სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2013 წლის ისტორია: გემს ბათუმიდან ამონიუმის ნიტრატი მოზამბიკში გადაჰქონდა - ბეირუთში ქართული გვარჯილა აფეთქდა?!
2013 წლის ისტორია: გემს ბათუმიდან ამონიუმის ნიტრატი მოზამბიკში გადაჰქონდა - ბეირუთში ქართული გვარჯილა აფეთქდა?!

რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუ­თის ნავ­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი ორი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად არა­ნაკ­ლებ 78 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ოთხი ათას­ზე მეტ­მა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, სრუ­ლი­ად დან­გრე­უ­ლია ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე კვარ­ტა­ლი, და­ზი­ან­და რიგი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის შე­ნო­ბე­ბი. აფეთ­ქე­ბის ტალ­ღა ისე­თი ძლი­ე­რი იყო, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლებს სა­თა­მა­შო­ე­ბი­ვით ატ­რი­ა­ლებ­და, მისი გრი­ა­ლი კუნ­ძულ კვიპ­როს­ზეც კი გა­ი­გო­ნეს. სპე­ცი­ა­ლის­ტთა შე­ფა­სე­ბით, აფეთ­ქე­ბის ენერ­გია თით­ქმის ოთხბა­ლი­ა­ნი მი­წისძვრის დროს გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ენერ­გი­ას უტოლ­დე­ბა.

ლი­ბა­ნის მა­ს­მე­დი­ის ცნო­ბე­ბით, მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს, რად­გან შე­ნო­ბე­ბის ნან­გრე­ვებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩა­მარ­ხულ­ნი.

ლი­ბა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მი­შელ აუნ­მა ქვე­ყა­ნა­ში სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­და.

ბრი­ტა­ნუ­ლი ბი-ბი-სი-ს რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის («BBC Russian») მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მა­სა­ლა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ჰა­სან დი­ა­ბის გან­ცხა­დე­ბით, აფეთ­ქდა ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტის (აზო­ტო­ვა­ნი გვარ­ჯი­ლის) დიდი პარ­ტია (2750 ტონა), რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბო­და ნავ­სად­გუ­რის სა­წყობ­ში, მაგ­რამ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვის გა­რე­შე, შე­დე­გად, შე­დუ­ღე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს, პი­რო­ტექ­ნი­კის სა­წყობ­ში ცე­ცხლი გაჩ­ნდა. ხან­ძა­რი გა­და­ე­დო ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტის სა­წყობ­საც, რომ­ლის შე­დე­გად აფეთ­ქე­ბა მოხ­და.

ალ­ბათ, ბევ­რმა იცის, რომ ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბის სა­სუ­ქად, მაგ­რამ შე­საძ­ლოა ცო­ტას­თვი­საა ცნო­ბი­ლი, რომ მის­გან ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბა­საც ამ­ზა­დე­ბენ. გვარ­ჯი­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ცე­ცხლთან კონ­ტაქ­ტის დროს, ამი­ტომ მისი შე­ნახ­ვი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მკაც­რი წე­სე­ბია დად­გე­ნი­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ნავ­სად­გურ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის დროს წი­თე­ლი კვამ­ლი ჩან­და, რაც იმას მოწ­მობს, რომ სწო­რედ ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტი აფეთ­ქდა.

