პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლნისში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული აგროცენტრი ადგილობრივებს წარმოების განვითარებაში ეხმარება
ბოლნისში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული აგროცენტრი ადგილობრივებს წარმოების განვითარებაში ეხმარება

„ძმე­ბის მა­რა­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გუ­რამ ავ­ქო­ფაშ­ვი­ლი და მისი ძმა გი­ორ­გი ოჯა­ხის მე­ო­თხე თა­ო­ბაა, რომ­ლე­ბიც ბოლ­ნის­ში მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბას ეწე­ვი­ან და ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით ნა­ტუ­რა­ლურ ღვი­ნოს აწარ­მო­ე­ბენ. ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რა­ტე­ვან­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი მათი ახა­ლი „ჩი­ნუ­რის“ ვე­ნა­ხი უკვე ხუთი წლი­საა.

„ძმე­ბის მა­რან­მა“ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა და ბოთ­ლში ჩა­მოს­ხმა 2015 წელს და­ი­წყო. თუმ­ცა, სხვა მეღ­ვი­ნე­ე­ბის მსგავ­სად, მა­თაც ჰქონ­დათ ღვი­ნის გა­ფილ­ტვრის, ჩა­მოს­ხმის, ეტი­კე­ტი­რე­ბი­სა და მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ნა­ხი ჭურ­ჭლის პრობ­ლე­მა. წელს, გუ­რამ და გი­ორ­გი ავ­ქო­ფაშ­ვი­ლე­ბის მცი­რე სა­ო­ჯა­ხო მა­რა­ნი, ისე­ვე რო­გორც სხვა მეღ­ვი­ნე­ე­ბი, ამ პრობ­ლე­მებს მარ­ტი­ვად გა­დაჭ­რი­ან. მე­ვე­ნა­ხე ამ­ბობს, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ე­ცათ, რაც ბოლ­ნის­ში აგ­რო­ცენ­ტრი გა­იხ­სნა. „ძმე­ბის მა­რა­ნი“ ღვი­ნოს თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის­თვის ამ­ზა­დებს, მო­მა­ვალ­ში კი მის ექ­სპორტზე გა­ტა­ნა­საც გეგ­მავს.

“ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტია, რაც კი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შრო­მა გა­უ­ად­ვილ­დეთ და წარ­მო­ე­ბა გა­ა­ფარ­თო­ვონ. ბოლ­ნი­სის 900-მდე სა­ო­ჯა­ხო მეღ­ვი­ნე­ო­ბა აგ­რო­ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლებს, რად­გან მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ძა­ლი­ან და­ბა­ლი ფა­სე­ბია. რაც მთა­ვა­რია, ბოლ­ნის­ში ინერ­გე­ბა ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი. ამი­ტო­მაც არ გვე­ში­ნია ბოლ­ნი­სე­ლებს, რომ იმ 150,000 ბოთლს გავ­ყი­დით, რო­მელ­საც შარ­შან­დე­ლი მო­სა­ვა­ლით წელს ჩა­მო­ვას­ხამთ აგ­რო­ცენ­ტრში.“ - ამ­ბობს გუ­რამ ავ­ქო­ფაშ­ვი­ლი.ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, აგ­რო­ცენ­ტრი 2020 წლის იან­ვარ­ში გა­იხ­სნა. ცენ­ტრი ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით “მე­რე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის­თვის” ინი­ცა­ი­ტი­ვის ფარ­გლებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს ისარ­გებ­ლოს, რო­გორც სა­ექ­სპერ­ტო-სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბით ფი­ნან­სებ­სა და ბუ­ღალ­ტე­რი­ა­ში, ისე მარ­კე­ტინ­გუ­ლი და იუ­რი­დი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით. ასე­ვე, ცენ­ტრი აღ­ჭურ­ვი­ლია ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის და­ნად­გა­რე­ბით, სა­დაც ბევრ სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან ერ­თად ფერ­მერს შე­უძ­ლია წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის შე­ფუთ­ვა და ეტი­კე­ტი­რე­ბა, ღვი­ნის ჩა­მოს­ხმა ბოთ­ლებ­ში, ად­გილ­ზე ქვევ­რი­დან ღვი­ნის გა­და­ღე­ბა, გა­ფილ­ტვრა, შე­სა­ბა­მის ბოთ­ლში ჩა­მოს­ხმა და ეტი­კე­ტი­რე­ბა. აგ­რო­ცენ­ტრი ად­გი­ლობ­რივ ფერ­მე­რებს, ასე­ვე აწ­ვდის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას და ცოდ­ნას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბებს სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­წარ­მოო შე­საძ­ლობ­ლო­ბე­ბის კვლე­ვა, სა­დაც პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დო­ნე­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო კლას­ტე­რუ­ლი მიდ­გო­მა. ამ მიდ­გო­მამ გა­მო­ავ­ლი­ნა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის პრეკ­ლას­ტე­რი. ასე­ვე, კვლე­ვამ გა­მოკ­ვე­თა აგ­რო­წარ­მო­ე­ბის, ტუ­რიზ­მის, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი­სა და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კლას­ტე­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და გა­მოკ­ვე­თა ამ კლას­ტე­რე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი.

კი­დევ ერთი მე­წარ­მე, რო­მელ­მაც აგ­რო­ცენ­ტრით უკვე ისარ­გებ­ლა, მერი მა­ხა­რა­ძეა. ის ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დის­ვე­ლი­და­ნაა და ყვე­ლის წარ­მო­ე­ბას ეწე­ვა. სო­ფე­ლი აჭა­რე­ლი ეკო­მიგ­რან­ტე­ბი­თაა და­სახ­ლე­ბუ­ლი და ამ­ჟა­მად სა­წარ­მო­ში ცხრა ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. სა­წარ­მო „დის­ვე­ლი“ ად­გი­ლობ­რი­ვი რძის­გან აწარ­მო­ებს ქარ­თუ­ლი ყვე­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბას და დღე­ში 2 ტო­ნამ­დე რძის გა­და­მუ­შა­ვე­ბას ახ­დენს. სა­წარ­მო აღ­ჭურ­ვი­ლია სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტე­ბით, ად­გილ­ზე ხდე­ბა პრო­დუქ­ცი­ის ეტი­კე­ტი­რე­ბა და ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლი­ზა­ცია.

„ამ ეტაპ­ზე, დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა გვჭირ­დე­ბო­და, იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა მი­ვი­ღეთ ცენ­ტრის­გან და დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ვა­წეს­რი­გეთ. რო­დე­საც სა­წარ­მო გა­ფარ­თოვ­დე­ბა, დაგ­ვჭირ­დე­ბა შემ­დგომ­ში შე­ფუთ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბაც და აუ­ცი­ლებ­ლად ვი­სარ­გებ­ლებთ.” -ამ­ბობს მერი მა­ხა­რა­ძე.ევ­რო­კავ­შირ­მა „მე­რე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის­თვის” ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში საგ­რან­ტო კონ­კურ­სი 2017 წელს გა­მო­ა­ცხა­და. ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის პრო­ექ­ტი „ბოლ­ნის­ში ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტუ­რი პლატ­ფორ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა” სამ სა­უ­კე­თე­სო­ში მოხ­ვდა და და­ფი­ნან­სე­ბაც მი­ი­ღო, ჯამ­ში 320 000 ევრო.

„მა­შინ­ვე, და­ვი­წყეთ შეხ­ვედ­რე­ბი, თუ რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი იყო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სა­ჭი­რო იყო ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. თა­ვი­დან არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტარს და ად­გი­ლის გა­მო­ყო­ფას აგ­რო­ცენ­ტრის­თვის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა და­ი­ნა­ხა ევ­როკვში­რის მხარ­და­ჭე­რა და მერე მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აე­შე­ნე­ბი­ნათ შე­ნო­ბა. ეს არის მა­გა­ლი­თი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პა­ტა­რა ინი­ცი­ა­ტი­ვით დიდი საქ­მის კე­თე­ბა.” -ამ­ბობს ნა­ტა­ლია კა­კა­ბა­ძე, M4EG პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი.ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში კი­დევ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბაც და­ფი­ნანსდა. სწო­რედ ახლა მთავ­რდე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ბოლ­ნი­სის ცენ­ტრში ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში, სა­დაც მო­მა­ვალ­ში კა­ფე­ე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი მო­ე­წყო­ბა.

მერი აბ­რა­მიშ­ვი­ლი, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გვიყ­ვე­ბა: „ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, “კა­ტე­რი­ნენ­ფელ­დის” და­სახ­ლე­ბა­ში სტე­ფა­ნი­ას ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია თით­ქმის უკვე მთავ­რდე­ბა. ეს უბა­ნი, გერ­მა­ნე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის აშ­ნე­ბუ­ლია. გა­კეთ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ფა­სა­დე­ბი, ტრო­ტუ­ა­რე­ბი, გა­ნა­თე­ბე­ბი, ქვა­ფე­ნი­ლი და ტუ­რის­ტუ­ლი მარ­კი­რე­ბის ნიშ­ნე­ბი. წელს ასე­ვე და­გეგ­მი­ლი გვქონ­და ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის გა­დამ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო გა­და­ი­დო და ახლა ვგეგ­მავთ, რომ ეს შეხ­ვედ­რე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ვა­ტა­როთ. ამ პრო­ექ­ტმა გა­ა­ჩი­ნა მო­ტი­ვა­ცია ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ასე­ვე, შე­მუ­შავ­და “კა­ტე­რი­ნენ­ფელ­დის” მარ­კე­ტინ­გუ­ლი სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.” აგ­რო­ცენ­ტრი ბოლ­ნი­სის შე­სას­ვლელ­ში, ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, შე­ნო­ბა­ში ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სივ­რცე, სა­დაც ფერ­მე­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თონ. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია (63,38%), ხოლო 5,02 სო­მე­ხი. სწო­რედ ამი­ტომ, ცენ­ტრი მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ისე სომ­ხურ ენებ­ზეც. ამ­ჟა­მად, ცენ­ტრში და­საქ­მე­ბუ­ლია თერ­თმე­ტი ადა­მი­ა­ნი, მათ­გან ორი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

მსგავ­სი ის­ტო­რი­ე­ბის გა­საც­ნო­ბად და კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ეწ­ვი­ეთ გვერდს: კარ­გი მო­სა­ვა­ლი

პატრიოტი
0

წარმატებები ბოლნისს და ბოლნისელებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ბოლნისში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული აგროცენტრი ადგილობრივებს წარმოების განვითარებაში ეხმარება

ბოლნისში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული აგროცენტრი ადგილობრივებს წარმოების განვითარებაში ეხმარება

„ძმების მარანის“ დამფუძნებელი გურამ ავქოფაშვილი და მისი ძმა გიორგი ოჯახის მეოთხე თაობაა, რომლებიც ბოლნისში მევენახეობა-მეღვინეობას ეწევიან და ქართული ტრადიციული მეთოდით ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში გაშენებული მათი ახალი „ჩინურის“ ვენახი უკვე ხუთი წლისაა.

„ძმების მარანმა“ ქართული ტრადიციული მეთოდით ნატურალური ღვინის წარმოება და ბოთლში ჩამოსხმა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, სხვა მეღვინეების მსგავსად, მათაც ჰქონდათ ღვინის გაფილტვრის, ჩამოსხმის, ეტიკეტირებისა და მოძველებული ღვინის შესანახი ჭურჭლის პრობლემა. წელს, გურამ და გიორგი ავქოფაშვილების მცირე საოჯახო მარანი, ისევე როგორც სხვა მეღვინეები, ამ პრობლემებს მარტივად გადაჭრიან. მევენახე ამბობს, რომ ამის საშუალება მას შემდეგ მიეცათ, რაც ბოლნისში აგროცენტრი გაიხსნა. „ძმების მარანი“ ღვინოს თავდაპირველად საქართველოს ბაზრისთვის ამზადებს, მომავალში კი მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

“ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რაც კი განხორციელებულა. მოსახლეობას მიეცა საშუალება, რომ შრომა გაუადვილდეთ და წარმოება გააფართოვონ. ბოლნისის 900-მდე საოჯახო მეღვინეობა აგროცენტრის მომსახურებით ისარგებლებს, რადგან მომსახურებაზე ძალიან დაბალი ფასებია. რაც მთავარია, ბოლნისში ინერგება ღვინის წარმოების ევროპული სტანდარტები. ამიტომაც არ გვეშინია ბოლნისელებს, რომ იმ 150,000 ბოთლს გავყიდით, რომელსაც შარშანდელი მოსავალით წელს ჩამოვასხამთ აგროცენტრში.“ - ამბობს გურამ ავქოფაშვილი.ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აგროცენტრი 2020 წლის იანვარში გაიხსნა. ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ინიცაიტივის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს, როგორც საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებებით ფინანსებსა და ბუღალტერიაში, ისე მარკეტინგული და იურიდიული მომსახურებით. ასევე, ცენტრი აღჭურვილია ევროპული სტანდარტის დანადგარებით, სადაც ბევრ სხვა მომსახურებასთან ერთად ფერმერს შეუძლია წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეფუთვა და ეტიკეტირება, ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში, ადგილზე ქვევრიდან ღვინის გადაღება, გაფილტვრა, შესაბამის ბოთლში ჩამოსხმა და ეტიკეტირება. აგროცენტრი ადგილობრივ ფერმერებს, ასევე აწვდის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციას და ცოდნას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის საქმიანობებს საფუძვლად დაედო მუნიციპალიტეტის საწარმოო შესაძლობლობების კვლევა, სადაც პირველად საქართველოში მუნიციპალიტეტის დონეზე გამოყენებული იყო კლასტერული მიდგომა. ამ მიდგომამ გამოავლინა მუნიციპალიტეტში არსებული მეღვინეობის პრეკლასტერი. ასევე, კვლევამ გამოკვეთა აგროწარმოების, ტურიზმის, სამშენებლო მასალებისა და ინტეგრირებული კლასტერის ჩამოყალიბების მნიშვნელობა და გამოკვეთა ამ კლასტერების ეკონომიკური სარგებელი.

კიდევ ერთი მეწარმე, რომელმაც აგროცენტრით უკვე ისარგებლა, მერი მახარაძეა. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველიდანაა და ყველის წარმოებას ეწევა. სოფელი აჭარელი ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ამჟამად საწარმოში ცხრა ადგილობრივი ქალბატონია დასაქმებული. საწარმო „დისველი“ ადგილობრივი რძისგან აწარმოებს ქართული ყველის სხვადასხვა სახეობას და დღეში 2 ტონამდე რძის გადამუშავებას ახდენს. საწარმო აღჭურვილია სურსათის უვნებლობის სტანდარტებით, ადგილზე ხდება პროდუქციის ეტიკეტირება და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.

„ამ ეტაპზე, დოკუმენტების მოწესრიგება გვჭირდებოდა, იურიდიული დახმარება მივიღეთ ცენტრისგან და დოკუმენტები მოვაწესრიგეთ. როდესაც საწარმო გაფართოვდება, დაგვჭირდება შემდგომში შეფუთვის მომსახურებაც და აუცილებლად ვისარგებლებთ.” -ამბობს მერი მახარაძე.ევროკავშირმა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ინიციატივის ფარგლებში საგრანტო კონკურსი 2017 წელს გამოაცხადა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება” სამ საუკეთესოში მოხვდა და დაფინანსებაც მიიღო, ჯამში 320 000 ევრო.

„მაშინვე, დავიწყეთ შეხვედრები, თუ რა საჭიროებები იყო მუნიციპალიტეტში. გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო ადგილობრივი სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლების ხელშეწყობა. თავიდან არ იყო გათვალისწინებული შენობის აშენება. პროექტი ითვალისწინებდა საჭირო ინვენტარს და ადგილის გამოყოფას აგროცენტრისთვის, მუნიციპალიტეტმა დაინახა ევროკვშირის მხარდაჭერა და მერე მიიღეს გადაწყვეტილება აეშენებინათ შენობა. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება ევროკავშირის პატარა ინიციატივით დიდი საქმის კეთება.” -ამბობს ნატალია კაკაბაძე, M4EG პროექტის მენეჯერი.ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი მიმართულება, ტურიზმის განვითარებაც დაფინანსდა. სწორედ ახლა მთავრდება სამუშაოები, ბოლნისის ცენტრში ისტორიულ ნაწილში, სადაც მომავალში კაფეები, სასტუმროები და რესტორნები მოეწყობა.

მერი აბრამიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი გვიყვება: „ქალაქის ცენტრში, “კატერინენფელდის” დასახლებაში სტეფანიას ქუჩის რეაბილიტაცია თითქმის უკვე მთავრდება. ეს უბანი, გერმანელი ემიგრანტების აშნებულია. გაკეთდა ინფრასტრუქტურა, ფასადები, ტროტუარები, განათებები, ქვაფენილი და ტურისტული მარკირების ნიშნები. წელს ასევე დაგეგმილი გვქონდა ტურისტული სექტორის გადამზადება, თუმცა მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო გადაიდო და ახლა ვგეგმავთ, რომ ეს შეხვედრები დისტანციურად ჩავატაროთ. ამ პროექტმა გააჩინა მოტივაცია ადგილობრივ მოსახლეობაში. ასევე, შემუშავდა “კატერინენფელდის” მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას მუნიციპალიტეტში.” აგროცენტრი ბოლნისის შესასვლელში, ცენტრალურ ქუჩაზეა განთავსებული, შენობაში ასევე გათვალისწინებულია სივრცე, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვედრები გამართონ. ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის უმრავლესობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეთნიკურად აზერბაიჯანელია (63,38%), ხოლო 5,02 სომეხი. სწორედ ამიტომ, ცენტრი მომსახურებას სთავაზობს როგორც აზერბაიჯანულ ისე სომხურ ენებზეც. ამჟამად, ცენტრში დასაქმებულია თერთმეტი ადამიანი, მათგან ორი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.

მსგავსი ისტორიების გასაცნობად და კამპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს: კარგი მოსავალი

5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს

Mastercard-ის შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებს - კამპანია „სალამი ზაფხულს“, ბათუმში 1 აგვისტოს იწყება

ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო