სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭმა მისწერა, ცეცხლს წაგიკიდებ და გიყურებ, როგორ დაიწვებიო"- როგორ წაუკიდა 23 წლის გოგონას შეყვარებულმა ცეცხლი და როგორი ურთიერთობა  ჰქონდა წყვილს მანამდე
"ბიჭმა მისწერა, ცეცხლს წაგიკიდებ და გიყურებ, როგორ დაიწვებიო"- როგორ წაუკიდა 23 წლის გოგონას შეყვარებულმა ცეცხლი და როგორი ურთიერთობა  ჰქონდა წყვილს მანამდე

23 წლის გო­გო­ნას, სევა შა­ლო­ი­ანს შეყ­ვა­რე­ბულ­მა 24 წლის შალ­ვა გო­გო­ლა­ძემ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. გო­გო­ლა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლია და ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სას­ჯე­ლი 16-დან 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან“ გო­გო­ნას მე­გო­ბა­რი ზან­და ხინ­გა­ვა სა­უბ­რობს და იხ­სე­ნებს, რომ გო­გო­ლა­ძეს შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ად­რეც უძა­ლა­დია.

- ერთხელ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა სე­ვა­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და - მხარ­ზე შუ­შის ბოთ­ლი გა­და­არ­ტყა. სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან იკა­მა­თა და გაბ­რა­ზე­ბულ­მა სე­ვას და­არ­ტყა. ოჯახ­ში რომ იჩხუ­ბებ­და, მერე ჯავრს სე­ვა­ზე იყ­რი­და ხოლ­მე.

ეს ამ­ბა­ვი რომ მო­მიყ­ვა, ვურ­ჩიე, ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სე­ვას ეცო­დე­ბო­და. ამ­ბობ­და, ცო­დოა, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ აქ­ვსო.

- სად ჩა­არ­ტყა ბოთ­ლი, ქუ­ჩა­ში?

- არა, თა­ვი­სი ძმის ოჯახ­ში წა­იყ­ვა­ნა სტუმ­რად, სა­დაც მისი ძმის ცოლი დახ­ვდათ. მხო­ლოდ გო­გო­ე­ბი და შალ­ვა იყ­ვნენ. რა­ღა­ცა­ზე გაბ­რა­ზე­ბულს კი სე­ვას­თვის მხარ­ზე ბოთ­ლი გა­და­ურ­ტყამს.

შე­ეძ­ლო, ნე­ბის­მი­ერ სი­ტყვა­ზე წა­მო­კი­დე­ბო­და, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ფეთ­ქდე­ბო­და. მა­შინ სე­ვას ბეჭი და­უ­ზი­ან­და. იმ დღეს ადგა და წა­მო­ვი­და. იქი­დან არ უშ­ვებ­და, მაგ­რამ გა­მო­ა­რი­დეს.

ასე­თი ხა­სი­ა­თი რომ გა­მო­ავ­ლი­ნა, სევა ჩა­მო­შორ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვე აღარ ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ბო­ლოს ისევ გა­მოჩ­ნდა, ურე­კავ­და, სწერ­და, ბო­დი­შებს უხ­დი­და. ეხ­ვე­წე­ბო­და შემ­ხვდიო. სე­ვაც შეც­და, და­ი­ჯე­რა, რომ შე­იც­ვლე­ბო­და და შეხ­ვდა.

- ეს იყო ის სა­ბე­დის­წე­რო შეხ­ვედ­რა?

- არა. ამის მერე ისევ იკა­მა­თეს და უნ­დო­და, სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­შო­რე­ბა, მაგ­რამ ეს ბიჭი ემუქ­რე­ბო­და, არ გა­ცო­ცხლე­ბო, ეუბ­ნე­ბო­და, ან ჩემ­თან იქ­ნე­ბი, ან არა­ვის­თა­ნო. პა­თო­ლო­გი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის ტექ­სტე­ბით სწერ­და, ემუქ­რე­ბო­და, სევა ამ­ბობ­და არაფ­რის გამ­კე­თე­ბე­ლია, მხო­ლოდ ლა­პა­რა­კობ­სო, სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვამ­და.

ბო­ლოს ბიჭ­მა მის­წე­რა, ცე­ცხლს წა­გი­კი­დებ და გი­ყუ­რებ, რო­გორ და­იწ­ვე­ბიო. სე­ვამ მე მომ­წე­რა, ნახე, რას მწერს, რო­გორ მე­მუქ­რე­ბა, ახლა ჩემს სახ­ლთან მო­ვი­დაო.

- ასე­თი მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად, მას­თან შე­სახ­ვედ­რად გა­ვი­და?

- დიახ, რად­გან მუ­ქა­რა არ და­ი­ჯე­რა, თან სე­ვას სახ­ლთან იქვე პო­ლი­ცი­აა და რას გა­ბე­დავ­სო, თქვა. პლუს იტა­ლი­ურ, ხალ­ხით სავ­სე ეზო­ში ცხოვ­რობს.

ჭიშ­კარ­თან გა­ვი­და მხო­ლოდ, არ­სად გაჰ­ყო­ლია. მისი დაც სახ­ლში იყო. გა­ვი­და რომ ეთ­ქვა, სა­მუ­და­მოდ და­ე­ნე­ბე­ბი­ნა თავი. ვურ­ჩიე, თუ რამე იქნა, პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კე, მან­დვე არი­ან, ერთი წა­მი­თაც არ და­ფიქ­რდე-მეთ­ქი. უკვე გვი­ა­ნი იყო, ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი. ცოტა ხანს ვე­ლო­დე და ჩა­მე­ძი­ნა.

- რა მოხ­და, რო­გო­რია ამ სა­ზა­რე­ლი ამ­ბის დე­ტა­ლე­ბი?

- სევა ამ თე­მა­ზე არ სა­უბ­რობს. ვიცი, რომ როცა გა­ვი­და, ამ ბიჭ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, მერე და­არ­ტყა. დარ­ტყმის­გან და­რე­ტი­ა­ნე­ბუ­ლა. გონ­ზე რომ მო­ვი­და, ბიჭ­მა ფე­ხებ­ში ბენ­ზი­ნი შე­ას­ხა. თურ­მე ვე­რაფ­რით იფიქ­რა, რომ ცე­ცხლსაც მო­უ­კი­დებ­და, შე­მოტ­რი­ალ­და და სახ­ლის­კენ წა­ვი­და, ამ დროს ცე­ცხლი მო­უ­კი­და. თურ­მე იმ­ხე­ლა ცე­ცხლი იყო, გარ­შე­მო ყვე­ლა გა­მო­ვარ­და, სე­ვას მის­ცვივ­დნენ, მაგ­რამ ჩაქ­რო­ბა გა­უ­ჭირ­დათ.

ცე­ცხლი რომ ჩა­აქ­რეს, თა­ვი­დან ასე ძა­ლი­ან დამ­წვა­რი არ ჩან­და. სევა სა­კუ­თა­რი ფე­ხით შე­ვი­და სახ­ლში, არა­ვის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­ვე­ბია. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა რომ მო­ვი­და, მერე გა­მოჩ­ნდა მდგო­მა­რე­ო­ბა - ხორ­ცი მთლი­ა­ნად ასძვრა ფე­ხებ­ზე. შოკ­ში იყო და ვერ იაზ­რებ­და, რა ხდე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის სევა შა­ლო­ი­ანს სხე­უ­ლის 37% აქვს დამ­წვა­რი და ახლა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბულს, ის და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად წა­ი­კი­თხეთ ჟურ­ნალ "სარ­კის" ამ კვი­რის ნო­მერ­ში

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
5

ასეთ ცხოველებს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ, რა გარანტიაა როცა გამოეთრება გარეთ რომ უარეს არ გააკეთებს?

ელენე
19

ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყეთ 'იტალიური ეზო'. ეს არაბული არქიტექტურის სტილია, გავრცელებული იტალიაშიც და ესპანეთშიც. ცხადია ძველ თბილისშიც არაბული გავლენით შენდებოდა საცხოვრებელი სახლები!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ბიჭმა მისწერა, ცეცხლს წაგიკიდებ და გიყურებ, როგორ დაიწვებიო"- როგორ წაუკიდა 23 წლის გოგონას შეყვარებულმა ცეცხლი და როგორი ურთიერთობა  ჰქონდა წყვილს მანამდე

"ბიჭმა მისწერა, ცეცხლს წაგიკიდებ და გიყურებ, როგორ დაიწვებიო"- როგორ წაუკიდა 23 წლის გოგონას შეყვარებულმა ცეცხლი და როგორი ურთიერთობა  ჰქონდა წყვილს მანამდე

23 წლის გოგონას, სევა შალოიანს შეყვარებულმა 24 წლის შალვა გოგოლაძემ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. გოგოლაძე დაკავებულია და ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მომხდარის შესახებ ჟურნალ "სარკესთან“ გოგონას მეგობარი ზანდა ხინგავა საუბრობს და იხსენებს, რომ გოგოლაძეს შეყვარებულზე ადრეც უძალადია.

- ერთხელ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სევაზე ფიზიკურად იძალადა - მხარზე შუშის ბოთლი გადაარტყა. საკუთარი ოჯახის წევრებთან იკამათა და გაბრაზებულმა სევას დაარტყა. ოჯახში რომ იჩხუბებდა, მერე ჯავრს სევაზე იყრიდა ხოლმე.

ეს ამბავი რომ მომიყვა, ვურჩიე, ჩამოშორებულიყო, მაგრამ სევას ეცოდებოდა. ამბობდა, ცოდოა, ოჯახის წევრებთან ასეთი დამოკიდებულება რომ აქვსო.

- სად ჩაარტყა ბოთლი, ქუჩაში?

- არა, თავისი ძმის ოჯახში წაიყვანა სტუმრად, სადაც მისი ძმის ცოლი დახვდათ. მხოლოდ გოგოები და შალვა იყვნენ. რაღაცაზე გაბრაზებულს კი სევასთვის მხარზე ბოთლი გადაურტყამს.

შეეძლო, ნებისმიერ სიტყვაზე წამოკიდებოდა, ძალიან მარტივად ფეთქდებოდა. მაშინ სევას ბეჭი დაუზიანდა. იმ დღეს ადგა და წამოვიდა. იქიდან არ უშვებდა, მაგრამ გამოარიდეს.

ასეთი ხასიათი რომ გამოავლინა, სევა ჩამოშორდა. დაახლოებით ორი თვე აღარ ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ ბოლოს ისევ გამოჩნდა, ურეკავდა, სწერდა, ბოდიშებს უხდიდა. ეხვეწებოდა შემხვდიო. სევაც შეცდა, დაიჯერა, რომ შეიცვლებოდა და შეხვდა.

- ეს იყო ის საბედისწერო შეხვედრა?

- არა. ამის მერე ისევ იკამათეს და უნდოდა, საბოლოოდ ჩამოშორება, მაგრამ ეს ბიჭი ემუქრებოდა, არ გაცოცხლებო, ეუბნებოდა, ან ჩემთან იქნები, ან არავისთანო. პათოლოგიური აზროვნების მქონე ადამიანის ტექსტებით სწერდა, ემუქრებოდა, სევა ამბობდა არაფრის გამკეთებელია, მხოლოდ ლაპარაკობსო, სერიოზულად არ აღიქვამდა.

ბოლოს ბიჭმა მისწერა, ცეცხლს წაგიკიდებ და გიყურებ, როგორ დაიწვებიო. სევამ მე მომწერა, ნახე, რას მწერს, როგორ მემუქრება, ახლა ჩემს სახლთან მოვიდაო.

- ასეთი მუქარის მიუხედავად, მასთან შესახვედრად გავიდა?

- დიახ, რადგან მუქარა არ დაიჯერა, თან სევას სახლთან იქვე პოლიციაა და რას გაბედავსო, თქვა. პლუს იტალიურ, ხალხით სავსე ეზოში ცხოვრობს.

ჭიშკართან გავიდა მხოლოდ, არსად გაჰყოლია. მისი დაც სახლში იყო. გავიდა რომ ეთქვა, სამუდამოდ დაენებებინა თავი. ვურჩიე, თუ რამე იქნა, პოლიციაში დარეკე, მანდვე არიან, ერთი წამითაც არ დაფიქრდე-მეთქი. უკვე გვიანი იყო, ღამის პირველი საათი. ცოტა ხანს ველოდე და ჩამეძინა.

- რა მოხდა, როგორია ამ საზარელი ამბის დეტალები?

- სევა ამ თემაზე არ საუბრობს. ვიცი, რომ როცა გავიდა, ამ ბიჭმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მერე დაარტყა. დარტყმისგან დარეტიანებულა. გონზე რომ მოვიდა, ბიჭმა ფეხებში ბენზინი შეასხა. თურმე ვერაფრით იფიქრა, რომ ცეცხლსაც მოუკიდებდა, შემოტრიალდა და სახლისკენ წავიდა, ამ დროს ცეცხლი მოუკიდა. თურმე იმხელა ცეცხლი იყო, გარშემო ყველა გამოვარდა, სევას მისცვივდნენ, მაგრამ ჩაქრობა გაუჭირდათ.

ცეცხლი რომ ჩააქრეს, თავიდან ასე ძალიან დამწვარი არ ჩანდა. სევა საკუთარი ფეხით შევიდა სახლში, არავის დახმარება დასჭირვებია. სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, მერე გამოჩნდა მდგომარეობა - ხორცი მთლიანად ასძვრა ფეხებზე. შოკში იყო და ვერ იაზრებდა, რა ხდებოდა.

ცნობისთვის სევა შალოიანს სხეულის 37% აქვს დამწვარი და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. რაც შეეხება ბრალდებულს, ის დანაშაულს არ აღიარებს.

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "სარკის" ამ კვირის ნომერში

"დავემშვიდობეთ რუსოს" - კულინარიის აკადემიის ლექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სიმღერა ყვარელში..“ - გიტარა, კარლ ჰარცელი და გიორგი უშიკიშვილი: რა ფოტოებს აქვეყნებს ევროკავშირის ელჩი

"მიტოვებული სამკერვალო ჭიათურაში" - ხავსმოდებული ინვენტარი და ადამიანების გარეშე დარჩენილი შენობა: დავით თაბაგარის ფოტოები