სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია, მაგრამ ლუგარის დისკრედიტაცია შესაძლოა სხვა მეზობელი ქვეყნების ინტერესებშიც შედიოდეს" - უსაფრთხოების ექსპერტი
"მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია, მაგრამ ლუგარის დისკრედიტაცია შესაძლოა სხვა მეზობელი ქვეყნების ინტერესებშიც შედიოდეს" - უსაფრთხოების ექსპერტი

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში, მათ შო­რის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მინ­სიტ­როს ინ­ფორ­მა­ი­ცით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 284-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი:

"კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი, ავ­თენ­თი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნა­წი­ლი ამ­ჟა­მად ატ­ვირ­თუ­ლია ერთ-ერთ უცხო­ურ ვებ-გვერ­დზე და მა­სობ­რი­ვი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ამას­თან ერ­თად, აღ­ნიშ­ნულ ვებ-გვერ­დზე ატ­ვირ­თუ­ლია აშ­კა­რად ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ზრახ არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბის, მათ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბი­სა და უნ­დობ­ლო­ბის და­ნერგვის მიზ­ნით".

კი­ბერ­ტექ­ნო­ლოგ ან­დრო გო­ცი­რი­ძის თქმით, ეს იყო ტი­პი­უ­რი რუ­სუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვა.

"ამ ეტაპ­ზე არის შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ ლუ­გა­რი­დან და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მი­დან აღე­ბუ­ლია სენ­სი­ტი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ერთ-ერთ სა­იტ­ზე და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს იყო კი­ბერშპი­ო­ნა­ჟის ფაქ­ტი მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ზე. ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რო­მე­ლი ქვეყ­ნის. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს ჩვენ­გან სა­ი­დუმ­ლო ამ გზით არ მი­აქვთ ხოლ­მე. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს რუ­სე­თის მხა­რეს უკავ­შირ­დე­ბა. რუ­სე­თის მხრი­დან კი­ბერშპი­ო­ნა­ჟი პირ­ვე­ლი არ არის, მე­ო­რეც, ამას წინ უძღო­და სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, იგი­ვე რუსი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ თით­ქოს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იქ­მნე­ბა “ნო­ვი­ჩო­კი” და არა სხვა­გა­ნო", - აცხა­დებს kvirispalitra.ge- სთან ან­დრო გო­ცი­რი­ძე.

მომ­ხდარს ambebi.ge - სთან აფა­სებს ექ­სპერ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი:

- ზო­გა­დად, ფე­ი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბით, რო­მე­ლიც მათ­თვის უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, იმას გა­ა­კე­თე­ბენ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ უცხო ქვეყ­ნის მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაც გა­მოქ­ვეყ­ნდეს ინ­ფორ­მა­ცია. არაფ­რის გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ამ ეტაპ­ზე მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მხა­რე გვყავს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია. გარ­კვე­უ­ლი წლე­ბია, მათ პროპრგან­დის­ტუ­ლი ფონი მი­მარ­თუ­ლი აქვთ იქით­კენ, რომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია მათ­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­სა­ბა­მი­სად, ის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ეს ლა­ბო­რა­ტო­რია არ არ­სე­ბობ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამის ერთ-ერთი რე­ა­ლუ­რი წი­ნა­პი­რო­ბა ის არის, რომ დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნონ ყვე­ლა პრო­ცე­სის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ შო­რის, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის და­დე­ბით როლს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ში (როცა არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით შე­და­რე­ბით და­ცუ­ლე­ბი ვართ, ვიდ­რე რუ­სე­თი და ჩვე­ნი სა­მე­ზობ­ლო), არც იმის გა­მო­რი­ცხვა შე­იძ­ლე­ბა, რომ რუ­სე­თის გარ­და, დის­კრე­დი­ტა­ცია ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებ­შიც შე­დი­ო­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ვალ­ნის და "ნო­ვი­ჩოკს”, რუ­სე­ბი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს ნივ­თი­ე­რე­ბა აქ შე­იქ­მნა. უპ­რი­ა­ნია, რომ ანა­ლო­გი­უ­რი რამ ნე­ბის­მი­ე­რი მა­ღა­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში შექ­მნი­ლი­ყო. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ეს არის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის, კომ­პრო­მე­ტა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის ნა­ყო­ფი. სხვა ქვეყ­ნებ­ში­ცაა ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, რუ­სეთ­შიც და ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სკრი­პა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნამ­დვი­ლად არ უთ­ქვამთ, რომ ლუ­გა­რი­დან გა­ვი­და ეს ნივ­თი­ე­რე­ბა.

რუ­სეთს არ აწყობს აქ ლუ­გა­რი, ვი­ნა­ი­დან ეს ცენ­ტრი არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა­შია მყა­რად ჩარ­თუ­ლი. და არ აწყობს იმ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც მტრულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შია სა­ქარ­თვე­ლოს­თან. რაც ეხე­ბა იმის დად­გე­ნას ვინ დგას ამის უკან, არაა ეს იოლი საქ­მე, თუმ­ცა ჩვენ გვყავს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო და მას­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნუ­ლის დად­გე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ჩვენ გვქონ­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ მა­გა­ლი­თი, რო­დე­საც პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და თავ­დას­ხმა - სტრა­ტე­გი­ულ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა ცალ­სა­ხად თქვეს, რომ ეს რუ­სეთ­მა გან­ხორ­ცი­ე­ლა. ამ ეტაპ­ზე გა­დაჭ­რით არაფ­რის თქმა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ცალ­სა­ხად ვამ­ბობ იმას, რომ ჩვენ­თან ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის როლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კო­ვიდ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში. ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად წა­რუ­მა­ტე­ბე­ლია კო­ვიდ­თან მი­მარ­თე­ბით ბრძო­ლა­ში, მი­უ­ღე­ბე­ლია მის მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ში ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა იმი­ტომ, რომ მათი მო­სახ­ლე­ო­ბა ფიქ­რობს, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზრუ­ნავ­დეს მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რა­ტომ არ ზრუ­ნა­ვენ მათ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში?.. კი­ბერ­თავ­დას­ხმის ავ­ტო­რი თუ რუ­სე­თია, შე­საძ­ლოა, ამ კუ­თხით ალი­ან­სიც კი არ­სე­ბობ­დეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და მე­ზო­ბელ სომ­ხეთს შო­რის. ამის პრე­ცე­დენ­ტი უკვე გვქონ­და, როცა სომ­ხე­თის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით ძა­ლი­ან ცუდი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
0

მათთვის რატომ წარმოადგენს საფრთხეს, თუ ჩვენს ტერიტორიაზეა და ჩვენთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. საფრთხეა თვითონ რუსეთი ყველა მეზობელი ქვეყნისთვის, მათ შორის ბელორუსიისთვისაც კი.

abc
1

მთავარი ეჭვმიტანილი კი არა მთავარი მოქმედი ქვეყანაა რუსეთი. რა არის აქ გაუგებარი?-აბა ის ხომ არ იქნება?- პაკისტანი?,ან ბურკინა- ფასო?,ან ნიკარაგუა?-ან ანგოლა?-ან ნამიბია?--- და რავი და სხვა ......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია, მაგრამ ლუგარის დისკრედიტაცია შესაძლოა სხვა მეზობელი ქვეყნების ინტერესებშიც შედიოდეს" - უსაფრთხოების ექსპერტი

"მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია, მაგრამ ლუგარის დისკრედიტაცია შესაძლოა სხვა მეზობელი ქვეყნების ინტერესებშიც შედიოდეს" - უსაფრთხოების ექსპერტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაიცით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული:

"კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით".

კიბერტექნოლოგ ანდრო გოცირიძის თქმით, ეს იყო ტიპიური რუსული კიბერშეტევა.

"ამ ეტაპზე არის შსს-ს ოფიციალური განცხადება, რომ ლუგარიდან და ჯანდაცვის სისტემიდან აღებულია სენსიტიური მონაცემები, გამოქვეყნებულია ერთ-ერთ საიტზე და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კიბერშპიონაჟის ფაქტი მონაცემთა ბაზაზე. ძნელი მისახვედრი არ არის, რომელი ქვეყნის. ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენგან საიდუმლო ამ გზით არ მიაქვთ ხოლმე. ბუნებრივია, ეს რუსეთის მხარეს უკავშირდება. რუსეთის მხრიდან კიბერშპიონაჟი პირველი არ არის, მეორეც, ამას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია, იგივე რუსი პარლამენტარების განცხადებები, რომ თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში იქმნება “ნოვიჩოკი” და არა სხვაგანო", - აცხადებს kvirispalitra.ge - სთან ანდრო გოცირიძე.

