მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი ალალი ცრემლი სჯობს სიცრუით სავსე მთელ ცხოვრებას...
ერთი ალალი ცრემლი სჯობს სიცრუით სავსე მთელ ცხოვრებას...

ორ­შა­ბა­თი­დან, 3 აგ­ვის­ტო­დან, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე-12 ტომს შე­ი­ძენს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. გთა­ვა­ზობთ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ბლოგს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლის­თვის, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს:

როცა პატ­რი­არ­ქს წარ­ვუდ­გი­ნეთ „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტი, ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბით მოგ­ვის­მი­ნა და ბო­ლოს ერ­თა­დერ­თი სი­ტყვა გვი­თხრა - "შე­სა­ნიშ­ნა­ვია"! ამ ერთ სი­ტყვა­ში იდო პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბის მთე­ლი არსი.

შე­სა­ნიშ­ნა­ვი­აო უფ­ლის ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, - პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, მთე­ლი ბიბ­ლი­ის ტექ­სტის მუხ­ლობ­რი­ვი გან­მარ­ტე­ბე­ბი ყვე­ლას­თვის გა­სა­გებ ენა­ზე.

***

ერთი ალა­ლი ცრემ­ლი სჯობს სიც­რუ­ით სავ­სე მთელ ცხოვ­რე­ბას...სა­ი­ტის­თვის რა­ღაც ფო­ტოს ვე­ძებ­დი და ამას წა­ვა­წყდი უცებ. ხო ჩვე­უ­ლებ­რივ წვეთს ჰგავს? მაგ­რამ მო­გო­რავს და მო­აქვს სუ­ლის ტკი­ვი­ლი, ან იქ­ნებ სი­ხა­რუ­ლი... ვინ იცის...ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ბედ­საც წყვეტ­დეს იქ­ნებ... სი­ნა­ნუ­ლის ცრემ­ლი, გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი და სულ­ში გა­მო­ტა­რე­ბუ­ლი...

***

რაში იხარ­ჯე­ბა ჩვე­ნი ენერ­გია, ძალა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი...დიდ და მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა კე­თე­ბის ნაც­ვლად წვრილ­მან "მომ­ხდურს" ვებ­რძვით... უსიყ­ვა­რუ­ლო­ებს, ბოღ­მით დაბ­ნე­ლე­ბუ­ლებს... ჩვენც - არა­ნაკ­ლებ უსიყ­ვა­რუ­ლოდ...კა­ცობ­რი­ო­ბის მთა­ვა­რი მტე­რი კი კვდე­ბა სი­ცი­ლით...არა და, მი­ზა­ნი სა­ერ­თო გვაქვს ყვე­ლას, თუმ­ცა არ გვინ­და ამის გა­გე­ბა... მა­ინც მოგ­ვი­წევს... ადრე თუ გვი­ან, ყვე­ლას მოგ­ვი­წევს...

***

აღელ­ვე­ბუ­ლი და გა­ვე­შე­ბუ­ლი ხალ­ხის მასა ყო­ველ­თვის ტყუ­ის იმ ერთი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე, ვის­კე­ნაც არის მი­მარ­თუ­ლი აგ­რე­სია და თუ ამ მა­სას გავ­ყვე­ბით, ჩვენც შეც­დო­მა­ში შე­ვალთ. ასეთ დროს ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლია, მა­სას გა­მო­ე­ყო, სას­რო­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ქვა ძირს და­აგ­დო და ეს სი­ტყვე­ბი გა­იხ­სე­ნო: ვინც თქვენ შო­რის უცოდ­ვე­ლია, პირ­ვე­ლად იმან ეს­რო­ლოს ქვა.აბა, რო­მე­ლი ვართ უცოდ­ვე­ლი?

***

შენს და­მამ­ცი­რე­ბელ ფრა­ზებს წარ­მოთ­ქვამს? სა­ჯა­როდ გე­უბ­ნე­ბა ისეთ რა­მეს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შენ­ზე ცუდი წარ­მოდ­გე­ნა შე­უქ­მნას? და რაც უფრო ჩუ­მად ხარ, უფრო და უფრო გული მო­ე­ცა? იო­ტი­სო­დე­ნა ზი­ან­საც ვერ მო­გა­ყე­ნებს! მას კი ჰგო­ნია, რომ გა­ი­მარ­ჯვა და მი­ზანს მი­აღ­წია, მაგ­რამ სა­უბ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ისე­თი ცა­რი­ე­ლია მისი სული... შენ კი, მდუ­მა­რე, მომთმე­ნი, თავ­მდა­ბა­ლი საქ­ცი­ე­ლის მერე ივ­სე­ბი რა­ღაც უც­ნა­უ­რი წყა­ლო­ბით...სი­ტყვა­საც ნუ დაძ­რავ, როცა და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად გდევ­ნი­ან... საღ­მრთო წეს­რი­გი მო­აგ­ვა­რებს ყვე­ლა შენს პრობ­ლე­მას! თუკი გჯე­რა - ასე იქ­ნე­ბა!

***

ომი ცოდ­ვას­თან - მოგ­წონს, გსი­ა­მოვ­ნებს, ზოგ­ჯერ ისიც გგო­ნია, რომ ეს არის შენი ბედ­ნი­ე­რე­ბა, არა და გულ­ში, სულ­ში იტან­ჯე­ბი, თავს ვერ აღ­წევ მას, თით­ქოს ქსელ­ში ხარ გაბ­მუ­ლი, მე­ორ­დე­ბა ერთი და იგი­ვე და ვერ გა­მო­დი­ხარ ამ სა­ში­ნე­ლი წრი­დან. აი გა­და­წყვი­ტე, თავი და­ა­ნე­ბო ამ ყვე­ლა­ფერს, კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბა­ზეც გა­დახ­ვე­დი, ისიც კი გგო­ნია, უკვე შე­ძე­ლი და მო­ე­რიე, მაგ­რამ სულ მალე ისევ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან იწყე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე ძალ­და­ტა­ნე­ბა ტან­ჯვას გა­ნი­ჭებს, გტკი­ვა ყვე­ლა­ფე­რი...ერ­თა­დერ­თი ხსნა და საშ­ვე­ლი ამ სა­ტან­ჯვე­ლი­დან არის გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლი და უფ­ლი­სად­მი ვედ­რე­ბა - და­მეხ­მა­რე უფა­ლო! სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლის მერე იჭ­რე­ბა შენს გარ­შე­მო შეკ­რუ­ლი ქსე­ლი და სულ­ში შე­მო­დის სული თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა. სა­დღაც ქრე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა იმ ქმე­დე­ბა­ზე, იმ ფიქ­რებ­ზე თუ სურ­ვი­ლებ­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ტან­ჯვე­ლად გქონ­და ქცე­უ­ლი.ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სა­ტან­ჯვე­ლი ქრე­ბა, მაგ­რამ არ ქრე­ბა სა­შიშ­რო­ე­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის გვიმ­ზა­დებს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ბო­რო­ტი და საკ­მა­რი­სია, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა დაგ­ვე­უფ­ლოს, უფ­ლი­სად­მი სა­სო­ე­ბის ნაც­ვლად სა­კუ­თარ თავ­ზე და­ვამ­ყა­როთ იმე­დი და გვე­გო­ნოს, რომ უკვე მი­ვაღ­წი­ეთ მი­ზანს, მა­შინ­ვე სულ სხვა მხრი­დან მოგ­ვე­პა­რე­ბა საფრ­თხე და ისევ და­ცე­მულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ხი­ლავთ ჩევნს ამ­პარ­ტა­ვან თავს.თა­ვი­სუფ­ლე­ბას თუ ვე­ძებთ, ღმერ­თი უნდა ვე­ძე­ბოთ! ნე­ტავ შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა!

3 აგ­ვის­ტო­დან - გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, მე-12 ტომი! არ გა­მოგრჩეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ერთი ალალი ცრემლი სჯობს სიცრუით სავსე მთელ ცხოვრებას...

ერთი ალალი ცრემლი სჯობს სიცრუით სავსე მთელ ცხოვრებას...

ორშაბათიდან, 3 აგვისტოდან, „ბიბლიის განმარტებების“ მე-12 ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

როცა პატრიარქს წარვუდგინეთ „ბიბლიის განმარტებების“ პროექტი, ყველას ყურადღებით მოგვისმინა და ბოლოს ერთადერთი სიტყვა გვითხრა - "შესანიშნავია"! ამ ერთ სიტყვაში იდო პროექტის მნიშვნელობის მთელი არსი.

შესანიშნავიაო უფლის ნების აღსრულება, - პირველად საქართველოს ისტორიაში, მთელი ბიბლიის ტექსტის მუხლობრივი განმარტებები ყველასთვის გასაგებ ენაზე.

***

ერთი ალალი ცრემლი სჯობს სიცრუით სავსე მთელ ცხოვრებას...საიტისთვის რაღაც ფოტოს ვეძებდი და ამას წავაწყდი უცებ. ხო ჩვეულებრივ წვეთს ჰგავს? მაგრამ მოგორავს და მოაქვს სულის ტკივილი, ან იქნებ სიხარული... ვინ იცის...ზოგჯერ ადამიანის ცხოვრების ბედსაც წყვეტდეს იქნებ... სინანულის ცრემლი, გულიდან წამოსული და სულში გამოტარებული...

***

რაში იხარჯება ჩვენი ენერგია, ძალა, შესაძლებლობები...დიდ და მნიშვნელოვან საქმეთა კეთების ნაცვლად წვრილმან "მომხდურს" ვებრძვით... უსიყვარულოებს, ბოღმით დაბნელებულებს... ჩვენც - არანაკლებ უსიყვარულოდ...კაცობრიობის მთავარი მტერი კი კვდება სიცილით...არა და, მიზანი საერთო გვაქვს ყველას, თუმცა არ გვინდა ამის გაგება... მაინც მოგვიწევს... ადრე თუ გვიან, ყველას მოგვიწევს...

***

აღელვებული და გავეშებული ხალხის მასა ყოველთვის ტყუის იმ ერთი ადამიანის წინაშე, ვისკენაც არის მიმართული აგრესია და თუ ამ მასას გავყვებით, ჩვენც შეცდომაში შევალთ. ასეთ დროს ერთადერთი სწორი გამოსავალია, მასას გამოეყო, სასროლად გამზადებული ქვა ძირს დააგდო და ეს სიტყვები გაიხსენო: ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.აბა, რომელი ვართ უცოდველი?

***

შენს დამამცირებელ ფრაზებს წარმოთქვამს? საჯაროდ გეუბნება ისეთ რამეს, რომ საზოგადოებას შენზე ცუდი წარმოდგენა შეუქმნას? და რაც უფრო ჩუმად ხარ, უფრო და უფრო გული მოეცა? იოტისოდენა ზიანსაც ვერ მოგაყენებს! მას კი ჰგონია, რომ გაიმარჯვა და მიზანს მიაღწია, მაგრამ საუბრის დასრულების შემდეგ ისეთი ცარიელია მისი სული... შენ კი, მდუმარე, მომთმენი, თავმდაბალი საქციელის მერე ივსები რაღაც უცნაური წყალობით...სიტყვასაც ნუ დაძრავ, როცა დაუმსახურებლად გდევნიან... საღმრთო წესრიგი მოაგვარებს ყველა შენს პრობლემას! თუკი გჯერა - ასე იქნება!

***

ომი ცოდვასთან - მოგწონს, გსიამოვნებს, ზოგჯერ ისიც გგონია, რომ ეს არის შენი ბედნიერება, არა და გულში, სულში იტანჯები, თავს ვერ აღწევ მას, თითქოს ქსელში ხარ გაბმული, მეორდება ერთი და იგივე და ვერ გამოდიხარ ამ საშინელი წრიდან. აი გადაწყვიტე, თავი დაანებო ამ ყველაფერს, კონკრეტულ ქმედებაზეც გადახვედი, ისიც კი გგონია, უკვე შეძელი და მოერიე, მაგრამ სულ მალე ისევ ყველაფერი თავიდან იწყება, საკუთარ თავზე ძალდატანება ტანჯვას განიჭებს, გტკივა ყველაფერი...ერთადერთი ხსნა და საშველი ამ სატანჯველიდან არის გულწრფელი სინანული და უფლისადმი ვედრება - დამეხმარე უფალო! სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მერე იჭრება შენს გარშემო შეკრული ქსელი და სულში შემოდის სული თავისუფლებისა. სადღაც ქრება მიჯაჭვულობა იმ ქმედებაზე, იმ ფიქრებზე თუ სურვილებზე, რომელიც წლების განმავლობაში სატანჯველად გქონდა ქცეული.ერთი კონკრეტული სატანჯველი ქრება, მაგრამ არ ქრება საშიშროება, რომელსაც ყოველთვის გვიმზადებს ჩასაფრებული ბოროტი და საკმარისია, თავდაჯერებულობა დაგვეუფლოს, უფლისადმი სასოების ნაცვლად საკუთარ თავზე დავამყაროთ იმედი და გვეგონოს, რომ უკვე მივაღწიეთ მიზანს, მაშინვე სულ სხვა მხრიდან მოგვეპარება საფრთხე და ისევ დაცემულ მდგომარეობაში ვიხილავთ ჩევნს ამპარტავან თავს.თავისუფლებას თუ ვეძებთ, ღმერთი უნდა ვეძებოთ! ნეტავ შეგვაძლებინა!

3 აგვისტოდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, მე-12 ტომი! არ გამოგრჩეთ!

შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? - ჟურნალ "გზასთან" ერთად, ნათია ჯაგოდნიშვილის რომანი "ცდუნება" გამოვა

"ლიტერატურული გაჩერება" სვანეთშია - მესტიაში გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით იმართება

გამომცელობა „პალიტრა L“ -ის „ლიტერატურული გაჩერება“ გრძელდება