სა­ი­დან გაჩ­ნდა თით­ქმის სამი ათა­სი ტონა ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბა ბე­ი­რუ­თის ნავ­სად­გურ­ში? ლი­ბა­ნის მა­ს­მე­დი­ა­ში სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, რო­მელ­საც, რო­გორც «BBC Russian» აღ­ნიშ­ნავს, რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ, ბე­ი­რუ­თის ნავ­სად­გუ­რის სა­წყობ­ში გვარ­ჯი­ლა თურ­მე 2013 წლის მარ­ტი­დან ინა­ხე­ბა, როცა პორ­ტში ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტით დატ­ვირ­თუ­ლი მოლ­დო­ვას დრო­შით მცუ­რა­ვი გემი „რო­სუ­სი“ («Rhosus») ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო შე­ვი­და. გე­მის ეკი­პა­ჟი რუსი მე­ზღვა­უ­რე­ბი­სა­გან შედ­გე­ბო­და. ლი­ბა­ნელ­მა მე­ბა­ჟე­ებ­მა გე­მის შე­მოწ­მე­ბი­სას გა­არ­კვი­ეს, რომ გვარ­ჯი­ლა გემს სა­ქარ­თვე­ლო­დან (ბა­თუ­მი­დან) მო­ზამ­ბიკ­ში მიჰ­ქონ­და. ტვირ­თი უკა­ნო­ნოდ გა­მო­ცხად­და, გემს კი პორ­ტის და­ტო­ვე­ბა აეკ­რძა­ლა (ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო). მფლო­ბელ­მა გემი და მისი ეკი­პა­ჟი ბე­დის ანა­ბა­რად მი­ა­ტო­ვა. მათ საწ­ვა­ვით, სურ­სა­თით და წყლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იუ­რის­ტე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, ეკი­პაჟ­მა ბე­ი­რუ­თი და­ტო­ვა, ტვირ­თი კი ნავ­სად­გუ­რის სა­წყობ­ში იქნა გა­და­ზი­დუ­ლი. თა­ვის მხრივ, რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბი გვარ­ჯი­ლის ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად ეს­პა­ნურ გა­მო­ცე­მა «The Arrest News»-ში 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლას იმოწ­მე­ბენ.

რა­ტომ მი­იჩ­ნი­ეს სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ტა­ნი­ლი გვარ­ჯი­ლა უკა­ნო­ნო ტვირ­თად ლი­ბა­ნელ­მა მე­ბა­ჟე­ებ­მა, ამის შე­სა­ხებ ამ დრო­ის­თვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლებ­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი.

ასეა თუ ისე, ბე­ი­რუთ­ში მომ­ხდარ­მა აფეთ­ქე­ბამ მსოფ­ლი­ო­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა მომ­ხდა­რი ფაქ­ტი „სა­ში­ნელ თავ­დას­ხმად“ შე­ა­ფა­სა (ალ­ბათ, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი იგუ­ლის­ხმა), სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მაიკ პომ­პე­ომ კი ლი­ბა­ნელ ხალ­ხს მი­უ­სამ­ძიმ­რა და დახ­მა­რე­ბა აღუთ­ქვა. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ლი­ბან­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას და აუ­ცი­ლე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბებს გაგ­ზავ­ნის ბე­ი­რუ­თის ნავ­სად­გუ­რი­სათ­ვის. ლი­ბა­ნელ ხალ­ხს სამ­ძი­მა­რი და თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­დეს მსოფ­ლი­ოს ბევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

2013 წლის ისტორია: გემს ბათუმიდან ამონიუმის ნიტრატი მოზამბიკში გადაჰქონდა - ბეირუთში ქართული გვარჯილა აფეთქდა?!

2013 წლის ისტორია: გემს ბათუმიდან ამონიუმის ნიტრატი მოზამბიკში გადაჰქონდა - ბეირუთში ქართული გვარჯილა აფეთქდა?!

როგორც უკვე ცნობილია, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ნავსადგურის ტერიტორიაზე მომხდარი ორი ძლიერი აფეთქების შედეგად არანაკლებ 78 ადამიანი დაიღუპა, ოთხი ათასზე მეტმა სხეულის დაზიანება მიიღო, სრულიად დანგრეულია ქალაქის რამდენიმე კვარტალი, დაზიანდა რიგი სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობები. აფეთქების ტალღა ისეთი ძლიერი იყო, რომ ავტომობილებს სათამაშოებივით ატრიალებდა, მისი გრიალი კუნძულ კვიპროსზეც კი გაიგონეს. სპეციალისტთა შეფასებით, აფეთქების ენერგია თითქმის ოთხბალიანი მიწისძვრის დროს გამოთავისუფლებულ ენერგიას უტოლდება.

ლიბანის მასმედიის ცნობებით, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან შენობების ნანგრევებში ადამიანები არიან ჩამარხულნი.

