პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა
დავით ნარმანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი­ე­როვ­ნუ­ლი­კო­მი­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით (სე­მეკ) სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბაზ­რის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მოქ­მე­დი უწყე­ბე­ბის, კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და დარ­გის ექ­სპერ­ტებ­მა. შეხ­ვედ­რა გახ­სნა სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნი­ამ და ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის ღვაწლ­მო­სილ ენერ­გე­ტი­კო­სებს მად­ლო­ბის სი­გე­ლე­ბი გა­დას­ცა.

შეხ­ვედ­რა­ზე სე­მე­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ნა­წი­ლე­ებს წა­რუდ­გი­ნეს სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო ბაზ­რის წე­სე­ბი, ასე­ვე ახა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის პი­რო­ბებ­ში კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბის წე­სე­ბი.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, სე­მეკ­მა წე­სე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ევ­რო­პის მე­სა­მე ენერ­გო პა­კე­ტის დი­რექ­ტი­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

„სე­მე­კის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბის მი­ზა­ნია ხელი შე­ე­წყოს რო­გორც ბაზ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას, ასე­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბი. სა­ბი­თუ­მო ბაზ­რის წე­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის უსაფრ­თხო და სა­ი­მე­დო ოპე­რი­რე­ბა, ენერ­გე­ტი­კულ ბირ­ჟა­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ით ვაჭ­რო­ბის პი­რო­ბე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა. წე­სე­ბი გუ­ლის­ხმობს ელექტრო­ე­ნერ­გი­ით სა­ა­თობ­რი­ვი ვაჭ­რო­ბის და­ნერგვას, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გია სა­ა­თობ­რი­ვი ფა­სის მი­ხედ­ვით შე­ის­ყი­დოს. სა­ცა­ლო ბაზ­რის წე­სე­ბი და­ა­რე­გუ­ლი­რებს ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო, არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მიმ­წო­დებ­ლებს შო­რის. ელექტრო­ე­ნერ­გი­ით თა­ვი­სუფ­ლად ვაჭ­რო­ბის მიზ­ნით, წე­სე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს ისე­თი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უ­წყობს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის, გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და არა­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლო­ბის პრინ­ციპ­ზე დაყ­რდნო­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ცა­ლო ბაზ­რის სრუ­ლად გახ­სნას“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ბი­თუ­მო ბაზ­რის ოპე­რა­ტო­რი­სა და სა­ჯა­რო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წა­რად­გი­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბირ­ჟის დი­რექ­ტორ­მა, ირი­ნა მი­ლო­რა­ვამ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის მმარ­თველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ უჩა უჩა­ნე­იშ­ვილ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის კო­მერ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ტო­რის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზაზა დვა­ლიშ­ვილ­მა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

დავით ნარმანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

დავით ნარმანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნულიკომისიის ორგანიზებით (სემეკ) საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, კომპანიების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა. შეხვედრა გახსნა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს მადლობის სიგელები გადასცა.

შეხვედრაზე სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარუდგინეს საბითუმო და საცალო ბაზრის წესები, ასევე ახალი ენერგეტიკული ბაზრის პირობებში კომპანიების საქმიანობების განცალკევების წესები.

დავით ნარმანიას განმარტებით, სემეკმა წესები შეიმუშავა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ევროპის მესამე ენერგო პაკეტის დირექტივების გათვალისწინებით.

„სემეკის მიერ შემუშავებული წესების მიზანია ხელი შეეწყოს როგორც ბაზრების მონაწილეების საქმიანობას, ასევე მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები. საბითუმო ბაზრის წესებით უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო და საიმედო ოპერირება, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის პირობების რეგულირება. წესები გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს. საცალო ბაზრის წესები დაარეგულირებს ურთიერთობებს საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს შორის. ელექტროენერგიით თავისუფლად ვაჭრობის მიზნით, წესები უზრუნველყოფს ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპზე დაყრდნობით ელექტროენერგიის საცალო ბაზრის სრულად გახსნას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ოპერატორისა და საჯარო მომსახურებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა და საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა დვალიშვილმა.

NS

"გორსა და სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა" - მარინა ეზუგბაია

ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერს და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ

"აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, ვირუსი საზოგადოების ყველა ფენაშია გავრცელებული", - აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი