სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარსის ზედაპირის ქვეშ მეცნიერებმა ტბები აღმოაჩინეს - ვარაუდობენ, რომ იქ უკიდურესად მარილიანი წყალი უნდა იყოს
მარსის ზედაპირის ქვეშ მეცნიერებმა ტბები აღმოაჩინეს - ვარაუდობენ, რომ იქ უკიდურესად მარილიანი წყალი უნდა იყოს

მეც­ნი­ე­რებ­მა მარ­სის სამ­ხრეთ პო­ლუ­სის ნა­წილ­ში სამი ტბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლე­ბიც პლა­ნე­ტის ზე­და­პირს მიღ­მაა. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. ეს აღ­მო­ჩე­ნა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მკვლე­ვარ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც მარსზე სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის პო­ტენ­ცი­ალს სწავ­ლო­ბენ.

მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ტბებ­ში შე­საძ­ლოა, უკი­დუ­რე­სად მა­რი­ლი­ა­ნი წყა­ლი იყოს, იმ­დე­ნად, რომ მას­ში ვე­რა­ნა­ი­რი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ელე­მენ­ტი ვერ გა­დარ­ჩეს. ასე­ვე, თვლი­ან, რომ მარ­სის ზე­და­პირ­ზე თხე­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში წყლის არ­სე­ბო­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა პლა­ნე­ტის სა­ფარ­ქვეშ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა. ახლა უნდა შე­ის­წავ­ლონ, აღ­მო­ჩე­ნილ ტბებ­ში ეხე­ბა თუ არა საქ­მე თხე­ვა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის წყალს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლად მარ­სის სამ­ხრეთ ყი­ნუ­ლო­ვა­ნი სა­ფა­რის ქვეშ, მეც­ნი­ე­რებ­მა ტბა 2 წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ახლა კი, ახა­ლი კვლე­ვით დად­გინ­და, რომ იქ რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი სტრუქ­ტუ­რის ტბაა.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი იტა­ლი­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თა დას­კვნაც მარ­სის ორ­ბი­ტას­თან მოძ­რა­ვი თა­ნამ­გზავ­რის რა­და­რულ მო­ნა­ცე­მებს ეყ­რდნო­ბა. რა­და­რი ფა­რავს მარ­სის ფარ­თო არე­ალს, რა­მაც მეც­ნი­ე­რებს წი­თე­ლი პლა­ნე­ტის უფრო მას­შტა­ბუ­რი არე­ა­ლის შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ ტბე­ბის აღ­მო­ჩე­ნამ, პლა­ნე­ტა­ზე სი­ცო­ცხლის შე­საძ­ლო არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, შე­იძ­ლე­ბა მკვლე­ვა­რებს პა­სუ­ხე­ბი უფრო მალე აპოვ­ნი­ნოს და ასე­ვე, პლა­ნე­ტა­ზე არ­სე­ბუ­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის შეს­წავ­ლაც გა­მარ­ტივ­დეს.

ნანა
5

მარსი კი არა დედამიწა შეისწავლეთ , მიხედეთ და გადაარჩინეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მარსის ზედაპირის ქვეშ მეცნიერებმა ტბები აღმოაჩინეს - ვარაუდობენ, რომ იქ უკიდურესად მარილიანი წყალი უნდა იყოს

მარსის ზედაპირის ქვეშ მეცნიერებმა ტბები აღმოაჩინეს - ვარაუდობენ, რომ იქ უკიდურესად მარილიანი წყალი უნდა იყოს

მეცნიერებმა მარსის სამხრეთ პოლუსის ნაწილში სამი ტბა აღმოაჩინეს, რომლებიც პლანეტის ზედაპირს მიღმაა. ამის შესახებ BBC წერს. ეს აღმოჩენა საინტერესო იქნება მკვლევართათვის, რომლებიც მარსზე სიცოცხლის არსებობის პოტენციალს სწავლობენ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტბებში შესაძლოა, უკიდურესად მარილიანი წყალი იყოს, იმდენად, რომ მასში ვერანაირი მიკრობიოლოგიური ელემენტი ვერ გადარჩეს. ასევე, თვლიან, რომ მარსის ზედაპირზე თხევად მდგომარეობაში წყლის არსებობა თითქმის შეუძლებელია, თუმცა პლანეტის საფარქვეშ, გამორიცხული არაა. ახლა უნდა შეისწავლონ, აღმოჩენილ ტბებში ეხება თუ არა საქმე თხევადი მდგომარეობის წყალს.

აღსანიშნავია, რომ პირველად მარსის სამხრეთ ყინულოვანი საფარის ქვეშ, მეცნიერებმა ტბა 2 წლის წინ აღმოაჩინეს. ახლა კი, ახალი კვლევით დადგინდა, რომ იქ რამდენიმე მსგავსი სტრუქტურის ტბაა.

კვლევის ავტორები იტალიელი მეცნიერები არიან, რომელთა დასკვნაც მარსის ორბიტასთან მოძრავი თანამგზავრის რადარულ მონაცემებს ეყრდნობა. რადარი ფარავს მარსის ფართო არეალს, რამაც მეცნიერებს წითელი პლანეტის უფრო მასშტაბური არეალის შესწავლის შესაძლებლობა მისცა.

მიიჩნევენ, რომ ამ ტბების აღმოჩენამ, პლანეტაზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის შესახებ, შეიძლება მკვლევარებს პასუხები უფრო მალე აპოვნინოს და ასევე, პლანეტაზე არსებული კლიმატური პირობების შესწავლაც გამარტივდეს.

ესპანელი კაცი მასწავლებლები კაბებით და სოლიდარობა მოსწავლე ბიჭს, რომელიც სკოლიდან კაბის ჩაცმის გამო გარიცხეს - რას გულისხმობს მოძრაობა "სამოსს სქესი არ აქვს"

"უახლოეს მეზობლებთან, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია" - პუტინი

17 წლის გოგონას უშიშარი ქმედება - როგორ გადაარჩინა მან ძაღლები დათვის თავდასხმისგან