სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს მო­უ­წო­დებს, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო კი­ლა­ძე გა­მო­კი­თხონ. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში უნდა შე­დი­ო­დეს, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა კი­თხვას ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გა­ე­ცეს.

„რო­დე­საც ელი­სო კი­ლა­ძე პირ­და­პირ ეთერ­ში ამ­ბობს, რომ ვი­ღაც და­უ­კავ­შირ­და და ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და თა­მუ­ნას­თან ან ვებ­ვერ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ვუ­წო­დებ გა­მო­ძი­ე­ბას, გა­მო­კი­თხოს ელი­სო კი­ლა­ძე, იქ­ნებ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს ეს ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ში უზუს­ტო­ბე­ბია, რაც გარ­კვე­ულ კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს.

„გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩვე­ნებს შო­რის ცდო­მი­ლე­ბა და შე­უ­სა­ბა­მო­ბა არის. რა თქმა უნდა, ეს გარ­კვე­ულ კი­თხვის ნიშ­ნებს ბა­დებს, რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ, ასე­ვე გარ­კვე­ულ ფაქ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც. ისევ და ისევ გა­მო­ძი­ე­ბა უნდა იყოს მონ­დო­მე­ბუ­ლი, რომ უფრო არ გაღ­რმავ­დეს უნ­დობ­ლო­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში უნდა შე­დი­ო­დეს“, - აღ­ნიშ­ნა რა­მიშ­ვილ­მა.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლის კომ­პი­უ­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ახლა სა­ბო­ლოო დას­კვნა უნდა გა­კეთ­დეს.

„შუ­ა­ლე­დუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გამ­ზა­დე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თა­ვის ვებგ­ვერ­დზე გა­ა­ა­ა­ჯა­რო­ვა და რა­საც ჩვე­ნი მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა, რად­გან არას­წო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბა ხდე­ბა. პირ­და­პირ არის ისე­თი ფორ­მა, თით­ქოს ამ გო­გო­ნამ თვით­მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა, რაც არას­წო­რია. მარ­თა­ლია, ყვე­ლა ვერ­სი­ას არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ ეს არას­წო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბაა და ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, არ შე­იძ­ლე­ბა ასე ვერ­სი­ე­ბი და დას­კვნე­ბი გა­სა­ჯა­როვ­დეს, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­ძი­ე­ბას ძა­ლი­ან ცუდ გა­რე­მოს უქ­მნის“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
140

რაღაც გაქვთ ჩახლაფორთებული

28

არ ცხელა?რა თბილადაა ჩაცმული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოკითხონ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ საქმეში არსებულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს.

„როდესაც ელისო კილაძე პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ვიღაც დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა თამუნასთან ან ვებვერდებთან დაკავშირებით, მოვუწოდებ გამოძიებას, გამოკითხოს ელისო კილაძე, იქნებ რა ინფორმაციას ფლობს ეს ადამიანი. ყველაფერი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისი განმარტებით, საქმეზე გამოკითხული ადამიანების ჩვენებებში უზუსტობებია, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

„გარკვეული ადამიანების ჩვენებს შორის ცდომილება და შეუსაბამობა არის. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, როგორც გამოძიების მიმართ, ასევე გარკვეულ ფაქტებთან მიმართებითაც. ისევ და ისევ გამოძიება უნდა იყოს მონდომებული, რომ უფრო არ გაღრმავდეს უნდობლობა. პირველ რიგში, ეს ყველაფერი გამოძიების ინტერესებში უნდა შედიოდეს“, - აღნიშნა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის კომპიუტერთან დაკავშირებით ექსპერტიზა დასრულებულია და ახლა საბოლოო დასკვნა უნდა გაკეთდეს.

„შუალედური ინფორმაცია გამზადებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გააააჯაროვა და რასაც ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, რადგან არასწორი ფორმულირება ხდება. პირდაპირ არის ისეთი ფორმა, თითქოს ამ გოგონამ თვითმკვლელობა ჩაიდინა, რაც არასწორია. მართალია, ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ეს არასწორი ფორმულირებაა და ჩემთვის მიუღებელია. შესაბამისად, არ შეიძლება ასე ვერსიები და დასკვნები გასაჯაროვდეს, რადგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებას ძალიან ცუდ გარემოს უქმნის“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ბაია "ბილაინში" მუშაობდა, საიდანაც წამოსვლას აპირებდა" - რას ამბობენ კომპანიაში გოგონაზე, რომელიც გარდაცვლილი ნახეს

"მთვრალი დაეჯახა ჯერ მანქანას, შემდეგ ქვეითებს და მიიმალა" - 25 წლის გოგოს ბრალი წარედგინა ფონიჭალის ავარიაზე, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში ველოსიპედების მაღაზია გაქურდეს - შსს-ს ცნობით, მაღაზიიდან ჩაფხუტები და თანხაა წაღებული