მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანაშაული არ ჩაუდენია, სამართალდამცველებმა  კვალი წაშალეს" - ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცის ახლობლები
"დანაშაული არ ჩაუდენია, სამართალდამცველებმა  კვალი წაშალეს" - ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცის ახლობლები

ტყი­ბულ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ახ­ლობ­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მათ დღეს ქუ­თა­ის­ში ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს.

და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლის ნინო მე­ფა­რიშ­ვი­ლის თქმით, მის ქმარს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია და უსა­ფუძ­ვლოდ და­ა­კა­ვეს. ნინო მე­ფა­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ფაქ­ტე­ბი და კვა­ლი წა­შა­ლეს. მის მე­უღ­ლეს კი ბრალს დე­ბენ ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში, რო­მელ­საც არ იც­ნობ­და და არც შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვი არ ამოძ­რა­ვებ­და.

ნინო მე­ფა­რიშ­ვი­ლის თქმით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სის­ხლის კვა­ლი იყო, იყო ორ­მხრი­ვი სრო­ლა, თუმ­ცა კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით წა­ი­შა­ლა. მისი თქმით, "მკვლე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ნა­შა­უ­ლი და­ფა­რონ და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­კა­ვონ“.

და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლე მი­იჩ­ნევს, რომ მას და მის ოჯახს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

და­კა­ვე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ რო­დე­საც მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვა­ზე იყ­ვნენ, ტყი­ბუ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში მათ­ზე იძა­ლა­დეს.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყი­ბულ­ში 9 აგ­ვის­ტოს მომ­ხდარ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე წარ­სულ­ში ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბი­სათ­ვის ნა­სა­მარ­თლე­ვი - 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ჩ და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 9 აგ­ვის­ტოს ტყი­ბუ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბზი­ა­უ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 1986 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ს.-ს, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ქუ­თა­ის­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამა­ვე თე­მა­ზე: "ეს მოხ­და ჩა­საფ­რე­ბით, წი­ნას­წარ გან­ზრახ­ვით" - ვინ და­ა­კა­ვეს კუკა სოფ­რო­მა­ძის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით?

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
1

არ მოუკლავს! უბრალოდ შემოაკვდა.სრულიად შემთხვევით. არ უნდოდა. უდანაშაულოა!

.....
1

"და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლე მი­იჩ­ნევს, რომ მას და მის ოჯახს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა."ახლა მოითხოვს თავშესაფარს რომელიმე აყვავებულ ქვეყანაში....ეს ხო უკვე მოდაში შემოვიდა ჩვენთან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დანაშაული არ ჩაუდენია, სამართალდამცველებმა  კვალი წაშალეს" - ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცის ახლობლები

"დანაშაული არ ჩაუდენია, სამართალდამცველებმა  კვალი წაშალეს" - ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცის ახლობლები

ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცის ახლობლები სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. მათ დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართეს და მომხდარის შესახებ ისაუბრეს.

დაკავებულის მეუღლის ნინო მეფარიშვილის თქმით, მის ქმარს დანაშაული არ ჩაუდენია და უსაფუძვლოდ დააკავეს. ნინო მეფარიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ფაქტები და კვალი წაშალეს. მის მეუღლეს კი ბრალს დებენ ადამიანის მკვლელობაში, რომელსაც არ იცნობდა და არც შურისძიების მოტივი არ ამოძრავებდა.

ნინო მეფარიშვილის თქმით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ადამიანის სისხლის კვალი იყო, იყო ორმხრივი სროლა, თუმცა კვალის დაფარვის მიზნით წაიშალა. მისი თქმით, "მკვლელი პოლიციელები ცდილობენ დანაშაული დაფარონ და უდანაშაულო ადამიანები დააკავონ“.

დაკავებულის მეუღლე მიიჩნევს, რომ მას და მის ოჯახს საფრთხე ემუქრება.

დაკავებულის ახლობლები ასევე აცხადებენ, რომ როდესაც მოწმის სახით გამოკითხვაზე იყვნენ, ტყიბულის პოლიციაში მათზე იძალადეს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული ზ.ჩ დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ტყიბულის რაიონის სოფელ ბზიაურის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე: "ეს მოხდა ჩასაფრებით, წინასწარ განზრახვით" - ვინ დააკავეს კუკა სოფრომაძის მკვლელობის ბრალდებით?

"თამარ ბაჩალიაშვილის ეზოში რეიდები ტარდება, უღებენ სურათებს და მთელი რიგი დარღვევებია" - ადვოკატი

"ჩავატარებთ ექსპერიმენტს, რომელიც მიეძღვნება "ფერად სახლთან“ განვითარებულ მოვლენებს, ბატონ ამირხანაშვილს" - რას გეგმავენ  ბრალდებული მორაგბის ადვოკატები

"საეჭვო "ტოიოტა ქამრი" ბაჩალიაშვილის სახლთან, მის გაუჩინარებამდე მორიგეობდა" - რა ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამისტის ახლობლებმა პროკურატურას