მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 17 აგვისტოდან ოზურგეთს ეწვევა
გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 17 აგვისტოდან ოზურგეთს ეწვევა

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" 17 აგ­ვის­ტო­დან ოზურ­გეთს ეწ­ვე­ვა.

"ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" კა­ხე­თი­დან და­ი­წყო და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, უკვე ეს­ტუმ­რა რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონს. 17 და 18 აგ­ვის­ტოს კი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ოზურ­გე­თელ მკი­თხველს ელის.

გუ­რუ­ლებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, გაც­ვა­ლონ უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რა სრუ­ლი­ად ახალ წიგ­ნებ­ში. პრო­ექტ "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" ეს აქ­ცია უპ­რე­ცე­დენ­ტოა, ვი­ნა­ი­დან 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგნ­ზე გა­და­იც­ვლე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე, გა­ი­მარ­თე­ბა გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, სა­დაც 300-მდე და­სა­ხე­ლე­ბის წიგ­ნი 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

"მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" აქ­ცია და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში (17-18 აგ­ვის­ტო), 9 აპ­რი­ლის სკვერ­ში 10:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა და 18:00 სა­ა­თამ­დე გას­ტანს.

17 აგ­ვის­ტოს 18:00 სა­ათ­ზე კი კა­ფე­ში "რვას + 1" (გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­სის #3) ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნის "ფე­ნიქ­სის" წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა. ად­გი­ლობ­რივ მკი­თხველს შეხ­ვდე­ბი­ან ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი: ტო­რე­სა მოსი, თეა ინა­სა­რი­ძე, ელის დოჯ­სო­ნი და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი.

15 ნა­წი­ლის­გან შემ­დგარ­მა ინ­ტე­რაქ­ცი­ულ­მა წიგნ­მა გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­იმ­სა­ხუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი. ამ სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოთხმა ავ­ტორ­მა მი­ი­ღო. „ფე­ნიქ­სის“ ყო­ვე­ლი ნა­წი­ლი და­მა­ინ­ტრი­გე­ბელ, საკ­ვან­ძო მო­მენ­ტში წყდე­ბა, სა­დაც მთა­ვარ გმი­რებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევთ. ყო­ველ წიგნს კი ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა, სა­დაც ამ­ბა­ვი გმი­რის ამა თუ იმ არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით ვი­თარ­დე­ბა.

„პრო­ექ­ტის ჩა­ნა­ფიქ­რი ამ­ბი­ცი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. უნდა შეგ­ვექ­მნა ერთი სი­უ­ჟე­ტის რვა ვერ­სია, რო­მე­ლიც პერ­სო­ნა­ჟე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბო­და და თი­თო­ე­ულ ხაზს შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბო­და. ფა­ბუ­ლა თეა ინა­სა­რი­ძემ მო­ი­ფიქ­რა და პირ­ვე­ლი გაგ­რძე­ლე­ბის წერა უკვე ერ­თად და­ვი­წყეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო დე­ტა­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვფიქ­რობ, ამო­ცა­ნას თავი გა­ვარ­თვით და მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბის ბევ­რნა­ი­რი ვერ­სია შევ­თა­ვა­ზეთ”, - ტო­რე­სა მოსი, მწე­რა­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/301144907607605/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 17 აგვისტოდან ოზურგეთს ეწვევა

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 17 აგვისტოდან ოზურგეთს ეწვევა

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 17 აგვისტოდან ოზურგეთს ეწვევა.

"ლიტერატურული გაჩერება" კახეთიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე ესტუმრა რამდენიმე რეგიონს. 17 და 18 აგვისტოს კი ლიტერატურული ღონისძიებები ოზურგეთელ მკითხველს ელის.

გურულებს, შესაძლებლობა ექნებათ, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა სრულიად ახალ წიგნებში. პროექტ "მაკულიტერატურის" ეს აქცია უპრეცედენტოა, ვინაიდან 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაიცვლება.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სადაც 300-მდე დასახელების წიგნი 50%-მდე ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.

"მაკულიტერატურის" აქცია და გამოფენა-გაყიდვა, ორი დღის განმავლობაში (17-18 აგვისტო), 9 აპრილის სკვერში 10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გასტანს.

17 აგვისტოს 18:00 საათზე კი კაფეში "რვას + 1" (გაბრიელ ეპისკოპოსის #3) ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" წარდგენა გაიმართება. ადგილობრივ მკითხველს შეხვდებიან ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი.

15 ნაწილისგან შემდგარმა ინტერაქციულმა წიგნმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა საზოგადოების დიდი ინტერესი. ამ საინტერესო ლიტერატურულ ექსპერიმენტში მონაწილეობა ოთხმა ავტორმა მიიღო. „ფენიქსის“ ყოველი ნაწილი დამაინტრიგებელ, საკვანძო მომენტში წყდება, სადაც მთავარ გმირებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ყოველ წიგნს კი ორი ალტერნატიული გაგრძელება მოჰყვება, სადაც ამბავი გმირის ამა თუ იმ არჩევანის მიხედვით ვითარდება.

„პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომელიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს შესაბამისად, სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა და პირველი გაგრძელების წერა უკვე ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ”, - ტორესა მოსი, მწერალი.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/301144907607605/

"შერატონ ბათუმში" პროექტ "ლურჯი ოკეანის" ღონისძიება "ფეხებზე დაკიდების ხელოვნება" გაიმართება

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-14)

წიგნები, რომლებმაც ბოლო პერიოდში ქართველი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, უკვე gudabooks.ge-ზეა