ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ნახევარ წელიწადში ამ პოსტზე 32 250 ლარი შემოსავალი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ტიკარაძე მინისტრის თანამდებობას 2019 წლის ივნისიდან იკავებს. მანამდე ის საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების გენერალური დირექტორი იყო, სადაც 2019 წლის 1-ელ ნახევარში მისმა შემოსავალმა - 67 214 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში ააიპ "დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე შემოსავლის სახით 23 112 ლარი მიიღო.
2020 წლის 31 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტიკარაძე ფლობს 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2009 წელს 110 000 დოლარად შეიძინა.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ტიკარაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 18 189 ლარი ჰქონდა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, მინისტრი შპს ROOM 404-ის 50%-იანი წილის მფლობელი იყო, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს 1 444 ლარის შემოსავალი მიიღო...განაგრძეთ კითხვა