მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები
თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

იყო თუ არა ჰი­რო­სი­მა­სა და ნა­გა­სა­კის და­ბომბვა მო­რა­ლუ­რად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი? სა­კითხს პირ­ვე­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბის ჩა­მოგ­დე­ბი­დან 75 წლის შემ­დეგ BBC ვრცელ სტა­ტი­ასუძღვნის, რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლია ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, ამ კუ­თხით სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი და სა­მო­მავ­ლო სცე­ნა­რი, რა­საც ბირ­თვუ­ლი ომი, მოხ­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ცობ­რი­ო­ბას უქა­დის.

  • ყას­ბის დანა და აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი

ად­რე­ულ 1980-იან წლებ­ში, ჰარ­ვარ­დის სა­მარ­თლის პრო­ფე­სორ­მა, რო­ბერტ ფი­შერ­მა წა­მო­ა­ყე­ნა ახა­ლი, სა­ზა­რე­ლი იდეა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა გამ­კლა­ვე­ბოდ­ნენ ერე­ბი დი­ლე­მას ბირ­თვუ­ლი შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ. მისი რჩე­ვით, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო კო­დე­ბი ჩე­მო­დან­ში კი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, არა­მედ, ბომ­ბის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ეს სა­შუ­ა­ლე­ბა კაფ­სუ­ლა­ში უნდა მო­თავ­სე­ბუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც მო­ხა­ლი­სის გუ­ლის მახ­ლობ­ლად ჩა­მონ­ტა­ჟე­ბო­და. ეს ადა­მი­ა­ნი პრე­ზი­დენტს უნდა ხლე­ბო­და ყველ­გან, სა­დაც ის წა­ვი­დო­და და თან უნდა ეტა­რე­ბი­ნა მძი­მე ყას­ბის დანა. ატო­მუ­რი თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე, მთა­ვარ­სარ­დალს ის ჯერ სა­კუ­თა­რი ხე­ლით უნდა მო­ეკ­ლა, რათა სა­ჭი­რო კო­დე­ბი მისი გუ­ლი­დან ამო­ეგლი­ჯა.

რო­დე­საც ფი­შერ­მა ეს თა­ვის მე­გობ­რებს, პენ­ტა­გონ­ში შეს­თა­ვა­ზა, მათ და­ი­წყეს მტკი­ცე­ბა, რომ ატო­მუ­რი ბომ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ამ­გვა­რი გზა პრე­ზი­დენ­ტის საღი გან­სჯის უნარს და­ა­მა­ხინ­ჯებ­და. თუმ­ცა ფი­შე­რის­თვის სწო­რედ ეს იყო ყვე­ლაფ­რის არსი. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლამ­დე, ლი­დერს ჯერ "ადა­მი­ა­ნის­თვის უნდა ჩა­ე­ხე­და თვა­ლებ­ში და გა­ე­აზ­რე­ბი­ნა, რა იყო სიკ­ვდი­ლი და უდა­ნა­შა­უ­ლო მსხვერ­პლი. მას უნდა ენა­ხა სის­ხლი თეთ­რი სახ­ლის ხა­ლი­ჩა­ზე".

  • კა­ცობ­რი­ო­ბის ტან­ჯვის გა­ნუ­ზო­მე­ლი მას­შტა­ბი

მარ­თა­ლია, ყას­ბის და­ნით ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა მო­რალ­თან შე­უ­სა­ბა­მო ქმე­დე­ბაა, თუმ­ცა გე­ო­პო­ლი­ტი­კის გად­მო­სა­ხე­დი­დან, წარ­სუ­ლის ლი­დე­რე­ბი ატო­მურ ქმე­დე­ბებს პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სამ­ხედ­რო აუ­ცი­ლებ­ლო­ბით ამარ­თლებ­დნენ. 75 წლის წინ, ჰი­როშ­სი­მა­სა და ნა­გა­სა­კი­ში ბირ­თვუ­ლი ბომ­ბე­ბის ჩა­მოგ­დე­ბის შემ­დეგ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი შე­დე­გით გა­მარ­თლდა და არა - მო­რა­ლით. ორმა ბომბმა, კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბით - "პა­ტა­რა ბიჭ­მა" (1945 წლის 6 აგ­ვის­ტოს ჰი­რო­სი­მა­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ბომ­ბი) და "მსუ­ქან­მა კაც­მა" (9 აგ­ვის­ტოს ნა­გა­სა­კი­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ბომ­ბი) მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი და­ას­რუ­ლა, ხელი შე­უ­შა­ლა უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვას და, რო­გორც მი­იჩ­ნე­ვა, წინ აღუდ­გა ბირ­თვულ ომს მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი 20 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

თუმ­ცა, ეს ბო­ლომ­დე არ ფა­რავს იმ ფაქტს, რომ მა­შინ კა­ცობ­რი­ო­ბის ორმა ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ველ­მა სა­გან­მა ატო­მის სა­ზა­რე­ლი ძალა უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით და­სახ­ლე­ბულ ორ ქა­ლაქს და­ა­ტე­ხა თავს. ამან მო­ი­ტა­ნა: ცე­ცხლო­ვა­ნი ქა­რიშ­ხლი­სა და რა­დი­ა­ცი­ის შე­დე­გად ყვე­ლა­ზე ცოტა, 200 ათა­სი გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი; ამა­ზე 10 ათა­სო­ბით მეტი და­შა­ვე­ბუ­ლი; გა­მოს­ხი­ვე­ბის, კი­ბო­სა და ტრავ­მე­ბის თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ზე გა­დამ­დე­ბი, აუ­რა­ცხე­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა. შე­საძ­ლოა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბის გახ­სე­ნე­ბაც, თუმ­ცა ალ­ბათ, მა­ინც არ არ­სე­ბობს ადეკ­ვა­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლი­თაც კა­ცობ­რი­ო­ბის ამ­გვა­რი ტან­ჯვის მას­შტა­ბი გა­ი­ზო­მე­ბო­და.

შე­იძ­ლე­ბა, ოდეს­მე მარ­თე­ბუ­ლი იყოს ბირ­თვუ­ლი თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ? რა გა­რე­მო­ე­ბებ­ში იქ­ნე­ბო­და ეს მო­რა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი? უკა­ნას­კნელ წლებ­ში, მკვლევ­რე­ბი და ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი სწო­რედ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღე­ბის შე­სა­ხებ მო­რა­ლურ შე­კი­თხვებს შე­ე­ჭიდ­ნენ, მათი დას­კვნე­ბი კი ცხად­ყოფს, რომ მარ­ტი­ვი პა­სუ­ხე­ბი თით­ქმის, არ არ­სე­ბობს.

  • უფრო დიდი სი­კე­თე

ჰი­რო­სი­მა­სა და ნა­გა­სა­კის და­ბომბვის შე­სა­ხებ აშშ-ს მთავ­რო­ბის არ­გუ­მენ­ტი სამ­წუ­ხა­რო, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბელ ქმე­დე­ბას უს­ვამ­და ხაზს, რო­მე­ლიც უფრო დიდ სი­კე­თეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. აშშ-ის ომის მდი­ვან­მა, ჰენ­რი სტიმ­სონ­მა 1947 წელს თქვა, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა - სახ­მე­ლე­თო შეჭ­რა მი­ლი­ონ­ზე მეტი ამე­რი­კე­ლი და პო­ტენ­ცი­უ­რად, გა­ცი­ლე­ბით მეტი ია­პო­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცის და­ღუპ­ვას გა­მო­იწ­ვევ­და. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ, 1945 წელს გა­მო­კი­თხვა­ში ამე­რი­კე­ლე­ბის 85%-მა და­ბომბვას მხა­რი და­უ­ჭი­რა.

  • ხუთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ერ­თის სა­ნაც­ვლოდ

ია­პო­ნელ­მა ფი­ლო­სო­ფოს­მა, მა­სა­ჰი­რო მა­რი­ო­კამ პა­რა­ლე­ლე­ბი გა­ავ­ლო ჰი­რო­სი­მა­სა და ნა­გა­სა­კის და­ბომბვა­სა და უტი­ლი­ტა­ლის­ტურ დი­ლე­მას შო­რის, რო­მელ­საც "ტრო­ლე­ი­ბუ­სის პრობ­ლე­მა" ეწო­დე­ბა. ეს უკა­ნას­კნე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტია და მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ვერ­სია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კი­თხვის დას­მაა, შე­წი­რავ­დნენ თუ არა ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ხუ­თის გა­და­სარ­ჩე­ნად და შე­უც­ვლიდ­ნენ თუ არა რკი­ნიგ­ზა­ზე მი­მა­ვალ ტრო­ლე­ი­ბუსს მი­მარ­თუ­ლე­ბას ისე, რომ მას ამ ადა­მი­ა­ნის­თვის გა­და­ევ­ლო. მო­რი­ო­კას სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, რო­მელ­თაც მან "ტრო­ლე­ი­ბუ­სის პრობ­ლე­მის" ეს ვერ­სია წა­რუდ­გი­ნა, უპა­სუ­ხა, რომ მი­მარ­თუ­ლე­ბას ისე შეც­ვლიდ­ნენ, რომ მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პუ­ლი­ყო. მო­რი­ო­კას თქმით, "ისი­ნი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ იმის გა­გე­ბით, რომ ზუს­ტად იგი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რაც - ტრუ­მენ­მა და სტიმ­სონ­მა".

ჰარი ტრუ­მე­ნი და ჰენ­რი სტიმ­სო­ნი

თუმ­ცა ფი­ლო­სო­ფო­სის თქმით, ჰი­რო­ში­მა­სა და ნა­გა­სა­კის და­ნახ­ვა უტი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი ლო­გი­კით, ანუ უფრო მეტი სი­კე­თის არ­გუ­მენ­ტით გარ­დაც­ვლილ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა პერ­სპექ­ტი­ვას ახ­შობს. "ასე თავს ვაჩ­ვე­ნებთ, თით­ქოს მსხვერ­პლთა გად­მო­სა­ხე­დი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, რაც მო­რა­ლუ­რად და სუ­ლი­ე­რად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი, პრობ­ლე­მა­ტუ­რი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვია", - ამ­ბობს ფი­ლო­სო­ფო­სი.

  • შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი სი­ახ­ლო­ვე ძა­ლა­დო­ბას­თან

შე­საძ­ლოა, ზოგ პრე­ზი­დენტს აეღო დანა, თუმ­ცა რო­გორც იდე­ის ავ­ტორს მე­გობ­რებ­მა პენ­ტა­გონ­ში მი­უ­თი­თეს, ქმე­დე­ბას­თან სა­ზა­რე­ლი ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვე მათ შე­ა­ჩე­რებ­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, ადა­მი­ა­ნის ასე მოკ­ვლა ყვე­ლა იმ დე­ტალს შე­ი­ცავს, რის გა­მოც სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი და დას­ჯა­დია. ეს კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რად, წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ინ­სტრუ­მენ­ტა­ლუ­რია (იყე­ნებს ადა­მი­ანს რა­ი­მე მიზ­ნის­თვის), არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ იმ­ყო­ფე­ბა თავ­დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას­თან. თუ კა­ცობ­რი­ო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბა ინ­დი­ვი­დე­ბის­თვის ყო­ველ­თვის გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია, შე­იძ­ლე­ბა, არ­სე­ბობ­დეს გა­მარ­თლე­ბა ლი­დე­რე­ბის­თვის და ერე­ბის­თვის?

ფსი­ქო­ლო­გე­ბის თა­ნახ­მად, რო­დე­საც ადა­მი­ანს რთა­ვენ სცე­ნარ­ში, რაც ხე­ლის­კვრას, და­ნის დარ­ტყმას თუ ია­რა­ღი­დან გას­რო­ლას გუ­ლის­ხმობს, უფრო დიდი სი­კე­თის მი­სა­ღე­ბად მკლე­ლო­ბას ისი­ნი ნაკ­ლე­ბად უჭე­რენ მხარს. "ტრო­ლე­ი­ბუ­სის პრობ­ლე­მის“ შეც­ვლილ ვერ­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც კა­ცის ხი­დი­დან გა­დაგ­დე­ბას მო­ი­ცავს, რათა ტრო­ლე­ი­ბუს­მა მხო­ლოდ ის გა­ი­ტა­ნოს და ხუთ ადა­მი­ან­თან ვე­ღარ მი­აღ­წი­ოს, ადა­მი­ა­ნე­ბი წინა ვერ­სი­ას­თან შე­და­რე­ბით, უფრო მე­ტად ყოყ­მა­ნო­ბენ. მა­თე­მა­ტი­კა ამ შემ­თხვე­ვა­შიც ანა­ლო­გი­ურ სუ­რათს იძ­ლე­ვა - ერთი სი­ცო­ცხლე ხუ­თის­თვის, თუმ­ცა ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ხე­ლის კვრას თვლის ისეთ დე­ტა­ლად, რომ მოქ­მე­დე­ბა უძ­ნელ­დე­ბათ. სა­პი­რის­პი­როდ, რო­დე­საც ადა­მი­ანს ზი­ა­ნის უშუ­ა­ლოდ და­ნახ­ვის ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, გო­ნებ­რი­ვი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, შე­ა­ჩე­როს ან ყოყ­მა­ნის­კენ უბიძ­გოს, ნაკ­ლე­ბია.

  • ზნე­ობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბის არა­ერ­თგვა­როვ­ნე­ბა

5 წლის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ახლა უფრო ნაკ­ლე­ბი - აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 56% ისევ ემ­ხრო­ბა იმ აზრს, რომ ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბის ჩა­მოგ­დე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ია­პო­ნე­ლე­ბის გად­მო­სა­ხე­დი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მათ­გან მხო­ლოდ 15% ეთან­ხმე­ბა ამ აზრს, ხოლო მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ია­პო­ნე­ლე­ბის 40%-ის აზ­რით, მოვ­ლე­ნა "გარ­და­უ­ვა­ლი" იყო, მათი 49%-ის თქმით, ამას "დღე­საც კი ვერ პა­ტი­ო­ბენ ამე­რი­კე­ლებს". სხვა ერე­ბიც, ბირ­თვულ თავ­დას­ხმებს აშშ-სთან შე­და­რე­ბით უფრო ნაკ­ლე­ბად ამარ­თლე­ბენ. ერთ-ერთ კვლე­ვა­ში, მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მო­ქა­ლა­ქე­ებს და­უს­ვეს კი­თხვა: "არის თუ არა მო­რა­ლუ­რად არას­წო­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა"? აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ბევ­რად ნაკ­ლებ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ მი­უ­თი­თა, რომ ეს არას­წო­რია, ვიდ­რე - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­სა და საფ­რან­გე­თის, ანუ, ანა­ლო­გი­უ­რად, ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მკვიდ­რებ­მა.

და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის "ზნე­ობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი", ანუ რო­გორც ისი­ნი სწორ­სა და არას­წორს ერ­თმა­ნე­თის­გან არ­ჩე­ვენ, საკ­მა­ოდ ჩახ­ლარ­თუ­ლია და გან­სხვავ­დე­ბა კულ­ტუ­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ი­სა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით. მა­გა­ლი­თად, ლი­ბე­რა­ლე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უფრო "ზრუნ­ვი­სა" და "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის" სა­ფუძ­ველ­ზე იღე­ბენ; ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი პრი­ო­რი­ტეტს ისეთ მო­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ანი­ჭე­ბენ, რო­გო­რი­ცაა "ერ­თგუ­ლე­ბა" და "ავ­ტო­რი­ტე­ტის პა­ტი­ვის­ცე­მა". ეს არ ნიშ­ნავს, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი ზრუნ­ვა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას არ აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას, ან ლი­ბე­რა­ლე­ბი ორ­გუ­ლე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლას სხვა­დას­ხვა პრი­ო­რი­ტე­ტი აქვს.

რო­გორც BBC-ის სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, პა­სუ­ხი გა­ე­ცეს კი­თხვას, არის თუ არა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა თა­ვის­თა­ვად სწო­რი თუ არას­წო­რი, ან, უნდა იყოს ეს ტაბუ თუ და­საშ­ვე­ბი რა­ი­მე გა­რე­მო­ე­ბა­ში, რად­გან ეს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დის მო­რა­ლურ ჩარ­ჩო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

  • ბირ­თვუ­ლი ზამ­თა­რი

ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას კი­დევ არ­სე­ბობს ერთი გან­ზო­მი­ლე­ბა:

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში თერ­მო­ბირ­თვუ­ლი ბომ­ბე­ბის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ძალა იმ­დე­ნად დი­დია, რომ ბირ­თვუ­ლი ზამ­თრის გა­მოწ­ვე­ვის რე­ა­ლურ რისკს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც დე­და­მი­წამ­დე მზის სხი­ვე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ღარ მო­აღ­წევს. მეც­ნი­ე­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, ბირ­თვუ­ლი ომის შემ­თხვე­ვა­ში ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი მა­შინ­ვე და­ი­ღუ­პე­ბა, მი­ლი­არ­დო­ბით ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლის­გან გარ­და­იც­ვლე­ბა და შე­საძ­ლოა, ამას მთლი­ა­ნად, კა­ცობ­რი­ო­ბის, რო­გორც სა­ხე­ო­ბის გა­და­შე­ნე­ბა მოჰ­ყვეს. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, ბირ­თვუ­ლი ომის მო­რა­ლუ­რო­ბა უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე - პრობ­ლე­მის­თვის მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის პრიზ­მი­დან შე­ხედ­ვით.

ასეა თუ ისე, 1945 წლის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის მქო­ნე აშშ-ს არც ერთ პრე­ზი­დენტს არ მი­უ­ღია ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლამ­დეც 75 წლის წინ ჰარი ტრუ­მე­ნი მი­ვი­და. მას შემ­დეგ, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კე­ლებს, ისე - დე­მოკ­რა­ტებს, სხვა ბირ­თვულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ერ­თად, ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ძალა, გა­ე­აქ­ტი­უ­რე­ბი­ნათ კო­დე­ბი, რო­მე­ლიც მათი მტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ატო­მუ­რი ბომ­ბის ასა­ფეთ­ქებ­ლად იყო სა­ჭი­რო.

შე­თა­ვა­ზე­ბა, ეს კო­დე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ხა­ლი­სის გულ­თან ჩა­ე­მონ­ტა­ჟე­ბი­ნათ, არას­დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. თუმ­ცა მა­ინც, ტრუ­მე­ნის შემ­დეგ ისი­ნი არც ერთ ლი­დერს არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. რო­გო­რიც არ უნდა იყოს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ატო­მუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შე­სა­ხებ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი უდა­ვოდ, დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
46

ის, რომ ამერიკელთა უმრავლესობა დღემდე ამართლებს ამ უპრეცედენტო ბარბაროსობას, თავად ამერიკელთა პრობლემაა... ხოლო ამერიკელები რომ მსოფლიოს ხალხებს მორალს უკითხავენ და დემოკრატიის ფლაგმანობაზე აქვთ პრეტენზია, ეს უკვე მთლიანად კაცობრიობის პრობლემაა... აი, ჩვენ რომ ამერიკელებს შევციცინებთ თვალებში და ხეირიანად კუდსაც ვერ ვაქიცინებთ, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემაა და ამაზე გვეფიქრა, ჯობდა ალბათ...

ომს მოაქვს მშვიდობა
18

იაპონიის იმპერიამ,და არა იაპონიამ(არსებითი სხვაობაა ამ ორს შორის),მიიღო ის,რაც დაიმსახურა!!! ის იყო,ფაშისტური გერმანიის(მესამე რეიხის) სამხედრო მოკავშირე,სცადა მოეპოვებინა მსოფლიო ბატონობა(მოკავშირეებთან ერთად),გადაწვა,გაანადგურა და მილიონობით უდანაშაულო ადამიანი დახოცა ჩინეთში,კორეაში(რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი),წყნარი ოკეანის ქვეყნებში,თავს დაესხა ავსტრალიას,ამერიკას(სცადა მისი წყნარი ოკეანის ფლოტის განადგურება,პერლ ჰარბორის სამხედრო პორტში)!!! ასე,რომ იაპონიის იმპერიის ფინალი იყო სრულიად ლოგიკური და მადლობა თქვან იმაზე,რომ ასე მოხდა,თორემ გაწითლება(გასაბჭოება)ემუქრებოდა და არ იქნებოდა,არავითარი ტექნოლოგიური გარღვევა,სამართლებლივი სახელმწიფო,უძლიერესი ეკონომიკა და პასპორტი(მსოფლიოს 190 ქვეყანასთან აქვთ უვიზო მიმოსვლა) და ა.შ.!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

იყო თუ არა ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა მორალურად გაუმართლებელი? საკითხს პირველი ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 75 წლის შემდეგ BBC ვრცელ სტატიას უძღვნის, რომელშიც განხილულია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, ამ კუთხით სხვადასხვა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი და სამომავლო სცენარი, რასაც ბირთვული ომი, მოხდენის შემთხვევაში, კაცობრიობას უქადის.

  • ყასბის დანა და აშშ-ს პრეზიდენტი

ადრეულ 1980-იან წლებში, ჰარვარდის სამართლის პროფესორმა, რობერტ ფიშერმა წამოაყენა ახალი, საზარელი იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ ერები დილემას ბირთვული შეტევის განხორციელების შესახებ. მისი რჩევით, ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის საჭირო კოდები ჩემოდანში კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ, ბომბის ასაფეთქებელი ეს საშუალება კაფსულაში უნდა მოთავსებულიყო, რომელიც მოხალისის გულის მახლობლად ჩამონტაჟებოდა. ეს ადამიანი პრეზიდენტს უნდა ხლებოდა ყველგან, სადაც ის წავიდოდა და თან უნდა ეტარებინა მძიმე ყასბის დანა. ატომური თავდასხმის განხორციელებამდე, მთავარსარდალს ის ჯერ საკუთარი ხელით უნდა მოეკლა, რათა საჭირო კოდები მისი გულიდან ამოეგლიჯა.

როდესაც ფიშერმა ეს თავის მეგობრებს, პენტაგონში შესთავაზა, მათ დაიწყეს მტკიცება, რომ ატომური ბომბის გამოყენების ამგვარი გზა პრეზიდენტის საღი განსჯის უნარს დაამახინჯებდა. თუმცა ფიშერისთვის სწორედ ეს იყო ყველაფრის არსი. ათასობით ადამიანის მოკვლამდე, ლიდერს ჯერ "ადამიანისთვის უნდა ჩაეხედა თვალებში და გაეაზრებინა, რა იყო სიკვდილი და უდანაშაულო მსხვერპლი. მას უნდა ენახა სისხლი თეთრი სახლის ხალიჩაზე".

  • კაცობრიობის ტანჯვის განუზომელი მასშტაბი

მართალია, ყასბის დანით ადამიანის მკვლელობა მორალთან შეუსაბამო ქმედებაა, თუმცა გეოპოლიტიკის გადმოსახედიდან, წარსულის ლიდერები ატომურ ქმედებებს პოლიტიკური თუ სამხედრო აუცილებლობით ამართლებდნენ. 75 წლის წინ, ჰიროშსიმასა და ნაგასაკიში ბირთვული ბომბების ჩამოგდების შემდეგ, ეს გადაწყვეტილება მისი შედეგით გამართლდა და არა - მორალით. ორმა ბომბმა, კოდური სახელწოდებებით - "პატარა ბიჭმა" (1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბი) და "მსუქანმა კაცმა" (9 აგვისტოს ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბი) მეორე მსოფლიო ომი დაასრულა, ხელი შეუშალა უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას და, როგორც მიიჩნევა, წინ აღუდგა ბირთვულ ომს მთელი დარჩენილი 20 საუკუნის განმავლობაში.

თუმცა, ეს ბოლომდე არ ფარავს იმ ფაქტს, რომ მაშინ კაცობრიობის ორმა ყველაზე დამანგრეველმა საგანმა ატომის საზარელი ძალა უდანაშაულო მოქალაქეებით დასახლებულ ორ ქალაქს დაატეხა თავს. ამან მოიტანა: ცეცხლოვანი ქარიშხლისა და რადიაციის შედეგად ყველაზე ცოტა, 200 ათასი გარდაცვლილი ადამიანი; ამაზე 10 ათასობით მეტი დაშავებული; გამოსხივების, კიბოსა და ტრავმების თაობიდან თაობაზე გადამდები, აურაცხელი მემკვიდრეობა. შესაძლოა ინდივიდუალური ისტორიების გახსენებაც, თუმცა ალბათ, მაინც არ არსებობს ადეკვატური საშუალება, რომლითაც კაცობრიობის ამგვარი ტანჯვის მასშტაბი გაიზომებოდა.

შეიძლება, ოდესმე მართებული იყოს ბირთვული თავდასხმის განხორციელება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ? რა გარემოებებში იქნებოდა ეს მორალურად მისაღები? უკანასკნელ წლებში, მკვლევრები და ფილოსოფოსები სწორედ ბირთვული იარაღების შესახებ მორალურ შეკითხვებს შეეჭიდნენ, მათი დასკვნები კი ცხადყოფს, რომ მარტივი პასუხები თითქმის, არ არსებობს.

  • უფრო დიდი სიკეთე

ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შესახებ აშშ-ს მთავრობის არგუმენტი სამწუხარო, თუმცა აუცილებელ ქმედებას უსვამდა ხაზს, რომელიც უფრო დიდ სიკეთეს ემსახურებოდა. აშშ-ის ომის მდივანმა, ჰენრი სტიმსონმა 1947 წელს თქვა, რომ ალტერნატივა - სახმელეთო შეჭრა მილიონზე მეტი ამერიკელი და პოტენციურად, გაცილებით მეტი იაპონელი ჯარისკაცის დაღუპვას გამოიწვევდა. ალბათ სწორედ ამიტომ, 1945 წელს გამოკითხვაში ამერიკელების 85%-მა დაბომბვას მხარი დაუჭირა.

  • ხუთი ადამიანის სიცოცხლე ერთის სანაცვლოდ

იაპონელმა ფილოსოფოსმა, მასაჰირო მარიოკამ პარალელები გაავლო ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვასა და უტილიტალისტურ დილემას შორის, რომელსაც "ტროლეიბუსის პრობლემა" ეწოდება. ეს უკანასკნელი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია და მისი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვერსია ადამიანებისთვის კითხვის დასმაა, შეწირავდნენ თუ არა ერთი ადამიანის სიცოცხლეს ხუთის გადასარჩენად და შეუცვლიდნენ თუ არა რკინიგზაზე მიმავალ ტროლეიბუსს მიმართულებას ისე, რომ მას ამ ადამიანისთვის გადაევლო. მორიოკას სტუდენტების უმრავლესობამ, რომელთაც მან "ტროლეიბუსის პრობლემის" ეს ვერსია წარუდგინა, უპასუხა, რომ მიმართულებას ისე შეცვლიდნენ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი დაღუპულიყო. მორიოკას თქმით, "ისინი შოკირებულები იყვნენ იმის გაგებით, რომ ზუსტად იგივე გადაწყვეტილება მიიღეს, რაც - ტრუმენმა და სტიმსონმა".

ჰარი ტრუმენი და ჰენრი სტიმსონი

თუმცა ფილოსოფოსის თქმით, ჰიროშიმასა და ნაგასაკის დანახვა უტილიტარისტული ლოგიკით, ანუ უფრო მეტი სიკეთის არგუმენტით გარდაცვლილთა და დაშავებულთა პერსპექტივას ახშობს. "ასე თავს ვაჩვენებთ, თითქოს მსხვერპლთა გადმოსახედი საერთოდ არ არსებობს, რაც მორალურად და სულიერად გაუმართლებელი, პრობლემატური და წინააღმდეგობრივია", - ამბობს ფილოსოფოსი.

  • შემაძრწუნებელი სიახლოვე ძალადობასთან

შესაძლოა, ზოგ პრეზიდენტს აეღო დანა, თუმცა როგორც იდეის ავტორს მეგობრებმა პენტაგონში მიუთითეს, ქმედებასთან საზარელი ფიზიკური სიახლოვე მათ შეაჩერებდა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის ასე მოკვლა ყველა იმ დეტალს შეიცავს, რის გამოც სასტიკი მკვლელობა აკრძალული და დასჯადია. ეს კონკრეტული ქმედება პოტენციურად, წინასწარ განზრახული, მიზანმიმართული, ინსტრუმენტალურია (იყენებს ადამიანს რაიმე მიზნისთვის), არავითარ კავშირში არ იმყოფება თავდაცვის აუცილებლობასთან. თუ კაცობრიობა თანხმდება, რომ მკვლელობა ინდივიდებისთვის ყოველთვის გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამართლება ლიდერებისთვის და ერებისთვის?

ფსიქოლოგების თანახმად, როდესაც ადამიანს რთავენ სცენარში, რაც ხელისკვრას, დანის დარტყმას თუ იარაღიდან გასროლას გულისხმობს, უფრო დიდი სიკეთის მისაღებად მკლელობას ისინი ნაკლებად უჭერენ მხარს. "ტროლეიბუსის პრობლემის“ შეცვლილ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც კაცის ხიდიდან გადაგდებას მოიცავს, რათა ტროლეიბუსმა მხოლოდ ის გაიტანოს და ხუთ ადამიანთან ვეღარ მიაღწიოს, ადამიანები წინა ვერსიასთან შედარებით, უფრო მეტად ყოყმანობენ. მათემატიკა ამ შემთხვევაშიც ანალოგიურ სურათს იძლევა - ერთი სიცოცხლე ხუთისთვის, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ხელის კვრას თვლის ისეთ დეტალად, რომ მოქმედება უძნელდებათ. საპირისპიროდ, როდესაც ადამიანს ზიანის უშუალოდ დანახვის ნაკლები შესაძლებლობა აქვს, გონებრივი დაბრკოლებები, რომელმაც შესაძლოა, შეაჩეროს ან ყოყმანისკენ უბიძგოს, ნაკლებია.

  • ზნეობრივი საფუძვლების არაერთგვაროვნება

5 წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, ახლა უფრო ნაკლები - აშშ-ს მოქალაქეების 56% ისევ ემხრობა იმ აზრს, რომ ატომური ბომბების ჩამოგდება გამართლებული იყო. რასაკვირველია, იაპონელების გადმოსახედი რადიკალურად განსხვავებულია. მათგან მხოლოდ 15% ეთანხმება ამ აზრს, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ იაპონელების 40%-ის აზრით, მოვლენა "გარდაუვალი" იყო, მათი 49%-ის თქმით, ამას "დღესაც კი ვერ პატიობენ ამერიკელებს". სხვა ერებიც, ბირთვულ თავდასხმებს აშშ-სთან შედარებით უფრო ნაკლებად ამართლებენ. ერთ-ერთ კვლევაში, მსოფლიოს გარშემო მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა: "არის თუ არა მორალურად არასწორი ბირთვული იარაღის გამოყენება"? აშშ-ს მოქალაქეების ბევრად ნაკლებმა რაოდენობამ მიუთითა, რომ ეს არასწორია, ვიდრე - გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის, ანუ, ანალოგიურად, ბირთვული სახელმწიფოების მკვიდრებმა.

დაახლოებით 10 წლის წინ გაჩნდა მოსაზრება, რომ ადამიანების "ზნეობრივი საფუძვლები", ანუ როგორც ისინი სწორსა და არასწორს ერთმანეთისგან არჩევენ, საკმაოდ ჩახლართულია და განსხვავდება კულტურის, პოლიტიკური იდეოლოგიისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. მაგალითად, ლიბერალები გადაწყვეტილებას უფრო "ზრუნვისა" და "სამართლიანობის" საფუძველზე იღებენ; ტრადიციული კონსერვატორები პრიორიტეტს ისეთ მორალურ ღირებულებებს ანიჭებენ, როგორიცაა "ერთგულება" და "ავტორიტეტის პატივისცემა". ეს არ ნიშნავს, რომ კონსერვატორები ზრუნვასა და სამართლიანობას არ აქცევენ ყურადღებას, ან ლიბერალები ორგულები არიან, უბრალოდ, ყველას სხვადასხვა პრიორიტეტი აქვს.

როგორც BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ შეუძლებელია, პასუხი გაეცეს კითხვას, არის თუ არა ბირთვული იარაღის გამოყენება თავისთავად სწორი თუ არასწორი, ან, უნდა იყოს ეს ტაბუ თუ დასაშვები რაიმე გარემოებაში, რადგან ეს კონკრეტული ინდივიდის მორალურ ჩარჩოზეა დამოკიდებული.

  • ბირთვული ზამთარი

ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მსჯელობისას კიდევ არსებობს ერთი განზომილება:

21-ე საუკუნეში თერმობირთვული ბომბების ასაფეთქებელი ძალა იმდენად დიდია, რომ ბირთვული ზამთრის გამოწვევის რეალურ რისკს წარმოადგენს, რომლის შედეგადაც დედამიწამდე მზის სხივები წლების განმავლობაში ვეღარ მოაღწევს. მეცნიერების შეფასებით, ბირთვული ომის შემთხვევაში ასობით მილიონი ადამიანი მაშინვე დაიღუპება, მილიარდობით ადამიანი შიმშილისგან გარდაიცვლება და შესაძლოა, ამას მთლიანად, კაცობრიობის, როგორც სახეობის გადაშენება მოჰყვეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ბირთვული ომის მორალურობა უფრო განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე - პრობლემისთვის მხოლოდ ეროვნული კონფლიქტების პრიზმიდან შეხედვით.

ასეა თუ ისე, 1945 წლის შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებების მქონე აშშ-ს არც ერთ პრეზიდენტს არ მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, რომლამდეც 75 წლის წინ ჰარი ტრუმენი მივიდა. მას შემდეგ, როგორც რესპუბლიკელებს, ისე - დემოკრატებს, სხვა ბირთვულ სახელმწიფოებთან ერთად, ჰქონდათ შესაძლებლობა და ძალა, გაეაქტიურებინათ კოდები, რომელიც მათი მტრების წინააღმდეგ ატომური ბომბის ასაფეთქებლად იყო საჭირო.

შეთავაზება, ეს კოდები უდანაშაულო მოხალისის გულთან ჩაემონტაჟებინათ, არასდროს განხორციელებულა. თუმცა მაინც, ტრუმენის შემდეგ ისინი არც ერთ ლიდერს არ გამოუყენებია. როგორიც არ უნდა იყოს შეხედულებები ატომური შეიარაღების შესახებ, აღნიშნული ფაქტი უდავოდ, დიდი გამარჯვებაა. წყარო

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - სად არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და სად შეინიშნება კლების ტენდენცია

"თავს საშინლად ვგრძნობ... მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არ ვარ" - რას ამბობს დიეგო მარადონას ექიმი, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას გარდაცვალების ფაქტს იძიებს - გაიცა მისი პირადი ექიმის ქონების ჩხრეკის ორდერი