მარტში შესთავაზეს. ამასთან, მაისში საშეღავათო პერიოდი მსესხებლების ნაწილს კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივდა. კერძოდ, გადავადება ავტომატურად შეეხო იმ მოქალაქეებს, ვინც სამსახურის დაკარგვის გამო სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიიღეს დახმარება და ასევე სურვილის შემთხვევაში, შეთავაზება ეხებოდა მათაც, ვისაც შემოსავალი შეუმცირდა.

ვის მისცემენ ბანკები შესაძლებლობას, სესხები კვლავ გადაავადონ

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 5,7%-ით გაიზარდა და 1 129 ლარი შეადგინა

"ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 8 ჰა ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა, რაც "გულისამრევი თაღლითობაა"" - გიგი უგულავა