სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაისაჯონ ინალ ჯაბიევის მკვლელები" -  არეულობა ცხინვალში, პროტესტანტებმა დე ფაქტო ადმინისტრაციაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს
"დაისაჯონ ინალ ჯაბიევის მკვლელები" -  არეულობა ცხინვალში, პროტესტანტებმა დე ფაქტო ადმინისტრაციაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. მთავ­რო­ბის სახ­ლთან ხალ­ხმრა­ვა­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ცხინ­ვა­ლის მი­ლი­ცი­ის იზო­ლა­ტორ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, წა­მე­ბით მოკ­ლუ­ლი 28 წლის ინალ ჯა­ბი­ე­ვის ახ­ლობ­ლებ­მა, გარ­დაც­ვლი­ლის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ, გუ­შინ სა­ღა­მოს კვლავ და­ი­წყეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­ლთან შეკ­რე­ბა. ჯა­ბი­ე­ვის ნა­თე­სა­ვებს და მე­გობ­რებს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

"გა­და­დე­ქი", "გა­სა­მარ­თლდეს ჯა­გა­ე­ვი", "და­ი­სა­ჯონ ინალ ჯა­ბი­ე­ვის მკვლე­ლე­ბი" - ამ შე­ძა­ხი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და აქ­ცია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა სხვა­დას­ხვა ჯგუფ­მა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და დე ფაქ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შეჭ­რა.

დე ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი ჯერ კი­დევ ორი დღის წინ და­ა­ყე­ნეს - დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის - ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი­სა და ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის - ურუზ­მაგ ჯა­გა­ე­ვის პოს­ტი­დან გა­დად­გო­მა, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მი­რე­ბა და ინალ ჯა­ბი­ე­ვის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯა.

ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დებს მისი წი­ნა­მორ­ბე­დი - ასე­ვე დე ფაქ­ტო ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ კო­კო­ი­თიც, რო­მელ­მაც მი­მარ­თვა „ინ­სტაგ­რა­მის" მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, სამი შვი­ლის მამა, 28 წლის ინალ ჯა­ბი­ე­ვი, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში მოქ­მედ­მა ე.წ. სპეც­სამ­სა­ხურ­მა 26 აგ­ვის­ტოს, ე.წ. შსს მი­ნის­ტრზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით სწო­რედ მა­შინ და­ა­კა­ვა, როცა ცხინ­ვალ­ში "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის" დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხინ­ვა­ლის მი­ლი­ცი­ის იზო­ლა­ტორ­ში ჯა­ბი­ევს ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აწა­მებ­დნენ, რაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო გამ­წვავ­და მას შემ­დეგ, რაც გარ­დაც­ვლი­ლის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ ჯა­ბი­ევს სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

პრო­ტეს­ტის ფონ­ზე ბი­ბი­ლოვ­მა ჯერ ე.წ. შსს მი­ნის­ტრი იგორ ნა­ნი­ე­ვი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა პოს­ტი­დან, შემ­დეგ კი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ერიკ ფუ­ხა­ე­ვი გა­დად­გა და ბი­ბი­ლოვ­მა „მთავ­რო­ბა“ და­ი­თხო­ვა.

ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში აქ­ცი­ი­ის გაგ­რძე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა დღე­საც.

ასე­ვე, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ინალ ჯა­ბი­ე­ვის ნა­თე­სა­ვე­ბი, იმ ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრა­ლი მი­უ­ძღვით 28 წლის მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში, შუ­რის­ძი­ე­ბას თა­ვად აპი­რე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lego
5

ro ar dasajet tatunashvilis mkvlelebi,imito moxda eg

 

angel
7

რა განვითარების ხალხიც ვართ,ისეთივე გარემოში ვცხოვრობთ...აღარ დამთავრდა ეს კონცერტები და ყველგან ერთი და იგივე პრობლემები...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დაისაჯონ ინალ ჯაბიევის მკვლელები" -  არეულობა ცხინვალში, პროტესტანტებმა დე ფაქტო ადმინისტრაციაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს

"დაისაჯონ ინალ ჯაბიევის მკვლელები" -  არეულობა ცხინვალში, პროტესტანტებმა დე ფაქტო ადმინისტრაციაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის სახლთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხინვალის მილიციის იზოლატორში, სავარაუდოდ, წამებით მოკლული 28 წლის ინალ ჯაბიევის ახლობლებმა, გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ, გუშინ საღამოს კვლავ დაიწყეს ადმინისტრაციულ სახლთან შეკრება. ჯაბიევის ნათესავებს და მეგობრებს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

"გადადექი", "გასამართლდეს ჯაგაევი", "დაისაჯონ ინალ ჯაბიევის მკვლელები" - ამ შეძახილებით მიმდინარეობდა აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში. პარალელურად, აქციის მონაწილეთა სხვადასხვა ჯგუფმა რამდენჯერმე სცადა დე ფაქტო ადმინისტრაციაში შეჭრა.

დე ფაქტო ცხინვალის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნული მოთხოვნები ჯერ კიდევ ორი დღის წინ დააყენეს - დე ფაქტო პრეზიდენტის - ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის - ურუზმაგ ჯაგაევის პოსტიდან გადადგომა, ძალოვანი უწყებების ძირეული რეფორმირება და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯა.

ანატოლი ბიბილოვს გადადგომისკენ მოუწოდებს მისი წინამორბედი - ასევე დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც, რომელმაც მიმართვა „ინსტაგრამის" მეშვეობით გაავრცელა.

შეგახსენებთ, სამი შვილის მამა, 28 წლის ინალ ჯაბიევი, ოკუპირებულ რეგიონში მოქმედმა ე.წ. სპეცსამსახურმა 26 აგვისტოს, ე.წ. შსს მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით სწორედ მაშინ დააკავა, როცა ცხინვალში "დამოუკიდებლობის" დღეს აღნიშნავდნენ. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის მილიციის იზოლატორში ჯაბიევს ორი დღის განმავლობაში აწამებდნენ, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ჯაბიევს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

პროტესტის ფონზე ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შსს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა პოსტიდან, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი გადადგა და ბიბილოვმა „მთავრობა“ დაითხოვა.

ოკუპირებულ ცხინვალში აქციიის გაგრძელება იგეგმება დღესაც.

ასევე, არაოფიციალური წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინალ ჯაბიევის ნათესავები, იმ ე.წ. სამართალდამცავების მიმართ, რომლებსაც სავარაუდოდ, ბრალი მიუძღვით 28 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში, შურისძიებას თავად აპირებენ.