სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაშვილის კლინიკაში ნაწლავური ინფექციით 10 ბავშვი მკურნალობს, ყველა დასასვენებლად იყო ბათუმში - დაბინძურებულია თუ არა წყალი საზღვაო ქალაქში
იაშვილის კლინიკაში ნაწლავური ინფექციით 10 ბავშვი მკურნალობს, ყველა დასასვენებლად იყო ბათუმში - დაბინძურებულია თუ არა წყალი საზღვაო ქალაქში

იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ბა­თუ­მი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი 9 და ახალ­ცი­ხი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი 1 მო­ზარ­დი ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბის დი­აგ­ნო­ზით მკურ­ნა­ლო­ბენ. პა­ცი­ენ­ტე­ბის მშობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა მათ­გა­ნი და­სას­ვე­ნებ­ლად ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რა შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო მო­ზარ­დე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა იაშ­ვი­ლის კლინ­კა­ში უჭირთ. რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს და­სად­გე­ნად ანა­ლი­ზე­ბი ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შია გაგ­ზავ­ნი­ლი და პა­სუ­ხე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"ჩვენ­თან ამ ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლობს ბა­თუ­მი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი 9 ბავ­შვი. მათ­გან ორის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა. აქვთ თირკმელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი. ანა­ლი­ზე­ბი გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს დად­გე­ნა­ში ჩარ­თუ­ლია რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ისე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი", - აცხა­დე­ბენ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში.

ბავ­შვე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო წყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" მომ­ხმა­რე­ბელ­მა პა­ა­ტა შა­რა­შე­ნი­ძემ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ უც­ნო­ბი ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო შე­საძ­ლოა სას­მე­ლი წყა­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

"გუ­შინ დავ­ბრუნ­დი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კი­დან, სა­დაც 17 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი წევს, სა­ი­და­ნაც 4 უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - გა­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ ორი­ვე თირკმე­ლი, უკე­თე­ბენ დი­ა­ლეზს ყო­ველ­დღი­უ­რად, მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი, რო­მელ­საც ვერ არე­გუ­ლი­რე­ბენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით, სხვა სირ­თუ­ლე­ებ­თან ერ­თად. ყვე­ლა ბავ­შვი ან ბა­თუ­მის მკვიდ­რია ან მშობ­ლებ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად იყო ბა­თუმ­ში. ყვე­ლას ორ­გა­ნიზ­მშია ნაწ­ლა­ვუ­რი ჩხი­რი Escherichia coli. რო­გორც ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მო­ვი­და პა­სუ­ხი - ეს ჩხი­რი ბავ­შვე­ბის ორ­გა­ნიზ­მში წყლის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვი­და, ზღვა თუ და­სა­ლე­ვი წყა­ლი, ეს არ ვი­ცით.

ბავ­შვე­ბი 3 წლი­დან 11 წლამ­დეა და, მარ­თა­ლია, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ ამ ბავ­შვე­ბი­სათ­ვის და მათი ორ­გა­ნიზ­მი­დან ბაქ­ტე­რი­ის გა­მო­სა­დევ­ნად, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ამა­ოდ. ეს ბავ­შვე­ბი ექი­მებ­თან ერ­თად ყო­ველ წუთს ებ­რძვი­ან ამ სა­ში­ნელ ჩხირს, რომ იცო­ცხლონ.

17 ბავ­შვი­დან 1 ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლის შვი­ლია 3 წლის ალე­კუ­ნა, მე არ გთხოვთ დახ­მა­რე­ბას ფი­ნან­სუ­რად, მხო­ლოდ იმას გთხოვთ, რომ გა­ა­ზი­ა­როთ პოს­ტი, რომ სხვა ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ბა­თუმ­ში ცხოვ­რო­ბენ ან და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბი­ან ან ჩავ­ლენ, მო­ა­რი­დონ და­სა­ლევ წყალს ყვე­ლა გზით, რომ ისი­ნი მა­ინც ავა­ცი­ლოთ ამ სა­ში­ნელ ვირუსს თუ ჩხირს, აღარ ვიცი რა და­ვარ­ქვა.

სა­წყი­სი სიმპტო­მე­ბია - მუც­ლის ღრუ­ში ტკი­ვი­ლი, დი­ა­რეა და სი­ცხე. ამ სიმპტო­მე­ბის დროს ნუ ენ­დო­ბით ექიმს, რო­მე­ლიც გე­ტყვით, რომ უბ­რა­ლო გა­დას­ხმით გან­კურ­ნავს ბავ­შვს, გთხოვთ მა­შინ­ვე მი­მარ­თეთ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას, რად­გან ყვე­ლა გა­სუ­ლი დღე ამ­ძი­მებს ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბას და ხელს უწყობს ვირუ­სუ­ლი ჩხი­რის გან­ვი­თა­რე­ბას", - წერს პა­ა­ტა შა­რა­შე­ნი­ძე.

