მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ზეგავლენას ახდენს ომი ლიტერატურაზე? - წიგნები, რომლებიც ომის შთაგონებითაა შექმნილი
რა ზეგავლენას ახდენს ომი ლიტერატურაზე? - წიგნები, რომლებიც ომის შთაგონებითაა შექმნილი

როცა ომი სრულ­დე­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რა მის გა­აზ­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. ომის ქარ­ცე­ცხლში იმ მოვ­ლე­ნა­თა ეპი­ცენ­ტრში ვართ, რო­მე­ლიც მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სი­სას­ტი­კედ, შემ­ზა­რა­ვად, ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ პე­რი­ო­დად მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბა.

ის ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც უმ­ძი­მეს­მა მოვ­ლე­ნებ­მა შექ­მნა, ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხებს, რისი გავ­ლა მოგ­ვი­წია თა­ვად ან რა გა­ნი­ცა­დეს წლე­ბი­სა და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ მათ, ვინც სიკ­ვდი­ლის ში­შით ია­ტაკ­ქვეშ იმა­ლე­ბო­და, ვინც ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე იყო, ვინც მტრის რი­გებს მი­ა­პობ­და ან ვინც შვილ­სა თუ ძმას ომში აცი­ლებ­და.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი ამ­ბე­ბი იმ­დე­ნად შო­რე­უ­ლია, რომ გვი­ჭირს, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ტყავ­ში შევ­ძვრეთ, ვინც ომის ტან­ჯვა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და, თუმ­ცა იმა­ვეს ვერ ვი­ტყვით უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ზე. რა­ტომ არის აფხა­ზე­თის ომი­სა თუ 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნე­ბის გმი­რებ­ზე დღემ­დე ასე­თი ინ­ტე­რე­სი? - ჩვენ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­ვი­ა­რეთ და გვახ­სოვს, ამი­ტომ, უკეთ გვეს­მის მათი ტკი­ვი­ლის, ტან­ჯვის, გა­მარ­ჯვე­ბი­სა თუ თავ­გან­წირ­ვის...

ხში­რად, ლი­ტე­რა­ტუ­რა დიქ­ტა­ტო­რე­ბის ბუ­ნე­ბას, მათ რე­ჟიმს, სის­ტე­მის უკუღ­მარ­თო­ბას ერთი პერ­სო­ნა­ჟი­თაც კი გახ­სნის ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, მარ­კუს ზუ­ზა­კის „წიგ­ნის ქურდში“ აღ­წე­რი­ლია სის­ტე­მის სი­მა­ხინ­ჯე­თა უმე­ტე­სო­ბა, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ფი­ზი­კურ თუ ფსი­ქო­ლო­გი­ურ გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე მიჰ­ყავ­და; და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი ნა­თე­ლი­სა და ჰუ­მა­ნუ­რის მი­მართ და ძა­ლი­ან ცო­ტას ვკი­თხუ­ლობთ პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბით ვხე­დავთ, რას წარ­მო­ად­გენ­და ფა­შიზ­მი და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

იგი­ვე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ ერიხ მა­რია რე­მარ­კის „ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თა­ღის“ მთა­ვარ გმირ, გერ­მა­ნელ ლტოლ­ვილ ექიმ რა­ვიკ­ზე, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე პა­რიზ­ში გა­მო­იქ­ცა. ეს არის მძი­მე ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ კრი­ზის­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მეტ­წი­ლად გან­ცდებ­ზე მოგ­ვი­თხობს და გვაჩ­ვე­ნებს, რო­გორ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ან­ზე მძი­მე დრო, რო­მელ­შიც ის ცხოვ­რობს.

ომის­დრო­ინ­დე­ლი, ომ­გა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა. რაც დრო გა­დის, სხვა­ნა­ი­რად ვუღ­რმავ­დე­ბით მათ ის­ტო­რი­ებს. სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რაა მათ­თვის სა­უ­კუ­ნო სი­ცო­ცხლის შთა­ბერ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისე­ვე რო­გორც ეს გერ­მა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ოს­კარ შინდლე­რის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.

ოს­კარ შინდლერ­მა სა­კუ­თა­რი სი­სო­ცხლის ფა­სად, გა­ზის კა­მე­რე­ბის­გან იხ­სნა 1300 ებ­რა­ე­ლი და წუხ­და, რომ მე­ტის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო. ავ­სტრა­ლი­ელ­მა მწე­რალ­მა თო­მას კე­ნი­ლიმ მისი სა­ხე­ლი მკი­თხველ­თა და კრი­ტი­კოს­თა მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი რო­მა­ნის „შინდლე­რის სიით“ უკ­ვდავ­ყო. ამა­ვე რო­მა­ნის მი­ხედ­ვით ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რის სტი­ვენ სპილ­ბერ­გის მიერ გა­და­ღე­ბულ­მა ფილმმა კი შინდლე­რის სა­ხე­ლი და ჰუ­მა­ნუ­რი აქტი მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნო.

თო­მას კე­ნი­ლის „შინდლე­რის სია“ გა­მოს­ვლის შემ­დეგ, არა­ერთ ენა­ზე ითარ­გმნა და მი­ლი­ო­ნო­ბით მკი­თხველ­მა გა­იც­ნო, თუმ­ცა ათო­ბით წე­ლია, პო­პუ­ლა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სი­ა­შია და მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ისევ არ ცხრე­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა გა­და­წყვი­ტა, ახა­ლი სე­რია - „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ სწო­რედ ამ ნა­წარ­მო­ე­ბით და­ი­წყოს. პრო­ექ­ტი ომის თე­მა­ტი­კა­ზე, ომის ეპო­ქას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებს აერ­თი­ა­ნებს, რო­მელ­თა მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლია და რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. „პა­ლიტ­რა L”-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბის მი­ზა­ნია, თა­ნა­მედ­რო­ვე და აღი­ა­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ომის თე­მა­ტი­კა­ზეა შექ­მნი­ლი, ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს, ამი­ტომ 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან ჟურ­ნალ „გზას­თან" ერ­თად, ის სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 8 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა (ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10 ლარი).

რა­ტომ „შინდლე­რის სია“?

რე­დაქ­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სწო­რედ „შინდლე­რის სია“ იმ­სა­ხუ­რებს პრო­ექ­ტის გახ­სნას, რად­გან ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი, მძი­მე, სა­ინ­ტე­რე­სო და პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, თა­ვი­დან და­ი­ბეჭ­დე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა მარ­კუს ზუ­ზა­კის „წიგ­ნის ქურ­დი“; ჰი­ზერ მო­რი­სის „აუშ­ვი­ცის ტა­ტუ­ის­ტი“; ენ­ტო­ნი დო­ე­რის „ნა­თე­ლი, რო­მელ­საც ვერ ვხე­დავთ“ და სხვა. ამას­თან,სე­რი­ის ფარ­გლებ­ში „პა­ლიტ­რა L” გეგ­მავს, გა­მოს­ცეს ახა­ლი წიგ­ნე­ბიც.

ყვე­ლა მათ­გა­ნი მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, შო­რი­დან შევ­ხე­დოთ და ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბით აღ­ვიქ­ვათ ის უმ­ძი­მე­სი გან­საც­დე­ლი, რისი გა­მოვ­ლაც მა­შინ­დელ მსოფ­ლი­ო­ში მო­უ­წი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა ზეგავლენას ახდენს ომი ლიტერატურაზე? - წიგნები, რომლებიც ომის შთაგონებითაა შექმნილი

რა ზეგავლენას ახდენს ომი ლიტერატურაზე? - წიგნები, რომლებიც ომის შთაგონებითაა შექმნილი

როცა ომი სრულდება, ლიტერატურა მის გააზრებაში გვეხმარება. ომის ქარცეცხლში იმ მოვლენათა ეპიცენტრში ვართ, რომელიც მისი დასრულების შემდეგ სისასტიკედ, შემზარავად, ყველაზე მტკივნეულ პერიოდად მოგვეჩვენება.

ის ადამიანური ისტორიები, რომელიც უმძიმესმა მოვლენებმა შექმნა, ნათლად დაგვანახებს, რისი გავლა მოგვიწია თავად ან რა განიცადეს წლებისა და საუკუნეების წინ მათ, ვინც სიკვდილის შიშით იატაკქვეშ იმალებოდა, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე იყო, ვინც მტრის რიგებს მიაპობდა ან ვინც შვილსა თუ ძმას ომში აცილებდა.

საუკუნეების წინანდელი ამბები იმდენად შორეულია, რომ გვიჭირს, იმ ადამიანების ტყავში შევძვრეთ, ვინც ომის ტანჯვა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით უახლეს ისტორიაზე. რატომ არის აფხაზეთის ომისა თუ 9 აპრილის მოვლენების გმირებზე დღემდე ასეთი ინტერესი? - ჩვენ ეს საშინელება საკუთარ თავზე გავიარეთ და გვახსოვს, ამიტომ, უკეთ გვესმის მათი ტკივილის, ტანჯვის, გამარჯვებისა თუ თავგანწირვის...

ხშირად, ლიტერატურა დიქტატორების ბუნებას, მათ რეჟიმს, სისტემის უკუღმართობას ერთი პერსონაჟითაც კი გახსნის ხოლმე. მაგალითად, მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდში“ აღწერილია სისტემის სიმახინჯეთა უმეტესობა, რასაც ადამიანები ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ განადგურებამდე მიჰყავდა; დამოკიდებულება ყოველგვარი ნათელისა და ჰუმანურის მიმართ და ძალიან ცოტას ვკითხულობთ პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ჩვენ უბრალოდ ადამიანების ცხოვრებით ვხედავთ, რას წარმოადგენდა ფაშიზმი და მისი მხარდამჭერები.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ ერიხ მარია რემარკის „ტრიუმფალური თაღის“ მთავარ გმირ, გერმანელ ლტოლვილ ექიმ რავიკზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე პარიზში გამოიქცა. ეს არის მძიმე ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი ადამიანის ისტორია, რომელიც მეტწილად განცდებზე მოგვითხობს და გვაჩვენებს, როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე მძიმე დრო, რომელშიც ის ცხოვრობს.

ომისდროინდელი, ომგამოვლილი ადამიანის მიმართ ინტერესი არ წყდება. რაც დრო გადის, სხვანაირად ვუღრმავდებით მათ ისტორიებს. სწორედ ლიტერატურაა მათთვის საუკუნო სიცოცხლის შთაბერვის შესაძლებლობა, ისევე როგორც ეს გერმანელი ბიზნესმენის ოსკარ შინდლერის შემთხვევაში მოხდა.

ოსკარ შინდლერმა საკუთარი სისოცხლის ფასად, გაზის კამერებისგან იხსნა 1300 ებრაელი და წუხდა, რომ მეტის გადარჩენა ვერ შეძლო. ავსტრალიელმა მწერალმა თომას კენილიმ მისი სახელი მკითხველთა და კრიტიკოსთა მიერ აღიარებული რომანის „შინდლერის სიით“ უკვდავყო. ამავე რომანის მიხედვით ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის მიერ გადაღებულმა ფილმმა კი შინდლერის სახელი და ჰუმანური აქტი მსოფლიოს გააცნო.

თომას კენილის „შინდლერის სია“ გამოსვლის შემდეგ, არაერთ ენაზე ითარგმნა და მილიონობით მკითხველმა გაიცნო, თუმცა ათობით წელია, პოპულარული ლიტერატურული ნაწარმოებების სიაშია და მის მიმართ ინტერესი ისევ არ ცხრება.

სწორედ ამიტომ, გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, ახალი სერია - „ომებსა და ადამიანებზე“ სწორედ ამ ნაწარმოებით დაიწყოს. პროექტი ომის თემატიკაზე, ომის ეპოქასთან დაკავშირებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აერთიანებს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია და რომელიც მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს. „პალიტრა L”-ში განმარტავენ, რომ გამომცემლობის მიზანია, თანამედროვე და აღიარებული ნაწარმოებები, რომელიც ომის თემატიკაზეა შექმნილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ამიტომ 1-ლი ოქტომბრიდან ჟურნალ „გზასთან" ერთად, ის სპეციალურ ფასად - 8 ლარად გაიყიდება (ჟურნალთან ერთად - 10 ლარი).

რატომ „შინდლერის სია“?

რედაქტორები მიიჩნევენ, რომ სწორედ „შინდლერის სია“ იმსახურებს პროექტის გახსნას, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, მძიმე, საინტერესო და პოპულარული ნაწარმოებია. ამავე პროექტის ფარგლებში, თავიდან დაიბეჭდება ნაწარმოებები, როგორიცაა მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“; ჰიზერ მორისის „აუშვიცის ტატუისტი“; ენტონი დოერის „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ და სხვა. ამასთან,სერიის ფარგლებში „პალიტრა L” გეგმავს, გამოსცეს ახალი წიგნებიც.

ყველა მათგანი მოგვცემს საშუალებას, შორიდან შევხედოთ და ადამიანური ისტორიებით აღვიქვათ ის უმძიმესი განსაცდელი, რისი გამოვლაც მაშინდელ მსოფლიოში მოუწიათ.

"ლიბერთინსი" ტრადიციული აქციით ბრუნდება - დიდი ფასდაკლება სერიის ახალ გამოცემაზე

სად არის სიმშვიდე? სად შევაფაროთ თავი?

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები