სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენერალი ბენ ჰოჯესი კომუნიკაციების კანონზე: სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს შეცდომას
გენერალი ბენ ჰოჯესი კომუნიკაციების კანონზე: სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს შეცდომას

ევ­რო­პა­ში აშშ-ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, გე­ნე­რა­ლი ბენ ჰო­ჯე­სი სა­ქარ­თვე­ლოს მხირ­დან ციფ­რუ­ლი აბ­რე­შუ­მის დე­რე­ფა­ნის პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის შე­სა­ხებ წერს. სა­კუ­თარ Twitter-ზე ჰო­ჯე­სი პოსტს აქ­ვეყ­ნებს და „ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში“ შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებს და ციფ­რუ­ლი აბ­რე­შუ­მის გზის პრო­ექტს ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვან პორ­ტს ადა­რებს.

ჰო­ჯე­სი ამ პრო­ექ­ტე­ბის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე წერს. გე­ნე­რალ­მა Twitter-ზე გა­ა­ზი­ა­რა Forbes Georgia-ს ინ­ტერ­ვიუ აშშს ყო­ფილ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან უკ­რა­ი­ნა­ში, დიპ­ლო­მატ კურტ ვოლ­კერ­თან, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნესკლი­მატ­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა. ვოლ­კე­რი პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის - “კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის” წი­ნა­აღ­მდეგ მოხ­და და “კავ­კა­სუ­სის” ახა­ლი მე­წი­ლე NEQSOL ჰოლ­დინ­გი კი ევ­რო­პი­სა და აზი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი ციფ­რუ­ლი დე­რე­ფა­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს.

კურტ ვოლ­კე­რი:

“კა­ნო­ნი უკვე მი­ღე­ბუ­ლია და ამ­ჟა­მად ჩვენ თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ იმას, თუ რო­გორ მოხ­დე­ბა რე­ა­ლო­ბა­ში მისი იმპლე­მეტ­ნა­ცია. ვფიქ­რობ, რომ მი­ღე­ბულ ცვლი­ლე­ბას ქვეყ­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტის და­ზი­ა­ნე­ბა შე­უძ­ლია და, რომ ინ­ვეს­ტო­რე­ბი ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბი­ან მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ერთი სა­კი­თხია უშუ­ა­ლოდ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, ხოლო მე­ო­რე კი რეტ­რო­აქ­ტი­უ­ლად მისი გა­მო­ყე­ნე­ბა იმ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ის ამ სა­ხით იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ინ­ვეს­ტორ­თა ნდო­ბაც შემ­ცირ­დე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის სა­კი­თხი ასე­ვე კი­დევ ერთი პრობ­ლე­მუ­რი ნა­წი­ლია, რად­გან სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველს ენი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­კარ­გოს წი­ლე­ბი და მი­ი­ღოს საშ­ტა­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის სა­კი­თხი ნე­ბის­მი­ერ სექ­ტორ­ში მოღ­ვა­წე სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა იყოს პრობ­ლე­მუ­რი“.

გე­ნე­რა­ლი ბენ ჰო­ჯე­სი მო­უ­წო­დებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­როს მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს, ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს რუ­სე­თის ფაქ­ტო­რი.

"სამ­წუ­ხა­როა იმის ხილ­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ევ­რო­პი­სა და აზი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ახალ ციფ­რულ მა­გის­ტრალ­თან და­კავ­ში­რე­ბით უშ­ვებს იმა­ვე შეც­დო­მებს, რომ­ლე­ბიც ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით იყო დაშ­ვე­ბუ­ლი. მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას პრი­ო­რი­ტე­ტად აქ­ცი­ოს ის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არის უკე­თე­სი და პა­ტი­ვი სცეს ქვეყ­ნის ციფ­რულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას რუ­სე­თის­გან,”- წერს გე­ნე­რა­ლი ბენ ჰო­ჯე­სი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში“ ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლა და 2020 წლის 17 ივ­ლისს, 3 მოს­მე­ნით ასე­ვე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად კენ­ჭისყ­რის შემ­დეგ, მი­ი­ღო. კა­ნო­ნის ახა­ლი რე­დაქ­ცია, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოჩ­ნდა, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზად­და, თა­ვად კო­მი­სი­ას კომ­პა­ნი­ებ­ში დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის უფ­ლე­ბას აძ­ლევს. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს იყო სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი ერთი კომ­პა­ნი­ის­თვის, „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ და ბევ­რი მათ­გა­ნი ახალ რე­გუ­ლა­ცი­ას ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად აფა­სებს.

თა­ვად კომ­პა­ნია გეგ­მავს პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ას­ჩივ­როს და არც სა­არ­ბიტ­რა­ჟო და­ვას გა­მო­რი­ცხავს. "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" მთა­ვარ აქ­ტივს 1,200-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი წყალ­ქვე­შა ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს. ეს მა­გის­ტრა­ლი დღეს სა­ქარ­თვე­ლოს გლო­ბა­ლურ ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­ხია და თუ NEQSOL ჰოლ­დინგს ციფ­რუ­ლი აბ­რე­შუ­მის გზის პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, მა­გის­ტრა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნის­თვი­საც ინ­ტერ­ნე­ტის მი­ღე­ბის წყა­რო გახ­დე­ბა. NEQSOL-სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის დავა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა, კომ­პა­ნია სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვას არ გა­მო­რი­ცხავს.

R

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
181

"კავკასუს ონლაინმა" ჩაიდინა ქვეყნის ღალატი და ჩვენს განკარგულებაში არსებული მაგისტრალი აზერბაიჯანელებს მიჰყიდა კომუნიკაციების კომისიის გვერდის ავლით, რომლის გარეშეც მას არ ჰქონდა ამ მოქმედების განხორციელების უფლება! ახლა თუ ეს გაყიდვა ძალაში შევა, ჩვენს მაგიერ აზერბაიჯანი მიიღებს მილიარდობით შემოსავალს ამ ყოვლად უკანონო ქმედებით! ამ ამერიკელების დახმარებით და ხელშეწყობით ცდილობს აზერბაიჯანი, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენას და ჩვენი კანონიერი შემოსავლების თავისკენ გადაქაჩვას! და თურმე ხელისუფლებამ ამაში მათ ხელი არ უნდა შეუშალოს! ამ ამერიკელებს ეტყობა კარგა დიდი წილები შესთავაზა აზერბაიჯანმა, ასე გაცხარებულები რომ ლობირებენ ამ უკანონო ტრანზაქციას! როგორი საქართველოს "მეგობრებიც" არიან ამერიკელები, ძალიან კარგად გამოჩნდა ამ სიტუაციაში! მათ ფულის მეტი არაფერი აინტერესებთ და ჩვენს ხელისუფლებაზე ზეწოლით თავიანთი ბიზნესების მოწყობით არიან დაკავებულნი! მივმართავთ ხელისუფლებას! არ დაუთმოს ამ მოღალატეებს არაფერი და ამ უკანონო გარიგებას, რომელიც მოღალატეობრივად ჩაიდინეს "კავკასუსის" მესვეურებმა ამერიკელი ვითომ "პოლიტიკოსების" ხელშეწყობით, ფარდა ახადოს და ეს აზერბაიჯან-ამერიკული შეთქმულება გამოამზეუროს მთელი თავისი სიცხადით, რომ ქართველმა ხალხმა კარგად დაინახოს ეს მტრები ანუ მგლები, ცხვრის ტყავებში რომ არიან გადაცმულები და კიდევ უკვირთ, რატომ არ ვუწყობთ ხელს ამ შეთქმულების განხორციელებაში!!!!!!!!!!!!!

!!!!!!!
213

საინტერესოა ეს გენერალი რა ერთ ადგილს ათამაშებს, ამას ვინ ეკითხება, ჩვენი ხელისუფლება რა კანონებს მიიღებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

გენერალი ბენ ჰოჯესი კომუნიკაციების კანონზე: სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს შეცდომას

გენერალი ბენ ჰოჯესი კომუნიკაციების კანონზე: სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს შეცდომას

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს მხირდან ციფრული აბრეშუმის დერეფანის პროექტის განვითარებისთვის ხელის შეშლის შესახებ წერს. საკუთარ Twitter-ზე ჰოჯესი პოსტს აქვეყნებს და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს და ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ადარებს.

ჰოჯესი ამ პროექტების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე წერს. გენერალმა Twitter-ზე გააზიარა Forbes Georgia-ს ინტერვიუ აშშს ყოფილ წარმომადგენელთან უკრაინაში, დიპლომატ კურტ ვოლკერთან, რომელიც აღნიშნავს, რომ კანონში შესული ცვლილებები საქართველოს ბიზნესკლიმატზე ნეგატიურად აისახება. ვოლკერი პირდაპირ ამბობს, რომ ამ კანონის მიღება კონკრეტული კომპანიის - “კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ მოხდა და “კავკასუსის” ახალი მეწილე NEQSOL ჰოლდინგი კი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ციფრული დერეფანის განვითარებაზე მუშაობს.

კურტ ვოლკერი:

“კანონი უკვე მიღებულია და ამჟამად ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, თუ როგორ მოხდება რეალობაში მისი იმპლემეტნაცია. ვფიქრობ, რომ მიღებულ ცვლილებას ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის დაზიანება შეუძლია და, რომ ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ერთი საკითხია უშუალოდ ამ კანონის მიღება, ხოლო მეორე კი რეტროაქტიულად მისი გამოყენება იმ ტრანზაქციების წინააღმდეგ, რომლებიც წარსულში განხორციელდა. შესაბამისად, თუ ის ამ სახით იქნა გამოყენებული, ინვესტორთა ნდობაც შემცირდება.

სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხი ასევე კიდევ ერთი პრობლემური ნაწილია, რადგან სპეციალურ მმართველს ენიჭება უფლება დამოუკიდებლად განკარგოს წილები და მიიღოს საშტატო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სპეციალური მმართველის საკითხი ნებისმიერ სექტორში მოღვაწე საერთაშორისო ინვესტორისთვის შეიძლება იყოს პრობლემური“.

გენერალი ბენ ჰოჯესი მოუწოდებს კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება და გაითვალისწინოს რუსეთის ფაქტორი.

"სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ახალ ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს იმავე შეცდომებს, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით იყო დაშვებული. მოვუწოდებ საქართველოს კომინიკაციების ეროვნულ კომისიას პრიორიტეტად აქციოს ის, რაც საქართველოსთვის არის უკეთესი და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან,”- წერს გენერალი ბენ ჰოჯესი.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 2020 წლის 17 ივლისს, 3 მოსმენით ასევე დაჩქარებულად კენჭისყრის შემდეგ, მიიღო. კანონის ახალი რედაქცია, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისის ინიციატივით მომზადდა, თავად კომისიას კომპანიებში დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს. ექსპერტების შეფასებით, ეს იყო საკანონმდებლო ცვლილებები ერთი კომპანიისთვის, „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ და ბევრი მათგანი ახალ რეგულაციას ანტიკონსტიტუციურად აფასებს.

თავად კომპანია გეგმავს პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასჩივროს და არც საარბიტრაჟო დავას გამორიცხავს. "კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება. NEQSOL-სა და სახელმწიფოს შორის დავა ამ დრომდე გრძელდება, კომპანია საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავს.

R

კორონავირუსით ინფიცირებული იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა

"მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 4%-ით, გარდაცვალების კი - 12%-ით შემცირდა" - ჯანმო

მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა