მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშკარად დიდი მანქანის კვალია... გამორიცხული არაფერია, მათ შორის, არც ევაკუატორის თემა" - რის გამო შეიძლება გადაკვალიფიცირდეს ბაჩალიაშვილის საქმე
"აშკარად დიდი მანქანის კვალია... გამორიცხული არაფერია, მათ შორის, არც ევაკუატორის თემა" - რის გამო შეიძლება გადაკვალიფიცირდეს ბაჩალიაშვილის საქმე

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ გა­იგ­ზავ­ნე­ბა

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მე­სა­მედ შეხ­ვდნენ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ ირაკ­ლი შო­თა­ძეს, რის შემ­დე­გაც მათ­მა ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა რო­მე­ლი­მე არა­მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნი­დან სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებს გა­მო­ი­თხოვს, თვის ბო­ლოს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ჩა­მოვ­ლენ, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას გა­ეც­ნო­ბი­ან.

მისი თქმით, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან შე­ხევდრი­სას ლა­პა­რა­კი იყო საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა­ზე, რა­ზეც ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი და სა­სა­მარ­თლო - სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზაც იმოქ­მე­დებს. რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც გა­უჩ­ნდათ ეჭვი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა თუ არა.

მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი:

ასევე დაგაინტერესებთ
22:45 / 16-08-2020

"უნდოდა წასულიყო ისეთ ქვეყანაში, საიდანაც უკან აღარ გაუშვებდნენ" - ბაჩალიაშვილი რამდენიმე თვის წინ ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებით იყო დაინტერესებული?

21:08 / 17-08-2020

"თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს" - გარდაცვლილი პროგრამისტის დედა

21:34 / 18-08-2020

"საეჭვო "ტოიოტა ქამრი" ბაჩალიაშვილის სახლთან, მის გაუჩინარებამდე მორიგეობდა" - რა ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამისტის ახლობლებმა პროკურატურას

17:54 / 28-08-2020

"შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი" - სასიყვარულო წერილები, რომლის ადრესატიც  ZAG-ის თანამშრომელი ნიკა გეჯაძეა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ვავ­რცე­ლე 12-13-14 აგ­ვის­ტოს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა ნა­ხი­რი ძაღ­ლებ­თან ერ­თად იმ ად­გი­ლას, სა­დაც თა­მა­რის მან­ქა­ნა იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ამან დიდი ეჭვი გა­უ­ჩი­ნა მთა­ვარ პრო­კუ­რორს და მის მო­ად­გი­ლე­ებს. არ არ­სე­ბობს, რომ ამ 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნა იმ ად­გი­ლას ყო­ფი­ლი­ყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი და არა­ვის შე­ემ­ჩნია. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვი­თხო­ვე, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­კეთ­დეს სა­უ­კე­თე­სო სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი 18 ივ­ლი­სი­დან 22 ივ­ლი­სამ­დე, რა­ზეც დამ­თან­ხმდნენ. ეს არის ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან ერ­თად, რომ შე­იც­ვა­ლოს კვა­ლი­ფი­კა­ცია. ავ­ტო­მო­ბი­ლი რომ გა­იხ­სნა, ისე­თი სუნი იყო, იმ ად­გი­ლას ძაღ­ლე­ბი დარ­ბი­ან და სუნ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­დოდ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ იყოს სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი. ეს კი ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა იმი­სა, რომ შე­იც­ვა­ლოს საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია.

- ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა­ზე რა პა­სუ­ხი მი­ი­ღეთ?

- ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თვის ბო­ლოს ჩა­მო­დი­ან საკ­მა­ოდ კარ­გი ექ­სპერ­ტე­ბი (არ ვა­კონ­კრე­ტებ, სა­ი­დან), რომ­ლე­ბიც სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას გა­ეც­ნო­ბი­ან, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ კომ­პლექ­სურ კო­მი­სი­ურ ექ­სპერ­ტი­ზას "ემ­პა­თი­ას­თან" ერ­თად. იმე­დია, თვის ბო­ლოს მა­ინც იქ­ნე­ბა ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და უცხო­ე­ლე­ბი ტყუ­ი­ლად არ ჩა­მოვ­ლენ.

- ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­გაც­ნეს დრო­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბი?

- ხუთ­შა­ბათს ვი­წყებთ დრო­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბის და სათ­ვალ­თვა­ლო ჩა­ნა­წე­რე­ბის ნახ­ვას. შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ვა­ყე­ნე იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლი მარ­შრუ­ტე­ბიც მა­ინ­ტე­რე­სებს. დრო­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბი არის, სა­მუ­შაო ჯგუ­ფი უკვე შექ­მნი­ლია და ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ოთა­ხი, სა­დაც ყვე­ლა ჩვენს კი­თხვას პა­სუხს გას­ცე­მენ.

- უამ­რავ კი­თხვას აჩენს გარ­დაც­ვლი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი, მო­ბი­ლუ­რი, “ორი ფლეშ­კა”...

- მათ­ზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იქ­ნე­ბა. ამავდრო­უ­ლად, გარ­დაც­ვლი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ იგ­ზავ­ნე­ბა. ფლეშ­კას რაც ეხე­ბა, ერთი ფლეშ­კა ამო­ღე­ბუ­ლია ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან და მისი შე­მოწ­მე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, აქაც შე­მოწ­მდე­ბა და FBI-შიც. მე­ო­რე ფლეშ­კა არ ჩანს. ვინ იქ­ნე­ბი­ან სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი და სა­ი­დან ჩა­მოვ­ლენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ამას არ ვა­კონ­კრე­ტებთ. არც იმას, სად იგ­ზავ­ნე­ბა ეს ნივ­თე­ბი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. ამა­ზე მო­მა­ვალ კვი­რას მო­გახ­სე­ნებთ.

- ავ­ტო­მან­ქა­ნის კვა­ლის ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და? ადრე ით­ქვა, რომ ად­გილ­ზე სხვა, უფრო დიდი მან­ქა­ნის კვა­ლი ფიქ­სირ­დე­ბო­და...

- კი, კი, ჩანს, რომ სხვა მან­ქა­ნის კვა­ლია. სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დრო­ნებ­მა გა­და­ი­ღეს კვა­ლი და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თა­ნაც მქონ­და სა­უ­ბა­რი, რომ­ლებ­მაც მი­თხრეს, რომ ეს კვა­ლი ასე მკვეთ­რად 5 დღის მერე აღარ გა­მოჩ­ნდე­ბო­და და აშ­კა­რაა, რომ დიდი მან­ქა­ნის კვა­ლია.

- შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს ევა­კუ­ა­ტო­რის კვა­ლი იყოს? იყო იმა­ზე სა­უ­ბა­რიც, რომ გარ­დაც­ვლი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა ად­გილ­ზე ამ გზით მი­ი­ტა­ნეს...

- ვნა­ხავ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია, მათ შო­რის, არც ევა­კუ­ა­ტო­რის თემა. მალე დამ­ტკიც­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ.
31

ცუთი დღე საიდანაა? თვლა ისწავლოს ჯობია. 

გუკა
42

რამიშვილმა ,,ახალი ამბავი აღმოაჩინა"? რამდენი ხანია ეგ ვერსია გახმოვანდა, მაგრამ მაშინ არ დაიჯერეს-კარგად არ ეძებდნენო. ახლა აღარ იცის, როგორ გამოიჩინოს თავი და გვაოცებს თავისი მიგნებებით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"აშკარად დიდი მანქანის კვალია... გამორიცხული არაფერია, მათ შორის, არც ევაკუატორის თემა" - რის გამო შეიძლება გადაკვალიფიცირდეს ბაჩალიაშვილის საქმე

"აშკარად დიდი მანქანის კვალია... გამორიცხული არაფერია, მათ შორის, არც ევაკუატორის თემა" - რის გამო შეიძლება გადაკვალიფიცირდეს ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ექსპერტიზაზე საზღვარგარეთ გაიგზავნება

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მესამედ შეხვდნენ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, რის შემდეგაც მათმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა რომელიმე არამეზობელი ქვეყნიდან სატელიტურ სურათებს გამოითხოვს, თვის ბოლოს კი საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც საქმეზე ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან.

მისი თქმით, გენერალურ პროკურორთან შეხევდრისას ლაპარაკი იყო საქმის კვალიფიკაციის შეცვლაზე, რაზეც ადვოკატის თქმით, სატელიტური სურათები და სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზაც იმოქმედებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, პროკურატურის წარმომადგენლებსაც გაუჩნდათ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი შემთხვევის ადგილზე ხუთი დღის განმავლობაში იდგა თუ არა.

მიხეილ რამიშვილი:

- მოგეხსენებათ, გავავრცელე 12-13-14 აგვისტოს ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ გადაადგილდება ნახირი ძაღლებთან ერთად იმ ადგილას, სადაც თამარის მანქანა იყო აღმოჩენილი. ამან დიდი ეჭვი გაუჩინა მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს. არ არსებობს, რომ ამ 5 დღის განმავლობაში ავტომანქანა იმ ადგილას ყოფილიყო გაჩერებული და არავის შეემჩნია. შესაბამისად, მოვითხოვე, რომ დაუყოვნებლივ გაკეთდეს საუკეთესო სატელიტური სურათები 18 ივლისიდან 22 ივლისამდე, რაზეც დამთანხმდნენ. ეს არის ერთ-ერთი საფუძველი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, რომ შეიცვალოს კვალიფიკაცია. ავტომობილი რომ გაიხსნა, ისეთი სუნი იყო, იმ ადგილას ძაღლები დარბიან და სუნზე აუცილებლად მივიდოდნენ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოს სატელიტური სურათები. ეს კი ერთ-ერთი საფუძველი იქნება იმისა, რომ შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია.

- ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის გაჭიანურებაზე რა პასუხი მიიღეთ?

- ამასთან დაკავშირებით თვის ბოლოს ჩამოდიან საკმაოდ კარგი ექსპერტები (არ ვაკონკრეტებ, საიდან), რომლებიც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გაეცნობიან, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ დამოუკიდებლად ვახორციელებთ კომპლექსურ კომისიურ ექსპერტიზას "ემპათიასთან" ერთად. იმედია, თვის ბოლოს მაინც იქნება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და უცხოელები ტყუილად არ ჩამოვლენ.

- ბოლოს და ბოლოს, გაგაცნეს დრონის ჩანაწერები?

- ხუთშაბათს ვიწყებთ დრონის ჩანაწერების და სათვალთვალო ჩანაწერების ნახვას. შუამდგომლობა დავაყენე იმასთან დაკავშირებით, რომელი მარშრუტებიც მაინტერესებს. დრონის ჩანაწერები არის, სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია და ქალაქის პროკურატურაში გამოყოფილი იქნება ოთახი, სადაც ყველა ჩვენს კითხვას პასუხს გასცემენ.

- უამრავ კითხვას აჩენს გარდაცვლილის კომპიუტერი, მობილური, “ორი ფლეშკა”...

- მათზე ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება. ამავდროულად, გარდაცვლილის კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ექსპერტიზაზე საზღვარგარეთ იგზავნება. ფლეშკას რაც ეხება, ერთი ფლეშკა ამოღებულია ავტომანქანიდან და მისი შემოწმება მიმდინარეობს, აქაც შემოწმდება და FBI-შიც. მეორე ფლეშკა არ ჩანს. ვინ იქნებიან სამედიცინო ექსპერტები და საიდან ჩამოვლენ ეს ადამიანები, ამას არ ვაკონკრეტებთ. არც იმას, სად იგზავნება ეს ნივთები ექსპერტიზაზე. ამაზე მომავალ კვირას მოგახსენებთ.

- ავტომანქანის კვალის ექსპერტიზა ჩატარდა? ადრე ითქვა, რომ ადგილზე სხვა, უფრო დიდი მანქანის კვალი ფიქსირდებოდა...

- კი, კი, ჩანს, რომ სხვა მანქანის კვალია. სხვა ტელეკომპანიის დრონებმა გადაიღეს კვალი და სპეციალისტებთანაც მქონდა საუბარი, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს კვალი ასე მკვეთრად 5 დღის მერე აღარ გამოჩნდებოდა და აშკარაა, რომ დიდი მანქანის კვალია.

- შეიძლება, რომ ეს ევაკუატორის კვალი იყოს? იყო იმაზე საუბარიც, რომ გარდაცვლილის ავტომანქანა ადგილზე ამ გზით მიიტანეს...

- ვნახავ ვიდეოჩანაწერებს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს. გამორიცხული არაფერია, მათ შორის, არც ევაკუატორის თემა. მალე დამტკიცდება ყველაფერი.

გუკა რჩეულიშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის ერთ-ერთ ბარში ივიკო ფრუიძის ცემის საქმეზე მეხუთე პირი დააკავეს

"მოვიდა თითქმის სრულად ყველანაირი სატელეფონო კავშირები... გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს" - ადვოკატი