მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის­თვის ტე­ლე­ფო­ნის ჩა­მორ­თმე­ვის ფაქ­ტზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ე.წ. სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ებ­ზე და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­დე­გი, რის მი­ხედ­ვი­თაც დად­გინ­და, რომ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფო­ტო­ე­ბი არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და ყალ­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ნა­ი­დან სა­ხე­ზე იყო გა­მო­ძი­ე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა, ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფაქ­ტზე შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა და­ი­წყო.

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის და კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის ფაქ­ტებ­ზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 284-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და ამა­ვე კო­დექ­სის 369-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს მი­ე­ცა ნე­ბარ­თვა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ფო­ნი­დან მომ­ხდა­რი­ყო და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ე.წ. სა­ტე­ლი­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბის მი­ღე­ბის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მის მი­ერ­ვე სა­ჯა­როდ და­სა­ხე­ლე­ბულ წყა­როს­თან და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან ასა­ხავს.

აქვე ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებთ, რომ არ მომ­ხდა­რა ად­ვო­კა­ტის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და სხვა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და გა­მო­თხო­ვა, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი არ წარ­მო­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სა­განს. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­ბი­ლუ­რის შემ­დგო­მი სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნის და­ლუქ­ვა მოხ­და მის მიერ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით წარ­მოდ­გე­ნის შემ­დგომ და მისი თან­ხმო­ბით.

21 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­თან ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­თხო­ვის პრო­ცეს­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­სა და და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია და ასე­ვე მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნა­ნა­ხი იქნა და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მიერ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ე.წ. სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­თა სი­ყალ­ბე და­დას­ტურ­და ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნით.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე უნდა მომ­ხდა­რი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მაგ­რე­ბა, ისე რომ არ შეც­ვლი­ლი­ყო მისი ციფ­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი (ე.წ. „ჰე­შე­ბი“) და მომ­ხდა­რი­ყო ორი­გი­ნა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გად­მო­ტა­ნა დის­კზე და საქ­მე­ზე დარ­თვა, სა­ჭი­რო იყო შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც არ გა­აჩ­ნდა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს შე­ე­თა­ვა­ზა მომ­ხდა­რი­ყო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში, რა­ზეც მან გა­ნა­ცხა­და თან­ხმო­ბა. ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და მისი და და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი, სა­ტე­ლი­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბის მი­ღე­ბის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და თა­ვად მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი, რა დრო­საც მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან მოხ­და მხო­ლოდ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა, რაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბა­ში და რა­ი­მე სხვა პი­რა­დი ხა­სი­ა­თის ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­თხო­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა.

დღეს დი­ლით­ვე, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჩა­წე­რი­ლი იქნა დის­კზე და და­ერ­თო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც შედ­გა შე­სა­ბა­მი­სი ოქმი, თუმ­ცა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა მას­ზე ხელ­მო­წე­რა­ზე და ასე­ვე მისი ტე­ლე­ფო­ნის ჩა­ბა­რე­ბა­ზე არა­ერ­თი შე­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად უარი გა­ნა­ცხა­და და და­ტო­ვა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ 23 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვა მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე. იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად არის გა­მო­ყო­ფი­ლი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვა ხელს არ უშ­ლის მას გა­ნაგ­რძოს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ზე" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14

ტელეფონი ჩამოართვეს, პიონერულ ფიცს დასჯერდნენ,

გამცხადება გამოაკრეს, მალე სახალხოს გაკრეჭენ..

გაკრეჭენ და საციმბიროდ, გაემზადე რამიშვილო.

შოთა მოკვდა, რეზო მოკვდა, აღარ იცის სად იჩივლოს..

თუ დაიჭირეს, ბასტა!!! ტარა რამ დარა, ... ტარა რამ დარა....სტანოკზეა უკვე...

natia
28

ამ საქმეზე კიდე ლაპარაკი,სამარცხვინოა უბრალოდ.! ჩვენთან მაგრად ბნელა.ხო? გოგომ აშკარად თავი მოიკლა.რათ უნდა ამას ამდენი ლაპარაკი.რა უნიჭო და დაბალი დონის კონსპირაციებს იგონებთ???!!! მე გეტყვით მაგარს ხალხო,დედამიწა მრგვალი არ არის !!!!! ამაზე გადადით ეხლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

პროკურატურა მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებისთვის ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზე იყო გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, პროკურატურამ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაიწყო.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო ორგანოს მიეცა ნებართვა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან მომხდარიყო დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის, ე.წ. სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც მიხეილ რამიშვილის კომუნიკაციას მის მიერვე საჯაროდ დასახელებულ წყაროსთან დავით ფურცხვანიძესთან ასახავს.

აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ მომხდარა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს. ასევე აღსანიშნავია, რომ მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დალუქვა მოხდა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისი თანხმობით.

21 სექტემბერს თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში მიხეილ რამიშვილთან ზემოხსენებული განჩინების ფარგლებში მიმდინარე გამოთხოვის პროცესში აღმოჩენილი იქნა მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის არსებული კომუნიკაცია და ასევე მობილურ ტელეფონში არსებულ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ნანახი იქნა დავით ფურცხვანიძის მიერ გამოგზავნილი და მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები, რომელთა სიყალბე დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით.

იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა მომხდარიყო აღნიშნული ინფორმაციის დამაგრება, ისე რომ არ შეცვლილიყო მისი ციფრული მონაცემები (ე.წ. „ჰეშები“) და მომხდარიყო ორიგინალი ინფორმაციის გადმოტანა დისკზე და საქმეზე დართვა, საჭირო იყო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რაც არ გააჩნდა თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობას.

აღნიშნულის გამო მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მომხდარიყო ინფორმაციის გამოთხოვა მისი მონაწილეობით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რაზეც მან განაცხადა თანხმობა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან განხორციელდა მისი და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციის ამსახველი, სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა.

ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში მონაწილეობდა თავად მიხეილ რამიშვილი, რა დროსაც მისი მობილური ტელეფონიდან მოხდა მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რაც მითითებული იყო მოსამართლის განჩინებაში და რაიმე სხვა პირადი ხასიათის ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა.

დღეს დილითვე, მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი იქნა დისკზე და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმი, თუმცა მიხეილ რამიშვილმა მასზე ხელმოწერაზე და ასევე მისი ტელეფონის ჩაბარებაზე არაერთი შეთავაზების მიუხედავად უარი განაცხადა და დატოვა ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციული შენობა.

აქვე განვმარტავთ, რომ 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხსენებული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხელს არ უშლის მას განაგრძოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე" - ნათქვამია განცხადებაში.

"მელაშვილის და ილიჩოვას ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა" - პროკურორი ბრალდების დეტალებზე

"ძმისთვის დაურეკავს, - მგონი, მოვკალიო..." -  დუშეთში მომხდარი დანაშაულის დეტალები: მკვლელობაში ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას ჰგავს... საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია" - ივერი მელაშვილის ადვოკატი