სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის
NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის

"ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი“ (NDI) სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებს არ გა­მოგ­ზავ­ნის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­შიც მი­ზე­ზად კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­აა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

"წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს შე­ფა­სე­ბის დე­ტა­ლურ ან­გა­რიშ­ზე დაყ­რდნო­ბით, "ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი“ (NDI) გეგ­მავს ყუ­რა­დღე­ბით შე­ის­წავ­ლოს 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინმსწრე­ბი და თან­მდე­ვი პრო­ცე­სე­ბი. NDI გა­აგ­რძე­ლებს არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას და ამ პრო­ცეს­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას, NDI-ის პრე­ზი­დენტ დე­რეკ მიტ­ჩე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბულ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ანა­ლიზ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო სტან­დარ­ტებს და­ეყ­რდნო­ბა. ამას­თა­ნა­ვე, NDI, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლებს ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან.

სექ­ტემ­ბრის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რი­დან NDI-ის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­სია მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გე­ბა ისეთ საკ­ვან­ძო სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია, პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბი, გენ­დე­რი და ნაკ­ლე­ბად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჯგუ­ფე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, მე­დია და დე­ზინ­ფორ­მა­ცია. გრძელ­ვა­დი­ა­ნი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი თა­ნა­შემ­წე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვე­ბენ და NDI-ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ან­გა­რიშ­ში ასა­ხუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და სხვა მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხებს და­აკ­ვირ­დე­ბი­ან. NDI გა­მოს­ცემს შუ­ა­ლე­დურ ან­გა­რიშს, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ანა­ლიზ­სა და ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ე­ფუძ­ნე­ბა. ა

რჩევ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში NDI მე­სა­მე ან­გა­რიშს გა­მოს­ცემს, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში NDI-ს პრე­ზი­დენტ დე­რეკ მიტ­ჩე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­მარ­თულ მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რებს და­ეყ­რდნო­ბა. სა­არ­ჩევ­ნო ან­გა­რიშ­ში მთლი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი (კამ­პა­ნი­ის პე­რი­ო­დი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის დღის ჩათ­ვლით) და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის, მე­დი­ის, დამ­კვირ­ვე­ბელ­თა ჯგუ­ფე­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებს და­ე­ფუძ­ნე­ბა. სა­ბო­ლოო ან­გა­რიშ­ში ასე­ვე ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა NDI-ის გრძელ­ვა­დი­ან ანა­ლი­ტი­კოს­თა შე­ფა­სე­ბე­ბი და ის

მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლებ­საც NDI ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან მო­ი­პო­ვებს. NDI მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან და ად­გი­ლობ­რივ დამ­კვირ­ვებ­ლებ­თან. NDI მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­მართ იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­საყ­ვა­ნად გა­და­იდ­გა. გვსურს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ვნიშ­ნოთ და პო­ზი­ტი­უ­რად შე­ვა­ფა­სოთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ COVID-19 პან­დე­მი­ის შე­სა­კა­ვებ­ლად გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა. ასე­ვე, მად­ლო­ბას ვუხ­დით არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თულ ყვე­ლა მხა­რეს NDI-ის ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შე­ფა­სე­ბის გუნდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის.

ამას­თა­ნა­ვე, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მი­სი­ის ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მია კვლავ არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კონ­ტროლს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. სწო­რედ არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ჩა­მოყ­ვა­ნის რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე არ­სე­ბულ გა­რე­მო­ში პარტნი­ო­რე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ამ რის­კებ­თან გამ­კლა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, NDI-მ გა­და­წყვი­ტა, არ გა­მოგ­ზავ­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ NDI-მ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო გლო­ბა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის გამო მი­ი­ღო, ინ­სტი­ტუ­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი არ­ჩევ­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მა - სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის გა­რეთ მყოფ პარტნი­ო­რებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წყა­ლო­ბით - საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი დას­კვნე­ბის გა­მო­სა­ტა­ნად. NDI კვლა­ვაც მზად არის, რომ და­აკ­ვირ­დეს, გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს და შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბი გა­ა­კე­თოს არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­სის სან­დო­ო­ბას­თან, გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბას­თან და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

და ბო­ლოს, NDI მად­ლო­ბას უხ­დის ქარ­თველ ხალ­ხს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად 25 წლი­ა­ნი პარტნი­ო­რო­ბის­თვის. ჩვენ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მხა­რეს და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით გლო­ბა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბას, რათა ისევ მოგ­ვე­ცეს ჩვე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩარ­თუ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. აქვე ვურ­თავთ NDI-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ანა­ლი­ზის პრეს­რე­ლიზ­სა და პრე­ზი­დენტ დე­რეკ მიტ­ჩე­ლის ვი­დეო მი­მარ­თვას”, - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
taso
32

რაღა გვეშველება.

კორონიკო!
21

ესენი საერთოდ გასაყრელები არიან, მოიწვიეთ დამკვირვებლები, შვიცარიიდან, ნორვეგიიდან, ავსტრიიდან, ლიხტენშტეინიდან და ნახავთ ნამდვილ დამკვირვებლებს და კვლევებს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის

NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც მიზეზად კორონავირუსის პანდემიაა დასახელებული.

"წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დეტალურ ანგარიშზე დაყრდნობით, "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) გეგმავს ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები. NDI გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას და ამ პროცესში, საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობა. ამასთანავე, NDI, ტრადიციულად, მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

სექტემბრის პირველი ნახევრიდან NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისია მუშაობას შეუდგება ისეთ საკვანძო საარჩევნო საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია. გრძელვადიანი ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და NDI-ის წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სხვა მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან. NDI გამოსცემს შუალედურ ანგარიშს, რომელიც წინასაარჩევნო ანალიზსა და ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას დაეფუძნება. ა

რჩევნებიდან რამდენიმე დღეში NDI მესამე ანგარიშს გამოსცემს, რომელიც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვირტუალურ რეჟიმში NDI-ს პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს დაეყრდნობა. საარჩევნო ანგარიშში მთლიანი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა იქნება ასახული (კამპანიის პერიოდისა და არჩევნების დღის ჩათვლით) და საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, დამკვირვებელთა ჯგუფების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეფუძნება. საბოლოო ანგარიშში ასევე ასახული იქნება NDI-ის გრძელვადიან ანალიტიკოსთა შეფასებები და ის

მონაცემები, რომლებსაც NDI ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მოიპოვებს. NDI მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან. NDI მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსაყვანად გადაიდგა. გვსურს, განსაკუთრებულად აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევაფასოთ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიერ COVID-19 პანდემიის შესაკავებლად გაწეული ძალისხმევა. ასევე, მადლობას ვუხდით არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს NDI-ის ვირტუალურად ჩატარებული წინასაარჩევნო შეფასების გუნდთან თანამშრომლობისთვის.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. გლობალური პანდემია კვლავ არ ექვემდებარება კონტროლს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით და სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანის რისკებიდან გამომდინარე, ასევე არსებულ გარემოში პარტნიორებისა და საკუთარი ორგანიზაციის ამ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობის გათვალისწინებით, NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ NDI-მ აღნიშნული გადაწყვეტილება არასახარბიელო გლობალური ვითარების გამო მიიღო, ინსტიტუტი დარწმუნებულია, რომ მისი არჩევნების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველოში და მის გარეთ მყოფ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით - საკმარისი იქნება 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმირებული დასკვნების გამოსატანად. NDI კვლავაც მზად არის, რომ დააკვირდეს, გააანალიზოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს არჩევნების პროცესის სანდოობასთან, გამჭვირვალეობასთან და წარმომადგენლობითობასთან დაკავშირებით.

და ბოლოს, NDI მადლობას უხდის ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად 25 წლიანი პარტნიორობისთვის. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მომავალ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და მოუთმენლად ველოდებით გლობალური ჯანდაცვის მდგომარეობის გამოსწორებას, რათა ისევ მოგვეცეს ჩვეული საერთაშორისო ჩართულობის შესაძლებლობა. აქვე ვურთავთ NDI-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო ანალიზის პრესრელიზსა და პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ვიდეო მიმართვას”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"თუ გახარიამ თავისი თამაშის წამოწყება სცადა, მაშინ შეიძლება საინტერესო ამბების მოწმენიც გავხდეთ"

"კოალიცია დაგვჭირდება, როცა ქვეყნის პრემიერი ვიქნები, სხვებს მოუწევთ იმ განრიგზე აწყობა, რომელიც აღმშენებლობის სტრატეგიაში გვაქვს" - გიორგი ვაშაძე

"ჭორაობის მაგივრად, ინფორმაცია შესაბამის ორგანოებში მიიტანოს, ინსტრუქცია გადაეცით" - რა პასუხობს გახარია ვაშაძის განცხადებას, პირადი ცხოვრების კადრებზე