მომხდარს ambebi.ge - სთან აფასებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი:

- ზოგადად, ფეიკების გავრცელება შეიძლება განხორციელდეს მასმედიის საშუალებით და დიპლომატიური არხებით, რომელიც მათთვის უფრო მომგებიანი იქნება, იმას გააკეთებენ. შესაძლებელია, გარკვეული თანხის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მასმედიის საშუალებებითაც გამოქვეყნდეს ინფორმაცია. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამ ეტაპზე მთავარი ეჭვმიტანილი მხარე გვყავს რუსეთის ფედერაცია. გარკვეული წლებია, მათ პროპრგანდისტული ფონი მიმართული აქვთ იქითკენ, რომ ლუგარის ლაბორატორია მათთვის საფრთხეს წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, შესაბამისად, ის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ლაბორატორია არ არსებობდეს საქართველოში და ამის ერთ-ერთი რეალური წინაპირობა ის არის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ყველა პროცესის, რაც საქართველოში მიმდინარეობს, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით.

თუ გავითვალისწინებთ ლუგარის ლაბორატორიის დადებით როლს კორონავირუსთან დაკავშირებულ პროცესებში (როცა არსებული მდგომარეობით შედარებით დაცულები ვართ, ვიდრე რუსეთი და ჩვენი სამეზობლო), არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ რუსეთის გარდა, დისკრედიტაცია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ინტერესებშიც შედიოდეს. რაც შეეხება ნავალნის და "ნოვიჩოკს”, რუსები ვერანაირად ვერ დაამტკიცებენ, რომ ეს ნივთიერება აქ შეიქმნა. უპრიანია, რომ ანალოგიური რამ ნებისმიერი მაღალი განვითარებისა და მაღალი ტექნოლოგიების სახელმწიფოებში შექმნილიყო. მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის დისკრედიტაციის, კომპრომეტაციისა და პროპაგანდის ნაყოფი. სხვა ქვეყნებშიცაა ლაბორატორიები, რუსეთშიც და ყოველ შემთხვევაში, სკრიპალებთან დაკავშირებით ნამდვილად არ უთქვამთ, რომ ლუგარიდან გავიდა ეს ნივთიერება.

რუსეთს არ აწყობს აქ ლუგარი, ვინაიდან ეს ცენტრი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემაშია მყარად ჩართული. და არ აწყობს იმ სახელმწიფოს, რომელიც მტრულ დამოკიდებულებაშია საქართველოსთან. რაც ეხება იმის დადგენას ვინ დგას ამის უკან, არაა ეს იოლი საქმე, თუმცა ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო და მასთან ერთად აღნიშნულის დადგენა შესაძლებელია.

ჩვენ გვქონდა რამდენიმე თვის წინ მაგალითი, როდესაც პერსონალურ მონაცემებზე განხორციელდა თავდასხმა - სტრატეგიულმა სახელმწიფოებმა ცალსახად თქვეს, რომ ეს რუსეთმა განხორციელა. ამ ეტაპზე გადაჭრით არაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ ცალსახად ვამბობ იმას, რომ ჩვენთან ლუგარის ლაბორატორიის როლი მნიშვნელოვანია კოვიდთან დაკავშირებით მიღწეულ წარმატებაში. ყველა ქვეყნისთვის, რომელიც პრაქტიკულად წარუმატებელია კოვიდთან მიმართებით ბრძოლაში, მიუღებელია მის მეზობელ სახელმწიფოში ასეთი მდგომარეობა იმიტომ, რომ მათი მოსახლეობა ფიქრობს, თუ შესაძლებელია მეზობელ სახელმწიფოში ხელისუფლება ზრუნავდეს მისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, რატომ არ ზრუნავენ მათ სახელმწიფოებში?.. კიბერთავდასხმის ავტორი თუ რუსეთია, შესაძლოა, ამ კუთხით ალიანსიც კი არსებობდეს რუსეთის ფედერაციასა და მეზობელ სომხეთს შორის. ამის პრეცედენტი უკვე გვქონდა, როცა სომხეთის მაღალჩინოსანმა ჩვენი მისამართით ძალიან ცუდი განცხადება გაავრცელა.