მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რისი გულისთვის უნდა ვიჯდე თუნდაც 6 წელი?" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილი ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია
"რისი გულისთვის უნდა ვიჯდე თუნდაც 6 წელი?" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილი ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი თვს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნობს. "კუ­რი­ე­რი" რე­ვა­ზიშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გზავ­ნილს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა აქვს.

"რომ გი­თხრათ კარ­გად ვარ­თქო, და­მი­ჯე­რებთ? მაგ­რამ მინ­და იცო­დეთ რომ კარ­გად ვარ. ჩემ­თვის მთა­ვა­რია იცო­დეთ, რომ მარ­თა­ლი ვარ. რა­საც ვი­ძა­ხი არა­ფერს ვი­ტყუ­ე­ბი და თუ ვინ­მე იტყუ­ე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ არ ვიცი, თო­რემ სხვა­ნა­ი­რად მო­ვიქ­ცე­ო­დი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

"ქვე­ყა­ნას" შეგ­ნე­ბუ­ლად ვი­ძა­ხი, რად­გან ქვე-ყა­ნაა და არა სამ­შობ­ლო. შა­ქა­რაშ­ვი­ლე­ბის ად­გილ­ზე რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნო თავი, ექ­ვსი­ვეს დაწ­ვის კი არა მან­ქა­ნის დაწ­ვის სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და.

უბ­რა­ლოდ სი­მარ­თლე მინ­და იცო­დეს ყვე­ლამ და ოჯახ­მაც მინ­და გა­ი­გოს. მინ­და გა­ი­აზ­როს, რისი გუ­ლის­თვის უნდა ვიჯ­დე 7, 10 ან თუნ­დაც 6 წელი. ეს ფიქ­რე­ბი მა­გი­ჟე­ბენ მეტი არა­ფე­რი.

უსა­მარ­თლო­ბის გრძნო­ბა ჩემს თავ­ზე ამ­ხე­ლა­ზე არ მიგ­ვრძნია არას­დროს. ერთხელ მე-5, მე-6 კლას­ში ვიგ­რძე­ნი, რა­ღაც ჩუ­ლა­ნის გა­ტეხ­ვას რომ მაბ­რა­ლებ­დნენ, დე­დი­კო რომ და­ი­ბა­რეს. მა­შინ მქონ­და რე­პე­ტი­ცია თურ­მე და ის ამ შეგ­რძნე­ბებ­თან ვერ მოვა" - ამ­ბობს რე­ვა­ზიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თომა
9

ეგება პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენითაც დააჯილდოვოს

გრეის
1

სად მიდიოდი რო მიდიოდი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"რისი გულისთვის უნდა ვიჯდე თუნდაც 6 წელი?" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილი ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია

"რისი გულისთვის უნდა ვიჯდე თუნდაც 6 წელი?" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილი ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი თვს უდანაშაულოდ ცნობს. "კურიერი" რევაზიშვილის ციხიდან გზავნილს აქვეყნებს, სადაც ბრალდებული ამბობს, რომ უსამართლობის განცდა აქვს.

"რომ გითხრათ კარგად ვართქო, დამიჯერებთ? მაგრამ მინდა იცოდეთ რომ კარგად ვარ. ჩემთვის მთავარია იცოდეთ, რომ მართალი ვარ. რასაც ვიძახი არაფერს ვიტყუები და თუ ვინმე იტყუება, სამწუხაროდ არ ვიცი, თორემ სხვანაირად მოვიქცეოდი ჩვენს ქვეყანაში.

"ქვეყანას" შეგნებულად ვიძახი, რადგან ქვე-ყანაა და არა სამშობლო. შაქარაშვილების ადგილზე რომ წარმოვიდგინო თავი, ექვსივეს დაწვის კი არა მანქანის დაწვის სურვილი მექნებოდა.

უბრალოდ სიმართლე მინდა იცოდეს ყველამ და ოჯახმაც მინდა გაიგოს. მინდა გაიაზროს, რისი გულისთვის უნდა ვიჯდე 7, 10 ან თუნდაც 6 წელი. ეს ფიქრები მაგიჟებენ მეტი არაფერი.

უსამართლობის გრძნობა ჩემს თავზე ამხელაზე არ მიგვრძნია არასდროს. ერთხელ მე-5, მე-6 კლასში ვიგრძენი, რაღაც ჩულანის გატეხვას რომ მაბრალებდნენ, დედიკო რომ დაიბარეს. მაშინ მქონდა რეპეტიცია თურმე და ის ამ შეგრძნებებთან ვერ მოვა" - ამბობს რევაზიშვილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"

სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?