პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წაართვეს მეფეს, დაუმალეს ჰიტლერს, იპოვა სიდნეელმა ღვინით მოვაჭრემ" -  ნადირობა საქართველოში არსებულ სტალინის საიდუმლო ღვინის საცავზე
"წაართვეს მეფეს, დაუმალეს ჰიტლერს, იპოვა სიდნეელმა ღვინით მოვაჭრემ" -  ნადირობა საქართველოში არსებულ სტალინის საიდუმლო ღვინის საცავზე

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზე­თი "დე­ი­ლი მე­ი­ლის" («Daily Mail») ავ­სტრა­ლი­ურ ვერ­სი­ა­შიგა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით "ნა­დი­რო­ბა იო­სებ სტა­ლი­ნის ღვი­ნის სა­ცავ­ზე: რო­გორ ხდე­ბო­და სიდ­ნე­ე­ლი როკ-პრო­მო­უ­ტე­რი საბ­ჭო­თა დიქ­ტა­ტო­რის ათ­მი­ლი­ონ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ღვი­ნის სა­ცა­ვის მფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც მი­წა­ში 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხე­ბო­და" (ავ­ტო­რი - სტი­ვენ გიბ­სი).

რო­გორც პუბ­ლი­კა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 1980-იანი წლე­ბის პო­პუ­ლა­რულ­მა მუ­სი­კა­ლურ­მა პრო­მო­უ­ტერ­მა ჯონ ბე­ი­კერ­მა 1990-ია­ნებ­ში პრო­ფე­სია შე­იც­ვა­ლა და ღვი­ნით მო­ვაჭ­რე გახ­და. ამას წი­ნათ მან წიგ­ნი გა­მოს­ცა სა­ხელ­წო­დე­ბით "იო­სებ სტა­ლი­ნის ღვი­ნის სარ­და­ფი", რო­მელ­შიც გად­მო­ცე­მუ­ლია თუ რო­გორ მოხ­ვდა იგი სიდ­ნე­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში - ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში - და რო­გორ უნდა გამ­ხდა­რი­ყო მრა­ვალ­მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ღვი­ნის სა­ცა­ვის მფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში. წიგ­ნი და­წე­რი­ლია მელ­ბურ­ნელ ჟურ­ნა­ლისტ ნიკ პლე­ის­თან ერ­თად, რო­მე­ლიც რო­მა­ნის­ტი და ღვი­ნის მა­დი­დე­ბე­ლია. "წა­არ­თვეს მე­ფეს, და­უ­მა­ლეს ჰიტ­ლერს, იპო­ვა სიდ­ნე­ელ­მა ღვი­ნით მო­ვაჭ­რემ“, - ასე­თი იყო წიგ­ნის რეკ­ლა­მა.

ჯონ ბე­ი­კე­რი

1990-იან წლებ­ში, როცა ჯონ ბე­კე­რი, თა­ვის საქ­მი­ან პარტნი­ორ კე­ვინ ხო­პ­კოს­თან ერ­თად, ღვი­ნის ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თო, მან ბევ­რი რამ წა­ი­კი­თხა ღვი­ნის უძ­ვე­ლე­სი კო­ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ძველ ღვი­ნო­ებს ხომ ბევ­რი მყიდ­ვე­ლი ჰყავს, მათ შე­უძ­ლი­ათ 150 წლის ღვი­ნით სავ­სე ბოთ­ლში ათე­ულ ათა­სო­ბით დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­დონ. კა­ნა­დელ­მა კე­ვინ ხო­პ­კომ ამ საქ­მე­ში ძა­ლი­ან დიდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გა­მო­ავ­ლი­ნა...

1998 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჯონ ბე­ი­კერ­მა და კე­ვინ ხო­პ­კომ თა­ვი­ან­თი ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ო­ნი­სა­გან - ჰარი ცუ­კო­რი­სა­გან ფაქ­სით შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ღვი­ნის სა­ო­ცა­რი მი­წის­ქვე­შა სა­ცა­ვის თა­ო­ბა­ზე, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ძვე­ლი ღვი­ნო­ე­ბი ინა­ხე­ბო­და, 1725 წლი­დან და­წყე­ბუ­ლი.

რო­გორც გა­ირ­კვა, ღვი­ნის სა­ცა­ვი ოქ­როს სა­ბა­დოს გვერ­დით მდე­ბა­რე­ობ­და და რად­გა­ნაც ჰარი ცუ­კო­რის ნაც­ნობ­მა, სა­ხე­ლად ნე­ვილ­მა ოქ­როს მა­ღა­რო შე­ი­ძი­ნა, მის გა­ფარ­თო­ე­ბას შე­უდ­გა და იქვე მდე­ბა­რე სა­ცა­ვის ყიდ­ვაც გა­და­წყვი­ტა... შე­იქ­მნა ოთხმხრი­ვი პარტნი­ო­რუ­ლი კომ­პა­ნია. ეს ღვი­ნო რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნი­ლი­ყო - ლონ­დონ­ში ან ნიუ-იორკში, აუქ­ცი­ონ­ზე დიდ მო­გე­ბას მო­ი­ტან­და. მოკ­ლედ, მალე ჯონ ბე­ი­კერ­მა შე­ი­ტყო, რომ ღვი­ნო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის უკა­ნას­კნელ მმარ­თველს, იმ­პე­რა­ტორს ნი­კო­ლოზ მე­ო­რეს ეკუთ­ვნო­და, შემ­დეგ სა­ცა­ვი კრემ­ლის ბი­ნა­დარს იო­სებ სტა­ლინს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და... არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ იო­სებ სტა­ლინ­მა ნი­კო­ლოზ მე­ო­რის ღვი­ნო­ე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ის ნა­წი­ლი მა­სან­დრა­ში (იალ­ტა­ში, ყი­რი­მი) გაგ­ზავ­ნა, მცი­რე ნა­წი­ლი კი - სა­ი­დუმ­ლოდ, მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ერთ ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ღვი­ნის ქარ­ხნის სა­ცავ­ში...

ნე­ვი­ლის თქმით, მან თა­ვი­სი ქარ­თვე­ლი ნაც­ნო­ბი­სა­გან გა­ი­გო, რომ სა­ცავ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად 200 ათა­სი ბოთ­ლი იყო, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი და­ი­კარ­გა, ღვი­ნის ბოთ­ლე­ბი­ა­ნი თა­რო­ე­ბი ჩა­ინ­გრა, სა­ცა­ვი გა­ჩა­ნაგ­და. ბოლო შე­ფა­სე­ბით, სა­ცავ­ში 30 თუ 50 ათა­სი ბოთ­ლი­ღა იყო დარ­ჩე­ნი­ლი. თუმ­ცა მა­ინც შე­იძ­ლე­ბო­და ამ ღვი­ნის უცხო­ეთ­ში გა­ტა­ნი­თა და გა­ყიდ­ვით საკ­მაო ფუ­ლის შოვ­ნა.

სა­ქარ­თვე­ლო იმ დროს ახ­ლად შექ­მნილ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩრდილ­ში რჩე­ბო­და. ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტუ­რიზ­მის ცნო­ბი­ლი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა, მაგ­რამ იმ დროს იქ ბევ­რი ნე­გა­ტი­უ­რი ფაქ­ტი ხდე­ბო­და... ასე იყო თუ ისე, ჯონ ბე­ი­კე­რი და კე­ვინ ხო­პ­კო სა­ქარ­თვე­ლო­ში 1999 წლის ივ­ლის­ში ჩაფ­რინ­დნენ, სა­დაც მათ გი­ორ­გი არა­მიშ­ვი­ლი და კი­დევ ერთი პი­როვ­ნე­ბა, სა­ხე­ლად ნინო დახ­ვდათ.

მე­ო­რე დღეს მათ ღვი­ნის ქარ­ხა­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. გი­ორ­გიმ მათ ზუ­რა­ბი გა­აც­ნო, დაც­ვის უფ­რო­სი, რო­მელ­საც პის­ტო­ლე­ტი ქა­მარ­ში ჰქონ­და გაჩ­რი­ლი. კი­დევ ერთი დღის შემ­დეგ ავ­სტრა­ლი­ე­ლი სტუმ­რე­ბი გი­ორ­გიმ ნა­ხევ­რად ბნელ სარ­დაფ­ში შე­იყ­ვა­ნა, სა­დაც თა­რო­ებ­ზე აბ­ლა­ბუ­დით მო­სი­ლი ას­წლო­ვა­ნი ღვი­ნით სავ­სე ბოთ­ლე­ბი ელა­გა. ეს რომ და­ი­ნა­ხა, ჯონ ბე­ი­კე­რი კი­ნა­ღამ გა­გიჟ­და, თან ფიქ­რობ­და, ვა­ი­თუ რა­ღა­ცა­ში მა­ტყუ­ე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი აფე­რა არი­სო...

ჯონ ბე­ი­კე­რი ჩა­ფიქ­რდა: არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ჩვენ მხო­ლოდ ცოტა ნამ­დვი­ლი ღვი­ნო გვაჩ­ვე­ნეს, შე­საძ­ლოა და­ნარ­ჩე­ნი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. მაგ­რამ თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფალ­სი­ფი­კა­ცი­აა, განა ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლაფ­რის გა­ყალ­ბე­ბას შეძ­ლებ­დნენ? - ძვე­ლი აღ­წე­რი­ლო­ბის, ეტი­კე­ტე­ბის, ბოთ­ლე­ბის ჩათ­ვლით?

"სა­ბო­ლოო ჯამ­ში მე დავ­რწმუნ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რი იყო, ჩვენ პლა­ნე­ტის ღვი­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გან­ძუ­რი ვი­პო­ვეთ", - წერს წიგნ­ში ჯონ ბე­ი­კე­რი.

ახლა მთა­ვა­რი იყო, რო­გორ გა­ე­ტა­ნათ ეს ღვი­ნო სა­ზღვარ­გა­რეთ. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­იძ­ლე­ბო­და თა­ვი­სი პრე­ტენ­ზია წა­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­კუთ­რე­ბა­ზე და იმის მტკი­ცე­ბა და­ე­წყო, რომ ღვი­ნის სა­ცა­ვი მისი ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. შე­იძ­ლე­ბო­და სა­ბა­ჟოს და­ე­კა­ვე­ბი­ნა და ღვი­ნო აუქ­ცი­ონ­ზე გა­სა­ყი­დად ვერ გა­ვი­დო­და.

სა­ბო­ლო­ოდ, ჯონ ბე­ი­კე­რი და კე­ვინ ხო­პ­კო სა­ქარ­თვე­ლო­დან ავ­სტრა­ლი­ა­ში დაბ­რუნ­დნენ და თან 12 ბოთ­ლი ღვი­ნო წა­ი­ღეს - პა­რიზ­ში ტეს­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. და­ი­წყეს ფიქ­რი იმა­ზე, თუ რო­გორ ეყი­დათ დარ­ჩე­ნი­ლი ღვი­ნოც. რო­გორც კე­ვინ ხო­პ­კომ გა­მოთ­ვა­ლა, მი­წის­ქვე­შა სა­წყობ­ში და­ცუ­ლი ღვი­ნის ფასი იმ­დრო­ინ­დე­ლი კურ­სით და­ახ­ლო­ე­ბით 7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირ­და (დღე­ვან­დელ კურ­სზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით - 9 764 370 აშშ დო­ლა­რი).

სამ­წუ­ხა­როდ, ღვი­ნის­ქარ­ხნელ გი­ორ­გის­თან კონ­ტაქ­ტე­ბი ხში­რად წყდე­ბო­და, ზოგ­ჯერ თვე­ე­ბი გა­დი­ო­და და იგი კავ­შირ­ზე არ გა­მო­დი­ო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ღვი­ნის ქარ­ხა­ნა თა­ვი­სი სა­ცა­ვით თით­ქოს­და თვი­თონ ნე­ვილს უყი­დია. იგი იმ 12 ბოთლსაც ითხოვ­და - ავ­სტრა­ლი­ა­ში რომ წა­ი­ღეთ, უკან და­აბ­რუ­ნე­თო

გა­ვი­და წლე­ბი. ჯონ ბე­ი­კერს სა­ცავ­ზე არა­ფე­რი აღარ გა­უ­გია. მან თა­ვი­სი მა­ღა­ზია გა­ყი­და და რეს­ტორ­ნე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და­ი­წყო, შემ­დეგ კი ფრან­გუ­ლი "ბორ­დოს" იმ­პორ­ტი და­ი­წყო.

2003 წელს ჯონ ბე­ი­კერ­მა შემ­თხვე­ვი­თი კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გი­ორ­გის­თან კონ­ტაქ­ტე­ბი აღად­გი­ნა. მან უთხრა, რომ ნე­ვი­ლი­სათ­ვის სა­ცა­ვის მი­ყიდ­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩა­ი­შა­ლა და სარ­და­ფი ისევ მყიდ­ველს ელო­დე­ბაო. ამ­ჯე­რად ჯონი იუ­რი­დი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მო­ემ­ზა­და კონ­ტრაქ­ტის და­სა­დე­ბად, მაგ­რამ გი­ორ­გი რამ­დე­ნი­მე თვით თვალ­სა­წი­ე­რი­დან ისევ გაქ­რა... ბო­ლოს გა­ის­მა სა­გან­გა­შო სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი: გი­ორ­გი სთხოვ­და, რომ თუ ყიდ­ვა სურ­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და­ეჩ­ქა­რე­ბი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ამის შემ­დეგ გი­ორ­გის ბე­ი­კე­რის­თვის აღარ და­უ­რე­კავს.

თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ და ამ ის­ტო­რი­ა­ში ბო­ლოს ღვი­ნის ქარ­ხნის დაც­ვის უფ­რო­სი ზუ­რა­ბიც გა­მოჩ­ნდა... მან ჯონ ბე­ი­კერს და კე­ვინ ხო­პ­კოს ურ­ჩია სა­ქარ­თვე­ლო და ღვი­ნის სა­ცა­ვი და­ე­ვი­წყე­ბი­ნათ. ორი­ვემ ზუ­რა­ბის ნათ­ქვა­მი მკაცრ გაფრ­თხი­ლე­ბად მი­ი­ღო - მათ სი­ცო­ცხლეს შე­იძ­ლე­ბო­და საფრ­თხე და­მუქ­რე­ბო­და, თუ ისი­ნი სა­ცა­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბას გა­აგ­რძე­ლებ­დნენ.

ფაქ­ტია, რომ სტა­ლი­ნის ღვი­ნის სა­ცა­ვი ბა­ზარ­ზე არ გა­სუ­ლა. რო­გორც ჯონ ბე­ი­კე­რი ვა­რა­უ­დობს, ის შე­იძ­ლე­ბა ისევ იმ ქარ­თულ ქარ­ხა­ნას ეკუთ­ვნის.

ამ­ჟა­მად ბე­ი­კე­რი რიგ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, მათ შო­რის ზე­თის­ხი­ლის ბიზ­ნეს­ში, რო­მე­ლიც ღვი­ნის ბიზ­ნეს­თან შე­და­რე­ბით უსაფრ­თხოა - ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მისი ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის. ჯონ ბე­ი­კე­რი იმე­დოვ­ნებს, რომ წიგ­ნი მკი­თხვე­ლე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო წა­სა­კი­თხი იქ­ნე­ბა - რო­გორ უც­ნა­უ­რად იმოგ­ზა­უ­რა "ძველ მსოფ­ლი­ო­ში" უმაღ­ლე­სი კლა­სის ღვი­ნის სა­ძებ­ნად და და­სა­უფ­ლებ­ლად...

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წიგნ­ში ღვი­ნო­ზეა ლა­პა­რა­კი, თა­ნაც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ღირშსე­სა­ნიშ­ნავ ღვი­ნო­ზე, ეს მა­ინც ბევ­რად ჰგავს განძზე ნა­დი­რო­ბას, რკი­ნის ფარ­დის მიღ­მა, იო­სებ სტა­ლი­ნის სა­ი­დუმ­ლო სა­გან­ძუ­რის და­სა­უფ­ლებ­ლად", - ამ­ბობს ჯონ ბე­ი­კე­რი, - ამ ღვი­ნის ის­ტო­რია ზღვა­ში ჩა­ძი­რუ­ლი გე­მი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ოქ­როს ზო­დე­ბის ან მღვი­მე­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ და­მა­ლუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ჰგავ­და, რო­მელ­საც დრო ვერ ცვლის“.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აფხაზი
0

მხედრიონმა ხომ გააქრო ასეთი საცავები, ნუთუ რამე გადაურჩათ ედიკას კრიმინალებს

lia
4

sainteresoa, Tu gaitana, vin da sad...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"წაართვეს მეფეს, დაუმალეს ჰიტლერს, იპოვა სიდნეელმა ღვინით მოვაჭრემ" -  ნადირობა საქართველოში არსებულ სტალინის საიდუმლო ღვინის საცავზე

"წაართვეს მეფეს, დაუმალეს ჰიტლერს, იპოვა სიდნეელმა ღვინით მოვაჭრემ" -  ნადირობა საქართველოში არსებულ სტალინის საიდუმლო ღვინის საცავზე

ბრიტანული გაზეთი "დეილი მეილის" («Daily Mail») ავსტრალიურ ვერსიაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ნადირობა იოსებ სტალინის ღვინის საცავზე: როგორ ხდებოდა სიდნეელი როკ-პრომოუტერი საბჭოთა დიქტატორის ათმილიონ დოლარად ღირებული ღვინის საცავის მფლობელი, რომელიც მიწაში 60 წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა" (ავტორი - სტივენ გიბსი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 1980-იანი წლების პოპულარულმა მუსიკალურმა პრომოუტერმა ჯონ ბეიკერმა 1990-იანებში პროფესია შეიცვალა და ღვინით მოვაჭრე გახდა. ამას წინათ მან წიგნი გამოსცა სახელწოდებით "იოსებ სტალინის ღვინის სარდაფი", რომელშიც გადმოცემულია თუ როგორ მოხვდა იგი სიდნეიდან საქართველოში - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში - და როგორ უნდა გამხდარიყო მრავალმილიონ დოლარად შეფასებული ღვინის საცავის მფლობელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მთელ მსოფლიოში. წიგნი დაწერილია მელბურნელ ჟურნალისტ ნიკ პლეისთან ერთად, რომელიც რომანისტი და ღვინის მადიდებელია. "წაართვეს მეფეს, დაუმალეს ჰიტლერს, იპოვა სიდნეელმა ღვინით მოვაჭრემ“, - ასეთი იყო წიგნის რეკლამა.

ჯონ ბეიკერი

1990-იან წლებში, როცა ჯონ ბეკერი, თავის საქმიან პარტნიორ კევინ ხოპკოსთან ერთად, ღვინის ბიზნესში ჩაერთო, მან ბევრი რამ წაიკითხა ღვინის უძველესი კოლექციების შესახებ. ძველ ღვინოებს ხომ ბევრი მყიდველი ჰყავს, მათ შეუძლიათ 150 წლის ღვინით სავსე ბოთლში ათეულ ათასობით დოლარი გადაიხადონ. კანადელმა კევინ ხოპკომ ამ საქმეში ძალიან დიდი პროფესიონალიზმი გამოავლინა...

1998 წლის სექტემბერში ჯონ ბეიკერმა და კევინ ხოპკომ თავიანთი ერთ-ერთი კომპანიონისაგან - ჰარი ცუკორისაგან ფაქსით შეტყობინება მიიღეს საქართველოში არსებული ღვინის საოცარი მიწისქვეშა საცავის თაობაზე, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ძველი ღვინოები ინახებოდა, 1725 წლიდან დაწყებული.

როგორც გაირკვა, ღვინის საცავი ოქროს საბადოს გვერდით მდებარეობდა და რადგანაც ჰარი ცუკორის ნაცნობმა, სახელად ნევილმა ოქროს მაღარო შეიძინა, მის გაფართოებას შეუდგა და იქვე მდებარე საცავის ყიდვაც გადაწყვიტა... შეიქმნა ოთხმხრივი პარტნიორული კომპანია. ეს ღვინო რომ საზღვარგარეთ გატანილიყო - ლონდონში ან ნიუ-იორკში, აუქციონზე დიდ მოგებას მოიტანდა. მოკლედ, მალე ჯონ ბეიკერმა შეიტყო, რომ ღვინო რუსეთის იმპერიის უკანასკნელ მმართველს, იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს ეკუთვნოდა, შემდეგ საცავი კრემლის ბინადარს იოსებ სტალინს ემსახურებოდა... არსებობს ვერსია, რომ იოსებ სტალინმა ნიკოლოზ მეორის ღვინოების კოლექციაის ნაწილი მასანდრაში (იალტაში, ყირიმი) გაგზავნა, მცირე ნაწილი კი - საიდუმლოდ, მშობლიურ საქართველოში, თბილისთან ახლოს მდებარე ერთ ნაკლებად ცნობილი ღვინის ქარხნის საცავში...

ნევილის თქმით, მან თავისი ქართველი ნაცნობისაგან გაიგო, რომ საცავში თავდაპირველად 200 ათასი ბოთლი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი დაიკარგა, ღვინის ბოთლებიანი თაროები ჩაინგრა, საცავი გაჩანაგდა. ბოლო შეფასებით, საცავში 30 თუ 50 ათასი ბოთლიღა იყო დარჩენილი. თუმცა მაინც შეიძლებოდა ამ ღვინის უცხოეთში გატანითა და გაყიდვით საკმაო ფულის შოვნა.

საქართველო იმ დროს ახლად შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომელიც ჯერ კიდევ ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩრდილში რჩებოდა. ის მოგვიანებით ტურიზმის ცნობილი ქვეყანა გახდება, მაგრამ იმ დროს იქ ბევრი ნეგატიური ფაქტი ხდებოდა... ასე იყო თუ ისე, ჯონ ბეიკერი და კევინ ხოპკო საქართველოში 1999 წლის ივლისში ჩაფრინდნენ, სადაც მათ გიორგი არამიშვილი და კიდევ ერთი პიროვნება, სახელად ნინო დახვდათ.

მეორე დღეს მათ ღვინის ქარხანა დაათვალიერეს. გიორგიმ მათ ზურაბი გააცნო, დაცვის უფროსი, რომელსაც პისტოლეტი ქამარში ჰქონდა გაჩრილი. კიდევ ერთი დღის შემდეგ ავსტრალიელი სტუმრები გიორგიმ ნახევრად ბნელ სარდაფში შეიყვანა, სადაც თაროებზე აბლაბუდით მოსილი ასწლოვანი ღვინით სავსე ბოთლები ელაგა. ეს რომ დაინახა, ჯონ ბეიკერი კინაღამ გაგიჟდა, თან ფიქრობდა, ვაითუ რაღაცაში მატყუებენ, შეიძლება ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული აფერა არისო...

ჯონ ბეიკერი ჩაფიქრდა: არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მხოლოდ ცოტა ნამდვილი ღვინო გვაჩვენეს, შესაძლოა დანარჩენი გაყალბებულია. მაგრამ თუ ეს ყველაფერი ფალსიფიკაციაა, განა ქართველები ყველაფრის გაყალბებას შეძლებდნენ? - ძველი აღწერილობის, ეტიკეტების, ბოთლების ჩათვლით?

"საბოლოო ჯამში მე დავრწმუნდი, რომ ყველაფერი რეალური იყო, ჩვენ პლანეტის ღვინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური ვიპოვეთ", - წერს წიგნში ჯონ ბეიკერი.

ახლა მთავარი იყო, როგორ გაეტანათ ეს ღვინო საზღვარგარეთ. საქართველოს მთავრობას შეიძლებოდა თავისი პრეტენზია წაეყენებინა საკუთრებაზე და იმის მტკიცება დაეწყო, რომ ღვინის საცავი მისი ეროვნული კულტურის ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. შეიძლებოდა საბაჟოს დაეკავებინა და ღვინო აუქციონზე გასაყიდად ვერ გავიდოდა.

საბოლოოდ, ჯონ ბეიკერი და კევინ ხოპკო საქართველოდან ავსტრალიაში დაბრუნდნენ და თან 12 ბოთლი ღვინო წაიღეს - პარიზში ტესტის ჩასატარებლად. დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ ეყიდათ დარჩენილი ღვინოც. როგორც კევინ ხოპკომ გამოთვალა, მიწისქვეშა საწყობში დაცული ღვინის ფასი იმდროინდელი კურსით დაახლოებით 7 მილიონი დოლარი ღირდა (დღევანდელ კურსზე გადაანგარიშებით - 9 764 370 აშშ დოლარი).

სამწუხაროდ, ღვინისქარხნელ გიორგისთან კონტაქტები ხშირად წყდებოდა, ზოგჯერ თვეები გადიოდა და იგი კავშირზე არ გამოდიოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ღვინის ქარხანა თავისი საცავით თითქოსდა თვითონ ნევილს უყიდია. იგი იმ 12 ბოთლსაც ითხოვდა - ავსტრალიაში რომ წაიღეთ, უკან დააბრუნეთო

გავიდა წლები. ჯონ ბეიკერს საცავზე არაფერი აღარ გაუგია. მან თავისი მაღაზია გაყიდა და რესტორნების კონსულტაციები დაიწყო, შემდეგ კი ფრანგული "ბორდოს" იმპორტი დაიწყო.

2003 წელს ჯონ ბეიკერმა შემთხვევითი კავშირების საშუალებით გიორგისთან კონტაქტები აღადგინა. მან უთხრა, რომ ნევილისათვის საცავის მიყიდვის მოლაპარაკება ჩაიშალა და სარდაფი ისევ მყიდველს ელოდებაო. ამჯერად ჯონი იურიდიული თვალსაზრისით საფუძვლიანად მოემზადა კონტრაქტის დასადებად, მაგრამ გიორგი რამდენიმე თვით თვალსაწიერიდან ისევ გაქრა... ბოლოს გაისმა საგანგაშო სატელეფონო ზარი: გიორგი სთხოვდა, რომ თუ ყიდვა სურდა, გადაწყვეტილების მიღება დაეჩქარებინა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ გიორგის ბეიკერისთვის აღარ დაურეკავს.

თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ისტორიაში ბოლოს ღვინის ქარხნის დაცვის უფროსი ზურაბიც გამოჩნდა... მან ჯონ ბეიკერს და კევინ ხოპკოს ურჩია საქართველო და ღვინის საცავი დაევიწყებინათ. ორივემ ზურაბის ნათქვამი მკაცრ გაფრთხილებად მიიღო - მათ სიცოცხლეს შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა, თუ ისინი საცავით დაინტერესებას გააგრძელებდნენ.

ფაქტია, რომ სტალინის ღვინის საცავი ბაზარზე არ გასულა. როგორც ჯონ ბეიკერი ვარაუდობს, ის შეიძლება ისევ იმ ქართულ ქარხანას ეკუთვნის.

ამჟამად ბეიკერი რიგ პროექტებში მონაწილეობს, მათ შორის ზეთისხილის ბიზნესში, რომელიც ღვინის ბიზნესთან შედარებით უსაფრთხოა - ყოველ შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობისათვის. ჯონ ბეიკერი იმედოვნებს, რომ წიგნი მკითხველებისთვის სასიამოვნო წასაკითხი იქნება - როგორ უცნაურად იმოგზაურა "ძველ მსოფლიოში" უმაღლესი კლასის ღვინის საძებნად და დასაუფლებლად...

"მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ღვინოზეა ლაპარაკი, თანაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღირშსესანიშნავ ღვინოზე, ეს მაინც ბევრად ჰგავს განძზე ნადირობას, რკინის ფარდის მიღმა, იოსებ სტალინის საიდუმლო საგანძურის დასაუფლებლად", - ამბობს ჯონ ბეიკერი, - ამ ღვინის ისტორია ზღვაში ჩაძირული გემიდან ამოღებული ოქროს ზოდების ან მღვიმეში საგულდაგულოდ დამალული ხელოვნების ნიმუშების აღმოჩენას ჰგავდა, რომელსაც დრო ვერ ცვლის“.

ავტორი: სიმონ კილაძე