მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, შესაძლოა თვითმკვლელობის ვერსიის  დადგმაზე წინასწარ იზრუნეს" - უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე
"თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, შესაძლოა თვითმკვლელობის ვერსიის  დადგმაზე წინასწარ იზრუნეს" - უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე

შსს-მ თა­მარ ბა­ჩა­ლი­ა­ში­ლის კომ­პი­უ­ტე­რის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის ნა­წი­ლი გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნა იმის გან­ცდა, რომ უწყე­ბა მხო­ლოდ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს. "What will happen to my Facebook account if I pass away?" - რა მო­უ­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" ჩემს ან­გა­რიშს თუ გარ­და­ვიც­ვლე­ბი? - ეს ერთ-ერ­თია იმ სა­ძი­ე­ბო ფრა­ზე­ბი­დან, რაც შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩა­ლი­ა­ში­ლის ლეპ­ტო­პი­დან ამო­ი­ღეს. უწყე­ბის თქმით, თა­მარ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე 1 თვით ადრე რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­წე­რა სხვა­დას­ხვა სა­ძი­ე­ბო ველ­ში შე­კი­თხვა თვით­მკვლე­ლო­ბის თე­მა­ტი­კა­ზე.

2020 წლის 18 ივ­ნისს, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ერთი თვით ადრე - 00:16:37 სა­ათ­ზე თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ "გუ­გლის" სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში ჩა­წე­რი­ლია სი­ტყვე­ბი: best ways for suicide - რაც ქარ­თუ­ლად ნიშ­ნავს: "სა­უ­კე­თე­სო გზე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბის­თვის" - წე­რია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში. ამას­თა­ნა­ვე, საქ­მე­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოჩ­ნდა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და კურ­სე­ლი ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის ოჯახს მის შეყ­ვა­რე­ბუ­ლად გა­ეც­ნო. ის გა­მო­ძი­ე­ბას ახალ კი­თხვებს უს­ვამს, მათ შო­რის იმ კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც თა­მა­რი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და და რო­მე­ლიც, მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლო­ბის­თვის შე­უ­სა­ბა­მო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა". მის მი­მართ კი­თხვე­ბი აქვს ოჯახს და ად­ვო­კატ­საც. ამ სა­კი­თხე­ბის ირ­გვლივ ambebi.ge ექ­სპერტს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო და­ვით, რას გე­უბ­ნე­ბათ შსს-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ გო­გო­ნა "გუ­გლ­ში" თვით­მკვლე­ლო­ბის მე­თო­დებს ეძი­ებ­და?

- ეს შე­იძ­ლე­ბა იმით აიხ­სნას, რომ თუ ვინ­მეს გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და გო­გო­ნას ლიკ­ვი­და­ცია, მათ ამა­ზე, ანუ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის დად­გმა­ზე წი­ნას­წარ იზ­რუ­ნეს. თა­მა­შის მე­თო­დო­ლო­გი­ით, იგი აქამ­დე მი­იყ­ვა­ნეს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში ეს ინ­ფორ­მა­ცია ნამ­დვი­ლად გო­გო­ნამ შე­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტში რა­ღაც ისე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­უქ­მნეს, რათა მას რე­ა­ლუ­რად ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა, განა ის, რომ თა­მა­რი რე­ა­ლუ­რად ფიქ­რობ­და თა­ვის მოკ­ვლას, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მო­ა­ძებ­ნი­ნეს, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ფორ­მით, ისე, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ამას ფიქ­რობ­დნენ. ხომ შე­იძ­ლე­ბა სუ­ი­ციდ­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლე­ვა შე­მიკ­ვე­თოთ, მეც ავ­დგე და და­ვი­წყო კვლე­ვა. მა­ინც მგო­ნია, რომ ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია უფრო მა­ღა­ლი დო­ნის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან და გა­მო­ძი­ე­ბის უნ­დობ­ლო­ბის ხა­რის­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შსს იძუ­ლე­ბუ­ლია ყვე­ლა მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნოს. ვფიქ­რობ, ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა ისე­თი მა­სა­ლე­ბი, რომ­ლის და­ჯე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არის და­სად­გე­ნი, ეს ამ სიკ­ვდი­ლის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი, მა­ნამ­დეა რა­ღა­ცის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი, თუ რა. გუ­შინ "მთა­ვარ­თან" კომ­პა­ნია ZAG-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღი­ა­რა, რომ ის პორ­ნო­სა­ი­ტე­ბის ციფ­რულ მომ­სა­ხუ­რე­ბას ეწე­ო­და, ანუ და­დას­ტურ­და ის, რა­ზეც ჩვენს ინ­ტერ­ვი­უ­ში ვსა­უბ­რობ­დით.

კომ­პა­ნია რომ ალა­მა­ზებს, კი, ეს გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ მას­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დიო, ეს ასე არ არის. ის პორ­ნო­ინ­დუსტრი­ის ნა­წი­ლი გახ­და. პორ­ნო­ინ­დუსტრია არის მსგავ­სი ნარ­კო­ინ­დუსტრი­ის - თუ ჩვე­ნი არ ხარ, სა­ერ­თოდ აღარ ხარ.

- საქ­მე­ში ახა­ლი ფი­გუ­რან­ტი - ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე გა­მოჩ­ნდა. თქვენც ფიქ­რობთ, რომ ის თა­მა­რის თვით­მარ­ქვია "შეყ­ვა­რე­ბუ­ლია"? რა როლი აქვს მას ამ ყვე­ლა­ფერ­ში?

- ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე უცებ შე­მო­იჭ­რა საქ­მე­ში და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ის ან კონ­კრე­ტუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის მიერ არის შე­მოგ­დე­ბუ­ლი, ან მან კი­დევ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია იცის და შე­საძ­ლოა, ში­შის გამო ამ გან­ცხა­დე­ბე­ბით თავს იცავს. ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო სი­ტუ­ა­ცი­აა... თით­ქოს ისე მი­დის საქ­მე, რა­ზეც აქ­ცენ­ტე­ბი თა­ვი­დან­ვე გა­ვა­კე­თე. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­ხე­ბი, რომ­ლი­თაც ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ი­ცე­მო­და. მას შემ­დეგ, რა გან­ცხა­დე­ბებ­საც ეს ბიჭი აკე­თებს, თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სია გა­მო­რი­ცხუ­ლი მგო­ნია. ეს უკვე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა უარ­ყონ, ან და­ა­სა­ბუ­თონ. ეს ადა­მი­ა­ნი ისეთ სიღ­რმი­სე­ულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე საკ­მა­ოდ ცუ­დად მა­ნი­პუ­ლი­რებს.

- რო­მე­ლი გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის მიერ შე­იძ­ლე­ბა იყოს "შე­მოგ­დე­ბუ­ლი" ლობ­ჟა­ნი­ძე?

- არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ჩვენ უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო სა­მა­სა­ხუ­რე­ბის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ ვიმ­ყო­ფე­ბით. გე­მახ­სოვ­რე­ბათ ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბა, რო­მელ­მაც უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბა­ში და რო­მელ­მაც ხელი შე­უ­წყო 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას". რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გვქონ­და ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია ვი­ფიქ­რო ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ვერ­სი­ა­ზე, რომ მარ­თლა მომ­ხდა­რი­ყო გა­ბუ­ნი­ას მკვლე­ლო­ბა სწო­რედ იმ მო­ტი­ვით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­წყო­ბე­ბი შექ­მნი­ლი­ყო, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის რღვე­ვი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბა გამ­ხდა­რი­ყო.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ეს ბიჭი კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტე­რესჯ­გუ­ფის მიერ იყოს შე­მოგ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ამ მკვლე­ლო­ბას­თან და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმი­სათ­ვის, რომ თავ­გზა აუ­რი­ოს გა­მო­ძი­ე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. არ მგო­ნია, ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე მარ­ტო იყოს, შე­საძ­ლოა, ის ღია ფორ­მით გა­მო­ვი­და, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ვფიქ­რობ, ღია წყა­რო­ებ­ში, მეტი დე­ზინ­ფორ­მა­ცია წა­მო­ვა და მათ შო­რის, სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ში მა­ს­მე­დი­აც იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფოს გა­უჩ­ნდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საზ­რუ­ნა­ვი, გა­ა­ნე­იტ­რა­ლოს ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლის, პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის სა­ზი­ა­ნო დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში გა­დაზ­რდის მცდე­ლო­ბე­ბი. დღეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი ფაზა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ მას მერე, რაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გავ­ხდით, ეს ერ­თა­დერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც არ წა­მო­ე­გო ომის პრო­ვო­კა­ცი­ას, რაც სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბილ სა­ხელ­მწი­ფო(ებ)ს არ აწყობს და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლია ქვეყ­ნის შიდა ამ­ბოხზე.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, რომ ასე­თი მა­ღა­ლი მას­შტა­ბით სა­დაზ­ვერ­ვო ნიშ­ნე­ბის შემ­ცვე­ლი ქმე­დე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს და ა.შ. მი­მარ­თუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ და ახლა გვაქვს გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის დე­მო­რა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის. ანა­ლო­გი­უ­რი ვით­რე­ბა იყო შექ­მნი­ლი პრე­ზი­დენტ გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ძა­ლა­დობ­რი­ვი", ხოლო პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "მშვი­დო­ბი­ა­ნი" დამ­ხო­ბის პე­რი­ოდ­შიც.

მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ დაზ­ვერ­ვას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი წრე­ე­ბი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ.

- გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ მას შემ­დეგ გა­უჩ­ნდა ეჭვი, რაც ის ურ­ჩევ­და, რომ საქ­მე­ში FBI-ს ჩარ­თვა არ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი...

- ეს ბიჭი აკე­თებს სა­პი­რის­პი­რო გან­ცხა­დე­ბას - სა­ერ­თოდ არ არის FBI სა­ჭი­რო, თვი­თონ შე­მიძ­ლია რა­ღა­ცე­ე­ბის გარ­კვე­ვაო. ვფიქ­რობ, FBI-ს ჩარ­თვა იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. თუნ­დაც იმ მო­ტი­ვით, რომ სა­დაზ­ვერ­ვო პრო­პა­გან­დით ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სო­ლი­დურ ნა­წილს არ სჯე­რა გა­მო­ძი­ე­ბის. თუ კომ­პი­უ­ტერ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­კა­დი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ მი­მო­წე­რა­საც ეხე­ბა, რა შეკ­ვე­თებ­ზე მუ­შა­ობ­და და რა მი­მარ­თუ­ი­ლე­ბით იგ­ზავ­ნე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, შე­იძ­ლე­ბა 100%-იანი დას­კვნე­ბი და­ი­დოს.

მო­ნა­ცემ­თა კვა­ლის წაშ­ლა, რო­გორც შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, კომ­პი­უ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით არ­სე­ბობ­და ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­კა­დი, რო­მე­ლიც ოპე­რა­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. სა­ჭი­როა გა­ი­შიფ­როს მი­მო­წე­რის არ­ხე­ბი, რათა დად­გინ­დეს, რაზე მუ­შა­ობ­და გო­გო­ნა, სა­ყუ­რა­დღე­ბოა სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, რომ­ლი­თაც მას შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ზე თან­ხე­ბი ერი­ცხე­ბო­და. კი­დევ ერთი მო­მენ­ტი. ზო­გა­დად ამა­ზე არა­ვინ ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ არ უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს, რომ არ­სე­ბობს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა ჰიპ­ნო­ზი, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნი შე­გიძ­ლია მი­იყ­ვა­ნო ნე­ბის­მი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე. ამ ვერ­სი­ას­თან ერ­თად, სა­ყუ­რა­დღე­ბო იქ­ნე­ბა, ნარ­კო­ბიზ­ნეს­თან და ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბის გა­მო­რი­ცხვა, ამი­ტომ ვერ­სი­ის დო­ნე­ზე ესეც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

- ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია მა­ს­მე­დი­ას­თან, აწყობს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებს და ზო­გა­დად, მისი პერ­სო­ნა ბევრ ეჭვსა და კი­თხვის ნი­შანს აჩენს...

- ეს ბიჭი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს მა­ს­მე­დი­ა­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც ამოწ­მებს იმ კუ­თხით, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ ისი­ნი. შე­საძ­ლოა ის იყოს შე­მოგ­დე­ბუ­ლი იმ ჯგუ­ფის მიერ, რო­მელ­მაც ამ გო­გო­ნას მი­მართ რა­ღაც და­გეგ­მა, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, პი­რო­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, ფი­ნან­სუ­რი, ან კრი­მი­ნა­ლუ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­ეც­დე­ბი­ან გარ­კვე­უ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის სივ­რცე­ში გახ­ვი­ონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მარ­თონ ის­რე­ბი. უნდა და­ვე­ლო­დოთ ავ­ტო­მან­ქა­ნის ექ­სპერ­ტი­ზა­საც, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არ­სე­ბობს ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რაც ამ საქ­მე­ში მეც­ნი­ერ-ფსი­ქო­ლო­გე­ბის, მეც­ნი­ერ-ფსი­ქი­ატ­რე­ბის, მეც­ნი­ერ-ნარ­კო­ლო­გე­ბი­სა და ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას აყე­ნებს დღის წეს­რიგ­ში. ეს კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა არ­სე­ბობ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ი­შიფ­როს სხვა მი­მო­წე­რე­ბი, უნდა მოხ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ჯვა­რე­დი­ნი კვე­თა და ის, რა მა­კავ­ში­რებ­ლე­ბი აქვთ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ერ­თმა­ნეთ­თან, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან მი­მო­წე­რა­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. ეს არ არის მარ­ტი­ვი და მოკ­ლე პე­რი­ო­დის სა­მუ­შაო. ოჯა­ხის მეს­მის, და­ნარ­ჩე­ნი არა­ვი­სი. რაც უნდა და­აჩ­ქა­რო გა­მო­ძი­ე­ბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი მი­მო­წე­რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო? ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ დარ­ღვე­ულ იქ­ნას წო­ნას­წო­რო­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არაფ­რით აწყობს, გა­ჯან­ჯლ­დეს ეს პრო­ცე­სი, კარ­ზეა მომ­დგა­რი არ­ჩევ­ნე­ბი... რაც მეტი გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი საქ­მე იქ­ნე­ბა, მით უფრო გა­მარ­ტივ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია, რაც რო­გორც სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბის პრაქ­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, ყო­ველ­თვის წინ უს­წრებს სულ მცი­რე, არ­სე­ბუ­ლი წეს­წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი დამ­ხო­ბის მცდე­ლო­ბას.

"პორ­ნო სა­ი­ტის­თვის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა გაგ­ვი­კე­თე­ბია, თუმ­ცა პორ­ნო ინ­დუსტრი­ას­თან შე­ხე­ბა არ გვაქვს" - ZAG-ის დი­რექ­ტო­რი გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკა
195

ამ ინტერვიუდან გამომდინარე, ის მაინც უნდა შევიგნოთ, რომ ასეთი რთული საქმის გამოძიება არ ხდება 20 დღეში და მით უფრო არ გაიხსნება გვარამიას მოწყობილი დაკითხვებით.

gio
0

bachana shengelia aris absolituri sociopati misi feisbuqi daatvalieret sheyvarebuli ki ara megobrebi ar yavs tavisi samyaroshia 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, შესაძლოა თვითმკვლელობის ვერსიის  დადგმაზე წინასწარ იზრუნეს" - უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე

"თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, შესაძლოა თვითმკვლელობის ვერსიის  დადგმაზე წინასწარ იზრუნეს" - უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე

შსს-მ თამარ ბაჩალიაშილის კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გააცნო საზოგადოებას, რამაც საზოგადოებაში შექმნა იმის განცდა, რომ უწყება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. "What will happen to my Facebook account if I pass away?" - რა მოუვა "ფეისბუქის" ჩემს ანგარიშს თუ გარდავიცვლები? - ეს ერთ-ერთია იმ საძიებო ფრაზებიდან, რაც შსს-ის ინფორმაციით, ბაჩალიაშილის ლეპტოპიდან ამოიღეს. უწყების თქმით, თამარმა გაუჩინარებამდე 1 თვით ადრე რამდენჯერმე ჩაწერა სხვადასხვა საძიებო ველში შეკითხვა თვითმკვლელობის თემატიკაზე.

2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე - 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ "გუგლის" საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: "საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის" - წერია შსს-ს განცხადებაში. ამასთანავე, საქმეში მოულოდნელად გამოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი და კურსელი ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახს მის შეყვარებულად გაეცნო. ის გამოძიებას ახალ კითხვებს უსვამს, მათ შორის იმ კომპანიასთან დაკავშირებით, სადაც თამარი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა და რომელიც, მისი თქმით, "ქართული მენტალობისთვის შეუსაბამო საქმიანობას ეწევა". მის მიმართ კითხვები აქვს ოჯახს და ადვოკატსაც. ამ საკითხების ირგვლივ ambebi.ge ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

- ბატონო დავით, რას გეუბნებათ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გოგონა "გუგლში" თვითმკვლელობის მეთოდებს ეძიებდა?

- ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, მათ ამაზე, ანუ თვითმკვლელობის ვერსიის დადგმაზე წინასწარ იზრუნეს. თამაშის მეთოდოლოგიით, იგი აქამდე მიიყვანეს. შესაძლებელია, საძიებო სისტემაში ეს ინფორმაცია ნამდვილად გოგონამ შეიყვანა, მაგრამ იმ მომენტში რაღაც ისეთი სიტუაცია შეუქმნეს, რათა მას რეალურად ეს გაეკეთებინა, განა ის, რომ თამარი რეალურად ფიქრობდა თავის მოკვლას, არაა გამორიცხული, მიზანმიმართულად მოაძებნინეს, არასერიოზული ფორმით, ისე, რომ საბოლოო ჯამში ამას ფიქრობდნენ. ხომ შეიძლება სუიციდთან დაკავშირებით კვლევა შემიკვეთოთ, მეც ავდგე და დავიწყო კვლევა. მაინც მგონია, რომ ჩასატარებელია უფრო მაღალი დონის ექსპერტიზები. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და გამოძიების უნდობლობის ხარისხიდან გამომდინარე, შსს იძულებულია ყველა მასალა გამოაქვეყნოს. ვფიქრობ, ჯერ არ გამოქვეყნებულა ისეთი მასალები, რომლის დაჯერება არ შეიძლება, მაგრამ ეს არის დასადგენი, ეს ამ სიკვდილისთვისაა განკუთვნილი, მანამდეა რაღაცისთვის გაკეთებული, თუ რა. გუშინ "მთავართან" კომპანია ZAG-ის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ის პორნოსაიტების ციფრულ მომსახურებას ეწეოდა, ანუ დადასტურდა ის, რაზეც ჩვენს ინტერვიუში ვსაუბრობდით.

კომპანია რომ ალამაზებს, კი, ეს გავაკეთე, მაგრამ მასში არ ვმონაწილეობდიო, ეს ასე არ არის. ის პორნოინდუსტრიის ნაწილი გახდა. პორნოინდუსტრია არის მსგავსი ნარკოინდუსტრიის - თუ ჩვენი არ ხარ, საერთოდ აღარ ხარ.

- საქმეში ახალი ფიგურანტი - ბაჩანა ლობჟანიძე გამოჩნდა. თქვენც ფიქრობთ, რომ ის თამარის თვითმარქვია "შეყვარებულია"? რა როლი აქვს მას ამ ყველაფერში?

- ბაჩანა ლობჟანიძე უცებ შემოიჭრა საქმეში და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის ან კონკრეტული დაინტერესებული მხარის მიერ არის შემოგდებული, ან მან კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იცის და შესაძლოა, შიშის გამო ამ განცხადებებით თავს იცავს. ძალიან საეჭვო სიტუაციაა... თითქოს ისე მიდის საქმე, რაზეც აქცენტები თავიდანვე გავაკეთე. ჩემთვის მნიშვნელოვანია არხები, რომლითაც ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გამოყენებით ინფორმაცია გადაიცემოდა. მას შემდეგ, რა განცხადებებსაც ეს ბიჭი აკეთებს, თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხული მგონია. ეს უკვე საგამოძიებო ორგანოებმა უნდა უარყონ, ან დაასაბუთონ. ეს ადამიანი ისეთ სიღრმისეულ განცხადებებს აკეთებს, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე საკმაოდ ცუდად მანიპულირებს.

- რომელი გარკვეული ჯგუფის მიერ შეიძლება იყოს "შემოგდებული" ლობჟანიძე?

- არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამასახურების ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებით. გემახსოვრებათ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და რომელმაც ხელი შეუწყო 2003 წლის "ვარდების რევოლუციას". როდესაც რამდენიმე კვირის წინ გვქონდა ანალოგიური შემთხვევა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით, ცალსახად შემიძლია ვიფიქრო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვერსიაზე, რომ მართლა მომხდარიყო გაბუნიას მკვლელობა სწორედ იმ მოტივით, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობები შექმნილიყო, რომელიც კონსტიტუციური წყობილების რღვევისათვის მნიშვნელოვანი პირობა გამხდარიყო.

არ არის გამორიცხული, ეს ბიჭი კონკრეტული ინტერესჯგუფის მიერ იყოს შემოგდებული, რომელიც დაკავშირებულია ამ მკვლელობასთან და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავგზა აურიოს გამოძიებას და საზოგადოებას. არ მგონია, ბაჩანა ლობჟანიძე მარტო იყოს, შესაძლოა, ის ღია ფორმით გამოვიდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციაზე მუშაობენ. ვფიქრობ, ღია წყაროებში, მეტი დეზინფორმაცია წამოვა და მათ შორის, სამწუხაროდ, ამაში მასმედიაც იქნება ჩართული. სახელმწიფოს გაუჩნდა მნიშვნელოვანი საზრუნავი, გაანეიტრალოს ყველა დანაშაულის, პოლიტიკურ პროცესებში და სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანო დესტაბილიზაციაში გადაზრდის მცდელობები. დღეს ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიური ფაზა მიმდინარეობს. მაინც ვფიქრობ, რომ მას მერე, რაც დამოუკიდებელი გავხდით, ეს ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელიც არ წამოეგო ომის პროვოკაციას, რაც საქართველოსადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფო(ებ)ს არ აწყობს და მაღალი ალბათობით აქცენტი გადატანილია ქვეყნის შიდა ამბოხზე.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთი მაღალი მასშტაბით სადაზვერვო ნიშნების შემცველი ქმედებები პოლიტიკური პარტიების, კრიმინალური სამყაროს და ა.შ. მიმართულია სახელმწიფო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ და ახლა გვაქვს გარდამავალი ეტაპი სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სპეცსამსახურების დემორალიზაციისათვის. ანალოგიური ვითრება იყო შექმნილი პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლების "ძალადობრივი", ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლების "მშვიდობიანი" დამხობის პერიოდშიც.

მოახლოებული არჩევნების შემდეგ, არ არის გამორიცხული, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაზვერვას დაქვემდებარებული პოლიტიკური პარტიები, ეკონომიკური და კრიმინალური წრეები დესტაბილიზაციის ორგანიზებაზე გადავიდნენ.

- გარდაცვლილის დედას ამ ადამიანის მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა ეჭვი, რაც ის ურჩევდა, რომ საქმეში FBI-ს ჩართვა არ იყო აუცილებელი...

- ეს ბიჭი აკეთებს საპირისპირო განცხადებას - საერთოდ არ არის FBI საჭირო, თვითონ შემიძლია რაღაცეების გარკვევაო. ვფიქრობ, FBI-ს ჩართვა იქნება აუცილებელი. თუნდაც იმ მოტივით, რომ სადაზვერვო პროპაგანდით ქართული საზოგადოების სოლიდურ ნაწილს არ სჯერა გამოძიების. თუ კომპიუტერში დაფიქსირდება ინფორმაციული ნაკადი, რომელიც გარკვეულ მიმოწერასაც ეხება, რა შეკვეთებზე მუშაობდა და რა მიმართუილებით იგზავნებოდა ინფორმაცია, შეიძლება 100%-იანი დასკვნები დაიდოს.

მონაცემთა კვალის წაშლა, როგორც შესაბამისი დარგის სპეციალისტები ამბობენ, პრაქტიკულად შეუძლებელია. მაღალი ალბათობით, კომპიუტერის გამოყენებით არსებობდა ისეთი ინფორმაციული ნაკადი, რომელიც ოპერატიული საქმიანობისთვის და გამოძიებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. საჭიროა გაიშიფროს მიმოწერის არხები, რათა დადგინდეს, რაზე მუშაობდა გოგონა, საყურადღებოა საბანკო ანგარიშები, რომლითაც მას შესრულებულ სამუშაოზე თანხები ერიცხებოდა. კიდევ ერთი მომენტი. ზოგადად ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს, რომ არსებობს ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიმართულება ჰიპნოზი, რომლითაც ადამიანი შეგიძლია მიიყვანო ნებისმიერ მდგომარეობამდე. ამ ვერსიასთან ერთად, საყურადღებო იქნება, ნარკობიზნესთან და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ვერსიების გამორიცხვა, ამიტომ ვერსიის დონეზე ესეც გასათვალისწინებელია.

- ბაჩანა ლობჟანიძე ძალიან აქტიურია მასმედიასთან, აწყობს პრესკონფერენციებს და ზოგადად, მისი პერსონა ბევრ ეჭვსა და კითხვის ნიშანს აჩენს...

- ეს ბიჭი ძალიან აქტიურად მუშაობს მასმედიაზე, ჟურნალისტებსაც ამოწმებს იმ კუთხით, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ისინი. შესაძლოა ის იყოს შემოგდებული იმ ჯგუფის მიერ, რომელმაც ამ გოგონას მიმართ რაღაც დაგეგმა, თვითმკვლელობამდე მიიყვანა, პირობითად შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის, ფინანსური, ან კრიმინალური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც მიზანმიმართულად შეეცდებიან გარკვეული დეზინფორმაციის სივრცეში გახვიონ საზოგადოება და სულ სხვა მიმართულებით მიმართონ ისრები. უნდა დაველოდოთ ავტომანქანის ექსპერტიზასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, რაც ამ საქმეში მეცნიერ-ფსიქოლოგების, მეცნიერ-ფსიქიატრების, მეცნიერ-ნარკოლოგებისა და ოპერატიული თანამშრომლების კომბინირებულად მუშაობის აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში. ეს კომბინირებული სისტემა აუცილებლად უნდა არსებობდეს, აუცილებელია გაიშიფროს სხვა მიმოწერები, უნდა მოხდეს ინფორმაციების ჯვარედინი კვეთა და ის, რა მაკავშირებლები აქვთ ინფორმაციებს ერთმანეთთან, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთთან მიმოწერაში იყვნენ ჩართული. ეს არ არის მარტივი და მოკლე პერიოდის სამუშაო. ოჯახის მესმის, დანარჩენი არავისი. რაც უნდა დააჩქარო გამოძიება, წარმოიდგინეთ, რამდენი მიმოწერა შეიძლებოდა ყოფილიყო? ვფიქრობ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დარღვეულ იქნას წონასწორობა. ხელისუფლებას არაფრით აწყობს, გაჯანჯლდეს ეს პროცესი, კარზეა მომდგარი არჩევნები... რაც მეტი გამოუძიებელი საქმე იქნება, მით უფრო გამარტივდება ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც როგორც სადაზვერვო საქმიანობის პრაქტიკა აჩვენებს, ყოველთვის წინ უსწრებს სულ მცირე, არსებული წესწყობილების ძალადობრივი დამხობის მცდელობას.

"პორნო საიტისთვის პროგრამული უზრუნველყოფა გაგვიკეთებია, თუმცა პორნო ინდუსტრიასთან შეხება არ გვაქვს" - ZAG-ის დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციაზე

ზუგდიდში 60 წლის ქალი დააყაჩაღეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ - რას აცხადებენ შსს-ში

სისხლიანი დაპირისპირება კრწანისის რაიონში - მოკლულია 1 ადამიანი, დაჭრილია - 3

რატომ არ დააკისრეს თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება