მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის 12 წლისთავს
როგორ ეხმაურება დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის 12 წლისთავს

რუ­სე­თი ყო­ველ­თვის იცავ­და და და­ი­ცავს მო­სა­ზღვრე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მშვი­დო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ, რუ­სე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომის 12 წლის­თავს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"დღეს 12 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის კრი­მი­ნა­ლურ ქცე­ვას უპა­სუ­ხა. უპა­სუ­ხა ნა­ძირ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბებს, რომ­ლებ­მაც სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის, და­უც­ვე­ლი მო­ხუ­ცე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცე­ცხლის გახ­სნის ბრძა­ნე­ბა გას­ცეს,“- წერს მედ­ვე­დე­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში".

მისი მტკი­ცე­ბით, რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თი და ე.წ. „სამ­ხრეთ ოსე­თი“ აგ­რე­სი­ის­გან და­იც­ვა.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს რუ­სე­თის­თვის ომის გა­მო­ცხა­დე­ბას ნიშ­ნავ­და. აი, რა­ტომ მი­ვი­ღე ძა­ლი­ან რთუ­ლი, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - და­მეც­ვა აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი აგ­რე­სი­ის­გან, შემ­დეგ კი, მათი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­თხოვ­ნის თა­ნახ­მად, მათი სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მე­ღი­ა­რე­ბი­ნა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სამ­ხრეთ კავ­კა­სია გა­და­იქ­ცე­ო­და დენ­თის კას­რად, რაც რუ­სე­თის­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო" - წერს მედ­ვე­დე­ვი.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თი მო­სა­ზღვრე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მშვი­დო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას იცავ­და და მო­მა­ვალ­შიც და­ი­ცავს.

"ჩვე­ნი ყო­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ერ­თა­დერ­თი წრფე­ლი სურ­ვი­ლით არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი. გარ­და ამი­სა, ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი უნდა იყოს, რომ რუ­სე­თი არას­დროს და­უშ­ვებს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე თავ­დას­ხმას, სა­დაც არ უნდა მოხ­დეს ეს. ჩვე­ნი პა­სუ­ხი ყო­ველ­თვის ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ სტა­ბი­ლუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა რო­გორც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე მთელს მსოფ­ლი­ო­ში" - გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედვედევს
0

შენ სულ აგერია თავში რაღაცეები... პრეზიდენტს უპასუხეთ თუ საქართველოს მოსახლეობას?!.. კადრები არსებობს როგორც უპასუხეთ მშვიდობიან მოსახლეობას!..

თქვენ ეხლაც „პასუხობთ“ ვითომ ზელენსკის მაგრამ რეალურად მშვიდობიან მოსახლებას!..

ერთი დეტალიც გავახსენოთ დიმოჩკას!
2

და ამ "მეზობელ სახელმწიფოებში მშვიდობის და სტაბილურობის დამცველებმა", საკუთარ ქვეყანაში (ჩეჩნეთში) ყოველი მე-5 ადამიანი მოკლეს და, ძირითადად ესენი იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები!!!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ ეხმაურება დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის 12 წლისთავს

როგორ ეხმაურება დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის 12 წლისთავს

რუსეთი ყოველთვის იცავდა და დაიცავს მოსაზღვრე სახელმწიფოების მშვიდობასა და სტაბილურობას, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც ის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავს გამოეხმაურა.

"დღეს 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის კრიმინალურ ქცევას უპასუხა. უპასუხა ნაძირლების მოქმედებებს, რომლებმაც სამშვიდობოების, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცეს,“- წერს მედვედევი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

მისი მტკიცებით, რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ აგრესიისგან დაიცვა.

"ფაქტობრივად, ეს რუსეთისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. აი, რატომ მივიღე ძალიან რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება - დამეცვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აგრესიისგან, შემდეგ კი, მათი მოქალაქეების მოთხოვნის თანახმად, მათი სრული დამოუკიდებლობა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში სამხრეთ კავკასია გადაიქცეოდა დენთის კასრად, რაც რუსეთისთვის სრულიად მიუღებელი იყო" - წერს მედვედევი.

მისივე თქმით, რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოების მშვიდობასა და სტაბილურობას იცავდა და მომავალშიც დაიცავს.

"ჩვენი ყოველი მოქმედება და გადაწყვეტილება ამ ერთადერთი წრფელი სურვილით არის ნაკარნახევი. გარდა ამისა, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს საკუთარ მოქალაქეებზე თავდასხმას, სადაც არ უნდა მოხდეს ეს. ჩვენი პასუხი ყოველთვის ადეკვატური იქნება იმისთვის, რომ დავიცვათ სტაბილურობა და უსაფრთხოება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში" - განაცხადა მედვედევმა.