სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიას უთქვამს ბიჭებისთვის, მიშველეთ, დამჭრაო" - ორხევში მომხდარ დანაშაულში ბრალდებულს სამართალდამცავები ჯერ კიდევ ეძებენ
"გიას უთქვამს ბიჭებისთვის, მიშველეთ, დამჭრაო" - ორხევში მომხდარ დანაშაულში ბრალდებულს სამართალდამცავები ჯერ კიდევ ეძებენ

26 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში, ორ­ხე­ვის და­სახ­ლე­ბა­ში, მუ­ხა­ძის ქუ­ჩა­ძე 39 წლის მა­მა­კა­ცი მძი­მედ დაჭ­რეს. გია ბი­თა­რაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის მე-5 რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ამ­ჟა­მად რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. დაჭ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.

რაც ეხე­ბა დამ­ნა­შა­ვეს, წარ­სულ­ში არა ერ­თგზის ნა­სა­მარ­თლევ 35 წლის ნუკ­რი შავ­ლუ­ხაშ­ვილს, რო­მელ­მაც ბი­თა­რაშ­ვი­ლი მუ­ცელ­ში და­ნით დაჭ­რა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი და იძებ­ნე­ბა.შსს-მ ფაქ­ტზე სს საქ­მე 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა) აღ­ძრა.

ambebi.ge დაჭ­რი­ლის მე­უღ­ლეს, ნაზი ბი­თა­რაშ­ვილს ესა­უბ­რა.

“და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 10-ის ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბო­და, მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, როცა ეს ამ­ბა­ვი გა­მა­გე­ბი­ნეს. რო­გორც მი­თხრეს, კორ­პუ­სის წინ, ჩემი მე­უღ­ლე ეზო­ში სამ მე­გო­ბარ­თან ერ­თად იჯდა. ნუკ­რი უზო­მოდ ნას­ვა­მი ყო­ფი­ლა, იქ გა­უვ­ლია და გი­ნე­ბა და­უ­წყია, რა­ზეც ჩემს მე­უღ­ლეს შე­ნიშ­ვნა მი­უ­ცია. ამა­ზე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლა და ახლა პი­რა­დად გიას შე­უ­რა­ცხყო­ფა-გი­ნე­ბა­ზე გა­და­სუ­ლა, და­ნას იქ­ნევ­და თურ­მე და ისე სწრა­ფად გა­მო­უს­ვია მუ­ცელ­ში, და­ნარ­ჩე­ნებს ვერც და­უ­ნა­ხავთ. გიას უთ­ქვამს ბი­ჭე­ბის­თვის, მიშ­ვე­ლეთ, დამ­ჭრაო, როცა ახ­ლოს მი­სუ­ლან, ჩემს ქმარს ხელ­ში გად­მოყ­რი­ლი ნაწ­ლა­ვე­ბი ეჭი­რა, მას კუ­ჭიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს. სას­წრა­ფო გა­მო­უ­ძა­ხე­ბი­ათ და მოს­კო­ვის პროს­პექ­ტზე, მე-5 რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ოპე­რა­ცია კი ჩა­უ­ტარ­და, მაგ­რამ ექი­მე­ბი წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს მე­უბ­ნე­ბი­ან, არ ვიცი, რო­გორ იქ­ნე­ბა. რო­გორც ვიცი, ის რე­ცი­დი­ვის­ტი ჯერ არ და­უ­ჭე­რი­ათ, ეძე­ბენ. პი­რა­დად არ ვიც­ნობ, ვი­ნაა, მაგ­რამ გა­მი­გია, რომ რამ­დენ­ჯერ­მე იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი ქურ­დო­ბა-ყა­ჩა­ღო­ბის­თვის და სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის”.

ავ­ტო­რი: ანა გი­ორ­გა­ძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

აქ გვჭირდება ცოფიანი ძაღლების დაჭერის მსგავსი სამსახური ამისთანა რეციდივისტებისთვის. კაუჭით უნდა შეათრიო გალიაში და დროდადრო შეუგდო გახრული ძვალი.

11
2

გაიზარდოს სასჯელი ასეთ დაბაშაულებზე.ყველა ნაძირალას არ უნდა შეეძლოს ქუჩაში თავისუფლად სიარული

ავტორი:

"გიას უთქვამს ბიჭებისთვის, მიშველეთ, დამჭრაო" - ორხევში მომხდარ დანაშაულში ბრალდებულს სამართალდამცავები ჯერ კიდევ ეძებენ

"გიას უთქვამს ბიჭებისთვის, მიშველეთ, დამჭრაო" - ორხევში მომხდარ დანაშაულში ბრალდებულს სამართალდამცავები ჯერ კიდევ ეძებენ

26 აგვისტოს, თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაძე 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაჭრეს. გია ბითარაშვილი თბილისის მე-5 რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რაც ეხება დამნაშავეს, წარსულში არა ერთგზის ნასამართლევ 35 წლის ნუკრი შავლუხაშვილს, რომელმაც ბითარაშვილი მუცელში დანით დაჭრა, ჯერჯერობით არ არის დაკავებული და იძებნება.შსს-მ ფაქტზე სს საქმე 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) აღძრა.

ambebi.ge დაჭრილის მეუღლეს, ნაზი ბითარაშვილს ესაუბრა.

“დაახლოებით საღამოს 10-ის ნახევარი იქნებოდა, მაღაზიაში ვმუშაობდი, როცა ეს ამბავი გამაგებინეს. როგორც მითხრეს, კორპუსის წინ, ჩემი მეუღლე ეზოში სამ მეგობართან ერთად იჯდა. ნუკრი უზომოდ ნასვამი ყოფილა, იქ გაუვლია და გინება დაუწყია, რაზეც ჩემს მეუღლეს შენიშვნა მიუცია. ამაზე გაღიზიანებულა და ახლა პირადად გიას შეურაცხყოფა-გინებაზე გადასულა, დანას იქნევდა თურმე და ისე სწრაფად გამოუსვია მუცელში, დანარჩენებს ვერც დაუნახავთ. გიას უთქვამს ბიჭებისთვის, მიშველეთ, დამჭრაო, როცა ახლოს მისულან, ჩემს ქმარს ხელში გადმოყრილი ნაწლავები ეჭირა, მას კუჭიც დაზიანებული აქვს. სასწრაფო გამოუძახებიათ და მოსკოვის პროსპექტზე, მე-5 რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპერაცია კი ჩაუტარდა, მაგრამ ექიმები წინასწარ ვერაფერს მეუბნებიან, არ ვიცი, როგორ იქნება. როგორც ვიცი, ის რეციდივისტი ჯერ არ დაუჭერიათ, ეძებენ. პირადად არ ვიცნობ, ვინაა, მაგრამ გამიგია, რომ რამდენჯერმე იყო ნასამართლევი ქურდობა-ყაჩაღობისთვის და სხვა დანაშაულებისთვის”.

ავტორი: ანა გიორგაძე

ასპინძაში ყოფილმა რწმუნებულმა შშმ პირი გაიტაცა, სცემა და საკუთარი საფლავი გაათხრევინა - "რუსთავი 2"

"გამოსულა და უთქვამს, დაწყნარდით, რა მოგივიდათო" - ვინ იყო 27 წლის ბიჭი, რომელიც კუკიაზე ჩხუბის გაშველების დროს მოკლეს

"სამაგალითო ჩაქოლვა სამ მაღალჩინოსან მკვლელს! გააფთრებულ დედაზე დიდი მტერი არ არსებობს" - ბაჩალიაშვილები აქციას აანონსებენ