გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მისი შვილის მეგობარმა, დეა კაპანაძემ დღეს გამოძიებას სრულიად განსხვავებული ჩვენება მისცა. თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ ის იმ ადამიანის შესახებ ინფორმაციას მალავს, ვინც მისი შვილი სავარაუდოდ, სახლიდან გაიტყუა.
როგორც თამაზაშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან დეა კაპანაძის განმეორებით დაკითხვა თავად მოითხოვა.
"წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა ვერსიაა. მე მაინტერესებდა თამარის მოსაძებნად რომ წავედით, საუკეთესო მეგობრის მოსაძებნად რატომ არ წამოვიდა.
თურმე, სიბნელის ეშინია გარკვეულ ლოკაციაზე. უბანში და ქალაქში არ ეშინია, სადაც ბევრი ხალხია, მაგრამ თეთრიწყაროს რაიონში რატომღაც ეშინია მიუხედავად იმისა, რომ დედაც და ძმაც იქ იყო.
შეიძლება მარტო შეგეშინდეს წასვლა, მაგრამ დედასთან და ძმასთან ერთად რატომ? ამ ვერსიის არ გვჯერა. ალბათ, რაღაც იცის და ნიღბავს. გარდაცვალების ფაქტის შესახებ რამდენად იცის არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, იმ ადამიანის ვინაობა იცის, ვინც თამარი გაიტყუა", - განაცხადა თამაზაშვილმა.
ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დეა კაპანაძეზე ზეწოლა მიმდინარეობდეს.
"არ არის გამორიცხული ზეწოლაც იყოს და შიშიც. ეს დეას მეხუთე ჩვენებაა, ხუთივე განსხვავებულია",-აცხადებს თამაზაშვილი.
ნუთუ ასეთი უნიათო პოლიცია გვყავს?
ნაცებს გაეკიდნენ, და მხოლოდ უგულავა და მიშას 4 პალტო დააყადაღეს! მკვლელობა და უბედურება ხდება და ჟურნალისტური გამოძიება სჯობნის/უსწრებს, ნათესავები აბერებინებენ გამოსაკითხავებს პოლიციას და თვითონ უფრო მეტ ხელჩასაჭიდ მასალას აგროვებენ.
წულუკიან-ღარიბაშვილ-გომელაურ კანტორავ, რათა გაჭმევთ ხიზილალიან პურსა?
მაგ გოგომ რომ რაღაცა იცის და მალავს, მაშინვე ცხადი იყო. მისი ძმის გამო მალავს ალბათ ყველაფერს. განსხვავებული ჩვენებებიც მაგისი დასტურია, რომ იტყუებიან და-ძმა.მანდ არის ძაღლის თავი დამარხული.