სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლუბ "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა
კლუბ "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­ას­რუ­ლა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა, ღა­მის კლუბ "ბა­სი­ან­ში“ მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბრალ­დე­ბულ ბ.ჩ.-ს მი­მართ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან აც­ნო­ბეს, მას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბ.ჩ.-ს ბრა­ლად ედე­ბო­და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ხუ­ლიგ­ნუ­რი ქვე­ნაგ­რძნო­ბით, ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვა­თა სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას, ჩა­დე­ნი­ლი ორი ან მეტი პი­რის მი­მართ.

"საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2020 წლის 12 იან­ვარს ღა­მის სა­ა­თებ­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი სა­ნა­დი­რო თო­ფით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი არ და­ე­მორ­ჩი­ლა ღა­მის კლუბ­ში დად­გე­ნილ წესს და შე­იჭ­რა ღა­მის კლუბ „ბა­სი­ა­ნის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხმა­მაღ­ლა, გი­ნე­ბით ითხოვ­და კა­რის გახ­სნას, რის გა­მოც სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან მო­ახ­დი­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 15-მდე გას­რო­ლა.

შე­დე­გად ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ში მი­ი­ღო მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალ­მა. საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვი­სას ბრალ­დე­ბულ­მა თავი არ ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში, თუმ­ცა, სხდო­მებ­ზე გა­მოკ­ვლე­ულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სა­სა­მარ­თლომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია ბ.ჩ.-ს მიერ ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა“, -ა ღნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
21

რაარი რა ცოტაა 16 წელი? დღეს ხვალ ზეგთუარადა მაზეგ გაირბენს უცებ

მწარე
9

ბ.ჩ. რა არის, არასრულწლოვანიააა???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

კლუბ "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა

კლუბ "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ღამის კლუბ "ბასიანში“ მომხდარ მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, ბრალდებულ ბ.ჩ.-ს მიმართ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მათი ინფორმაციით, ბ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

"საქმის მასალების თანახმად, 2020 წლის 12 იანვარს ღამის საათებში, ცეცხლსასროლი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებული არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესს და შეიჭრა ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე, ხმამაღლა, გინებით ითხოვდა კარის გახსნას, რის გამოც სანადირო თოფიდან მოახდინა დაახლოებით 15-მდე გასროლა.

შედეგად ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიიღო მომუშავე პერსონალმა. საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბ.ჩ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა“, -ა ღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკვლელობა თეთრიწყაროში - სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა

სროლა თბილისში - დაჭრილია ერთი ადამიანი

როგორია შსს-ს დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა - დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია