სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფრანგეთში ორივე დაწესებულება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის" - დავით ფურცხვანიძე
"საფრანგეთში ორივე დაწესებულება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის" - დავით ფურცხვანიძე

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სტა­ჟი­რე­ბა საფ­რან­გეთ­ში იმი­ტომ, რომ ორი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ორი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც თა­მარ­მა სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის გავ­ლე­ნი­სა და კონ­ტრო­ლის ქვეშ არის", - ამის შე­სა­ხებ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერ­თმა ფი­გუ­რატ­მა, "უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თა­მა­რის სტა­ჟი­რე­ბის პე­რი­ო­დი სა­ინ­ტე­რე­სო მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გახ­და.

"თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მით გა­მიზ­ნუ­ლად არა­სო­დეს და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ. ეს არის ეპი­ზო­დი იმ დიდი საქ­მის, რო­მელ­საც მე და ჩემი კო­ლე­გე­ბის სტრუქ­ტუ­რა ვი­ძი­ებთ. საქ­მე ეხე­ბა მას­შტა­ბურ ფი­ნან­სურ თაღ­ლი­თო­ბას, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას, რო­მელ­შიც გა­რე­უ­ლია სამ­ხრეთ კავ­კა­სია თა­ვი­სი ყვე­ლა ქვეყ­ნით და აქ სა­ქარ­თვე­ლო­საც უჭი­რავს გარ­კვე­უ­ლი როლი. ამ საქ­მე­ში ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ფი­გუ­რან­ტი გახ­ლავთ აბ­რა­ჰამ რე­იხ­ბა­ხი, რომ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სი 6-7 წლის წინ გაჩ­ნდა და რაკი რე­იხ­ბახს სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი აქვს და კომ­პა­ნია "ზაგი" პირ­და­პირ არის მის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რად­გან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და და შემ­დეგ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და, ჩემი ინ­ტე­რე­სი გად­მო­ვი­და კონ­კრე­ტუ­ლად თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე. თა­მა­რი იყო შე­ხე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან და სე­რი­ო­ზულ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­თან. თა­მა­რი გახ­ლდათ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, მისი ძი­რი­თა­დი პრო­ფი­ლი გახ­ლდათ ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­ტე­მა­ტი­ზე­ბა, და­ლა­გე­ბა და ანა­ლი­ზის­თვის გამ­ზა­დე­ბა. ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი შე­ე­ხე­ბო­და დიდ მო­ნა­ცემ­თა სის­ტე­მებს, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი ბერ­კე­ტია პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზის­თვის", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

რო­გორც და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს, რომ ეს ფო­ტო­ე­ბი არის ყალ­ბი, ძა­ლი­ან მალე უპა­სუ­ხებს.

ასევე დაგაინტერესებთ
18:38 / 19-09-2020

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

11:55 / 21-09-2020

"ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს... ის ხელმძღვანელობს მედიას, რომელიც პირდაპირ რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება" - ექსპერტი

17:08 / 21-09-2020

"სუს-ის თანამშრომელი აღწერს, როგორ გადასცემდა თამარ ბაჩალიაშვილს,  გარკვეული წლების წინ, "ფლეშკებს" და როგორ აძლევდა მითითებებს" - ადვოკატი

12:40 / 22-09-2020

"ამისთვისაა ეს გოგო მოკლული, ამ ინფორმაციებს შეეწირა... ეს პიროვნება ასახელებს გვარს" - რატომ ჩამოართვეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატს ტელეფონი?

"რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა პა­სუ­ხის პა­სუ­ხი, სა­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ ეს არ არის ექ­სპერ­ტი­ზის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პა­სუ­ხი და ასე­ვე, ჩვენ ძა­ლი­ან მალე და­მა­ტე­ბით სხვა თა­ნამ­გზავ­რე­ბი­დან გვექ­ნე­ბა იმ ად­გი­ლის კად­რე­ბის დუბ­ლი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძემ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს იმ ად­გი­ლის სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი გა­დას­ცა, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტი იპო­ვეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე გა­მო­ი­კი­თხა, თუმ­ცა გა­მო­კი­თხვით გა­მო­ძი­ე­ბამ ვერ და­ად­გი­ნა, თუ ვინ მის­ცა მას სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი.

  • რა არის ცნო­ბი­ლი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე­ზე?

ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან. "მი­თე­ბის დექ­ტე­ტო­რის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ით ირ­კვე­ვა, წიგ­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით: “ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი - თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცობ­რი­ო­ბის ლი­დე­რი”, რო­მე­ლიც და­წე­რი­ლია ბან­გლა­დე­შის მო­ქა­ლა­ქე ვინ­მე აშოკ გუპ­ტას მიერ, გა­მოს­ცა კომ­პა­ნია Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლა­დაც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე.

"ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც წიგ­ნი “ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი-თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცობ­რი­ო­ბის უმაღ­ლე­სი ლი­დე­რი” გა­მოს­ცა, ეკუთ­ვნის და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-სა­იტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ კომ­პა­ნია ევ­რო­პი­სა და აზი­ის ბაზ­რებს კო­მერ­ცი­უ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში და მათ შეს­რუ­ლე­ბა­ში უწევს დახ­მა­რე­ბას. 2013 წლი­დან ESL Georgia-ს დი­რექ­ტო­რი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე ასე­ვე არის ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ა­გენ­ტო “უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრის” ხელ­მძღვა­ნე­ლი. და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის სა­ხელ­ზე ბიზ­ნეს რე­ესტრში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია “სპუტ­ნიკ ტვ”, რომ­ლის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი თა­ვა­დაა“, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

2012 წელს ერთ-ერთ პრო­რუ­სულ გა­მო­ცე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ექ­სპერ­ტად და "პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს" დი­რექ­ტო­რად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
27
როგორც ჩანს საწყალი გოგო სერიოზულად ჰყოლიათ ჩათრეული აგენტურაში სპეცსამსახურებს.
კომენტარი
47

რა კომენტარი უნდა გაკეთდეს,როცა აშკარად ჩანს,რომ თურმე წლებია, ვიღაც-ვიღაც თანამდებობის პირები ჩაბმული არიან ფულის გათეთრების სქემაში და კიდევ ვინ იცის,რა ბინძურ საქმეში,და ახლა ცდილობენ ვითომ ყველაფერი ჭორსა და რუსეთის აგენტურას დაუკავშირონ.თუ ეს ყველაფერი არ იცოდა სახელმწიფო უშიშროებამ ან იმან, ვისაც უნდა სცოდნოდა,მაშინ რაღა სახელმწიფოზეა ლაპარაკი?ალბათ,მაფიოზურ სახელმწიფოზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"საფრანგეთში ორივე დაწესებულება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის" - დავით ფურცხვანიძე

"საფრანგეთში ორივე დაწესებულება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის" - დავით ფურცხვანიძე

"ძალიან საინტერესო იყო თამარ ბაჩალიაშვილის სტაჟირება საფრანგეთში იმიტომ, რომ ორი სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი, ორივე დაწესებულება, სადაც თამარმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის", - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ფიგურატმა, "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თამარის სტაჟირების პერიოდი საინტერესო მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა.

"თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმით გამიზნულად არასოდეს დავინტერესებულვარ. ეს არის ეპიზოდი იმ დიდი საქმის, რომელსაც მე და ჩემი კოლეგების სტრუქტურა ვიძიებთ. საქმე ეხება მასშტაბურ ფინანსურ თაღლითობას, ფულის გათეთრებას, რომელშიც გარეულია სამხრეთ კავკასია თავისი ყველა ქვეყნით და აქ საქართველოსაც უჭირავს გარკვეული როლი. ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ფიგურანტი გახლავთ აბრაჰამ რეიხბახი, რომლის მიმართ ინტერესი 6-7 წლის წინ გაჩნდა და რაკი რეიხბახს საქართველოში თავისი სტრუქტურები აქვს და კომპანია "ზაგი" პირდაპირ არის მის სახელთან დაკავშირებული და რადგან თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა და შემდეგ მისი გარდაცვალება გაურკვეველ ვითარებაში მოხდა, ჩემი ინტერესი გადმოვიდა კონკრეტულად თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე. თამარი იყო შეხებაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციებთან. თამარი გახლდათ ძალიან სერიოზული სპეციალისტი, მისი ძირითადი პროფილი გახლდათ ინფორმაციის სისტემატიზება, დალაგება და ანალიზისთვის გამზადება. ეს ინფორმაციები შეეხებოდა დიდ მონაცემთა სისტემებს, რაც სერიოზული ბერკეტია პერსონალური მონაცემების სიღრმისეული ანალიზისთვის", - განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

როგორც დავით ფურცხვანიძემ აღნიშნა, სატელიტის ფოტოების შესახებ პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის პასუხს, რომ ეს ფოტოები არის ყალბი, ძალიან მალე უპასუხებს.

"რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პასუხის პასუხი, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ეს არ არის ექსპერტიზის კვალიფიციური პასუხი და ასევე, ჩვენ ძალიან მალე დამატებით სხვა თანამგზავრებიდან გვექნება იმ ადგილის კადრების დუბლირება", - განაცხადა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს იმ ადგილის სატელიტური ფოტოები გადასცა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი იპოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა, თუმცა გამოკითხვით გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ ვინ მისცა მას სატელიტური ფოტოები.

  • რა არის ცნობილი დავით ფურცხვანიძეზე?

ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, დავით ფურცხვანიძე მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. "მითების დექტეტორის" მიერ გამოქვეყნებული სტატიით ირკვევა, წიგნი სახელწოდებით: “ვლადიმირ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი”, რომელიც დაწერილია ბანგლადეშის მოქალაქე ვინმე აშოკ გუპტას მიერ, გამოსცა კომპანია Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ, რომლის ხელმძღვანელადაც მოხსენიებულია დავით ფურცხვანიძე.

"ქართული კომპანია, რომელმაც წიგნი “ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი” გამოსცა, ეკუთვნის დავით ფურცხვანიძეს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-საიტზე მითითებულია, რომ კომპანია ევროპისა და აზიის ბაზრებს კომერციული და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავებაში და მათ შესრულებაში უწევს დახმარებას. 2013 წლიდან ESL Georgia-ს დირექტორი დავით ფურცხვანიძე ასევე არის ანალიტიკური სააგენტო “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელი. დავით ფურცხვანიძის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია “სპუტნიკ ტვ”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

2012 წელს ერთ-ერთ პრორუსულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად და "პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს" დირექტორად არის მოხსენიებული.

"გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს... უდანაშაულო ვარ" - ნიკოლოზ რევაზიშვილი მზად არის, კითხვებს სიცრუის დეტექტორზე უპასუხოს

"ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ?" - ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს

"ფურცხვანიძემ შვილს სთხოვა, ფოტო დაემუშავებინა ისე, თითქოს ის გადაღებულია 19 ივლისს და მასზე ბაჩალიაშვილის მანქანა არ არის ასახული" - პროკურატურის განცხადება