სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებს - ვიდეო
პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებს - ვიდეო

პრო­კუ­რა­ტუ­რა 18 ივ­ლისს თა­მარ ბა­ჩა­ლიშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუტს აქ­ვეყ­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ხედ­ვით, თა­მარ ბა­ჩა­ლიშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს, მარ­ნე­უ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით სოფ­ლე­ბის - თე­ლე­თის, წა­ლას­წყუ­რის, კუ­მი­სის, კო­დას გავ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა. ამა­ვე მარ­შრუ­ტის მი­ხედ­ვით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სო­ფელ გოლ­თე­თი­დან გზას თეთ­რი­წყა­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით აგ­რძე­ლებს, გარ­კვე­უ­ლი მან­ძი­ლის გავ­ლის შემ­დეგ სო­ფელ მა­წე­ვან­თან ცენ­ტრა­ლუ­რი გზი­დან მარ­ჯვე­ნა მხა­რეს უხ­ვევს და მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა ბუჩ­ქებს შო­რის არ­სე­ბულ ად­გილ­ზე ჩერ­დე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით­ვე, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე და­ნიშ­ნუ­ლი ტრა­სო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მხო­ლოდ ორი ურ­თი­ერ­თპა­რა­ლე­ლუ­რი სა­ბუ­რა­ვის კვა­ლია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც და­ტო­ვე­ბუ­ლია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის „HYUNDAI ACCENT” მიერ.

„გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის 18 ივ­ლი­სის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა მის მიერ „google“-ის ან­გა­რიშ­ზე გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი „timeline“-ის ფუნ­ქცი­ის მიერ ასა­ხუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს სა­კუ­თარ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში „google“-ის ან­გა­რი­შის „timeline“-ის ფუნ­ქცია გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და 2019 წლის მარ­ტი­დან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუნ­ქცი­ის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, დრო­ის ასახ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის ის­ტო­რია, ინა­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის პი­რად „google“-ის ან­გა­რიშ­ზე.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, დათ­ვა­ლი­ერ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის „google“-ის ან­გა­რი­ში და ან­გა­რიშ­ში არ­სე­ბუ­ლი ფუნ­ქცია “your timeline” - „თქვე­ნი ქრო­ნი­კა“, რაც ადას­ტუ­რებს, რომ 18 ივ­ლისს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბას იწყებს 10:09 სა­ათ­ზე და მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბის ად­გი­ლად მი­თი­თე­ბუ­ლია მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მარ­თი.

10:15 სა­ათ­ზე მი­დის ფო­ნი­ჭა­ლის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ, რიტა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც ჩერ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთი.

10:25 სა­ათ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­და­ად­გილ­დე­ბა რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე.

„Timeline’’- ის გა­და­ად­გი­ლე­ბის ქრო­ნი­კამ ასე­ვე ასა­ხა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა 18 ივ­ლისს, მარ­ნე­უ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით სოფ­ლე­ბის - თე­ლე­თის, წა­ლას­წყუ­რის, კუ­მი­სის, კო­დას გავ­ლით, რის შემ­დე­გაც იგი შე­დის მარ­ნე­ულ­ში, უხ­ვევს წრეს­თან და მი­ე­მარ­თე­ბა თეთ­რი­წყა­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­ივ­ლის სო­ფელ წინ­წყა­როს, შემ­დეგ შე­დის სო­ფელ გოლ­თეთ­ში, სა­დაც შეს­ვლის შემ­დგომ ჯერ უხ­ვევს მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, შემ­დეგ ტრი­ალ­დე­ბა და გზას აგ­რძე­ლებს სოფ­ლის სიღ­რმის­კენ, გა­დის გარ­კვე­ულ მან­ძილს, ტრი­ალ­დე­ბა უკან და ჩა­მო­დის სო­ფელ გოლ­თე­თი­დან ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე, შემ­დეგ გზას აგ­რძე­ლებს თეთ­რი­წყა­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით, გარ­კვე­უ­ლი მან­ძი­ლის გავ­ლის შემ­დეგ სო­ფელ მა­წე­ვან­თან ცენ­ტრა­ლუ­რი გზი­დან მარ­ჯვე­ნა მხა­რეს უხ­ვევს და 12:13 სა­ათ­ზე მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა ჩერ­დე­ბა ბუჩ­ქებს შო­რის არ­სე­ბულ ად­გილ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გუ­გლის ან­გა­რი­შის „timeline’’-ის მი­ხედ­ვით, ბოლო ლო­კა­ცი­აა, სა­დაც 22 ივ­ლისს, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ იქნა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი. ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი არ სარ­გებ­ლობ­და გზამ­კვლე­ვი ელექტრო­ნუ­ლი პროგ­რა­მით და არ აქვს მო­ძი­ე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის 18 ივ­ლისს გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი, ასე­ვე დას­ტურ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი 112-ის და სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით.

ასე­ვე გა­გაც­ნობთ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე და­ნიშ­ნუ­ლი ტრა­სო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რომ­ლის თა­ნახ­მად, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ ორი ურ­თი­ერ­თპა­რა­ლე­ლუ­რი სა­ბუ­რა­ვის კვა­ლი, რო­მე­ლიც და­ტო­ვე­ბუ­ლია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის „HYUNDAI ACCENT” მიერ.

დას­კვნის თა­ნახ­მად, გა­მო­საკ­ვლე­ვად წარ­დგე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა მარ­ცხე­ნა სა­ბუ­რა­ვის სარ­ბე­ნი ბი­ლი­კის კონ­ფი­გუ­რა­ცია მთლი­ა­ნად შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წარ­დგე­ნილ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნი­ა­და­გის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბულ ნა­ხა­ტის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას­თან, რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი, ასე­ვე - ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ექ­სპერ­ტი­ზას და­ეს­ვა კი­თხვა თუ რო­გორ მოხ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა და ხომ არ მოხ­და ავ­ტო­მან­ქა­ნის ბუქ­სი­რით გათ­რე­ვა, რა­ზეც ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ „HYUNDAI ACCENT”-ის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი ორი ურ­თი­ერ­თპა­რა­ლე­ლუ­რი სა­ბუ­რა­ვის კვა­ლი და რომ მძღო­ლის მიერ ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პი­რო­ბებ­შია მომ­ხდა­რი. ამ­დე­ნად, ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რე­შე ძა­ლით, ბუქ­სი­რით ან გათ­რე­ვით გა­და­ად­გი­ლე­ბა გა­მო­ი­რი­ცხა.

ასე­ვე, რად­გან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მიერ არა­ერ­თხელ გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ჰა­კე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმის და­სად­გე­ნად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი „ეფ­ლის“ მარ­კის პორ­ტა­ტულ კომ­პი­უ­ტერ­ში და მისი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ამო­ღე­ბულ "სამ­სუნ­გი"-ს ფირ­მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ხომ არ იძებ­ნე­ბო­და ე.წ. "ჰა­კე­რუ­ლი" ტი­პის პროგ­რა­მე­ბი, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­ი­ნიშ­ნა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ლუ­აშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საცოდავი გოგო, ნუთუ თავის მოსაკლავად
1

საცოდავი გოგო, ნუთუ თავის მოსაკლავად ეძებდა შესაფერის ადგილს? რიტა ბებოსაც შეუარა. ეტყობა, მართლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მასთან. ძალიან ტრაგიკული ამბავია. ეჭვი მაქვს, რომ მითქმა-მოთქმა და ვერსიები კიდევ დიდხანს არ შეწყდება.

ALEXANDER
0

საცოდავი, ძალიან დასანანია. შეუნდოს უფალმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებს - ვიდეო

პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებს - ვიდეო

პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებს. აღნიშნულის მიხედვით, თამარ ბაჩალიშვილი 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით გადაადგილდება. ამავე მარშრუტის მიხედვით, ბაჩალიაშვილი სოფელ გოლთეთიდან გზას თეთრიწყაროს მიმართულებით აგრძელებს, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და მისი ავტომანქანა ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე ჩერდება.

პროკურატურის ცნობითვე, ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალია აღმოჩენილი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT” მიერ.

„გამოძიების მიერ მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც უტყუარად დასტურდება მის მიერ „google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline“-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით. თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში „google“-ის ანგარიშის „timeline“-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად „google“-ის ანგარიშზე.

გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის „google“-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია “your timeline” - „თქვენი ქრონიკა“, რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი.

10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი.

10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე.

„Timeline’’- ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline’’-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით.

ასევე გაგაცნობთ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT” მიერ.

დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის სარბენი ბილიკის კონფიგურაცია მთლიანად შესაბამისობაში მოდის ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ზედაპირზე არსებულ ნახატის კონფიგურაციასთან, როგორც ვიზუალური, ასევე - ტექნიკური თვალსაზრისით. ექსპერტიზას დაესვა კითხვა თუ როგორ მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის შემთხვევის ადგილზე გადაადგილება და ხომ არ მოხდა ავტომანქანის ბუქსირით გათრევა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ „HYUNDAI ACCENT”-ის მიერ დატოვებული ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი და რომ მძღოლის მიერ ავტომანქანის გადაადგილება ექსპლუატაციის პირობებშია მომხდარი. ამდენად, ავტომობილის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა.

ასევე, რადგან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ "სამსუნგი"-ს ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. "ჰაკერული" ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა“, - განაცხადა გულუაშვილმა.

"არ არის ეგეთი პიროვნება, სიმთვრალეში არც კი იგინება" - რას ამბობენ ოჯახის წევრები 68 წლის კაცზე, რომელიც არასწრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დააკავეს

"სამმა მსჯავრდებულმა წინამხარზე დაზიანებები ე.წ. მეტლახის ნამსხვრევებით მიიყენა" - რა მოხდა გლდანის მე-8 საპყრობილეში

"კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ნახევარ მილიონამდე ლარი მოიპარეს