მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცდილობენ იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თავი მოიკლა" - რა მოთხოვნა აქვთ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატს შსს-სთან
"ცდილობენ იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თავი მოიკლა" - რა მოთხოვნა აქვთ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატს შსს-სთან

გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი ითხო­ვენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი ინ­ფორ­მა­ცია აღარ გა­ა­სა­ჯა­რო­ვოს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბით, უწყე­ბა ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ავ­რცე­ლოს აზრი, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი კი არ მოკ­ლეს, არა­მედ თავი მო­იკ­ლა.

"მო­თხოვ­ნა გვაქვს, რომ იმ­დაგ­ვა­რი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პირ­და­პირ თე­სავს აზრს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ით მი­დის და თით­ქოს, სხვა ვერ­სია არ არ­სე­ბობს, აღარ გავ­რცელ­დეს, არც ექ­სპერ­ტი­ზის არა­ნა­ი­რი შუ­ა­ლე­დუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რად­გან ეს პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არის მცდე­ლო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იყოს გან­წყო­ბა, თით­ქოს, თა­მუ­ნა კი არ მო­უკ­ლავთ, არა­მედ თა­მუ­ნამ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ამ­თავ­რა.

ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, და­გეგ­მი­ლად ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის მიერ. ეს გუ­ში­ნაც ვუ­თხა­რი მთა­ვარ პრო­კუ­რორს და დღეს უკვე, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ჯგუფს მო­ვახ­სე­ნე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბრი­ფინგზე ით­ქვა, რომ თა­მუ­ნას ფსი­ქო­ლო­გი ჰყავ­და, რომ მის საქ­მე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია წე­რი­ლი, აბე­ბი და მერე უკვე ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა გა­ავ­რცე­ლეს, რაც პირ­და­პირ უთი­თებს, რომ თვით­მკვლე­ლო­ბის იქით არა­ნა­ირ ვერ­სი­ა­ზე არ მუ­შა­ობ­დნენ“, - აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
103

აი ვინც ამას ადვოკატი დაარქვა რა..

 

nini
106

და რა არ მოგწონთ საინტერესოა, ამდენი ხანი თრილერში რომ აცხოვრებთ საქართველოს ეგ შეიძლება, დეტექტიურ ბოდვაში. თუ ავად იყო და თავი მოიკლა, ძალიან დასანანია, მაგრამ რას ვიზამთ, ამ უაზრობებით გააცოცხლებთ ბავშვს? თავის დროზე ეზრუნა ოჯახს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ცდილობენ იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თავი მოიკლა" - რა მოთხოვნა აქვთ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატს შსს-სთან

"ცდილობენ იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თავი მოიკლა" - რა მოთხოვნა აქვთ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატს შსს-სთან

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შუალედური ინფორმაცია აღარ გაასაჯაროვოს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რამიშვილი აცხადებს, მსგავსი ინფორმაციების გავრცელებით, უწყება ცდილობს საზოგადოებაში გაავრცელოს აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კი არ მოკლეს, არამედ თავი მოიკლა.

"მოთხოვნა გვაქვს, რომ იმდაგვარი შინაარსის განცხადებები, რომელიც საზოგადოებაში პირდაპირ თესავს აზრს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიით მიდის და თითქოს, სხვა ვერსია არ არსებობს, აღარ გავრცელდეს, არც ექსპერტიზის არანაირი შუალედური მონაცემები, რადგან ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მიზანმიმართულად არის მცდელობა, საზოგადოებაში იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თამუნამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.

ეს მიზანმიმართულად, დაგეგმილად ხდება გარკვეული ჯგუფის მიერ. ეს გუშინაც ვუთხარი მთავარ პროკურორს და დღეს უკვე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლების ჯგუფს მოვახსენე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე ითქვა, რომ თამუნას ფსიქოლოგი ჰყავდა, რომ მის საქმეში აღმოჩენილია წერილი, აბები და მერე უკვე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაავრცელეს, რაც პირდაპირ უთითებს, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირ ვერსიაზე არ მუშაობდნენ“, - აცხადებს რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

''არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება... ეს თქვენ  დაგჭირდებათ გაქცევა მალე" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ემუქრებიან

"ამირხანაშვილი მეხუთედ გამოკითხეს... რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება" - რას ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა - პროკურორი