სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მოხდა ჩასაფრებით, წინასწარ განზრახვით" - ვინ დააკავეს კუკა სოფრომაძის მკვლელობის ბრალდებით?
"ეს მოხდა ჩასაფრებით, წინასწარ განზრახვით" - ვინ დააკავეს კუკა სოფრომაძის მკვლელობის ბრალდებით?

9 აგ­ვის­ტოს, ტყი­ბულ­ში34 წლის ზაურ (კუკა) სოფ­რო­მა­ძე მოკ­ლეს. ახალ­გაზ­რდა კაცი ტყი­ბულ­ში, სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში მა­შინ ჩა­ცხრი­ლეს, როცა ის წვე­უ­ლე­ბი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და. მკვლე­ლო­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოხ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ქვა, რომ თავ­დამ­სხმე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე იყო. დაჭ­რი­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ცხე­და­რი ჯერ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, იქი­დან კი მშობ­ლი­ურ სახ­ლში, თერ­ჯო­ლის სო­ფელ რუ­ფოთ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც ის მე­უღ­ლეს­თან და ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყო და ტყი­ბუ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში მოწ­მე­ე­ბი და­ი­კი­თხნენ.

დღეს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ტყი­ბულ­ში 9 აგ­ვის­ტოს მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, და­კა­ვე­ბუ­ლია, წარ­სულ­ში ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბი­სათ­ვის ნა­სა­მარ­თლე­ვი - 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ჩ.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 9 აგ­ვის­ტოს ტყი­ბუ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბზი­ა­უ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 1986 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ს.-ს, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ქუ­თა­ის­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.ambebi.ge- სთან გა­რა­დცვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ყვე­ბო­და, რომ მოკ­ლულს 20 ტყვია ჰქონ­და ნას­რო­ლი.

"ის ვინც ეს გა­ა­კე­თა, სა­ში­ნე­ლი ცხო­ვე­ლია ჩემ­თვის, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი არა­ფერს და­ა­შა­ვებ­და ისეთს, რომ ასე გა­ე­მე­ტე­ბი­ნათ სა­სიკ­ვდი­ლოდ და თით­ქმის 20 ტყვია და­ე­ხა­ლათ. მეს­მის, ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს შე­კა­მა­თე­ბა, უთან­ხმო­ე­ბა, ჩხუ­ბი და ამ დროს რა­ღაც შემ­თხვე­ვაც მოყ­ვეს და აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მკვლე­ლო­ბაც, მაგ­რამ ეს მოხ­და ჩა­საფ­რე­ბით, წი­ნას­წარ გან­ზრახ­ვით. ზუს­ტად ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ასე­თი მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი სიკ­ვდი­ლით უნდა ის­ჯე­ბო­დეს..." იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

ასეთი სასჯელის პირობებში, კიდევ მრავალი მკვლელობა მოხდება. ამ კანონის მიმღები ყველა დეპუტატი- ყველა მკვლელობის თანამონაწილეა, და უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით.

ნანა
0

ჩვენს ქვეყანაში უნდა აღსდგეს დახვრეტა და ძალიან გამკაცრდეს ავტოავარიაში სიკვდილით დამთავრების შემთხვევაში სასჯელი. ძალიან ლმობიერია ადმინისტრაციული სასჯელები ავტოსაგზაო შემთხვევებზე. რეგიონები დაუცველია. იხოცება ახალგაზრდობა და მკვლელები კი შეღავათებს ითხოვენ, ძალით ხომ არ მინდოდაო. სიჩქარის გადაჭარბება რა ძალით არ არის, გალეშილი რომ ჯდება საჭესთან ეს რა არის. ერთად ერთი სვილი მომიკლა გარეწარმა და 5 წელზე მეტს არ მისცემენ. თან ყველაფერს ტყუილს წერს, შეღავათს ითხოვს. მიპასუხოს სახელმწიფომ მე რა ვქნა, მოვითმინო? არც იოცნებოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ეს მოხდა ჩასაფრებით, წინასწარ განზრახვით" - ვინ დააკავეს კუკა სოფრომაძის მკვლელობის ბრალდებით?

"ეს მოხდა ჩასაფრებით, წინასწარ განზრახვით" - ვინ დააკავეს კუკა სოფრომაძის მკვლელობის ბრალდებით?

9 აგვისტოს, ტყიბულში34 წლის ზაურ (კუკა) სოფრომაძე მოკლეს. ახალგაზრდა კაცი ტყიბულში, საკუთარ ავტომობილში მაშინ ჩაცხრილეს, როცა ის წვეულებიდან შინ ბრუნდებოდა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. თავდაპირველად ითქვა, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, რამდენიმე იყო. დაჭრილი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. ცხედარი ჯერ ექსპერტიზაზე, იქიდან კი მშობლიურ სახლში, თერჯოლის სოფელ რუფოთში გადაასვენეს, სადაც ის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად დაიწყო და ტყიბულის პოლიციაში მოწმეები დაიკითხნენ.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაკავებულია, წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული ზ.ჩ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ტყიბულის რაიონის სოფელ ბზიაურის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ambebi.ge- სთან გარადცვლილის ახლობელი ყვებოდა, რომ მოკლულს 20 ტყვია ჰქონდა ნასროლი.

"ის ვინც ეს გააკეთა, საშინელი ცხოველია ჩემთვის, ჩემი ბიძაშვილი არაფერს დააშავებდა ისეთს, რომ ასე გაემეტებინათ სასიკვდილოდ და თითქმის 20 ტყვია დაეხალათ. მესმის, ყველას შეიძლება მოუვიდეს შეკამათება, უთანხმოება, ჩხუბი და ამ დროს რაღაც შემთხვევაც მოყვეს და აფექტის მდგომარეობაში მკვლელობაც, მაგრამ ეს მოხდა ჩასაფრებით, წინასწარ განზრახვით. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი მკვლელობის ჩამდენი სიკვდილით უნდა ისჯებოდეს..." იხილეთ სრულად

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს