კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადადის თუ არა საკვებით და გაყინული პროდუქტით კორონავირუსი? - თამარ გაბუნიას კომენტარი
გადადის თუ არა საკვებით და გაყინული პროდუქტით კორონავირუსი? - თამარ გაბუნიას კომენტარი

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, გა­ყი­ნუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტით კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის ალ­ბა­თო­ბა არ არ­სე­ბობს. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ჯერ­ჯე­რო­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია აღ­ნიშ­ნულ ფაქტს არ ადას­ტუ­რებს და თუ ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­საც შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა ექ­ნე­ბა.

„ჩვენს ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ვირუ­სის გა­და­ცე­მის გზას უკავ­შირ­დე­ბა. დღემ­დე ჩვე­ნი ცოდ­ნა ემ­ყა­რე­ბა იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რა­საც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იძ­ლე­ვა. ჩვენ ამა­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბიც გვქონ­და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და პა­სუ­ხი არის ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფი­თი. ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის ამ­გვა­რი გზა, გა­ყი­ნუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტით, ან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტით არ არ­სე­ბობს. თუ შე­იც­ვა­ლა ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რა თქმა უნდა, ჩვენ შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბაც გვექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ შენ­ჯე­ნის ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ბრა­ზი­ლი­ი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ ქათ­მის გა­ყი­ნუ­ლი ფრთებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი აღ­მოჩ­ნდა. ქათ­მის ხორ­ცი ერთ-ერთ უდი­დეს ბრა­ზი­ლი­ულ კომ­პა­ნია Aurora-ს ეკუთ­ვნის. კომ­პა­ნი­ის გან­მარ­ტე­ბით, ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მი­უ­ღი­ათ. ბრა­ზი­ლი­ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო კი აცხა­დებს, რომ ისი­ნი პე­კი­ნის­გან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას ელო­დე­ბი­ან.

ავტორი:

გადადის თუ არა საკვებით და გაყინული პროდუქტით კორონავირუსი? - თამარ გაბუნიას კომენტარი

გადადის თუ არა საკვებით და გაყინული პროდუქტით კორონავირუსი? - თამარ გაბუნიას კომენტარი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გაყინული საკვები პროდუქტით კორონავირუსული ინფექციის გადაცემის ალბათობა არ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს და თუ ვითარება შეიცვალა, საქართველოსაც შესაბამისი რეაგირება ექნება.

„ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ყველაფერი, რაც ვირუსის გადაცემის გზას უკავშირდება. დღემდე ჩვენი ცოდნა ემყარება იმ მტკიცებულებებსა და რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ მიმართულებით იძლევა. ჩვენ ამაზე ინდივიდუალური კონსულტაციებიც გვქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და პასუხი არის ცალსახად უარყოფითი. ინფექციის გადაცემის ამგვარი გზა, გაყინული საკვები პროდუქტით, ან ნებისმიერი სახის საკვები პროდუქტით არ არსებობს. თუ შეიცვალა ეს მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისი რეაგირებაც გვექნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, გუშინ, ჩინეთის ქალაქ შენჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინული ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ქათმის ხორცი ერთ-ერთ უდიდეს ბრაზილიულ კომპანია Aurora-ს ეკუთვნის. კომპანიის განმარტებით, ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ისინი პეკინისგან ახსნა-განმარტებას ელოდებიან.

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდი იქნება მომდევნო 5 დღე საქართველოს რეგიონებში

"არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების" - ექიმები კორონავირუსის 23 ახალ შემთხვევასა და ქვეყნის ეპიდსიტუაციაზე

რა რეგულაციები დაუწესა განათლების სამინისტრომ სკოლებს და როდის შეიძლება გახდეს სწავლის შერეული სისტემის დანერგვა საჭირო?