მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი
ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი

ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ბრუ­ცე­ლო­ზი აღ­მო­აჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ CNN წერს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა გა­სულ წელს, ქა­ლაქ ლან­ჯო­უ­ში, ბი­ო­ფარ­მა­ცევ­ტულ ქარ­ხა­ნა­ში მომ­ხდარ­მა გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია.

ლან­ჯო­უს ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ქა­ლაქ­ში 3 245 ადა­მი­ანს ბრუ­ცე­ლო­ზი და­უდ­გინ­და. და­ა­ვა­დე­ბას, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ბრუ­ცე­ლას ბაქ­ტე­რია იწ­ვევს, რომ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლიც მსხვილ­ფე­ხა ში­ნა­უ­რი პი­რუ­ტყვია. რო­გორც CNN წერს, სა­ერ­თო ჯამ­ში, ტეს­ტი ჩა­უ­ტარ­და 21 847 ადა­მი­ანს.

ბრუ­ცე­ლოზს მალ­ტის, ასე­ვე ხმელ­თა­შუა ზღვის ცხე­ლე­ბა­საც უწო­დე­ბენ, მას ახა­სი­ა­თებს თა­ვის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ცხე­ლე­ბა და დაღ­ლი­ლო­ბა. ბრუ­ცე­ლო­ზის ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­დე­ბა იშ­ვი­ა­თია, უმე­ტე­სად, ადა­მი­ა­ნი ბრუ­ცე­ლო­ზით ავად­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის ხორ­ცის ჭა­მის შე­დე­გად, ან ბაქ­ტე­რი­ე­ბის გაბ­ნე­ვის შე­დე­გად, რო­გორც ლან­ჯო­უს შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.

ქა­ლა­ქის ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ბაქ­ტე­რი­ებ­მა გა­ჟო­ნა ბი­ო­ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქარ­ხნი­დან, სა­დაც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის ბრუ­ცე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს იყე­ნებ­დნენ ვა­და­გა­სულ სა­დე­ზინ­ფექ­ციო და სა­ნი­ტა­რულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, ასე­ვე ვა­და­გა­სულ აე­რო­ზო­ლებს და მათი სა­შუ­ა­ლე­ბით, ბრუ­ცე­ლას ბაქ­ტე­რია ჰა­ერ­ში გა­იბ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
6

ეს ჩინელები, რუსებთან ერთად, სანამ მთელ მსოფლიოს არ შეიწირავენ, ვერ მოისვენებენ

ლევანი
4

დახურეთ ჩინეთი!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი

ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ათასობით ადამიანს ბაქტერიული დაავადება, ბრუცელოზი აღმოაჩნდა. ამის შესახებ CNN წერს. ხელისუფლების ცნობით, დაავადების გავრცელება გასულ წელს, ქალაქ ლანჯოუში, ბიოფარმაცევტულ ქარხანაში მომხდარმა გაჟონვამ გამოიწვია.

ლანჯოუს ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ქალაქში 3 245 ადამიანს ბრუცელოზი დაუდგინდა. დაავადებას, უმეტეს შემთხვევაში, ბრუცელას ბაქტერია იწვევს, რომლის მატარებელიც მსხვილფეხა შინაური პირუტყვია. როგორც CNN წერს, საერთო ჯამში, ტესტი ჩაუტარდა 21 847 ადამიანს.

ბრუცელოზს მალტის, ასევე ხმელთაშუა ზღვის ცხელებასაც უწოდებენ, მას ახასიათებს თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცხელება და დაღლილობა. ბრუცელოზის ადამიანიდან ადამიანზე გადადება იშვიათია, უმეტესად, ადამიანი ბრუცელოზით ავადდება დაავადებული ცხოველის ხორცის ჭამის შედეგად, ან ბაქტერიების გაბნევის შედეგად, როგორც ლანჯოუს შემთხვევაში მოხდა.

ქალაქის ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ბაქტერიებმა გაჟონა ბიოფარმაცევტული ქარხნიდან, სადაც სპეციალისტები ცხოველებისთვის ბრუცელას საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაზე მუშაობის დროს იყენებდნენ ვადაგასულ სადეზინფექციო და სანიტარულ საშუალებებს, ასევე ვადაგასულ აეროზოლებს და მათი საშუალებით, ბრუცელას ბაქტერია ჰაერში გაიბნა.

ჩინეთში "მომავლის ქალაქს" აშენებენ - ტექნოლოგიური ცენტრი მზის ბატარეებით განათდება და იქ ავტომობილები არ ივლიან

"ოქროს მდინარეები“ ამაზონის ტროპიკულ ტყეში  - Nasa კოსმოსური სადგურიდან გადაღებულ იშვიათ და შთამბეჭდავ ფოტოებს აქვეყნებს

გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა - რამდენად საშიშია ახალი ეპიდაფეთქება, რომელსაც უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა