პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეონა კონტრიძე  "ბატკას" წინააღმდეგ - "ბელორუსი ხალხისა და დემოკრატიის მხარეს ვარ!"
თეონა კონტრიძე  "ბატკას" წინააღმდეგ - "ბელორუსი ხალხისა და დემოკრატიის მხარეს ვარ!"

მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე მინ­სკში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ის თა­ვის მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს, იგი ბე­ლო­რუს ხალ­ხს სრულ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა ბე­ლო­რუსს, ამ და­ლოც­ვილ მი­წას უკავ­შირ­დე­ბა. 1994 წელს, რო­დე­საც 17 წლის ვი­ყა­ვი, ქა­ლაქ ვი­ტებსკში გავ­ხდი "სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­და­ვე­დი რუ­სეთ­ში, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი იყო. მი­ჭირს იმის ყუ­რე­ბა, რაც ახლა ბე­ლო­რუს­ში ხდე­ბა. ეს არის მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე, კე­თი­ლი, მაგ­რამ ჯი­უ­ტი ხალ­ხი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ბე­ლო­რუ­სი ხალ­ხის მხა­რეს ვარ!“ - აცხა­დებს კონ­ტრი­ძე.

მომ­ღე­რალ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­ხა­ლი­სო ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც კა­ფე­ში ე.წ. „სირ­ნი­კებს“ ელო­დე­ბა და მო­ლო­დი­ნის პრო­ცესს მხატ­ვრუ­ლად აღ­წერ­და. დი­ლის პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ბე­ლო­რუს­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა მოს­თხო­ვეს.

მინ­სკში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს მოჰ­ყვა. 9 აგ­ვის­ტოს, ბე­ლო­რუს­ში გა­მარ­თულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, ხმის თით­ქმის 80%-ით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო გახ­და. "ბატ­კა" ბე­ლო­რუსს 1994 წლი­დან მარ­თავს.

შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ამომ­რჩევ­ლებ­მა უბ­ნებ­ში და­ი­წყეს შეკ­რე­ბა, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ აქ­ცია უკონ­ტრო­ლო გახ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დარ­ბე­ვა და­ი­წყეს. გა­მარ­ჯვე­ბულ­თა გამ­ზირ­ზე "ომო­ნის" ხუთი ავ­ტო­ბუ­სი გა­მო­ვი­და. და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი.

ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი მე­ტო­ქე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბლო­გე­რი სერ­გეი ტი­ხა­ნოვ­სკი იყო, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე და­ა­პა­ტიმ­რა. სერ­გე­ის მე­უღ­ლემ, სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ი­ამ გა­და­წყვი­ტა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ იგი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად და­ა­რე­გის­ტრი­რა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სვეტ­ლა­ნას გარ­შე­მო სხვა და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბის შტა­ბე­ბიც გა­ერ­თი­ან­დნენ.

არ­ჩევ­ნებ­მა და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბე­ლო­რუ­სის დე­და­ქა­ლაქ­ში "დოჟ­დის" 2 ჟურ­ნა­ლის­ტი, ვლა­დი­მერ რო­მენ­სკი და ვა­სი­ლი პო­ლონ­სკი, ასე­ვე ოპე­რა­ტო­რი ნი­კო­ლაი ან­ტი­პო­ვი და­ა­კა­ვეს. წყა­რო

თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
200

ნეტა ამას ვინ და რა ეკითხება

aufff
113

ამას რაღა უნდა,იტინგიცე რააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

თეონა კონტრიძე  "ბატკას" წინააღმდეგ - "ბელორუსი ხალხისა და დემოკრატიის მხარეს ვარ!"

თეონა კონტრიძე  "ბატკას" წინააღმდეგ - "ბელორუსი ხალხისა და დემოკრატიის მხარეს ვარ!"

მომღერალი თეონა კონტრიძე მინსკში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ის თავის მიმართვაში აცხადებს, იგი ბელორუს ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ბელორუსს, ამ დალოცვილ მიწას უკავშირდება. 1994 წელს, როდესაც 17 წლის ვიყავი, ქალაქ ვიტებსკში გავხდი "სლავიანსკი ბაზარის" გამარჯვებული. სწორედ ამის შემდეგ გადავედი რუსეთში, რაც ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი იყო. მიჭირს იმის ყურება, რაც ახლა ბელორუსში ხდება. ეს არის მშვიდობისმოყვარე, კეთილი, მაგრამ ჯიუტი ხალხი. მთლიანობაში, დემოკრატიისა და ბელორუსი ხალხის მხარეს ვარ!“ - აცხადებს კონტრიძე.

მომღერალმა "ინსტაგრამზე" სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კაფეში ე.წ. „სირნიკებს“ ელოდება და მოლოდინის პროცესს მხატვრულად აღწერდა. დილის პოზიტიური განწყობის მიუხედავად, გულშემატკივრებმა ბელორუსში მიმდინარე მოვლენების შეფასება მოსთხოვეს.

მინსკში, საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა. 9 აგვისტოს, ბელორუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმის თითქმის 80%-ით გამარჯვებული ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო გახდა. "ბატკა" ბელორუსს 1994 წლიდან მართავს.

შედეგების გამოცხადების შემდეგ ამომრჩევლებმა უბნებში დაიწყეს შეკრება, რაც მოგვიანებით საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ აქცია უკონტროლო გახდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. გამარჯვებულთა გამზირზე "ომონის" ხუთი ავტობუსი გამოვიდა. დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი. არიან დაშავებულები.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთ-ერთი მთავარი მეტოქე პოპულარული ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი იყო, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააპატიმრა. სერგეის მეუღლემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, საარჩევნო კომისიამ იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სვეტლანას გარშემო სხვა დაურეგისტრირებელი ოპოზიციური კანდიდატების შტაბებიც გაერთიანდნენ.

არჩევნებმა დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა ბელორუსის დედაქალაქში "დოჟდის" 2 ჟურნალისტი, ვლადიმერ რომენსკი და ვასილი პოლონსკი, ასევე ოპერატორი ნიკოლაი ანტიპოვი დააკავეს. წყარო

თეონა რამაზაშვილი

"გახარიას რეიტინგის დაკნინების მცდელობას აჯობებდა, "დუმილის უფლება" გამოგეყენებინათ" - ბერდია სიჭინავა "ოცნებას" მიმართავს

Facebook-მა "ქართულ მარშთან" და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები წაშალა

"წნევამ ამიწია... კარგად ვარ უკვე" - რას წერს ელენე ხოშტარია კლინიკიდან?