შა­რა­შე­ნი­ძის მიერ გა­მოთ­ქმულ ვა­რა­უდს ბა­თუმ­ში სას­მე­ლი წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ბა­თუ­მის წყა­ლი".

"სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა, ნაწ­ლა­ვუ­რი ჩხი­რი Escherichia coli ბა­თუმ­ში სას­მე­ლი წყლის­გან გავ­რცელ­და, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ბა­თუ­მის წყა­ლი­დან" აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბა­თუ­მის წყლის" მიერ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის თვი­სე­ბე­ბი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სას­მე­ლი წყლის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით დად­გე­ნილ ნორ­მა­ტი­ვებს.

"ბა­თუ­მის წყალს" აქვს ულტრა თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რია, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს წყლის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი და მო­ნი­ტო­რინ­გი. წყლის ხა­რის­ხის უწყვეტ რე­ჟიმ­ში მო­ნი­ტო­რინგს ლა­ბო­რა­ტო­რია სას­მე­ლი წყლის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით დად­გე­ნი­ლი ქი­მი­უ­რი და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ახორ­ცი­ე­ლებს. ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი სა­თაო ნა­გე­ბო­ბებ­ზე, რე­ზერ­ვუ­ა­რებ­ში და ქა­ლა­ქის წყალ­სა­დე­ნის ქსელ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ონ­კა­ნებ­თან მის­ვლამ­დე სას­მე­ლი წყა­ლი და­მუ­შა­ვე­ბის რამ­დე­ნი­მე ეტაპს გა­დის. წყალ­მიმ­ღე­ბი­დან აღე­ბუ­ლი წყა­ლი გა­დის ორ­ჯე­რად ქლო­რი­რე­ბას, იფილტრე­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­და­დის წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის სის­ტე­მა­ში.

"ბა­თუ­მის წყლის" ლა­ბო­რა­ტო­რია ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი ორ­გა­ნო - აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ცენ­ტრი, "ბა­თუ­მის წყლის" ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გეგ­მი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებს.

ლა­ბო­რა­ტო­რია უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი უახ­ლე­სი გერ­მა­ნუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი (HACH და IDEXX) მე­თო­დით ტარ­დე­ბა, რაც გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, უმოკ­ლეს ვა­და­ში და­ვად­გი­ნოთ სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი. ეს მე­თო­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩვენ დავ­ნერ­გეთ.

ინ­ფორ­მა­ცია სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლეა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ვაწ­ვდით.

კომ­პა­ნია "ბა­თუ­მის წყლის" ლა­ბო­რა­ტო­რია ISO 17025-ის 2017:2018 მფლო­ბე­ლია. ISO სტან­დარ­ტის და აკ­რე­ტი­და­ცი­ის დაც­ვა უმ­კაც­რე­სი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ნიშ­ნავს. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ "ბა­თუ­მის წყა­ლის" მიერ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის თვი­სე­ბე­ბი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სას­მე­ლი წყლის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით დად­გე­ნილ ნორ­მა­ტი­ვებს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!
2

ძაღლები ჩაჰყავთ პლაჟზე და ხალხთან ერთად აბანავებენ. უკულტურო ხალხს ძაღლის ყოლა უნდა აეკრძალოს. ან პლაჟზე ჩასვლა.

!!!!!!
2

ძაღლები ჩაჰყავთ პლაჟზე და ხალხთან ეეთად აბანავებენ. უკულტურო ხალხს ძაღლის ყოლა უნდა აეკრძალოთ, ან საერთოდ პლაჟზე სიარული:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

იაშვილის კლინიკაში ნაწლავური ინფექციით 10 ბავშვი მკურნალობს, ყველა დასასვენებლად იყო ბათუმში - დაბინძურებულია თუ არა წყალი საზღვაო ქალაქში

იაშვილის კლინიკაში ნაწლავური ინფექციით 10 ბავშვი მკურნალობს, ყველა დასასვენებლად იყო ბათუმში - დაბინძურებულია თუ არა წყალი საზღვაო ქალაქში

იაშვილის კლინიკაში ბათუმიდან გადმოყვანილი 9 და ახალციხიდან გადმოყვანილი 1 მოზარდი ნაწლავური ინფექციის გართულების დიაგნოზით მკურნალობენ. პაციენტების მშობლების განცხადებით, ყველა მათგანი დასასვენებლად ბათუმში იმყოფებოდა.

რა შეიძლებოდა გამხდარიყო მოზარდების ინფიცირების წყარო - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იაშვილის კლინკაში უჭირთ. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ინფექციის წყაროს დასადგენად ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"ჩვენთან ამ ეტაპზე მკურნალობს ბათუმიდან გადმოყვანილი 9 ბავშვი. მათგან ორის მდგომარეობა საყურადღებოა. აქვთ თირკმელთან დაკავშირებული გართულებები. ანალიზები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ინფექციის წყაროს დადგენაში ჩართულია როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი", - აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.

ბავშვების ინფიცირების სავარაუდო წყაროსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მომხმარებელმა პაატა შარაშენიძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ უცნობი ინფექციის წყარო შესაძლოა სასმელი წყალი გამხდარიყო.

"გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან, სადაც 17 მცირეწლოვანი ბავშვი წევს, საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია - გაჩერებული აქვთ ორივე თირკმელი, უკეთებენ დიალეზს ყოველდღიურად, მაღალი სიცხეები, რომელსაც ვერ არეგულირებენ ანტიბიოტიკებით, სხვა სირთულეებთან ერთად. ყველა ბავშვი ან ბათუმის მკვიდრია ან მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ბათუმში. ყველას ორგანიზმშია ნაწლავური ჩხირი Escherichia coli. როგორც ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი - ეს ჩხირი ბავშვების ორგანიზმში წყლის საშუალებით შევიდა, ზღვა თუ დასალევი წყალი, ეს არ ვიცით.

ბავშვები 3 წლიდან 11 წლამდეა და, მართალია, იაშვილის კლინიკაში ყველაფერს აკეთებენ ამ ბავშვებისათვის და მათი ორგანიზმიდან ბაქტერიის გამოსადევნად, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. ეს ბავშვები ექიმებთან ერთად ყოველ წუთს ებრძვიან ამ საშინელ ჩხირს, რომ იცოცხლონ.

17 ბავშვიდან 1 ჩემი დეიდაშვილის შვილია 3 წლის ალეკუნა, მე არ გთხოვთ დახმარებას ფინანსურად, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ გააზიაროთ პოსტი, რომ სხვა ბავშვები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ ან დასასვენებლად იმყოფებიან ან ჩავლენ, მოარიდონ დასალევ წყალს ყველა გზით, რომ ისინი მაინც ავაცილოთ ამ საშინელ ვირუსს თუ ჩხირს, აღარ ვიცი რა დავარქვა.

საწყისი სიმპტომებია - მუცლის ღრუში ტკივილი, დიარეა და სიცხე. ამ სიმპტომების დროს ნუ ენდობით ექიმს, რომელიც გეტყვით, რომ უბრალო გადასხმით განკურნავს ბავშვს, გთხოვთ მაშინვე მიმართეთ იაშვილის კლინიკას, რადგან ყველა გასული დღე ამძიმებს ბავშვის მდგომარეობას და ხელს უწყობს ვირუსული ჩხირის განვითარებას", - წერს პაატა შარაშენიძე.

შარაშენიძის მიერ გამოთქმულ ვარაუდს ბათუმში სასმელი წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა "ბათუმის წყალი".

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი Escherichia coli ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ბათუმის წყალიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, "ბათუმის წყლის" მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს.

"ბათუმის წყალს" აქვს ულტრა თანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი. წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგს ლაბორატორია სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესაბამისად ახორციელებს. ხარისხის კონტროლი სათაო ნაგებობებზე, რეზერვუარებში და ქალაქის წყალსადენის ქსელში ყოველდღიურად ხორციელდება. ონკანებთან მისვლამდე სასმელი წყალი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის. წყალმიმღებიდან აღებული წყალი გადის ორჯერად ქლორირებას, იფილტრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის წყალგაყვანილობის სისტემაში.

"ბათუმის წყლის" ლაბორატორია ტექნიკური აღჭურვილობისა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი, "ბათუმის წყლის" ლაბორატორიაში ყოველწლიურად გეგმიური მონიტორინგის სამუშაოებს ახორციელებს.

ლაბორატორია უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი უახლესი გერმანული და ამერიკული (HACH და IDEXX) მეთოდით ტარდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, უმოკლეს ვადაში დავადგინოთ სასმელი წყლის ხარისხი. ეს მეთოდები საქართველოში პირველად ჩვენ დავნერგეთ.

ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის შესახებ სრულიად გამჭვირვალეა და საზოგადოებას მედიის საშუალებით პერმანენტულად ვაწვდით.

კომპანია "ბათუმის წყლის" ლაბორატორია ISO 17025-ის 2017:2018 მფლობელია. ISO სტანდარტის და აკრეტიდაციის დაცვა უმკაცრესი მოთხოვნების შესრულებას ნიშნავს. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ "ბათუმის წყალის" მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქობულეთში, ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდგინდა

გადაუღებელი წვიმა, გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანები, დაზიანებული გზები და ხიდები - ლენტეხი სტიქიას ებრძვის (ფოტო და ვიდეომასალა სტიქიის  ზონიდან)

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა