პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ გაუმართლათ, რადგან სამხედრო ტყვეებს პირდაპირ ხვრეტდნენ... ტყვიით სიკვდილი იქ ფუფუნება იყო" - ქართული გვარ-სახელები აუშვიცის "სიკვდილის ბანაკიდან"
"მათ გაუმართლათ, რადგან სამხედრო ტყვეებს პირდაპირ ხვრეტდნენ... ტყვიით სიკვდილი იქ ფუფუნება იყო" - ქართული გვარ-სახელები აუშვიცის "სიკვდილის ბანაკიდან"

1945 წელს საბ­ჭო­თა ჯა­რებ­მა პო­ლო­ნეთ­ში აუშ­ვი­ცის (ოს­ვენ­ცი­მი) სიკ­ვდი­ლის ბა­ნა­კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ეს იყო ბა­ნა­კი, სა­დაც სი­სას­ტი­კე გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი იყო და ამის შე­სა­ხებ რო­გორც გერ­მა­ნია, ასე­ვე და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო, მისი დან­გრე­ვის შემ­დეგ ალა­პა­რაკ­და.

მი­ლი­ონ­ზე მეტი და­ღუ­პუ­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­მუ­შაო ახ­ლაც გრძელ­დე­ბა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აგ­რო­ვე­ბენ ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც დე­ტა­ლებ­შიც კი შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

მა­გა­ლი­თად, სატ­რან­სპორ­ტო სი­ებ­ში, რომ­ლი­თაც ტყვე­ე­ბის გა­დაყ­ვა­ნა, მა­ნამ­დე კი, აღ­რი­ცხვა ხდე­ბო­და, ჩე­მოდ­ნებ­სა და სას­ტი­კი ბა­ნა­კის კედ­ლებ­ზე შე­მორ­ჩე­ნილ ინი­ცი­ა­ლებ­ში... თუმ­ცა, სრუ­ლი სუ­რა­თი, თუ რამ­დენ ადა­მი­ა­ნურ ტრა­გე­დი­ას ინა­ხავს შემ­ზა­რა­ვი ბა­ნა­კის კედ­ლე­ბი, ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია.

ნე­ბის­მი­ე­რი ომი, რა მი­ზან­საც არ უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ის, კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ აუშ­ვი­ცის ბა­ნაკ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ზე დუ­მი­ლი ჯობს... პო­ლო­ნეთ­ში არ­სე­ბულ სიკ­ვდი­ლის ბა­ნაკს ვერც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში წა­სუ­ლი ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი გა­და­ურ­ჩა,

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მეგი სტემ­პე­ნი, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია ამ თე­მა­ზე მუ­შა­ობს და AMBEBI.GE-სთან თა­ნამ­შრომ­ლობს, ბა­ნა­კე­ბის მი­ხედ­ვით სი­ე­ბის ძებ­ნი­სას, ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს გა­და­ა­წყდა, რო­მელ­თაც რე­გის­ტრა­ცია აუშ­ვი­ცის ბა­ნაკ­ში ჰქონ­დათ გავ­ლი­ლი.

“სხვებ­თან შე­და­რე­ბით მათ გა­უ­მარ­თლათ, რად­გან "ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის" გან­კუთ­ვნი­ლი ტყვე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სამ­ხედ­რო ტყვე­ებს ხვრეტ­დნენ. ტყვი­ით სიკ­ვდი­ლი კი, ბა­ნა­კის პი­რო­ბებ­ში ფუ­ფუ­ნე­ბა იყო... საქ­მე ის არის, რომ აუშ­ვიც­სა და ბუ­ხენ­ვალ­დის ბა­ნა­კებ­ში, ძი­რი­თა­დად, მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო პი­რე­ბი მიჰ­ყავ­დათ და პირ­და­პირ, წა­მე­ბის გა­რე­შე, ხვრეტ­დნენ.

ამი­ტომ არა­ერ­თხელ შემ­ხვდა ლე­ი­ტე­ნან­ტი­სა და სერ­ჟან­ტის წო­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, რო­მელ­თაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გა­უ­მარ­თლათ, რად­გან არ უწა­მე­ბი­ათ, წა­მე­ბა კი, აუშ­ვი­ცის ბა­ნაკ­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­დის­ტუ­რად რომ ვთქვათ, “ხე­ლოვ­ნე­ბის დო­ნე­ზე" იყო აყ­ვა­ნი­ლი და ამის შე­სა­ხებ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ...

წლე­ბია ამ თე­მა­ზე ვმუ­შა­ობ, ასო­ბით ქარ­თვე­ლი, მათ შო­რის სრუ­ლი­ად პა­ტა­რა ბი­ჭის საფ­ლა­ვი მი­პო­ვია და ოჯა­ხის­თვის მიც­ნო­ბე­ბია, მათ შო­რის, ჩემი ფე­ის­ბუქ გვერ­დი­სა და თქვე­ნი სა­ი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. უამ­რა­ვი გულ­წრფე­ლი ემო­ცია, მად­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მი­მი­ღია, მაგ­რამ ვერ ავ­ხსნი რა გან­ცდა იყო აუშ­ვი­ცის ბა­ნაკ­ში ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის პოვ­ნა, რად­გან უამ­რა­ვი რამ ვიცი, იმ ბა­ნაკ­ზე. მათ შო­რის ისე­თი, რაც არ, ან ვერ და­წე­რი­ლა. ქარ­თველ მე­ომ­რებს სხვა­დას­ხვა­გან აქვთ საფ­ლა­ვე­ბი. ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას და ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც კი მო­ვი­პო­ვებ, ქარ­თველ მკი­თხველს გა­ვუ­ზი­ა­რებ..." - ამ­ბობს ის.

ჩვენს მკი­თხველს ვთა­ვა­ზობთ იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს, რო­მელ­თაც ოჯა­ხე­ბი ან ახ­ლობ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამა­ოდ ეძებ­დნენ და ელოდ­ნენ.

იონა ან იო­ა­ნე კონ­სტან­ტი­ნეს (კოს­ტას) ძე ჭუ­რა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წლის 27 დე­კემ­ბერს, თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სიქთარ­ვა­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და უკ­რა­ი­ნა­ში 1941 წლის 10 ივ­ლისს, ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII F (318), ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 7071. და­ი­ღუ­პა 1941 წლის 21 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლად დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი.

სოსო ეს­ტა­ტეს ძე ორ­ჯო­ნი­კი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წლის 24 იან­ვარს ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ღო­რე­შა­ში. დე­დის გვა­რი კიკ­ნა­ძე... ტყვედ ჩა­ვარ­და ბე­ლო­რუს­ში, მინ­სკში 1941 წლის 27 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII F (318), ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 9597. და­ი­ღუ­პა 1941 წლის 13 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი.

გი­ორ­გი ვა­სი­ლის ძე გე­ლაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს, ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვარ­გი­ნეთ­ში. დე­დის გვა­რი ჭე­ლი­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, ქა­ლაქ ბრი­ანსკში 1941 წლის 21 აგ­ვის­ტოს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII F (318), ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 10347, სამ­ხედ­რო წო­დე­ბა - სერ­ჟან­ტი. და­ი­ღუ­პა 1941 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი.

აბ­რამ ნი­კო­ლო­ზის ძე ოზ­ბე­თე­ლაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წლის 10 ივ­ლისს, სო­ფელ ზემო მა­ჩხა­ან­ში. დედა - ანა სო­სოს ასუ­ლი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ შე­პე­ტოვ­კა­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII F (318) ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 10937. და­ი­ღუ­პა 1941 წლის 17 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი

სა­უ­ლი კონ­სტან­ტი­ნეს ძე ძიგ­რაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1906 წლის 5 ივ­ნისს ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზედა ვან­ში. პრო­ფე­სია: დურ­გა­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 5 ივ­ნისს უკ­რა­ი­ნა­ში, ბე­ლა­ია ცერ­კოვ­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII F (318); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 8597. და­ი­ღუ­პა 1941 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი.

ლე­ონ­ტი თე­ო­დო­რეს ძე მა­ჩი­ტი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1899 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს, თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თუზ­ში. დე­დის გვა­რი კოკ­სა­ძე, მე­უღ­ლე ნინა მა­ჩი­ტი­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რეთ­ში, ქა­ლაქ ბაქ­სან­ში 1942 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს; ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 367, ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 12543. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 29 იან­ვარს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - გერ­მა­ნია, ბო­ხოლ­თი.

შე­ნიშ­ვნა: უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა სი­ებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მა­ჩი­ტი­ძე ლე­ონ­ტი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1900 წელს, და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა 1943 წლის აგ­ვის­ტო­დან.

ვა­სილ მი­ხე­ი­ლის ძე ბუხ­რა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1901 წელს, და­ბა­დე­ბუ­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი კურ­დღე­ლა­ურ­ში. მე­უღ­ლე: ბუხ­რა­ძე ანა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 10 მა­ისს რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ მა­ის­კში (შე­საძ­ლოა, ალ­ტა­ის ოლქი). ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 367 ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 10744. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 7 იან­ვარს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: გერ­მა­ნია, ბო­ხოლ­თი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღლონტი ქეთევანი
0

ბაბუას ძმა, ვლადიმერ (ლადიკო) მონასეს ძე ღლონტი, მახარაძის რაიონი, სოფელი ნატანები. უგზოუკვლოდ დაიკარგა მეორე მსოფლიო ომში. როგორც გადმოცემით ვიცი, 1942 წელს. იქნებ გქონდეთ ინფორმაცია. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას. 

არკადი ზარანდია
0

დავით ზანგურაშვილი რამოდენიმეა , მიუთითეთ მამის სახელი დაბადების წელი და მისამართი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მათ გაუმართლათ, რადგან სამხედრო ტყვეებს პირდაპირ ხვრეტდნენ... ტყვიით სიკვდილი იქ ფუფუნება იყო" - ქართული გვარ-სახელები აუშვიცის "სიკვდილის ბანაკიდან"

"მათ გაუმართლათ, რადგან სამხედრო ტყვეებს პირდაპირ ხვრეტდნენ... ტყვიით სიკვდილი იქ ფუფუნება იყო" - ქართული გვარ-სახელები აუშვიცის "სიკვდილის ბანაკიდან"

1945 წელს საბჭოთა ჯარებმა პოლონეთში აუშვიცის (ოსვენციმი) სიკვდილის ბანაკი გაათავისუფლეს. ეს იყო ბანაკი, სადაც სისასტიკე განუსაზღვრელი იყო და ამის შესახებ როგორც გერმანია, ასევე დანარჩენი მსოფლიო, მისი დანგრევის შემდეგ ალაპარაკდა.

მილიონზე მეტი დაღუპულის საიდენტიფიკაციო სამუშაო ახლაც გრძელდება და სპეციალისტები აგროვებენ ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც დეტალებშიც კი შეიძლება იყოს შემორჩენილი.

მაგალითად, სატრანსპორტო სიებში, რომლითაც ტყვეების გადაყვანა, მანამდე კი, აღრიცხვა ხდებოდა, ჩემოდნებსა და სასტიკი ბანაკის კედლებზე შემორჩენილ ინიციალებში... თუმცა, სრული სურათი, თუ რამდენ ადამიანურ ტრაგედიას ინახავს შემზარავი ბანაკის კედლები, ჯერ კიდევ უცნობია.

ნებისმიერი ომი, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, მაგრამ აუშვიცის ბანაკთან შედარებით, ყველა დანარჩენ შემთხვევაზე დუმილი ჯობს... პოლონეთში არსებულ სიკვდილის ბანაკს ვერც მეორე მსოფლიო ომში წასული ათასობით ქართველი გადაურჩა,

ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენი, რომელიც უკვე წლებია ამ თემაზე მუშაობს და AMBEBI.GE-სთან თანამშრომლობს, ბანაკების მიხედვით სიების ძებნისას, ქართველების გვარ-სახელებს გადააწყდა, რომელთაც რეგისტრაცია აუშვიცის ბანაკში ჰქონდათ გავლილი.

“სხვებთან შედარებით მათ გაუმართლათ, რადგან "ექსპერიმენტებისთვის" განკუთვნილი ტყვეებისგან განსხვავებით, სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. ტყვიით სიკვდილი კი, ბანაკის პირობებში ფუფუნება იყო... საქმე ის არის, რომ აუშვიცსა და ბუხენვალდის ბანაკებში, ძირითადად, მაღალი რანგის სამხედრო პირები მიჰყავდათ და პირდაპირ, წამების გარეშე, ხვრეტდნენ.

ამიტომ არაერთხელ შემხვდა ლეიტენანტისა და სერჟანტის წოდების მქონე პირები, რომელთაც, შეიძლება ითქვას, გაუმართლათ, რადგან არ უწამებიათ, წამება კი, აუშვიცის ბანაკში, რაც შეიძლება სადისტურად რომ ვთქვათ, “ხელოვნების დონეზე" იყო აყვანილი და ამის შესახებ სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანები ჰყვებოდნენ...

წლებია ამ თემაზე ვმუშაობ, ასობით ქართველი, მათ შორის სრულიად პატარა ბიჭის საფლავი მიპოვია და ოჯახისთვის მიცნობებია, მათ შორის, ჩემი ფეისბუქ გვერდისა და თქვენი საიტის საშუალებით. უამრავი გულწრფელი ემოცია, მადლობა და სიყვარული მიმიღია, მაგრამ ვერ ავხსნი რა განცდა იყო აუშვიცის ბანაკში ქართული გვარების პოვნა, რადგან უამრავი რამ ვიცი, იმ ბანაკზე. მათ შორის ისეთი, რაც არ, ან ვერ დაწერილა. ქართველ მეომრებს სხვადასხვაგან აქვთ საფლავები. ვაგრძელებ მუშაობას და ყველა ინფორმაციას, რომელსაც კი მოვიპოვებ, ქართველ მკითხველს გავუზიარებ..." - ამბობს ის.

ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ იმ ქართველების გვარ-სახელებს, რომელთაც ოჯახები ან ახლობლები წლების განმავლობაში ამაოდ ეძებდნენ და ელოდნენ.

იონა ან იოანე კონსტანტინეს (კოსტას) ძე ჭურაძე, დაბადებული 1918 წლის 27 დეკემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ სიქთარვაში. ტყვედ ჩავარდა უკრაინაში 1941 წლის 10 ივლისს, ბანაკი: შტალაგი VIII F (318), ბანაკის ნომერი: 7071. დაიღუპა 1941 წლის 21 ნოემბერს. პირველად დაკრძალვის ადგილი: აუშვიცი.

სოსო ესტატეს ძე ორჯონიკიძე, დაბადებული 1918 წლის 24 იანვარს ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში. დედის გვარი კიკნაძე... ტყვედ ჩავარდა ბელორუსში, მინსკში 1941 წლის 27 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII F (318), ბანაკის ნომერი: 9597. დაიღუპა 1941 წლის 13 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: აუშვიცი.

გიორგი ვასილის ძე გელაშვილი, დაბადებული 1919 წლის 27 ოქტომბერს, ბორჯომის რაიონის სოფელ ვარგინეთში. დედის გვარი ჭელიძე. ტყვედ ჩავარდა რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ბრიანსკში 1941 წლის 21 აგვისტოს. ბანაკი: შტალაგი VIII F (318), ბანაკის ნომერი: 10347, სამხედრო წოდება - სერჟანტი. დაიღუპა 1941 წლის 13 ოქტომბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: აუშვიცი.

აბრამ ნიკოლოზის ძე ოზბეთელაშვილი, დაბადებული 1916 წლის 10 ივლისს, სოფელ ზემო მაჩხაანში. დედა - ანა სოსოს ასული მაჭარაშვილი. ტყვედ ჩავარდა უკრაინის ქალაქ შეპეტოვკაში. ბანაკი: შტალაგი VIII F (318) ბანაკის ნომერი: 10937. დაიღუპა 1941 წლის 17 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: აუშვიცი

საული კონსტანტინეს ძე ძიგრაშვილი, დაბადებული 1906 წლის 5 ივნისს ვანის რაიონის სოფელ ზედა ვანში. პროფესია: დურგალი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 5 ივნისს უკრაინაში, ბელაია ცერკოვში. ბანაკი: შტალაგი VIII F (318); ბანაკის ნომერი: 8597. დაიღუპა 1941 წლის 27 ოქტომბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: აუშვიცი.

ლეონტი თეოდორეს ძე მაჩიტიძე, დაბადებული 1899 წლის 18 ოქტომბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ თუზში. დედის გვარი კოკსაძე, მეუღლე ნინა მაჩიტიძე. ტყვედ ჩავარდა ყაბარდო-ბალყარეთში, ქალაქ ბაქსანში 1942 წლის 11 ოქტომბერს; ბანაკი: შტალაგი 367, ბანაკის ნომერი: 12543. დაიღუპა 1943 წლის 29 იანვარს. პირველადი დაკრძალვის ადგილი - გერმანია, ბოხოლთი.

შენიშვნა: უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიებში ვკითხულობთ, რომ მაჩიტიძე ლეონტი, დაბადებული 1900 წელს, დაკარგულად ითვლება 1943 წლის აგვისტოდან.

ვასილ მიხეილის ძე ბუხრაძე, დაბადებული 1901 წელს, დაბადებული თელავის რაიონი, სოფელი კურდღელაურში. მეუღლე: ბუხრაძე ანა. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 10 მაისს რუსეთში, ქალაქ მაისკში (შესაძლოა, ალტაის ოლქი). ბანაკი: შტალაგი 367 ბანაკის ნომერი: 10744. დაიღუპა 1943 წლის 7 იანვარს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: გერმანია, ბოხოლთი.