სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოძიება მიდის, ვფიქრობ, მალე დასრულდება" - შს მინისტრი ბაჩალიაშვილის საქმეზე და გარდაცვლილი პროგრამისტის დედის პასუხი
"გამოძიება მიდის, ვფიქრობ, მალე დასრულდება" - შს მინისტრი ბაჩალიაშვილის საქმეზე და გარდაცვლილი პროგრამისტის დედის პასუხი

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი აცხა­დებს, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში FBI ჩა­ერ­თვე­ბა. რო­გორც მი­ნის­ტრმა სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ მალე დას­რულ­დე­ბა.

„ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მე ღიად ვერ ვი­სა­უბ­რებ. გა­მო­ძი­ე­ბა მი­დის, თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, მალე დას­რულ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. თუ სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, FBI ჩა­ერ­თვე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ ექ­სპერ­ტი­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუ დაგ­ვჭირ­დე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნა­ლის ზრდის შე­სა­ხებ კი­თხვას, მი­ნის­ტრის თქმით, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ზრდა ან კლე­ბა „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თე­მაა".

„ეს სულ მოხ­დე­ბა, კრი­მი­ნა­ლის სტა­ტის­ტი­კა ხან მო­ი­მა­ტებს, ხან და­იკ­ლებს. გა­საკ­ვი­რი არაა",- გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

ირაკ­ლი შო­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ნე­ბის­მი­ერ დროს შეგ­ხვდე­ბით, თუ რამე კი­თხვა გექ­ნე­ბა­თო, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კი ახლა ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა მიჩ­ნდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დამ, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლით ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბის გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში FBI სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ერ­თვე­ბა.

თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, რის გა­მოც, ის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან შეხ­ვედ­რას მო­ი­თხოვს.

„საქ­მეს აჭი­ა­ნუ­რე­ბენ და FBI-ის ჩარ­თვა არ უნ­დათ. შო­თა­ძემ თქვა, წე­რი­ლე­ბი უკვე გაგ­ზავ­ნი­ლი­აო, თუ წე­რი­ლე­ბი და მო­თხოვ­ნა FBI-ში გაგ­ზავ­ნი­ლია, ჩა­მო­იყ­ვა­ნენ და მერე ეტყვი­ან, საქ­მე­ში ჩაგრთავთ, ან არ ჩაგრთავ­თო? ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი დრო­ის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ამა­სო­ბა­ში ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას და­დე­ბენ, რომ თვით­მკვლე­ლო­ბაა და თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე FBI-ის არ ჩა­მო­იყ­ვა­ნენ“, - გა­ნა­ცხა­და თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ად­ვო­კა­ტი დღეს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მივ­ლენ, სა­დაც ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი უნდა გა­აც­ნონ. თა­მა­ზაშ­ვი­ლის თქმით, მას უწყე­ბა­ში ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
0

მთავარია დამნაშავე დაისაჯოს, თან მკაცრად და სამაგალითოდ, რომ სხვამ ვეღარ გაბედოს დანაშაულის ჩადენა. 

natia
12

თავის თავს ხომ არ დასჯიან შესაბამიად არ გამოიძიებენ თორე FBI საც დაიხმარდნენ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გამოძიება მიდის, ვფიქრობ, მალე დასრულდება" - შს მინისტრი ბაჩალიაშვილის საქმეზე და გარდაცვლილი პროგრამისტის დედის პასუხი

"გამოძიება მიდის, ვფიქრობ, მალე დასრულდება" - შს მინისტრი ბაჩალიაშვილის საქმეზე და გარდაცვლილი პროგრამისტის დედის პასუხი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI ჩაერთვება. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საქმის გამოძიება სავარაუდოდ მალე დასრულდება.

„ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, FBI ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, - განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება ქვეყანაში კრიმინალის ზრდის შესახებ კითხვას, მინისტრის თქმით, სხვადასხვა მიმართულებით ზრდა ან კლება „ჩვეულებრივი თემაა".

„ეს სულ მოხდება, კრიმინალის სტატისტიკა ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს. გასაკვირი არაა",- განაცხადა გომელაურმა.

ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ნებისმიერ დროს შეგხვდებით, თუ რამე კითხვა გექნებათო, ვახტანგ გომელაურის განცხადების საფუძველზე კი ახლა ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა.

აღნიშნულით ის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადების გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება.

თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რის გამოც, ის გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს.

„საქმეს აჭიანურებენ და FBI-ის ჩართვა არ უნდათ. შოთაძემ თქვა, წერილები უკვე გაგზავნილიაო, თუ წერილები და მოთხოვნა FBI-ში გაგზავნილია, ჩამოიყვანენ და მერე ეტყვიან, საქმეში ჩაგრთავთ, ან არ ჩაგრთავთო? ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ეს ყველაფერი კი დროის გაჭიანურებას ემსახურება, ამასობაში ექსპერტიზის დასკვნას დადებენ, რომ თვითმკვლელობაა და თვითმკვლელობაზე FBI-ის არ ჩამოიყვანენ“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს, დღის მეორე ნახევარში შინაგან საქმეთა სამინისტროში მივლენ, სადაც ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული მასალები უნდა გააცნონ. თამაზაშვილის თქმით, მას უწყებაში ვახტანგ გომელაურის განცხადებასთან დაკავშირებითაც ექნება საუბარი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ამბობდა, რომ თუ თავის დახსნას ვეცდებოდი, მოვკვდებოდი" - ახალგაზრდა ქალი ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს

"კალაშოვს ყველა ჩამოსვლაზე ჩინოვნიკებისთვის მილიონი დოლარი ჩამოჰქონდა" - რას ყვება ყოფილი პოლიციელი"კანონიერ ქურდებსა" და პოლიციის "ობშიაკზე"

ზ.ხ.-ს მამას ახალი ბრალი დაემატა - თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება