პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინები, კაფეები, ბარები, სამუშაო სივრცეები - ავლაბარში მულტიფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ შენდება
ბინები, კაფეები, ბარები, სამუშაო სივრცეები - ავლაბარში მულტიფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ შენდება

კა­ფე­ე­ბი, ბა­რე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი, სა­გა­მო­ფე­ნო, სა­მუ­შაო და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი - ეს პრო­ექ­ტი „მო­ე­და­ნია“, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის უძ­ვე­ლეს უბან­ში - ავ­ლა­ბარ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სულ მალე დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­თა საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი გახ­დე­ბა.

ავ­ლა­ბარ­ში, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად, თბი­ლი­სის მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი და ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი იყო, ხალ­ხი დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა მხრი­დან იყ­რი­და თავს. აქ იმარ­თე­ბო­და სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა და თავ­ყრი­ლო­ბე­ბი. დღეს, პრო­ექტ „მო­ედ­ნის“ ავ­ტო­რებს სურთ, ავ­ლა­ბარს ძვე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და­უბ­რუ­ნონ.

სა­ხე­ლი „მო­ე­და­ნი“ სწო­რედ ძველ თბი­ლის­ში მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­არ­ჩი­ეს. ავ­ლა­ბა­რი ჯერ კი­დევ XI-XIII ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში გვხვდე­ბა. თბი­ლი­სის ეს უძ­ვე­ლე­სი უბა­ნი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უდი­დეს როლს თა­მა­შობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სო­ციო-კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში. ის იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე ყვე­ლას­თვის.

თა­ნა­მედ­რო­ვე „მო­ე­და­ნიც“ სწო­რედ ამ კონ­ცეფ­ცი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ეს იქ­ნე­ბა სივ­რცე თა­ვი­სუ­ფა­ლი, საქ­მი­ა­ნი პი­რე­ბის­თვის, ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის, ტუ­რის­ტე­ბის­თვის და უბ­რა­ლოდ მათ­თვის, ვი­საც მე­გობ­რებ­თან ერ­თად გან­ტვირ­თვა სურს.

„მო­ედ­ნის“ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 1.4 ჰექ­ტარ მი­წის ფარ­თობ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. კომ­პლექ­სი 5 ბლო­კის­გან შედ­გე­ბა. მათ­გან 4 იქ­ნე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მელ­თა პირ­ველ სარ­თუ­ლებს რეს­ტორ­ნე­ბი, ბა­რე­ბი, ბუ­ტი­კე­ბი და სხვა ობი­ექ­ტე­ბი და­ი­კა­ვებს, ხოლო მე-5 შე­ნო­ბა­ში 100-ნომ­რი­ა­ნი სას­ტუმ­რო და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 5 200 კვ.მ მო­ედ­ნის გარ­შე­მო. მის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს ღვი­ნის აღ­მარ­თი, მე­ტე­ხი­სა და შარ­დე­ნის ქუ­ჩე­ბი; ასე­ვე, ნა­რი­ყა­ლას უძ­ვე­ლე­სი ცი­ხე­სი­მაგ­რე. კომ­პლექ­სი ახ­ლო­საა ძვე­ლი თბი­ლი­სის ბევრ ის­ტო­რი­ულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას­თან. ის­ტო­რი­უ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი ორ­გა­ნუ­ლად იქ­ნე­ბა შერ­წყმუ­ლი გა­სარ­თობ და და­სას­ვე­ნე­ბელ ობი­ექ­ტებ­თან. ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლა­ქის ძველ ნა­წილს მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ, და­სას­ვე­ნებ­ლად და გან­სატ­ვირ­თად, აქ მო­იყ­რი­ან თავს. შე­სა­ბა­მი­სად, „მო­ედ­ნის“ ბი­ნე­ბი რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბელ, ისე კო­მერ­ცი­ულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­საც ატა­რე­ბენ და პერ­სპექ­ტი­ვა­ში მო­მა­ვა­ლი მე­სა­კუთ­რე­თათ­ვის საკ­მა­ოდ შე­მო­სავ­ლი­ან ინ­ვეს­ტი­ცი­ად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცნენ.

მი­უ­ხე­და­ვად ამ­გვა­რი პერ­სპექ­ტი­ვი­სა, დღეს, ავ­ლა­ბარ­ში მსგავ­სი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ობი­ექ­ტი არ არ­სე­ბობს. ქა­ლა­ქის ამ უძ­ვე­ლეს უბანს ათა­სო­ბით მცხოვ­რე­ბი ჰყავს და არც ტუ­რის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის, თუმ­ცა არ ჰქონ­და სივ­რცე, სა­დაც გა­სარ­თო­ბი, საქ­მი­ა­ნი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი იქ­ნე­ბო­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

იმი­სათ­ვის, რომ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა, ისე ტუ­რის­ტებ­მა თავი ძველ თბი­ლის­ში იგ­რძნონ, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი არც ტრა­დი­ცი­ულ არ­ქი­ტექ­ტუ­რას ივი­წყე­ბენ. მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის ნაც­ვლად, აქ დე­და­ქა­ლა­ქის ძვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ნა­გე­ბო­ბე­ბი აშენ­დე­ბა. მათი მო­ე­და­ნი კი ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი მო­წყო­ბით იქ­ნე­ბა შთა­გო­ნე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პლექ­სი სრუ­ლად ჩაჯ­დე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის სტილ­ში.

მისი სტუმ­რე­ბის­თვის აქ ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

„მო­ედ­ნის“ მშე­ნებ­ლო­ბა 2022 წლის ზა­ფხულ­ში დას­რულ­დე­ბა, თუმ­ცა მსურ­ვე­ლებს ბი­ნე­ბის შე­ძე­ნა უკვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, უპ­რე­ცე­დენ­ტო პი­რო­ბე­ბით შე­უძ­ლი­ათ: ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, შე­ავ­სონ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 20%, ხოლო 80% მხო­ლოდ ბი­ნის გა­და­ბა­რე­ბი­სას. პრო­ექ­ტის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის ან­გა­რიშს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც სრუ­ლად, ისე პარტნი­ო­რი ბან­კის მეშ­ვე­ო­ბით.

R

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tamari
9

Raa es? Erevania?! 

pesimisti
1

ზუსტი ადგილი მიუთითეთ. ავლაბრის აღმართის ავლისას პირდაპირ და მარცხნივ თუ სხვაგან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ბინები, კაფეები, ბარები, სამუშაო სივრცეები - ავლაბარში მულტიფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ შენდება

ბინები, კაფეები, ბარები, სამუშაო სივრცეები - ავლაბარში მულტიფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ შენდება

კაფეები, ბარები, მაღაზიები, დასასვენებელი, საგამოფენო, სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები - ეს პროექტი „მოედანია“, რომელიც თბილისის უძველეს უბანში - ავლაბარში ხორციელდება და სულ მალე დედაქალაქის მცხოვრებთა საყვარელი ადგილი გახდება.

ავლაბარში, რომელიც ისტორიულად, თბილისის მულტიკულტურული და ცენტრალური ნაწილი იყო, ხალხი დედაქალაქის ყველა მხრიდან იყრიდა თავს. აქ იმართებოდა სხვადასხვა კულტურული სანახაობა და თავყრილობები. დღეს, პროექტ „მოედნის“ ავტორებს სურთ, ავლაბარს ძველი დანიშნულება დაუბრუნონ.

სახელი „მოედანი“ სწორედ ძველ თბილისში მისი დანიშნულებიდან გამომდინარე შეარჩიეს. ავლაბარი ჯერ კიდევ XI-XIII ისტორიულ წყაროებში გვხვდება. თბილისის ეს უძველესი უბანი საუკუნეების განმავლობაში უდიდეს როლს თამაშობდა საზოგადოების სოციო-კულტურულ ცხოვრებაში. ის იყო თავისუფალი სივრცე ყველასთვის.

თანამედროვე „მოედანიც“ სწორედ ამ კონცეფციაზეა დაფუძნებული. ეს იქნება სივრცე თავისუფალი, საქმიანი პირებისთვის, ხელოვანებისთვის, ტურისტებისთვის და უბრალოდ მათთვის, ვისაც მეგობრებთან ერთად განტვირთვა სურს.

„მოედნის“ სამშენებლო სამუშაოები 1.4 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს. კომპლექსი 5 ბლოკისგან შედგება. მათგან 4 იქნება საცხოვრებელი, რომელთა პირველ სართულებს რესტორნები, ბარები, ბუტიკები და სხვა ობიექტები დაიკავებს, ხოლო მე-5 შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას.

ზემოთხსენებული ობიექტები განთავსებული იქნება 5 200 კვ.მ მოედნის გარშემო. მის მახლობლად მდებარეობს ღვინის აღმართი, მეტეხისა და შარდენის ქუჩები; ასევე, ნარიყალას უძველესი ციხესიმაგრე. კომპლექსი ახლოსაა ძველი თბილისის ბევრ ისტორიულ ღირსშესანიშნაობასთან. ისტორიული ღირსშესანიშნაობები ორგანულად იქნება შერწყმული გასართობ და დასასვენებელ ობიექტებთან. ტურისტები, რომლებიც დედაქალაქის ძველ ნაწილს მოინახულებენ, დასასვენებლად და განსატვირთად, აქ მოიყრიან თავს. შესაბამისად, „მოედნის“ ბინები როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ დანიშნულებასაც ატარებენ და პერსპექტივაში მომავალი მესაკუთრეთათვის საკმაოდ შემოსავლიან ინვესტიციად შეიძლება იქცნენ.

მიუხედავად ამგვარი პერსპექტივისა, დღეს, ავლაბარში მსგავსი მრავალფუნქციური ობიექტი არ არსებობს. ქალაქის ამ უძველეს უბანს ათასობით მცხოვრები ჰყავს და არც ტურისტების ნაკლებობას განიცდის, თუმცა არ ჰქონდა სივრცე, სადაც გასართობი, საქმიანი და დასასვენებელი სივრცეები იქნებოდა გაერთიანებული.

იმისათვის, რომ როგორც ადგილობრივებმა, ისე ტურისტებმა თავი ძველ თბილისში იგრძნონ, პროექტის ავტორები არც ტრადიციულ არქიტექტურას ივიწყებენ. მრავალსართულიანი შენობების ნაცვლად, აქ დედაქალაქის ძველი არქიტექტურისთვის შესაბამისი ნაგებობები აშენდება. მათი მოედანი კი ძველი თბილისური მოწყობით იქნება შთაგონებული, შესაბამისად, კომპლექსი სრულად ჩაჯდება დედაქალაქის სტილში.

მისი სტუმრებისთვის აქ ყველაფერი რამდენიმე ფეხის ნაბიჯზე იქნება ხელმისაწვდომი.

„მოედნის“ მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში დასრულდება, თუმცა მსურველებს ბინების შეძენა უკვე განსაკუთრებული, უპრეცედენტო პირობებით შეუძლიათ: ორი წლის განმავლობაში მათ საშუალება ექნებათ, შეავსონ უძრავი ქონების ღირებულების 20%, ხოლო 80% მხოლოდ ბინის გადაბარებისას. პროექტის ჩაბარების შემდეგ, დარჩენილი თანხის ანგარიშსწორება შესაძლებელი იქნება როგორც სრულად, ისე პარტნიორი ბანკის მეშვეობით.

R

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?

5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს