სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს
„ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს

დღე­ი­დან „ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლო“, სრულ­ფა­სო­ვან ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მა­უ­წყებ­ლო­ბას იწყებს. არხი მა­ყუ­რე­ბელს სთა­ვა­ზობს დი­ლის, დღი­სა და სა­ღა­მოს ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­მოშ­ვე­ბებს უწყვეტ რე­ჟიმ­ში.

„ევ­რო­ნი­უ­სი“, და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ახა­ლი ამ­ბე­ბის არ­ხია. სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის თა­ნახ­მად, „ევ­რო­ნი­უ­სის“ მი­ზა­ნია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად მი­ა­წო­დოს აუ­დი­ტო­რი­ას და სა­კუ­თა­რი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს. „ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლოც“ „ევ­რო­ნი­უ­სის“ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეფუძ­ნე­ბა - სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას. „ყვე­ლა ხმა, ყვე­ლა მო­საზ­რე­ბა - All news all views”, ევ­რო­ნი­უ­სის ეს მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი „ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლოს“ გზავ­ნი­ლი­ცაა.

„ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯია“ გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში ევ­რო­პის წამ­ყვან­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ახა­ლი ამ­ბე­ბის არ­ხმა „ევ­რო­ნი­უ­სი“, და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ამ, „სილ­ქნეტ­მა“, პარტნი­ო­რუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­ა­ფუძ­ნეს.

გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი, „სილ­ქნე­ტის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თან­მჯდო­მა­რე:

“ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ასეთ რთულ და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა პან­დე­მი­ამ, ჩვენ შევ­ძე­ლით და და­პი­რე­ბი­სა­მებრ, დრო­უ­ლად მო­ვა­ხერ­ხეთ „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯი­ას“ ქარ­თუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის. „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯი­ას“ გუნდს მინ­და ვუ­სურ­ვო წინსვლა და წარ­მა­ტე­ბე­ბი”.

მა­იკლ პე­ტერ­სი, ევ­რო­ნი­უ­სის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი:

„ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯი­ამ“ მა­უ­წყებ­ლო­ბა და­ი­წყო. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ იმ გზით, რო­მე­ლიც ევ­რო­ნი­უს­მა, სილ­ქნე­ტი­სა და ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯი­ას გუნდთან ერ­თად გა­ი­ა­რა, რათა უმოკ­ლეს დრო­ში აე­წყო ახა­ლი ამ­ბე­ბის არხი - 24 სა­ა­თი­ა­ნი უწყვე­ტი მა­უ­წყებ­ლო­ბა. და ეს პან­დე­მი­ის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი მძი­მე კრი­ზი­სის მი­უ­ხე­და­ვად მო­ხერ­ხდა. ბოლო 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­ნი­უ­სი რჩე­ბა სან­დო და სა­ი­მე­დო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბად. იგი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად აწ­ვდის ახალ ამ­ბებს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯი­ას“ ექ­ნე­ბა იგი­ვე ხა­რის­ხი და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის ისე­თი­ვე დონე, რო­გორც თა­ვად „ევ­რო­ნი­უსს“.

„ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯი­ას“ მთა­ვარ რე­დაქ­ტო­რად მოწ­ვე­უ­ლია ბერ­ძნუ­ლი „ევ­რო­ნი­უ­სის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ვა­სი­ლის ბი­ცი­სი. მისი მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯი­ა­სათ­ვის“, რათა ზედ­მი­წევ­ნით იყოს გად­მო­ცე­მუ­ლი „ევ­რო­ნი­უ­სის“ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა.

ჯანო ჟვა­ნია, „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯი­ას“ დი­რექ­ტო­რი:

„ჩვენ შე­მო­ვიკ­რი­ბეთ გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯია“ ხელ­მძღვა­ნე­ლობს - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თვალ­საზ­რი­სი. „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯი­ას“ გუნ­დი ცდი­ლობს შექ­მნას წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ღირ­სე­უ­ლი შე­ნა­ძე­ნი იქ­ნე­ბა“.

„ევ­რო­ნი­უ­სის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ, გახ­დეს მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი „გლო­ბა­ლურ-ლო­კა­ლუ­რი მე­დია“, კომ­პა­ნი­ამ 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და­ა­ფუძნა. „ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლო“ მე­სა­მეა, „ევ­რო­ნი­უს ალ­ბა­ნე­თი­სა“ და „ევ­რო­ნი­უს სერ­ბე­თის“ შემ­დეგ. „ევ­რო­ნი­უს ალ­ბა­ნეთ­მა“ მა­უ­წყებ­ლო­ბა 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­წყო.

“ევ­რო­ნი­უ­სი“ ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ახა­ლი ამ­ბე­ბის არ­ხია და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და სან­დო ბრენ­დი მთელ კონ­ტი­ნენტზე.

მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, „ევ­რო­ნი­უ­სი“ 160 ქვე­ყა­ნა­ში მა­უ­წყებ­ლობს და მას თით­ქმის 400 მი­ლი­ო­ნი ოჯა­ხი უყუ­რებს, აქე­დან 67% ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ზე მო­დის. გლო­ბა­ლუ­რი ვე­ბინ­დექ­სის (Global Web Index) 2020 წლის პირ­ვე­ლი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, არხი ყო­ველ­თვი­უ­რად 150 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას რო­გორც სა­ტე­ლე­ვი­ზიო, ასე­ვე ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3

გვეღირსა!!!

001
1

გვეღირსა მაგრი იყო. ჩვენ არ გვეშველება არაფერი არც ეგრო ნიუსი იქნება თუ მსოფლიო ნიუსი. 

ჩვენს მთავრობას მოგვარებული აქ დაჟე რომის პაპთანაც ასე რომ გვეღირსა ეგ თავის დამშვიდების მიზნით შეგიძლიათ წეროთ რამდენიც მოგინდებათ. 

საქართველოში ისტორიას საქართველო ახსოვს შემდეგ ნაირად: ღალატი, გაყიდვა ადამინის თუ მოსყიდვა. ოდიდგანვე იყო არის და იქნება. 

გვეღირსა თუმრე :

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

„ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს

„ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს

დღეიდან „ევრონიუს საქართველო“, სრულფასოვან ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს. არხი მაყურებელს სთავაზობს დილის, დღისა და საღამოს ახალი ამბების გამოშვებებს უწყვეტ რეჟიმში.

„ევრონიუსი“, დასავლური სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ახალი ამბების არხია. სარედაქციო პოლიტიკის თანახმად, „ევრონიუსის“ მიზანია განსხვავებული მოსაზრებები მიუკერძოებლად მიაწოდოს აუდიტორიას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცეს. „ევრონიუს საქართველოც“ „ევრონიუსის“ ღირებულებებს ეფუძნება - სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. „ყველა ხმა, ყველა მოსაზრება - All news all views”, ევრონიუსის ეს მთავარი გზავნილი „ევრონიუს საქართველოს“ გზავნილიცაა.

„ევრონიუს ჯორჯია“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა „ევრონიუსი“, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“, პარტნიორული ხელშეკრულებით დააფუძნეს.

გიორგი რამიშვილი, „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანმჯდომარე:

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო მოიცვა პანდემიამ, ჩვენ შევძელით და დაპირებისამებრ, დროულად მოვახერხეთ „ევრონიუს ჯორჯიას“ ქართული მაუწყებლობის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, ეს სასარგებლო იქნება საზოგადოებისათვის. „ევრონიუს ჯორჯიას“ გუნდს მინდა ვუსურვო წინსვლა და წარმატებები”.

მაიკლ პეტერსი, ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი:

„ბედნიერი ვარ, რომ „ევრონიუს ჯორჯიამ“ მაუწყებლობა დაიწყო. ძალიან ვამაყობ იმ გზით, რომელიც ევრონიუსმა, სილქნეტისა და ევრონიუს ჯორჯიას გუნდთან ერთად გაიარა, რათა უმოკლეს დროში აეწყო ახალი ამბების არხი - 24 საათიანი უწყვეტი მაუწყებლობა. და ეს პანდემიის გამო გამოწვეული მძიმე კრიზისის მიუხედავად მოხერხდა. ბოლო 27 წლის განმავლობაში, ევრონიუსი რჩება სანდო და საიმედო მედიასაშუალებად. იგი მიუკერძოებლად აწვდის ახალ ამბებს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, რომ „ევრონიუს ჯორჯიას“ ექნება იგივე ხარისხი და მიუკერძოებლობის ისეთივე დონე, როგორც თავად „ევრონიუსს“.

„ევრონიუს ჯორჯიას“ მთავარ რედაქტორად მოწვეულია ბერძნული „ევრონიუსის“ მთავარი რედაქტორი, ვასილის ბიცისი. მისი მრავალწლიანი გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია „ევრონიუს ჯორჯიასათვის“, რათა ზედმიწევნით იყოს გადმოცემული „ევრონიუსის“ ფასეულობები და სარედაქციო პოლიტიკა.

ჯანო ჟვანია, „ევრონიუს ჯორჯიას“ დირექტორი:

„ჩვენ შემოვიკრიბეთ გამოცდილი პროფესიონალები, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რომლებითაც „ევრონიუს ჯორჯია“ ხელმძღვანელობს - დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და განსხვავებული თვალსაზრისი. „ევრონიუს ჯორჯიას“ გუნდი ცდილობს შექმნას წარმატებული მედიასაშუალება, რომელიც საქართველოსთვის ღირსეული შენაძენი იქნება“.

„ევრონიუსის“ სტრატეგიული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, გახდეს მსოფლიოში პირველი „გლობალურ-ლოკალური მედია“, კომპანიამ 18 თვის განმავლობაში სამი წარმომადგენლობა დააფუძნა. „ევრონიუს საქართველო“ მესამეა, „ევრონიუს ალბანეთისა“ და „ევრონიუს სერბეთის“ შემდეგ. „ევრონიუს ალბანეთმა“ მაუწყებლობა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.

“ევრონიუსი“ ევროპის ყველაზე რეიტინგული ახალი ამბების არხია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ბრენდი მთელ კონტინენტზე.

მსოფლიოს მასშტაბით, „ევრონიუსი“ 160 ქვეყანაში მაუწყებლობს და მას თითქმის 400 მილიონი ოჯახი უყურებს, აქედან 67% ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთზე მოდის. გლობალური ვებინდექსის (Global Web Index) 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, არხი ყოველთვიურად 150 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას როგორც სატელევიზიო, ასევე ციფრული პლატფორმების მეშვეობით.

R

თიბისიმ  იპოთეკური სესხების  ახალი, გამარტივებული არხი შექმნა

გამარტივებული გამოწერა და გარანტია - უნიკალური სერვისები, რომელსაც ebg.ge ონლაინ გამომწერებს სთავაზობს

ქართული და უცხოური ნაყინის საინტერესო და კრეატიული შეფუთვები, რომელმაც მომხმარებილის მოწონება დაიმსახურა