მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
SABA Reader-ს Gudabooks.ge-ის 200-ზე მეტი აუდიოწიგნი დაემატა
SABA Reader-ს Gudabooks.ge-ის 200-ზე მეტი აუდიოწიგნი დაემატა

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის ორი საყ­ვა­რე­ლი აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის პლატ­ფორ­მა SABA Reader და Gudabooks.ge პარტნი­ო­რე­ბი გახ­დნენ. SABA Reader-ს უკვე "გუ­დას" 200-ზე მეტი აუ­დი­ო­წიგ­ნი და­ე­მა­ტა. ბოლო პე­რი­ოდ­ში, ხმო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი სულ უფრო დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, მათ­ზე მო­თხოვ­ნა იზ­რდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც SABA Reader, ისე Gudabooks.ge, არ­ჩე­ვა­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე მუ­შა­ობს. რო­გორც SABA Reader-ის მარ­კე­ტინ­გი­სა და პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ნატა ჟვა­ნია გან­მარ­ტავს, პლატ­ფორ­მა მომ­ხმა­რე­ბელს დაჰ­პირ­და, რომ ასორ­ტი­მენტს კი­დევ უფრო გაზ­რდი­და, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-თან და Gudabooks.ge-სთან პარტნი­ო­რო­ბაც სწო­რედ ამის ნა­წი­ლია.

„ვფიქ­რობ, ელექტრო­ნუ­ლი და ფი­ზი­კუ­რი წიგ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მკი­თხვე­ლე­ბი ორ სხვა­დას­ხვა ტიპს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან. ჩვე­ნი აპ­ლი­კა­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სერ­ვი­სის მო­ბი­ლუ­რო­ბა, ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და სი­მარ­ტი­ვე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბის კი­დევ უფრო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ვერ­სია კი ხმო­ვა­ნი წიგ­ნია, რად­გან მისი მოს­მე­ნა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ნე­ბის­მი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან შე­თავ­სე­ბა­დია“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბაა, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი მო­ის­მი­ნო ყველ­გან, სა­დაც გინ­და - ტრან­სპორ­ტში, სე­ირ­ნო­ბი­სას, რიგ­ში თუ უბ­რა­ლოდ, დას­ვე­ნე­ბი­სას. ისი­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ არის გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი და ში­ნა­არ­სის ზუს­ტად აღ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

Gudabooks.ge-ის 200 წიგ­ნი, რო­მე­ლიც SABA Reader-ზე ეტა­პობ­რი­ვად გან­თავ­სდე­ბა, სხვა­დას­ხვა ჟან­რი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რას მო­ი­ცავს. ჩა­მო­ნათ­ვალ­ში აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი, რო­გორც მო­ზარ­დე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის­თვის, ისე უფ­რო­სე­ბის­თვის, ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლე­ბის­თვი­სა­ცაა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Gudabooks-ისა და SABA Reader-ის აპ­ლი­კა­ცი­ის ჩა­მოტვირ­თვა, რო­გორც iOS-ზე, ისე Android-ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

SABA Reader-ს Gudabooks.ge-ის 200-ზე მეტი აუდიოწიგნი დაემატა

SABA Reader-ს Gudabooks.ge-ის 200-ზე მეტი აუდიოწიგნი დაემატა

ქართველი მკითხველის ორი საყვარელი აუდიოწიგნების პლატფორმა SABA Reader და Gudabooks.ge პარტნიორები გახდნენ. SABA Reader-ს უკვე "გუდას" 200-ზე მეტი აუდიოწიგნი დაემატა. ბოლო პერიოდში, ხმოვანი წიგნები სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად, როგორც SABA Reader, ისე Gudabooks.ge, არჩევანის მრავალფეროვნებაზე მუშაობს. როგორც SABA Reader-ის მარკეტინგისა და პროექტების მენეჯერი ნატა ჟვანია განმარტავს, პლატფორმა მომხმარებელს დაჰპირდა, რომ ასორტიმენტს კიდევ უფრო გაზრდიდა, გამომცემლობა „პალიტრა L”-თან და Gudabooks.ge-სთან პარტნიორობაც სწორედ ამის ნაწილია.

„ვფიქრობ, ელექტრონული და ფიზიკური წიგნების მოყვარული მკითხველები ორ სხვადასხვა ტიპს მიეკუთვნებიან. ჩვენი აპლიკაციის მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სერვისის მობილურობა, ხელმისაწვდომობა და სიმარტივე მოსახერხებელია. ლიტერატურის გაცნობის კიდევ უფრო გამარტივებული ვერსია კი ხმოვანი წიგნია, რადგან მისი მოსმენა, შეიძლება ითქვას, ნებისმიერ საქმიანობასთან შეთავსებადია“, - აღნიშნავს ის.

აუდიოწიგნების უპირატესობაა, ლიტერატურული ნაწარმოები მოისმინო ყველგან, სადაც გინდა - ტრანსპორტში, სეირნობისას, რიგში თუ უბრალოდ, დასვენებისას. ისინი პროფესიონალი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული და შინაარსის ზუსტად აღქმის საშუალებას იძლევა.

Gudabooks.ge-ის 200 წიგნი, რომელიც SABA Reader-ზე ეტაპობრივად განთავსდება, სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ლიტერატურას მოიცავს. ჩამონათვალში აუდიოწიგნები, როგორც მოზარდებისა და ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის, ბიზნესლიტერატურით დაინტერესებული მკითხველებისთვისაცაა. აღსანიშნავია, რომ Gudabooks-ისა და SABA Reader-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა, როგორც iOS-ზე, ისე Android-ზეა შესაძლებელი.

კორონავირუსის 241 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, იმერეთში - 96, თბილისში - 62 - როგორია ვირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

"ვიდრე ადამიანებს ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან?" - პაატა იმნაძე

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