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ბრიტანული ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახურის («BBC Russian») მიერ გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ "ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჰასან დიაბის განცხადებით, აფეთქდა ამონიუმის ნიტრატის (აზოტოვანი გვარჯილის) დიდი პარტია (2750 ტონა), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინახებოდა ნავსადგურის საწყობში, მაგრამ უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე, შედეგად, შედუღებითი სამუშაოების დროს, პიროტექნიკის საწყობში ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი გადაედო ამონიუმის ნიტრატის საწყობსაც, რომლის შედეგად აფეთქება მოხდა.

ალბათ, ბევრმა იცის, რომ ამონიუმის ნიტრატი ფართოდ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების სასუქად, მაგრამ შესაძლოა ცოტასთვისაა ცნობილი, რომ მისგან ასაფეთქებელ ნივთიერებასაც ამზადებენ. გვარჯილა განსაკუთრებით საშიშია ცეცხლთან კონტაქტის დროს, ამიტომ მისი შენახვისათვის განსაკუთრებულად მკაცრი წესებია დადგენილი. სპეციალისტების აზრით, ნავსადგურში მომხდარი აფეთქების დროს წითელი კვამლი ჩანდა, რაც იმას მოწმობს, რომ სწორედ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა.

საიდან გაჩნდა თითქმის სამი ათასი ტონა ფეთქებადსაშიში ნივთიერება ბეირუთის ნავსადგურში? ლიბანის მასმედიაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც, როგორც «BBC Russian» აღნიშნავს, რუსული წყაროები ავრცელებენ, ბეირუთის ნავსადგურის საწყობში გვარჯილა თურმე 2013 წლის მარტიდან ინახება, როცა პორტში ამონიუმის ნიტრატით დატვირთული მოლდოვას დროშით მცურავი გემი „როსუსი“ («Rhosus») ტექნიკური მიზეზების გამო შევიდა. გემის ეკიპაჟი რუსი მეზღვაურებისაგან შედგებოდა. ლიბანელმა მებაჟეებმა გემის შემოწმებისას გაარკვიეს, რომ გვარჯილა გემს საქართველოდან (ბათუმიდან) მოზამბიკში მიჰქონდა. ტვირთი უკანონოდ გამოცხადდა, გემს კი პორტის დატოვება აეკრძალა (ექსპლოატაციის წესების დარღვევის გამო). მფლობელმა გემი და მისი ეკიპაჟი ბედის ანაბარად მიატოვა. მათ საწვავით, სურსათით და წყლით უზრუნველყოფის პრობლემები გაუჩნდათ. მოგვიანებით, იურისტებისა და დიპლომატების დახმარებით, ეკიპაჟმა ბეირუთი დატოვა, ტვირთი კი ნავსადგურის საწყობში იქნა გადაზიდული. თავის მხრივ, რუსული წყაროები გვარჯილის ქართული წარმოშობის დამადასტურებლად ესპანურ გამოცემა «The Arrest News»-ში 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ მასალას იმოწმებენ.

რატომ მიიჩნიეს საქართველოდან გატანილი გვარჯილა უკანონო ტვირთად ლიბანელმა მებაჟეებმა, ამის შესახებ ამ დროისთვის გამოქვეყნებულ მასალებში არაფერია ნათქვამი.

ასეა თუ ისე, ბეირუთში მომხდარმა აფეთქებამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარი ფაქტი „საშინელ თავდასხმად“ შეაფასა (ალბათ, ტერორისტული აქტი იგულისხმა), სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი ლიბანელ ხალხს მიუსამძიმრა და დახმარება აღუთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ლიბანში ჰუმანიტარულ დახმარებას და აუცილებელ მოწყობილობებს გაგზავნის ბეირუთის ნავსადგურისათვის. ლიბანელ ხალხს სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადეს მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს ხელისუფლებამ, მათ შორის საქართველოს მთავრობამ.

ავტორი: სიმონ კილაძე

ავღანეთში "თალიბანის" დაჯგუფების 400-მდე მთავარ წევრს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ

ფერმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობის მე-15 სართულზე - რა მოჰყავთ ეიფელის კოშკთან გაშენებულ კომპლექსში

ტრაგედია ჩეხეთში - კორპუსში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია