სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბათუმის ბულვარში კარვები დაიდგმება და ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას" - ამირან გამყრელიძე
"ბათუმის ბულვარში კარვები დაიდგმება და  ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აჭა­რის რე­გი­ონ­ში ძი­რი­თა­დად ქო­ბუ­ლეთ­სა და ბა­თუმ­ში, მოხ­დე­ბა ღა­მის კლუ­ბე­ბის, ბუნ­გა­ლო­ე­ბი­სა და იქ მო­მუ­შა­ვე­ბის პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბის გან­სა­ზღვრა და ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა მათი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბა.

"სა­ყუ­რა­დღე­ბო წერ­ტი­ლი გაჩ­ნდა ქო­ბუ­ლე­თის ერთ-ერთ კაფე "ჰა­ვა­ნას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სა­დაც ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და შემ­დეგ მას­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფე­ბი, ჯამ­ში 5 ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. დღეს გვაქვს ქო­ბუ­ლე­თის კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ ეს ამ კლას­ტერ­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მომ­ზად­დე­ბა მა­სა­ლე­ბი და აღ­წე­რა რამ­დე­ნი ღა­მის კლუ­ბი, რამ­დე­ნი ბუნ­გა­ლო არის აჭა­რა­ში, ძი­რი­თა­დად ქო­ბუ­ლეთ­სა და ბა­თუმ­ში, რამ­დე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი მუ­შა­ობს იქ და ყვე­ლას სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბა და­ი­წყე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში და­იდ­გმე­ბა კარ­ვე­ბი, სა­დაც დამ­სვე­ნებ­ლებს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლას შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

"ასე­ვე ვფიქ­რობთ და ვმუ­შა­ობთ სა­კი­თხზე, რომ თვი­თონ ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ორი კა­რა­ვი და­იდ­გას და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნებს შევ­თა­ვა­ზოთ ტეს­ტი­რე­ბა.

ზო­გა­დად მეტი ყუ­რა­დღე­ბა გვჭირ­დე­ბა. აქ­ტი­უ­რია ტუ­რიზ­მის სე­ზო­ნი აჭა­რა­ში, ასე­ვე აქ­ტი­უ­რია სხვა ჩვენ­თვის მიმ­ზიდ­ველ ტუ­რის­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში და რა თქმა უნდა, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ყველ­გან უნდა გა­ვა­ტა­როთ. ის მო­წო­დე­ბე­ბი, რა­საც ვსა­უბ­რობთ, ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, ხე­ლე­ბის და­ბა­ნა და და­მუ­შა­ვე­ბა, დიდი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, ძა­ლა­ში რჩე­ბა, რად­გან ახლა აქ­ტი­უ­რი სე­ზო­ნია, ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ბი­ლო­ბა გაზ­რდი­ლია, ფრე­ნე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია, ტუ­რის­ტე­ბი შე­მო­დი­ან ქვე­ყა­ნა­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ვახ­დი­ნოთ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
1

ისე, პლაჟებზეც აგეღოთ სინჯები, ბ-ნო ამირან, თორემ ვინც ბათუმის ზღვაში ჭყუმპალაობს, იმას კორონამ რაღა უნდა დააკლოს?!...

იკა
4

ბლა ბლა ...................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბათუმის ბულვარში კარვები დაიდგმება და ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას" - ამირან გამყრელიძე

"ბათუმის ბულვარში კარვები დაიდგმება და  ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ძირითადად ქობულეთსა და ბათუმში, მოხდება ღამის კლუბების, ბუნგალოებისა და იქ მომუშავების პერსონალის რაოდენობის განსაზღვრა და ხვალიდან დაიწყება მათი სავალდებულო ტესტირება.

"საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთის ერთ-ერთ კაფე "ჰავანასთან" დაკავშირებული, სადაც ორი თანამშრომელი და შემდეგ მასთან კონტაქტში მყოფები, ჯამში 5 ადამიანია ინფიცირებული. დღეს გვაქვს ქობულეთის კიდევ ერთი შემთხვევა, მაგრამ ეს ამ კლასტერთან არ არის დაკავშირებული.

მომზადდება მასალები და აღწერა რამდენი ღამის კლუბი, რამდენი ბუნგალო არის აჭარაში, ძირითადად ქობულეთსა და ბათუმში, რამდენი თანამშრომელი მუშაობს იქ და ყველას სავალდებულო ტესტირება დაიწყება",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბათუმის ბულვარში დაიდგმება კარვები, სადაც დამსვენებლებს ნებაყოფლობითი ტესტირების გავლას შესთავაზებენ.

"ასევე ვფიქრობთ და ვმუშაობთ საკითხზე, რომ თვითონ ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას და ნებაყოფლობით ადამიანებს შევთავაზოთ ტესტირება.

ზოგადად მეტი ყურადღება გვჭირდება. აქტიურია ტურიზმის სეზონი აჭარაში, ასევე აქტიურია სხვა ჩვენთვის მიმზიდველ ტურისტულ რეგიონებში და რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები ყველგან უნდა გავატაროთ. ის მოწოდებები, რასაც ვსაუბრობთ, ნიღბის გამოყენება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა და დამუშავება, დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, რადგან ახლა აქტიური სეზონია, ადამიანების მობილობა გაზრდილია, ფრენები მომატებულია, ტურისტები შემოდიან ქვეყანაში და მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ინფექციის გავრცელების პრევენცია", - განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი ანწუხელიძის შვილებს "გურული დღიურების ფონდის" სტიპენდია დაენიშნებათ

"დედა უთხრა, ახლავე მოვალ სახლშიო და გაწყდა კონტაქტი" - რას ჰყვებოდა მამა დაკარგულ შვილზე, რომლის ცხედარი მაშველებმა მტკვარში იპოვეს

მტკვარში მაშველებმა დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს