ბათუმში „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკში“ დაუდასტურეს.
მათივე განცხადებით, ბანკის ორი თანამშრომელი საკონდიტრო მაღაზია „დონაში“ იმყოფებოდა.
"ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ კოვიდ-19. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება“, - განაცხადეს „საქართველოს ბანკში“
სამწუხაროა მაგრამ სს საქართველოს ბანკი იყო არის და იქნება ყველაზე არასწორი ბანკი, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს ამუშავებს მონებივით! კორონავირუსიანებსაც კი მოსთხოვენ სამსახურში გასვლას, რადგან აქ ბიულეტინის მოთხოვნა სრული კოშმარია, კლინიკის ექიმებს სთხოვენ რომ დიდხანს არ გაუგრძელონ თანამშრომლებს ბიულეტინი და ა.შ. ასე რომ არაფერი გამიკვირდება!
დაკეტთ მეზობელ ქვეკნებთან საზღვრები , აუცილობელი საჭიროების გარეშე ნუ უშვებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაწყობით ხალხს !!!!! წაგვლეკავენ !!!! ჩვენთან სიტუაციას ძლივს აკონტროლებენ და ახლა შემოსულებს სდიეთ !!!! 21 საუკუნეში ინტერნეტის მეშვეობით ყველაფერი კარგად გვარდება !!!!! დასასვენებლად ჩამოდიან !!!! დროზე მიაქციეთ ყურადღება !!!!!