სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის დასავლეთ ნაწილში უპრეცედენტო ხანძარი მძვინვარებს - კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო
აშშ-ის დასავლეთ ნაწილში უპრეცედენტო ხანძარი მძვინვარებს - კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო

"უპ­რე­ცე­დენ­ტო ხან­ძა­რი აშშ-ს და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას გა­მო­ცე­მა "ალ ჯა­ზი­რა", რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ აშშ-ს მთე­ლი და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს გას­წვრივ, ქარი ცე­ცხლს ორე­გონ­ში, ვა­შინგტონ­სა და კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ავ­რცე­ლებს.

იმის გამო, რომ ქარი 80 კმ/სთ სიჩ­ქა­რით ქრის, ცე­ცხლი ორე­გო­ნის დიდ ნა­წილ­ზე და მე­ზო­ბელ ვა­შინგტო­ნის შტატ­ში გა­და­ვი­და - ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რივ, ასე­თი ხან­ძრე­ბი გრი­ლი და სვე­ლი კლი­მა­ტის გამო არ გვხვდე­ბა.

ორე­გო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ქეით ბრა­უ­ნის თქმით: "ამ ხან­ძარ­მა შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე დიდი და­ნა­კარ­გი მო­ი­ტა­ნოს ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლი­სა და ქო­ნე­ბის კუ­თხით შტა­ტის ის­ტო­რი­ა­ში".

ორე­გონ­ში მე­ხან­ძრე­ებ­მა უკონ­ტრო­ლო ხან­ძა­რი ცო­ტა­თი შე­ა­კა­ვეს, მოხ­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია - მთ სახ­ლე­ბის და­სა­ტო­ვებ­ლად, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუთი ჰქონ­დათ.

ვა­შინგტო­ნის შტატ­ში ხან­ძარ­მა ერთი წლის ბი­ჭის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, მის­მა მშობ­ლებ­მა კი, გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას, სე­რი­ო­ზუ­ლი დამ­წვრო­ბა მი­ი­ღეს.

რო­გორც ვა­შინგტო­ნის შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ჯეი ინსლიმ აღ­ნიშ­ნა, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, შტატ­ში მი­ნი­მუმ 133 546 ჰექ­ტა­რი მიწა და­იწ­ვა.

აშშ-ს და­სავ­ლეთ­ში ცე­ცხლის და­ახ­ლო­ე­ბით 100 კერა მძვინ­ვა­რებს, 28 მათ­გა­ნი კა­ლი­ფორ­ნი­ა­შია, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 930 800 ჰექ­ტა­რი მიწა და­იწ­ვა.

კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში ხან­ძარს 14 0000-ზე მეტი მე­ხან­ძრე ებ­რძვის, 18 ეროვ­ნუ­ლი ტყე კი, "უპ­რე­ცე­დენ­ტო და ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხან­ძრო პი­რო­ბე­ბის" გამო და­ი­ხუ­რა.

ამას­თა­ნა­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხან­ძრის შე­დე­გად გა­ჩე­ნი­ლი კვამ­ლის გამო სან-ფრან­ცის­კოს რე­გი­ონ­ში ცამ ნა­რინ­ჯის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბა მი­ი­ღო.

წყნა­რი ოკე­ა­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის­თვის ხან­ძრე­ბი უცხო არაა, მაგ­რამ მათ­გან ყვე­ლა­ზე დიდი ცე­ცხლი ძი­რი­თა­დად რე­გი­ო­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­სა და სამ­ხრეთს აზი­ა­ნებ­და, სა­დაც კლი­მა­ტი ბევ­რად ცხე­ლი და მშრა­ლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მომავალი საქართველო
13

სამწუხაროა რომ ასეთი სტიქია უტევს აშშ-ს, იმედია უფლის წყალობით ამერიკა გაუმკლავდება ამ საშინელებას. ბუნება ყველამ უნდა დავიცვათ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

აშშ-ის დასავლეთ ნაწილში უპრეცედენტო ხანძარი მძვინვარებს - კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო

აშშ-ის დასავლეთ ნაწილში უპრეცედენტო ხანძარი მძვინვარებს - კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო

"უპრეცედენტო ხანძარი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა "ალ ჯაზირა", რომელშიც ვკითხულობთ, რომ აშშ-ს მთელი დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, ქარი ცეცხლს ორეგონში, ვაშინგტონსა და კალიფორნიაში ავრცელებს.

იმის გამო, რომ ქარი 80 კმ/სთ სიჩქარით ქრის, ცეცხლი ორეგონის დიდ ნაწილზე და მეზობელ ვაშინგტონის შტატში გადავიდა - ადგილებში, სადაც ჩვეულებრივ, ასეთი ხანძრები გრილი და სველი კლიმატის გამო არ გვხვდება.

ორეგონის გუბერნატორის, ქეით ბრაუნის თქმით: "ამ ხანძარმა შეიძლება, ყველაზე დიდი დანაკარგი მოიტანოს ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების კუთხით შტატის ისტორიაში".

ორეგონში მეხანძრეებმა უკონტროლო ხანძარი ცოტათი შეაკავეს, მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია - მთ სახლების დასატოვებლად, მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდათ.

ვაშინგტონის შტატში ხანძარმა ერთი წლის ბიჭის სიცოცხლე შეიწირა, მისმა მშობლებმა კი, გაქცევის მცდელობისას, სერიოზული დამწვრობა მიიღეს.

როგორც ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ აღნიშნა, 24 საათის განმავლობაში, შტატში მინიმუმ 133 546 ჰექტარი მიწა დაიწვა.

აშშ-ს დასავლეთში ცეცხლის დაახლოებით 100 კერა მძვინვარებს, 28 მათგანი კალიფორნიაშია, სადაც დაახლოებით 930 800 ჰექტარი მიწა დაიწვა.

კალიფორნიის შტატში ხანძარს 14 0000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის, 18 ეროვნული ტყე კი, "უპრეცედენტო და ისტორიული სახანძრო პირობების" გამო დაიხურა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ხანძრის შედეგად გაჩენილი კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო.

წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთისთვის ხანძრები უცხო არაა, მაგრამ მათგან ყველაზე დიდი ცეცხლი ძირითადად რეგიონის აღმოსავლეთსა და სამხრეთს აზიანებდა, სადაც კლიმატი ბევრად ცხელი და მშრალია.

19 წლის შემდეგ - დასრულდა თუ არა 9/11-ის ერა?

რომის პაპი: "ჭამა და სექსი ღვთის მიერ გამოგზავნილი ღვთიური სიამოვნებებია"

აშშ-ში "აპოკალიფსი დადგა" - შემზარავი ფოტოები და ვიდეო შტატებიდან, სადაც უპრეცედენტო ხანძარს ებრძვიან