მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერია ბეჭდური მედიის წინააღმდეგ - რატომ იკრძალება ცენტრალურ ქუჩებზე საგაზეთო ჯიხურები
თბილისის მერია ბეჭდური მედიის წინააღმდეგ - რატომ იკრძალება ცენტრალურ ქუჩებზე საგაზეთო ჯიხურები

თბი­ლი­სის ზო­გი­ერთ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე გა­ზე­თე­ბის და ჟურ­ნა­ლე­ბის გა­ყიდ­ვა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია. მი­ზე­ზი ისაა, რომ მე­რია იქ სა­გა­ზე­თო ჯი­ხუ­რებს კრძა­ლავს. მე­ტიც, ე.წ. პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბის შე­ზღუდ­ვის არე დე­და­ქა­ლაქ­ში შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გა­ფარ­თოვ­დეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის გა­ყიდ­ვა პრაქ­ტი­კუ­ლად, აიკ­რძა­ლე­ბა.

ეს მძი­მე დარ­ტყმა იქ­ნე­ბა ბეჭ­დუ­რი მე­დი­ი­სათ­ვის, რო­მე­ლიც, ერთი მხრივ, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და, მე­ო­რე მხრივ, მომ­ხმა­რე­ბელ­თა და­ბა­ლი მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გამო ისე­დაც გა­ნიც­დის ფი­ნან­სურ სიძ­ნე­ლე­ებს. გარ­და ამი­სა, რო­გორც პრე­სის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი „მთელ კვი­რას­თან“ სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, მე­რია თით­ქოს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად სწო­რედ იმ უბ­ნებ­ში კრძა­ლავს ჯი­ხუ­რებს, სა­დაც პრე­სის გა­ყიდ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია.

თბი­ლის­ში პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ზღუდ­ვი­სა და ამ სფე­რო­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბა გიგი უგუ­ლა­ვას მე­რო­ბის დრო­საც იყო, თუმ­ცა მა­შინ მე­დი­ის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი­თა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მით ამ პრობ­ლე­მის გა­და­ლახ­ვა მეტ-ნაკ­ლე­ბად მო­ხერ­ხდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ კი, გაჩ­ნდა გან­ცდა, რომ ბეჭ­დურ მე­დი­ას სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან პრობ­ლე­მე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად აღარ შე­ექ­მნე­ბო­და.

რა­ტო­მაა მი­უ­ღე­ბე­ლი დღე­ვან­დე­ლი მე­რი­ი­სათ­ვის ქა­ლა­ქის მთა­ვარ ქუ­ჩებ­ზე პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბი? არ­სე­ბობს თუ არა რა­ი­მე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, კონ­კრე­ტუ­ლი დე­ბუ­ლე­ბა, ან რა­ი­მე სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი , რო­მე­ლიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უდევს სა­ფუძ­ვლად? მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას „მთელ­მა კვი­რამ“ ამ კი­თხვა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო. მე­რი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თხია და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მე­რი­ის რამ­დე­ნი­მე სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რია ჩარ­თუ­ლი. მე­რია შე­ჯე­რე­ბუ­ლი ერ­თი­ა­ნი პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად ოფი­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვას ითხოვს და პა­სუ­ხის გა­ცე­მას კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ 10 სა­მუ­შაო დღე­ში აპი­რებს.

მე­რი­ის პო­ზი­ცია

დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი­დან პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რე­ბის აღე­ბას ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის დახ­მა­რე­ბად და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბა­ში ხე­ლის შე­წყო­ბად მი­იჩ­ნევს.

„თბი­ლი­სის მე­რია პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბის ერ­თი­ან ვი­ზუ­ალს შე­ი­მუ­შა­ვებს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლი. პრე­სის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ჯი­ხუ­რე­ბის გან­სა­თავ­სებ­ლად ქა­ლაქ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა.

ჯი­ხუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცნო­ბი­ლია და ამა­ზე არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია - ჩვენ­თვის ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე ჯი­ხუ­რე­ბის გან­თავ­სე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბი კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ უწევს იმ ჯი­ხუ­რებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ით ვაჭ­რო­ბენ.

იმის­თვის, რომ ბეჭ­დურ მე­დი­ას და­ვეხ­მა­როთ და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბას ხელი შე­ვუ­წყოთ, გვინ­და, რომ ქა­ლაქ­ში გა­მო­ი­ძებ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც პრე­სის ჯი­ხუ­რებს გან­ვა­თავ­სებთ. რა თქმა უნდა, ჯი­ხუ­რე­ბის დი­ზა­ი­ნი და ვი­ზუ­ა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან, რომ მათი დი­ზა­ი­ნი ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნის­ტი­კას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვი­დეს“, - ასე­თი ბუნ­დო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის ერთ-ერთ სხდო­მა­ზე.

მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში „მთელ კვი­რას“ უთხრეს , რომ დე­და­ქალ­ქში უკვე გა­ნი­სა­ზღვრა ე.წ. ჯი­ხუ­რე­ბის შე­ზღუდ­ვის არე­ე­ბი, რაც ძი­რი­თა­დად ცენ­ტრა­ლურ ქუ­ცებს მო­ი­ცავს და იქ პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბის გან­თავ­სე­ბა აიკ­რძა­ლე­ბა:

„მე­რია მხო­ლოდ იმ ჯი­ხუ­რებს იღებს, რო­მელ­თაც გა­უ­ვი­დათ იჯა­რის ვადა ან არ აქვს ნე­ბარ­თვა. ჯი­ხუ­რე­ბის შე­ზღუდ­ვის არე­ალ­ში ვინც მოყ­ვა, მათ არ გა­უგ­რძელ­დათ იჯა­რის ვადა.“

პრე­სის გა­მავ­რცე­ლებ­ლებს ღიად ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბი იკ­რძა­ლე­ბა

პრე­სის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია „პლა­ნე­ტა ფორ­ტეს“ ხელ­მძღვა­ნელ­მა მე­რაბ ჩან­ჩა­ლაშ­ვილ­მა „მთელ კვი­რას­თან“ აღ­ნიშ­ნა, რომ ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაფრ­თხი­ლე­ბა მი­უ­ვი­და, რომ ყაზ­ბე­გის ქუ­ცა­ზე მდე­ბა­რე მათი კომ­პა­ნი­ის ჯი­ხუ­რი 30 სექ­ტემ­ბრამ­დე უნდა აი­ღონ.

„ჯერ ასე ზუს­ტად არ ამ­ბო­ბენ, სად იკ­რძა­ლე­ბა და რა იკ­რძა­ლე­ბა. მე სი­ტყვი­ე­რად მი­თხრეს, რომ ცენ­ტრა­ლურ პროს­პექ­ტებ­ზე ჯი­ხუ­რე­ბი სა­ერ­თოდ არ უნდა იყო­სო. იქ გან­ხილ­ვა და მსგავ­სი რამ არაა. მე პი­რა­დად ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაფრ­თხი­ლე­ბა მო­მი­ვი­და, რომ ყაზ­ბე­გის 26-ში პრე­სის ჯი­ხუ­რი უნდა აი­ღო­თო, თვის ბო­ლო­დან, 30-დან, აღარ უნდა იყო­სო, რად­გან ჩვენ უნე­ბარ­თვოდ გვაქვს ჯი­ხუ­რე­ბი.

მარ­თა­ლია, ჩვენ უნე­ბარ­თვოდ გვაქვს, იმი­ტომ, რომ როცა ნე­ბარ­თვის ვადა გაგ­ვი­ვი­და (2017 წელს), მას მერე ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბას ვი­თხოვთ და არ გვიგ­რძე­ლე­ბენ. მას მერე შეხ­ვედ­რა ბევ­რჯერ გვქონ­და, იყო და­პი­რე­ბე­ბი, გა­გი­გიგ­რძე­ლებ­თო, ახალ ად­გი­ლებს გა­მო­გი­ყოფ­თო, ქა­ლაქ­ში 150 ად­გი­ლი მოგვ­თხო­ვეს, რომ გა­მო­ყო­ფი­ლი­ყო. მი­ვი­ტა­ნეთ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ლა­პა­რა­კის დო­ნე­ზე მი­დი­ო­და. აქამ­დე არ გვე­ხე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ახლა უკვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოგვ­თხო­ვეს, ჯი­ხუ­რი უნდა აი­ღო­თო.

ახლა ჩემს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას 27 ჯი­ხუ­რი აქვს. ადრე, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, 100 ჯი­ხუ­რი აგ­ვი­ყა­რეს. მას მერე აუქ­ცი­ო­ნებ­ში მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და 27 ჯი­ხუ­რი მო­ვი­გეთ, მაგ­რამ ნელ-ნელა ნულ­ზე და­ვე­დით. ორ­გა­ნი­ზა­ცია 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს - დამ­ხა­რის­ხებ­ლე­ბია, ტრან­სპორ­ტია და 20-27 ჯი­ხუ­რით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ვერ შე­ი­ნა­ხავ.

„ჯერ-ჯე­რო­ბით ეს პრობ­ლე­მა ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ზეა, მაგ­რამ უკვე იმა­საც აღარ უყუ­რე­ბენ, ცენ­ტრა­ლუ­რია თუ არა, ზოგ­ჯერ ისეთ ად­გი­ლებ­შიც იღე­ბენ, რომ... გვე­უბ­ნე­ბი­ან, ნე­ბარ­თვა არ გაქ­ვთო.

„ეს ჯი­ხუ­რე­ბი მე­რი­ის ეს­კი­ზე­ბით გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ახ­ლა­ხან გა­მო­ა­ცხა­და კა­ლა­ძემ, ქა­ლაქ­ში პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბი გან­თავ­სდე­ბაო და როცა ად­გი­ლეს გა­მოგ­ვი­ყოფს, ოქ გა­და­ვი­ტანთ, მაგ­რამ ამა­ზე არ მო­დი­ან . არა­და, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჯი­ხუ­რი სად წა­ვი­ღოთ, ისიც კი არ ვი­ცით. ად­რეც ასი ჯი­ხუ­რი აი­ღეს და ყვე­ლა და­ი­კარ­გა, და­იმ­ტვრა, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, დიდი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლია. გა­და­ტა­ნაც კი დიდი ხარ­ჯია, ერ­თი­დან მე­ო­რე ად­გილ­ზე ჯი­ხუ­რის გა­და­ტა­ნა ნიშ­ნავს, რომ იმ ჯი­ხურს ორი-სამი თვე მო­გე­ბა არ ექ­ნე­ბა.

„მე­რი­ამ გვი­თხრა, ვმუ­შა­ობთ, რომ ად­გი­ლე­ბი გა­მო­გი­ყო­თო. ვთხო­ვეთ, დრო­ე­ბით იყოს, სა­ნამ გა­მოგ­ვი­ყოფ­თო, უარი გვი­თხრეს. სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რია - მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია, ქო­ნე­ბის მარ­თვა... ის თა­ვი­სას ითხოვს, -ეს თა­ვი­სას“ - გვი­თხრა მე­რაბ ჩან­ჩა­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ჯი­ხუ­რე­ბის გა­უქ­მე­ბაც და გა­და­ტა­ნაც კომ­პა­ნი­ის­თვის დიდი ზა­რა­ლია:

„ძა­ლი­ან დიდი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლია. ჯი­ხუ­რი 7 ათა­სამ­დე ღირს, გა­ტა­ნი­სას კი იმ­ტვრე­ვა. ახა­ლი ად­გი­ლი რომც მოგ­ვცენ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, დე­ნის ჩარ­თვა და ა. შ. ხარ­ჯია. არა­და, ახ­ლან­დელ ად­გი­ლებ­ში­ეს ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს. ვიცი, რომმ ნელ-ნელა ყვე­ლა ჯი­ხურს მო­ად­გე­ბი­ან.

„ერთ რა­მეს ვი­ტყვი, რომ სა­ნამ ახალ ად­გი­ლებს გა­მო­ყო­ფენ­და ეს არ უნდა იყოს ისე, რომ 5-10 ად­გი­ლი გად­მოგ­ვიგ­დონ და და­ნარ­ჩე­ნე­ბი აი­ყა­როს, არ­სე­ბუ­ლებს ნუ შე­ე­ხე­ბი­ან . თუკი ვინ­მე მთავ­რო­ბა­ში მო­დის, ყვე­ლა ნელ-ნელა გვერ­დზე გვწევს. ან ღიად გა­მო­ა­ცხა­დონ, რომ ეს სფე­რო აღარ აინ­ტე­რე­სებთ. ისი­ნი ამ სფე­როს უყუ­რე­ბენ მხო­ლოდ რო­გორც ბიზ­ნესს, მაგ­რამ ამ სფე­როს სხვა დატ­ვირ­თვა აქვს - სო­ცი­ა­ლუ­რი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სხვა, აქ ბიზ­ნე­სი ყვე­ლა­ზე ბოლო სა­კი­თხია“ - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ჩან­ჩა­ლაშ­ვილ­მა.

მე­რია იმ ჯი­ხუ­რებს აუქ­მებს, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი იყი­დე­ბა

შპს „ელვა მარ­კეტ­სი“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ოთარ მე­რა­ბიშ­ვი­ლი კი „მთელ კვი­რას­თან“ ამ­ბობს, რომ მე­რი­ამ მათ კომ­პა­ნი­ას ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე სამი ჯი­ხუ­რი აა­ღე­ბი­ნა, ახლა კი აღე­ბის ბრძა­ნე­ბა მი­უ­ვი­დათ ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ცა­ზე მდე­ბა­რე ჯი­ხურ­ზე.

„ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჯი­ხუ­რე­ბი2012 წლი­დან აქვს. რამ­დე­ნი­მე წე­ლია, პრე­სის ჯი­ხუ­რებ­ზე ნე­ბარ­თვა არ გა­ი­ცე­მა, ანუ ეს სეგ­მენ­ტი მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია და ვე­ლო­დე­ბით. მე­რია ამა­ზე უარს არ გვე­უბ­ნე­ბა, გვე­უბ­ნე­ბა, რომ ამის მზა­ო­ბა არ­სე­ბობს, ლო­კა­ცი­ე­ბის შე­თან­ხმე­ბა და ვი­ზუ­ა­ლი გვაქვს და­სა­ზუს­ტე­ბე­ლი. თუმ­ცა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა, რომ სა­ნამ რა­ი­მე ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა, სა­ნამ ეს სეგ­მენ­ტი მო­წეს­რიგ­დე­ბა, მა­ნამ­დე ჩვე­ნი არ­სე­ბუ­ლი ჯი­ხუ­რე­ბი დარ­ჩეს.

ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე სამი ჯი­ხუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გამო აგ­ვა­ღე­ბი­ნეს და აღარ დაგ­ვაბ­რუ­ნე­ბი­ნეს. ახლა გვი­რე­კა­ვენ და გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ დო­ლი­ძის ქუ­ჩი­და­ნაც ავი­ღოთ, რად­გან ტრო­ტუ­ა­რის სა­ფა­რი უნდა შე­იც­ვა­ლოს. ვადა 30 სექ­ტემ­ბრამ­დე გვაქვს.

„ჩვენ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას არ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით, ქა­ლა­ქის იერ­სა­ხის მო­წყო­ბას ხელს არ შე­ვუშ­ლით, პი­რი­ქით, ამას მი­ვე­სალ­მე­ბით, მაგ­რამ მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა ისაა, რომ ჯი­ხუ­რე­ბი აღარ ბრუნ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ვი­საც ნე­ბარ­თვა აქვს, მათი ჯი­ხუ­რი დაბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ პრე­სის ჯი­ხუ­რებს მა­ინც გვაც­ლი­ან. რო­გორც ვიცი, სხვა გა­მავ­რცე­ლებ­ლებ­საც აქვთ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი.

ფაქ­ტობ­რი­ვად „სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის“ გარ­და, არც ერთ ჯი­ხურს ნე­ბარ­თვა არ აქვს. ჩვენ ნე­ბარ­თვა არ გვაქვს და ვი­თხოვ­დით, რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ.

ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შეძ­ლე­ბუ­ლი სე­მენ­ტი და­დის და ყვე­ლა­ზე ტოპ გა­ყიდ­ვა­დი ჯი­ხუ­რე­ბი რომ­ლე­ბიც იყო, ისი­ნი აგ­ვა­ღე­ბი­ნეს. ამ გამ­ზირ­ზე რომ გა­ი­ა­როთ, დღეს პრე­სას ვერ შე­ი­ძენთ, რაც, რა თქმა უნდა, ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლია.

მო­ლა­პა­რა­კე­ბა მე­რი­ას­თან ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი წე­ლია მი­დის. ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ბი­ჯე­ბი გად­მოდ­გეს, მაგ­რამ ამას დრო სჭირ­დე­ბა და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ჯი­ხუ­რე­ბი ად­გილ­ზე უნდა იდ­გეს, რათა ხალ­ხმა სამ­სა­ხუ­რი არ და­კარ­გოს და პრე­სამ - ტი­რა­ჟი. პრე­სის ტი­რა­ჟის აღ­დგე­ნა კი ასე მარ­ტი­ვი არაა.“ - გა­ნა­ცხა­და მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
status quo
8

კითხვა არ უყვარს ახალ თაობას და გაზეთი რად უნდა?

კაცი. რომელსაც ლოტერატურა უყვარს
15

ვისაც პრესა ენდომება, არაცენტრალურ ქუჩაზე ვერ მიაგნებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

თბილისის მერია ბეჭდური მედიის წინააღმდეგ - რატომ იკრძალება ცენტრალურ ქუჩებზე საგაზეთო ჯიხურები

თბილისის მერია ბეჭდური მედიის წინააღმდეგ - რატომ იკრძალება ცენტრალურ ქუჩებზე საგაზეთო ჯიხურები

თბილისის ზოგიერთ ცენტრალურ ქუჩაზე გაზეთების და ჟურნალების გაყიდვა უკვე შეუძლებელია. მიზეზი ისაა, რომ მერია იქ საგაზეთო ჯიხურებს კრძალავს. მეტიც, ე.წ. პრესის ჯიხურების შეზღუდვის არე დედაქალაქში შეიძლება კიდევ გაფართოვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ჟურნალ-გაზეთების გაყიდვა პრაქტიკულად, აიკრძალება.

ეს მძიმე დარტყმა იქნება ბეჭდური მედიისათვის, რომელიც, ერთი მხრივ, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა და, მეორე მხრივ, მომხმარებელთა დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო ისედაც განიცდის ფინანსურ სიძნელეებს. გარდა ამისა, როგორც პრესის გამავრცელებლები „მთელ კვირასთან“ საუბარში ამბობენ, მერია თითქოს მიზანმიმართულად სწორედ იმ უბნებში კრძალავს ჯიხურებს, სადაც პრესის გაყიდვის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

თბილისში პრესის გავრცელების შეზღუდვისა და ამ სფეროზე კონტროლის დამყარების მცდელობა გიგი უგულავას მერობის დროსაც იყო, თუმცა მაშინ მედიის ერთსულოვნებითა და საზოგადოების თანადგომით ამ პრობლემის გადალახვა მეტ-ნაკლებად მოხერხდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, გაჩნდა განცდა, რომ ბეჭდურ მედიას სახელმწიფოს მხრიდან პრობლემები ხელოვნურად აღარ შეექმნებოდა.

რატომაა მიუღებელი დღევანდელი მერიისათვის ქალაქის მთავარ ქუჩებზე პრესის ჯიხურები? არსებობს თუ არა რაიმე დასაბუთებული რეკომენდაცია, კონკრეტული დებულება, ან რაიმე სხვა სამართლებრივი აქტი , რომელიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად? მერიის წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრისას „მთელმა კვირამ“ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. მერიაში განაცხადეს, რომ ეს კომპლექსური საკითხია და გადაწყვეტილების მიღებაში მერიის რამდენიმე საქალაქო სამსახურია ჩართული. მერია შეჯერებული ერთიანი პასუხის მისაღებად ოფიციალურ მიმართვას ითხოვს და პასუხის გაცემას კანონით განსაზღვრულ 10 სამუშაო დღეში აპირებს.

მერიის პოზიცია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცენტრალური ქუჩებიდან პრესის გავრცელების ჯიხურების აღებას ბეჭდური მედიის დახმარებად და პრესის გავრცელებაში ხელის შეწყობად მიიჩნევს.

„თბილისის მერია პრესის ჯიხურების ერთიან ვიზუალს შეიმუშავებს, რომელიც შესაბამის სამსახურებთან იქნება შეთანხმებული. პრესის რეალიზაციისთვის განკუთვნილი ჯიხურების განსათავსებლად ქალაქში კონკრეტული ადგილები გამოიყოფა.

ჯიხურებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია - ჩვენთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ჯიხურების განთავსება მიუღებელია. პრესის ჯიხურები კონკურენციას ვერ უწევს იმ ჯიხურებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქციით ვაჭრობენ.

იმისთვის, რომ ბეჭდურ მედიას დავეხმაროთ და პრესის გავრცელებას ხელი შევუწყოთ, გვინდა, რომ ქალაქში გამოიძებნოს შესაბამისი ადგილები, სადაც პრესის ჯიხურებს განვათავსებთ. რა თქმა უნდა, ჯიხურების დიზაინი და ვიზუალი აუცილებლად იქნება შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან, რომ მათი დიზაინი ჩვენი ქალაქის ურბანისტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეს“, - ასეთი ბუნდოვანი განცხადება გააკეთა კალაძემ თბილისის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე.

მერიის პრესსამსახურში „მთელ კვირას“ უთხრეს , რომ დედაქალქში უკვე განისაზღვრა ე.წ. ჯიხურების შეზღუდვის არეები, რაც ძირითადად ცენტრალურ ქუცებს მოიცავს და იქ პრესის ჯიხურების განთავსება აიკრძალება:

„მერია მხოლოდ იმ ჯიხურებს იღებს, რომელთაც გაუვიდათ იჯარის ვადა ან არ აქვს ნებართვა. ჯიხურების შეზღუდვის არეალში ვინც მოყვა, მათ არ გაუგრძელდათ იჯარის ვადა.“

პრესის გამავრცელებლებს ღიად ეუბნებიან, რომ ცენტრალურ ქუჩებზე პრესის ჯიხურები იკრძალება

პრესის გამავრცელებელი სადისტრიბუციო კომპანია „პლანეტა ფორტეს“ ხელმძღვანელმა მერაბ ჩანჩალაშვილმა „მთელ კვირასთან“ აღნიშნა, რომ ქალაქის მუნიციპალური ინსპექციიდან ოფიციალური გაფრთხილება მიუვიდა, რომ ყაზბეგის ქუცაზე მდებარე მათი კომპანიის ჯიხური 30 სექტემბრამდე უნდა აიღონ.

„ჯერ ასე ზუსტად არ ამბობენ, სად იკრძალება და რა იკრძალება. მე სიტყვიერად მითხრეს, რომ ცენტრალურ პროსპექტებზე ჯიხურები საერთოდ არ უნდა იყოსო. იქ განხილვა და მსგავსი რამ არაა. მე პირადად ქალაქის მუნიციპალური ინსპექციიდან ოფიციალური გაფრთხილება მომივიდა, რომ ყაზბეგის 26-ში პრესის ჯიხური უნდა აიღოთო, თვის ბოლოდან, 30-დან, აღარ უნდა იყოსო, რადგან ჩვენ უნებართვოდ გვაქვს ჯიხურები.

მართალია, ჩვენ უნებართვოდ გვაქვს, იმიტომ, რომ როცა ნებართვის ვადა გაგვივიდა (2017 წელს), მას მერე ვადის გაგრძელებას ვითხოვთ და არ გვიგრძელებენ. მას მერე შეხვედრა ბევრჯერ გვქონდა, იყო დაპირებები, გაგიგიგრძელებთო, ახალ ადგილებს გამოგიყოფთო, ქალაქში 150 ადგილი მოგვთხოვეს, რომ გამოყოფილიყო. მივიტანეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ლაპარაკის დონეზე მიდიოდა. აქამდე არ გვეხებოდნენ, მაგრამ ახლა უკვე კატეგორიულად მოგვთხოვეს, ჯიხური უნდა აიღოთო.

ახლა ჩემს ორგანიზაციას 27 ჯიხური აქვს. ადრე, სააკაშვილის დროს, 100 ჯიხური აგვიყარეს. მას მერე აუქციონებში მივიღეთ მონაწილეობა და 27 ჯიხური მოვიგეთ, მაგრამ ნელ-ნელა ნულზე დავედით. ორგანიზაცია 24 საათის განმავლობაში მუშაობს - დამხარისხებლებია, ტრანსპორტია და 20-27 ჯიხურით ორგანიზაციას ვერ შეინახავ.

„ჯერ-ჯერობით ეს პრობლემა ცენტრალურ უბნებზეა, მაგრამ უკვე იმასაც აღარ უყურებენ, ცენტრალურია თუ არა, ზოგჯერ ისეთ ადგილებშიც იღებენ, რომ... გვეუბნებიან, ნებართვა არ გაქვთო.

„ეს ჯიხურები მერიის ესკიზებით გვაქვს გაკეთებული. ახლახან გამოაცხადა კალაძემ, ქალაქში პრესის ჯიხურები განთავსდებაო და როცა ადგილეს გამოგვიყოფს, ოქ გადავიტანთ, მაგრამ ამაზე არ მოდიან . არადა, სიმართლე გითხრათ, ჯიხური სად წავიღოთ, ისიც კი არ ვიცით. ადრეც ასი ჯიხური აიღეს და ყველა დაიკარგა, დაიმტვრა, რაც, ფაქტობრივად, დიდი ფინანსური ზარალია. გადატანაც კი დიდი ხარჯია, ერთიდან მეორე ადგილზე ჯიხურის გადატანა ნიშნავს, რომ იმ ჯიხურს ორი-სამი თვე მოგება არ ექნება.

„მერიამ გვითხრა, ვმუშაობთ, რომ ადგილები გამოგიყოთო. ვთხოვეთ, დროებით იყოს, სანამ გამოგვიყოფთო, უარი გვითხრეს. სხვადასხვა სამსახურია - მუნიციპალური ინსპექცია, ქონების მართვა... ის თავისას ითხოვს, -ეს თავისას“ - გვითხრა მერაბ ჩანჩალაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ჯიხურების გაუქმებაც და გადატანაც კომპანიისთვის დიდი ზარალია:

„ძალიან დიდი ფინანსური ზარალია. ჯიხური 7 ათასამდე ღირს, გატანისას კი იმტვრევა. ახალი ადგილი რომც მოგვცენ, კომუნიკაციები, დენის ჩართვა და ა. შ. ხარჯია. არადა, ახლანდელ ადგილებშიეს ყველაფერი გვაქვს. ვიცი, რომმ ნელ-ნელა ყველა ჯიხურს მოადგებიან.

„ერთ რამეს ვიტყვი, რომ სანამ ახალ ადგილებს გამოყოფენდა ეს არ უნდა იყოს ისე, რომ 5-10 ადგილი გადმოგვიგდონ და დანარჩენები აიყაროს, არსებულებს ნუ შეეხებიან . თუკი ვინმე მთავრობაში მოდის, ყველა ნელ-ნელა გვერდზე გვწევს. ან ღიად გამოაცხადონ, რომ ეს სფერო აღარ აინტერესებთ. ისინი ამ სფეროს უყურებენ მხოლოდ როგორც ბიზნესს, მაგრამ ამ სფეროს სხვა დატვირთვა აქვს - სოციალური, ინფორმაციული და სხვა, აქ ბიზნესი ყველაზე ბოლო საკითხია“ - განაცხადა მერაბ ჩანჩალაშვილმა.

მერია იმ ჯიხურებს აუქმებს, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალ-გაზეთები იყიდება

შპს „ელვა მარკეტსი“ ხელმძღვანელი ოთარ მერაბიშვილი კი „მთელ კვირასთან“ ამბობს, რომ მერიამ მათ კომპანიას ჭავჭავაძის გამზირზე სამი ჯიხური ააღებინა, ახლა კი აღების ბრძანება მიუვიდათ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუცაზე მდებარე ჯიხურზე.

„ჩვენს ორგანიზაციას ჯიხურები2012 წლიდან აქვს. რამდენიმე წელია, პრესის ჯიხურებზე ნებართვა არ გაიცემა, ანუ ეს სეგმენტი მოუწესრიგებელია და ველოდებით. მერია ამაზე უარს არ გვეუბნება, გვეუბნება, რომ ამის მზაობა არსებობს, ლოკაციების შეთანხმება და ვიზუალი გვაქვს დასაზუსტებელი. თუმცა ჩვენი მოთხოვნაა, რომ სანამ რაიმე ნაბიჯები გადაიდგმება, სანამ ეს სეგმენტი მოწესრიგდება, მანამდე ჩვენი არსებული ჯიხურები დარჩეს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე სამი ჯიხური რეაბილიტაციის გამო აგვაღებინეს და აღარ დაგვაბრუნებინეს. ახლა გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ დოლიძის ქუჩიდანაც ავიღოთ, რადგან ტროტუარის საფარი უნდა შეიცვალოს. ვადა 30 სექტემბრამდე გვაქვს.

„ჩვენ რეაბილიტაციას არ ვეწინააღმდეგებით, ქალაქის იერსახის მოწყობას ხელს არ შევუშლით, პირიქით, ამას მივესალმებით, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ჯიხურები აღარ ბრუნდება. მაგალითად, ვისაც ნებართვა აქვს, მათი ჯიხური დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ პრესის ჯიხურებს მაინც გვაცლიან. როგორც ვიცი, სხვა გამავრცელებლებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები.

ფაქტობრივად „საქართველოს ფოსტის“ გარდა, არც ერთ ჯიხურს ნებართვა არ აქვს. ჩვენ ნებართვა არ გვაქვს და ვითხოვდით, რომ გაეგრძელებინათ.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული სემენტი დადის და ყველაზე ტოპ გაყიდვადი ჯიხურები რომლებიც იყო, ისინი აგვაღებინეს. ამ გამზირზე რომ გაიაროთ, დღეს პრესას ვერ შეიძენთ, რაც, რა თქმა უნდა, ფინანსური ზარალია.

მოლაპარაკება მერიასთან ფაქტობრივად, ორი წელია მიდის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნაბიჯები გადმოდგეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება და ამ დროის განმავლობაში ეს ჯიხურები ადგილზე უნდა იდგეს, რათა ხალხმა სამსახური არ დაკარგოს და პრესამ - ტირაჟი. პრესის ტირაჟის აღდგენა კი ასე მარტივი არაა.“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

"ვიდრე ადამიანებს ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან?" - პაატა იმნაძე

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ

"საქართველოს მოქალქეებს აღარ დასჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად" - რა სიახლეზე წერს ელჩი ლაშა ჟვანია