მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანაში აღმოჩენილ ფურცელზე არსებული ჩანაწერი: "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ", შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ" - შსს
"მანქანაში აღმოჩენილ ფურცელზე არსებული ჩანაწერი: "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ", შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ" - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ მცი­რე ზო­მის ფურ­ცელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი: „ანა­ბარ­ზე თან­ხაა, გა­მო­ი­ყე­ნეთ“, თა­ვად თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, შე­სა­ბა­მის სა­კი­თხზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა 5 აგ­ვის­ტოს მი­ი­ღეს.

„გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

2020 წლის 5 აგ­ვის­ტოს ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­დან მი­ღე­ბულ იქნა ხელ­წე­რის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას აღ­მო­ჩე­ნილ მო­ცის­ფრო, პა­ტა­რა ზო­მის ფურ­ცელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტექ­სტობ­რი­ვი ჩა­ნა­წე­რი: „ანა­ბარ­ზე თან­ხაა, გა­მო­ი­ყე­ნეთ“ - შეს­რუ­ლე­ბუ­ლია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ნა­ნა­ხი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა იყო და­კე­ტილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი კი მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე, რის გა­მოც ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ღე­ბა მოხ­და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­თა­და­რი­გო გა­სა­ღე­ბით. ასე­ვე, გა­და­მოწ­მდა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ან­გა­რი­შე­ბი. ერთ-ერთ ბან­კში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ანა­ბარ­ზე ირი­ცხე­ბა 75 000 ლარი.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, მიმ­დი­ნა­რე­ობს ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­შია ოჯახ­თან. აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პე­რი­ო­დუ­ლად მოხ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
26

მაინც არ დაიჯერებენ და რა აზრიაქვს რამის დამტკიცება გამოქვეყნებას,დააწერინესო იტყვიან.

nodari
282

თვითმკვლელობაა, საქმე დაიხურა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მანქანაში აღმოჩენილ ფურცელზე არსებული ჩანაწერი: "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ", შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ" - შსს

"მანქანაში აღმოჩენილ ფურცელზე არსებული ჩანაწერი: "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ", შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის საკითხზე ექსპერტიზის დასკვნა 5 აგვისტოს მიიღეს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ.

შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება ახალქალაქში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

"მცირე შანსიც რომ არსებობდეს, ჩემს ქმედებას გამოეწვია გოგონას მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს" - დაკავებული ექიმი

"არ არის გამორიცხული თამუნას ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს" - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი