სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამომართვეს, ვერაფერს იპოვიან" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
"პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამომართვეს, ვერაფერს იპოვიან" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­არ­თვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს უწყე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რა­მიშ­ვი­ლი ვერ აკონ­კრე­ტებს, თუ რის გამო ჩა­მო­არ­თვეს ტე­ლე­ფო­ნი, თუმ­ცა, აცხა­დებს, რომ იქ ვე­რა­ფერს იპო­ვი­ან.

„ჩემი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი იქნა და­ლუ­ქუ­ლი და შე­სა­მოწ­მებ­ლად მი­აქვთ, რა უნდა შე­ა­მოწ­მონ, არ ვიცი. დღეს, ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­მარ­თვეს და ხვალ ალ­ბათ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც მი­ა­ყო­ლე­ბენ ზე­ვი­დან. მე არ ვიცი, რა­ტომ ჩა­მო­მარ­თვეს, რა­ღაც უნდა გა­და­ა­მოწ­მონ. ჩემ ტე­ლე­ფონ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვე­რა­ფერს იპო­ვი­ან და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს შექ­მნი­ან, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, მე ამის არ მე­ში­ნია. მათ თა­ვი­ან­თი მო­მავ­ლის ეში­ნო­დეთ, თო­რემ მე არაფ­რის მე­ში­ნია. ამათ ხელს რომ ვუშ­ლი, თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი. პირ­და­პირ შე­მიძ­ლია, გი­თხრათ, ამ გა­მომ­ძი­ებ­ლებს მარ­თლა უნ­დათ გა­მო­ძი­ე­ბა, არი­ან ერ­თე­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თლა ცდი­ლო­ბენ, რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად თა­ვი­ან­თი ღირ­სე­ბით ეს საქ­მე გა­მო­ი­ძი­ონ, მაგ­რამ უფ­რო­სე­ბი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცე­მენ.

არ უნ­დათ, რომ ამ საქ­მე­ში მე ვიყო, რად­გან იმ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ვაჟ­ღე­რებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ამ საქ­მე­ში არა­ნა­ი­რი თვით­მკვლე­ლო­ბა არ არ­სე­ბობს, ეს გოგო არის მოკ­ლუ­ლი, მოკ­ლა იმ სის­ტე­მამ, რო­მე­ლიც ჩვენს სი­ცო­ცხლეს და უსაფრ­თხო­ე­ბას უნდა იცავ­დეს. ესე­ნი არი­ან მკვლე­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ტე­ლი­ტით გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას ჩვე­ნე­ბას მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით მის­ცემს. მან დღეს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სუს-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის გა­მო­კი­თხვის ოქ­მიც წა­რად­გი­ნა.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­ტე­ლი­ტით გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენს და­კი­თხვას, მა­გის­ტრ მო­სა­მარ­თლეს­თან მივ­ცემთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვე­ნე­ბას. გარ­და ამი­სა, ჩემ მიერ წარ­დგე­ნი­ლი იქნა გა­მო­კი­თხვის ოქმი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სუს-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ადას­ტუ­რებს, რომ მას ჰქონ­და შემ­ხებ­ლო­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­თან გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდიდ­ნენ. ვნა­ხოთ, რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს პრო­კუ­რა­ტუ­რა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მეა, რად­გან სუს-ი არა­ერ­თხელ გა­მოჩ­ნდა და არა­ერ­თხელ გა­მოჩ­ნდა ის, რომ ბავ­შვს საფ­რან­გეთ­ში წა­სას­ვლე­ლად ყვე­ლა­ფე­რი გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ გარ­კვე­ულ­მა ძა­ლებ­მა მას უარი ათ­ქმე­ვი­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
8

რას ერჩის პროკურატურა ამ უპატიოსნეს ადვოკატს???

joi zaza
1

არ აძლევდი და ძალით წაგართვეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამომართვეს, ვერაფერს იპოვიან" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

"პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამომართვეს, ვერაფერს იპოვიან" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მას თბილისის პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

რამიშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ რის გამო ჩამოართვეს ტელეფონი, თუმცა, აცხადებს, რომ იქ ვერაფერს იპოვიან.

„ჩემი მობილური ტელეფონი იქნა დალუქული და შესამოწმებლად მიაქვთ, რა უნდა შეამოწმონ, არ ვიცი. დღეს, ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ ალბათ, თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზევიდან. მე არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს, რაღაც უნდა გადაამოწმონ. ჩემ ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან, ყველაფერს გააკეთებენ, მე ამის არ მეშინია. მათ თავიანთი მომავლის ეშინოდეთ, თორემ მე არაფრის მეშინია. ამათ ხელს რომ ვუშლი, თავიდანვე ვიცოდი. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, ამ გამომძიებლებს მართლა უნდათ გამოძიება, არიან ერთეულები, რომლებიც მართლა ცდილობენ, რომ კეთილსინდისიერად თავიანთი ღირსებით ეს საქმე გამოიძიონ, მაგრამ უფროსები ამის საშუალებას არ მისცემენ.

არ უნდათ, რომ ამ საქმეში მე ვიყო, რადგან იმ ინფორმაციებს ვაჟღერებ, რომლის მიხედვითაც, ამ საქმეში არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს, ეს გოგო არის მოკლული, მოკლა იმ სისტემამ, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს და უსაფრთხოებას უნდა იცავდეს. ესენი არიან მკვლელები“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, სატელიტით გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით ის საგამოძიებო უწყებას ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. მან დღეს თბილისის პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმიც წარადგინა.

„რაც შეეხება სატელიტით გადაღებულ ფოტოს და ამასთან დაკავშირებით ჩვენს დაკითხვას, მაგისტრ მოსამართლესთან მივცემთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენებას. გარდა ამისა, ჩემ მიერ წარდგენილი იქნა გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს, რომ მას ჰქონდა შემხებლობა თამარ ბაჩალიაშვილთან გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდნენ. ვნახოთ, რა საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს პროკურატურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა, რადგან სუს-ი არაერთხელ გამოჩნდა და არაერთხელ გამოჩნდა ის, რომ ბავშვს საფრანგეთში წასასვლელად ყველაფერი გამზადებული ჰქონდა, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა მას უარი ათქმევინეს“, - განაცხადა რამიშვილმა.

"რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში "ყარაბაღას" სახელით დავით ფურცხვანიძე 8 სექტემბერს ჩაწერა" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"ფურცხვანიძეზე ინფორმაცია გვქონდა თეონა თამაზაშვილის მიერ წარმოდგენილი კვლევიდან გამომდინარე" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"თუ საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ, მაშინ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა" - თეონა თამაზაშვილი