სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავსებით დასაშვებია, ეს დაზიანება განვითარებულიყო ხელკეტის მსგავსი საგნის ზემოქმედების შედეგად" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმის ექსპერტი
"სავსებით დასაშვებია, ეს დაზიანება განვითარებულიყო ხელკეტის მსგავსი საგნის ზემოქმედების შედეგად" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმის ექსპერტი

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის წი­ნა­შე დას­მუ­ლი იყო 14 შე­კი­თხვა, რო­მელ­თა­გა­ნაც 8-ს პა­სუ­ხი გა­ე­ცა. რო­გორც ექ­სპერ­ტმა დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, შე­კი­თხვე­ბი ძი­რი­თა­დად მო­ი­ცავს ტრავ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­საძ­ლო სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბას, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა პა­სუ­ხი მა­ლე­ვე გა­ე­ცეს.

"კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის წი­ნა­შე დას­მუ­ლი იყო 14 შე­კი­თხვა. გა­მო­ძი­ე­ბამ, პირ­ველ რიგ­ში, სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ მოგ­ვმარ­თა თხოვ­ნით, თუკი რო­მე­ლი­მე კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი გაგ­ვე­ცა და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის წარ­გვედ­გი­ნა ე.წ. შუ­ა­ლე­დუ­რი სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა. გა­მო­ძი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­დი­ო­და, ასე­ვე სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის გარ­კვე­ვის მიზ­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ცა დას­კვნა, რომ­ლის ფორ­მატ­შიც 8 შე­კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­კი­თხვე­ბი ძი­რი­თა­დად მო­ი­ცავს ტრავ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­საძ­ლო სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბას. დარ­ჩა კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი, რო­მელ­ზც გრძელ­დე­ბა კვლე­ვა, სა­ექ­სპერ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენც და სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­სპერ­ტო ცენ­ტრიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვართ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად და­ი­დოს პა­სუ­ხი და­ნარ­ჩენ 6 შე­კი­თხვა­ზე“,-აცხა­დებს გე­ჯა­ძე.

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის გან­მარ­ტე­ბით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და ბლაგ­ვი საგ­ნის ტრავ­მა, ძი­რი­თა­დად სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბის სა­ხით.

"წე­ლის არე­ში ერთ-ერთი ად­გი­ლი მი­უ­თი­თებ­და სიგ­რძი­ვი ფორ­მის სის­ხლნაჟ­ღენ­თის არ­სე­ბო­ბას. სის­ხლაჟ­ღენ­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია მკვრი­ვი, ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით. მისი ფორ­მის და რე­ლი­ე­ფის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ დავ­დეთ დას­კვნა, რომ მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, სავ­სე­ბით და­საშ­ვე­ბია, ეს და­ზი­ა­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო ხელ­კე­ტის მსგავ­სი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად",-გა­ნა­ცხა­და გე­ჯა­ძემ.

რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი გან­მარ­ტავს, გა­მოკ­ვლე­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნოს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ ჰქო­ნია, თუმ­ცა იყო სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი.

ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძის თქმით, თუკი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­დარ­ჩე­ბო­და, ამ სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბის გა­წო­ვას არა­უ­მე­ტეს 21 დღე დას­ჭირ­დე­ბო­და.

"ად­გი­ლი ჰქონ­და რბილ ქსო­ვი­ლებ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვას, ანუ ჰე­მა­ტო­მას და ასე­თი­ვე ხა­სი­ა­თის სის­ხლჩაქ­ცე­ვა იყო მცი­რე მენჯთან. ერ­თიც და მე­ო­რეც მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბას მი­ე­კუთ­ნე­ბა იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ისი­ნი გა­მო­იწ­ვე­ვენ ჯან­მრთე­ლო­ბის მოშ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბას არა­უ­მე­ტეს 21 დღი­სა. თუკი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­დარ­ჩე­ბო­და, ამ სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბის გა­წო­ვას დას­ჭირ­დე­ბო­და არა­უ­მე­ტეს 21 დღე და ბუ­ნებ­რი­ვია, მას მკურ­ნა­ლო­ბა, გამ­წო­ვი თე­რა­პია, წო­ლი­თი რე­ჟი­მი და ასე შემ­დეგ დას­ჭირ­დე­ბო­და. მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ მას ჯანმთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შერ­ყე­უ­ლი არ ჰქო­ნია. სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის სტან­დარ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს ნიშ­ნავს მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბას, რა­საც შე­ეძ­ლო ჯან­მრთე­ლო­ბის ხან­მოკ­ლე მოშ­ლა გა­მო­ეწ­ვია",-აცხა­დებს გე­ჯა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რუ­წლო­ვა­ნია. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბას, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

????
0

მაგის ზებნას რა ჭრილობა ქონდა და რამდენხანში გაივლიდა სულაც არაფერი მნიშვნელობა არა აქვს . მტავარია ის ცხოველები გასამართლდეს და სამუდამოდ გადაიკარგონ ხალხის მეხსიერებიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სავსებით დასაშვებია, ეს დაზიანება განვითარებულიყო ხელკეტის მსგავსი საგნის ზემოქმედების შედეგად" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმის ექსპერტი

"სავსებით დასაშვებია, ეს დაზიანება განვითარებულიყო ხელკეტის მსგავსი საგნის ზემოქმედების შედეგად" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმის ექსპერტი

სამედიცინო ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიური ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო 14 შეკითხვა, რომელთაგანაც 8-ს პასუხი გაეცა. როგორც ექსპერტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეკითხვები ძირითადად მოიცავს ტრავმის განვითარების მექანიზმის შესაძლო საკითხებზე მსჯელობას, რომელსაც შესაძლოა პასუხი მალევე გაეცეს.

"კომისიური ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო 14 შეკითხვა. გამოძიებამ, პირველ რიგში, სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებამ მოგვმართა თხოვნით, თუკი რომელიმე კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება იყო, ამ კითხვებზე პასუხი გაგვეცა და გამოძიებისთვის წარგვედგინა ე.წ. შუალედური საექსპერტო დასკვნა. გამოძიების ინიციატივა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოდიოდა, ასევე სამართლებრივი საკითხების გარკვევის მიზნით. შესაბამისად, გაიცა დასკვნა, რომლის ფორმატშიც 8 შეკითხვას პასუხი გაეცა. აღნიშნული შეკითხვები ძირითადად მოიცავს ტრავმის განვითარების მექანიზმის შესაძლო საკითხებზე მსჯელობას. დარჩა კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელზც გრძელდება კვლევა, საექსპერტო საქმიანობა. ბუნებრივია, ჩვენც და სამხარაულის საექსპერტო ცენტრიც დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება დროულად დაიდოს პასუხი დანარჩენ 6 შეკითხვაზე“,-აცხადებს გეჯაძე.

სამედიცინო ექსპერტის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა ბლაგვი საგნის ტრავმა, ძირითადად სისხლნაჟღენთების სახით.

"წელის არეში ერთ-ერთი ადგილი მიუთითებდა სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთის არსებობას. სისხლაჟღენთი განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. მისი ფორმის და რელიეფის გათვალისწინებით, ჩვენ დავდეთ დასკვნა, რომ მაღალი ალბათობით, სავსებით დასაშვებია, ეს დაზიანება განვითარებულიყო ხელკეტის მსგავსი საგნის ზემოქმედების შედეგად",-განაცხადა გეჯაძემ.

როგორც სამედიცინო ექსპერტი განმარტავს, გამოკვლევით, გიორგი შაქარაშვილს მუცლის ღრუს ორგანოს დაზიანებული არ ჰქონია, თუმცა იყო სისხლჩაქცევები.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, თუკი შაქარაშვილი გადარჩებოდა, ამ სისხლჩაქცევების გაწოვას არაუმეტეს 21 დღე დასჭირდებოდა.

"ადგილი ჰქონდა რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევას, ანუ ჰემატომას და ასეთივე ხასიათის სისხლჩაქცევა იყო მცირე მენჯთან. ერთიც და მეორეც მსუბუქი ხარისხის დაზიანებას მიეკუთნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი გამოიწვევენ ჯანმრთელობის მოშლის ხანგრძლივობას არაუმეტეს 21 დღისა. თუკი შაქარაშვილი გადარჩებოდა, ამ სისხლჩაქცევების გაწოვას დასჭირდებოდა არაუმეტეს 21 დღე და ბუნებრივია, მას მკურნალობა, გამწოვი თერაპია, წოლითი რეჟიმი და ასე შემდეგ დასჭირდებოდა. მსუბუქი დაზიანება არ ნიშნავს იმას, რომ მას ჯანმთელობის მდგომარეობა შერყეული არ ჰქონია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სტანდარტების გათვალისწინებით, ეს ნიშნავს მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, რასაც შეეძლო ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოეწვია",-აცხადებს გეჯაძე.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.

"ძაღლის აღებულმა გეზმა დაადასტურა გიორგის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას" - რას წერს მირიან ნიკოლაძე

"თამუნას ორგანიზმში აღმოჩნდა კლოფელინი, რომელიც ადამიანს თიშავს... ასევე მის მანქანაში ნაპოვნია ბოთლი" - ადვოკატი ახალ დეტალებს ამხელს

"კოტეჯი ჰქონდა, მდგმურებმა დაურეკეს, გვერდით მუშები გვაწუხებენო" - ვინ იყო რაჭაში მოკლული 29 წლის ბიჭი და რას ჰყვებიან მომხდარზე ადგილობრივები