მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მობილურით არ ვკონტაქტობდით, რატომ უნდა მომეძებნა?"- რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო
"მობილურით არ ვკონტაქტობდით, რატომ უნდა მომეძებნა?"-  რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო

ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო კი­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს ვი­დეო-ინ­ტერ­ვი­უს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო.

იგი ჟურ­ნა­ლისტს ბა­ჩა­ნას სა­ხე­ლით ეც­ნო­ბა. მისი თქმით, 23 წლის პროგ­რა­მის­ტი 2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იც­ნო.

"კურ­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. არ იყო ად­ვი­ლად შე­სას­ვლე­ლი ადა­მი­ა­ნი, მას­თან კონ­ტაქტს ად­ვი­ლად ვერ და­ამ­ყა­რებ­დი. ეს იყო ზო­გა­დად, ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ ვამ­ბობ. ჰიტ­ლე­რის "ჩემს ბრძო­ლას" კი­თხუ­ლობ­და და ამან მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა. ლექ­ცი­ის დროს კი­თხუ­ლობ­და. გა­მიკ­ვირ­და ძა­ლი­ან, რად­გან ეგ წიგ­ნი ად­ვი­ლად წა­სა­კი­თხი არ იყო და თა­ვი­დან სწო­რედ ამი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი მი­სით. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ორი­ვე ვხვდე­ბო­დით, რომ ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვწონ­და" - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა.

მისი თქმით, მა­საც და თა­მარ­საც და­ბა­დე­ბის დღე 19 ივ­ნისს აქვთ და ბო­ლოს სწო­რედ ამ დღეს ნახა გო­გო­ნა. ბა­ჩა­ნას ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუ­ბი­ლე ჯერ ლის­ზე, შემ­დეგ კი ძველ თბი­ლის­ში აღ­ნიშ­ნეს.

ასევე დაგაინტერესებთ
20:42 / 04-08-2020

"სიმართლის დასადგენად ერთი აგური დაიდო, FBI-ს ვენდობი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

22:36 / 04-08-2020

"ბევრი წყარო იძლევა უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია... ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რისი მსხვერპლიც გახდა" - ადვოკატი

11:38 / 05-08-2020

"ციდანაა მოფრენილი... " - რა თქვა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ბიჭზე, რომელიც ამბობს, რომ პროგრამისტის შეყვარებული იყო

13:41 / 05-08-2020

"შეიძლება ჩემზე "საქმეს კერავენ" - ბიჭი, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შვედეთისთვის თავშესაფრის თხოვნას გეგმავს

14:37 / 05-08-2020

"ლისზე ყოფნისას მითხრა, მომწყინდა დაბადების დღის შინ აღნიშვნაო" - რას ყვება ბიჭი, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია?

"იქ სხვა­დახ­ვა თე­მებ­ზე ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ. მათ შო­რის იმა­ზე, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის თე­მას რომ გეგ­მავ­და. უნ­დო­და წას­ვლა ისევ საფ­რან­გეთ­ში და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. მას არ უთ­ქვამს, რომ რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჰქონ­და. შევ­ნიშ­ნე, რომ შორს ფიქ­რობ­და, გეგ­მე­ბი ჰქონ­და" - აღ­ნიშ­ნა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბას, ბა­ჩა­ნა ჰყვე­ბა, რომ მის­მა ოჯახ­მა თა­მა­რის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ იცო­და. თუმ­ცა აქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ არ იც­ნობ­და თა­მა­რის ოჯახს და მე­გობ­რებს, გარ­და მა­რი­ამ ვარ­დი­აშ­ვი­ლი­სა, ხოლო დეა კა­პა­ნა­ძე სამ­ძი­მარ­ზე გა­იც­ნო.

"ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა იცოდ­ნენ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში თა­მა­რის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მათ­თან ერ­თად არ­სად არ დავ­დი­ო­დით" - ამ­ბობს ბა­ჩა­ნა.

მისი თქმით, "შეყ­ვა­რე­ბუ­ლის" და­კარ­გვის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გა­ი­გო, რაც ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სამი დღის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო. კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ მო­ი­კი­თხა სამი დღის განმვლო­ბა­ში, იგი ამ­ბობს:

"მე 27-ში ვკი­თხე, წა­მოხ­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან თუ არა­თქო. გა­უჩ­ნა­რე­ბამ­დე ერთი დღით ადრე აქვს ჩემი მე­სი­ჯი ნა­ნა­ხი, თუმ­ცა პა­სუ­ხი არ აქვს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი. ჩვენ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ სამ­სა­ხურ­ში ბოლო შეკ­ვე­თებს მორ­ჩე­ბო­და და უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო. თა­მარს რომ ეთ­ქვა ჩემ­თვის, იქი­დან წა­მო­ვე­დიო, ვნა­ხავ­დი და აღა­რა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ გა­ვი­გე მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა, ვე­სა­უბ­რე­ბო­დი თსუ-ს სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრს, სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი იყო სა­დღაც, პარკში ვი­ყა­ვი და მომ­წე­რა მან, თა­მა­რი და­ი­კარ­გაო. მერე უკვე ინ­ტერ­ნეტ­შიც წა­ვი­კი­თხე. პარ­კი­დან სახ­ლში გა­ვარ­დი... უკვე ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც შე­ვი­ტყე, რაც ხდე­ბო­და" - ამ­ბობს ის.

კი­თხვა­ზე, მო­ძებ­ნა თუ არა იმ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი", რო­დე­საც ის არ ჩან­და, ბა­ჩა­ნა პა­სუ­ხობს: "რა­ტომ უნდა მო­მე­ძებ­ნა?"

"ჩემი სახ­სრე­ბით არა­ფე­რი შე­მეძ­ლო. ვერ­სად მოვ­ძებ­ნი­დი, სახ­ლში ვერ მი­ვი­დო­დი. მშობ­ლებს არ ვიც­ნობ­დი, სახ­ლში ნამ­ყო­ფი მა­ნამ­დე არ ვყო­ფილ­ვარ. რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა იმ მო­მენ­ტში? ვეც­ნო­ბო­დი, რა მოხ­და" - აღ­ნიშ­ნა მან.

კი­თხვა­ზე, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, თუ და­უ­რე­კა ან მი­წე­რა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს, ბა­ჩა­ნა ამ­ბობს, რომ "არა".

"მო­ბი­ლუ­რით ერ­თმა­ნეთს არ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით, რა­ტომ უნდა დაგ­ვე­რე­კა? რო­დე­საც არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი" - გა­ნა­ცხა ბა­ჩა­ნამ.

მისი თქმით, გო­გო­ნას დაკ­რძალ­ვა­ზეც იმ­ყო­ფე­ბო­და.

"იქ გა­ვი­ცა­ნი მისი ნა­თე­სა­ვი ილო, რო­მელ­მაც სახ­ლში ჩემი თავი გა­აც­ნო თა­მა­რის ნა­თე­სა­ვებს. არ მჯე­რა, რომ თავი მო­იკ­ლა თა­მარ­მა" - გა­ნა­ცხა­და მან და აქვე დას­ძი­ნა, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ამ უკვე ორ­ჯერ და­კი­თხა.

რო­გორც ახალ­გაზ­რდა ჰყვე­ბა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე მოხ­და შეღ­წე­ვა და მისი დაბ­ლოკ­ვა.

"კომ­პი­უ­ტე­რი­დან გა­უქ­მე­ბუ­ლია "ფე­ის­ბუ­ქი". წაშ­ლი­ლია მის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი მე­სი­ჯე­ბი. ასე­ვე მოხ­და მის "ინ­სტაგ­რამ­ზე" წვდო­მა. სწო­რედ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ატ­ვირ­თა თა­მარ­მა ვი­დეო, სა­დაც მე და ის ძველ თბი­ლის­ში ვართ. იქ იყო ტე­გე­ბი, მათ შო­რის "mylove" და სწო­რედ ეს ტე­გია ამოშ­ლი­ლი, რო­მე­ლიც მე მე­კუთ­ვნის", - გა­ნა­ცხა­და ახალ­გაზ­რდამ.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 93 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
20

ოხ დაგაგვიანდა ელისო, ხომ ნახე,რომ გამოძიებას უკვე დაუკითხია და აცალეთ გამოიძინ, რას ეჩრებით.

მალხაზ ნიკოლაძე
15

მაგარია, შეყვარებულის მშობლებთან ვერ მიდის და ელისო კილაძესთან გარბის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მობილურით არ ვკონტაქტობდით, რატომ უნდა მომეძებნა?"- რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო

"მობილურით არ ვკონტაქტობდით, რატომ უნდა მომეძებნა?"-  რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეო-ინტერვიუს ახალგაზრდა მამაკაცთან, რომელიც ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.

იგი ჟურნალისტს ბაჩანას სახელით ეცნობა. მისი თქმით, 23 წლის პროგრამისტი 2015 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტში გაიცნო.

"კურსელები ვიყავით. არ იყო ადვილად შესასვლელი ადამიანი, მასთან კონტაქტს ადვილად ვერ დაამყარებდი. ეს იყო ზოგადად, ჩემთან მიმართებაში არ ვამბობ. ჰიტლერის "ჩემს ბრძოლას" კითხულობდა და ამან მიიქცია ჩემი ყურადღება. ლექციის დროს კითხულობდა. გამიკვირდა ძალიან, რადგან ეგ წიგნი ადვილად წასაკითხი არ იყო და თავიდან სწორედ ამიტომ დავინტერესდი მისით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ორივე ვხვდებოდით, რომ ერთმანეთი მოგვწონდა" - ამბობს ახალგაზრდა.

მისი თქმით, მასაც და თამარსაც დაბადების დღე 19 ივნისს აქვთ და ბოლოს სწორედ ამ დღეს ნახა გოგონა. ბაჩანას ინფორმაციით, იუბილე ჯერ ლისზე, შემდეგ კი ძველ თბილისში აღნიშნეს.

"იქ სხვადახვა თემებზე ბევრი ვისაუბრეთ. მათ შორის იმაზე, რომ სამსახურიდან წამოსვლის თემას რომ გეგმავდა. უნდოდა წასვლა ისევ საფრანგეთში და კიბერუსაფრთხოების კუთხით სწავლის გაგრძელება. მას არ უთქვამს, რომ რაიმე პრობლემა ჰქონდა. შევნიშნე, რომ შორს ფიქრობდა, გეგმები ჰქონდა" - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ურთიერთობას, ბაჩანა ჰყვება, რომ მისმა ოჯახმა თამარის არსებობის შესახებ იცოდა. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ არ იცნობდა თამარის ოჯახს და მეგობრებს, გარდა მარიამ ვარდიაშვილისა, ხოლო დეა კაპანაძე სამძიმარზე გაიცნო.

"ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ ჩემს ცხოვრებაში თამარის არსებობის შესახებ, თუმცა მათთან ერთად არსად არ დავდიოდით" - ამბობს ბაჩანა.

მისი თქმით, "შეყვარებულის" დაკარგვის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ბაჩალიაშვილი სამი დღის გაუჩინარებული იყო. კითხვაზე, რატომ არ მოიკითხა სამი დღის განმვლობაში, იგი ამბობს:

"მე 27-ში ვკითხე, წამოხვედი სამსახურიდან თუ არათქო. გაუჩნარებამდე ერთი დღით ადრე აქვს ჩემი მესიჯი ნანახი, თუმცა პასუხი არ აქვს დაბრუნებული. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ სამსახურში ბოლო შეკვეთებს მორჩებოდა და უნდა წამოსულიყო. თამარს რომ ეთქვა ჩემთვის, იქიდან წამოვედიო, ვნახავდი და აღარაფერი მოხდებოდა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავიგე მისი გაუჩინარება, ვესაუბრებოდი თსუ-ს სტუდენტთა მომსახურების ცენტრს, საღამოს 9 საათი იყო სადღაც, პარკში ვიყავი და მომწერა მან, თამარი დაიკარგაო. მერე უკვე ინტერნეტშიც წავიკითხე. პარკიდან სახლში გავარდი... უკვე ტელევიზიითაც შევიტყე, რაც ხდებოდა" - ამბობს ის.

კითხვაზე, მოძებნა თუ არა იმ სამი დღის განმავლობაში "შეყვარებული", როდესაც ის არ ჩანდა, ბაჩანა პასუხობს: "რატომ უნდა მომეძებნა?"

"ჩემი სახსრებით არაფერი შემეძლო. ვერსად მოვძებნიდი, სახლში ვერ მივიდოდი. მშობლებს არ ვიცნობდი, სახლში ნამყოფი მანამდე არ ვყოფილვარ. რა უნდა გამეკეთებინა იმ მომენტში? ვეცნობოდი, რა მოხდა" - აღნიშნა მან.

კითხვაზე, გაუჩინარების შემდეგ, თუ დაურეკა ან მიწერა თამარ ბაჩალიაშვილს, ბაჩანა ამბობს, რომ "არა".

"მობილურით ერთმანეთს არ ვეკონტაქტებოდით, რატომ უნდა დაგვერეკა? როდესაც არსებობს სოციალური ქსელები" - განაცხა ბაჩანამ.

მისი თქმით, გოგონას დაკრძალვაზეც იმყოფებოდა.

"იქ გავიცანი მისი ნათესავი ილო, რომელმაც სახლში ჩემი თავი გააცნო თამარის ნათესავებს. არ მჯერა, რომ თავი მოიკლა თამარმა" - განაცხადა მან და აქვე დასძინა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე პოლიციამ უკვე ორჯერ დაკითხა.

როგორც ახალგაზრდა ჰყვება, თამარ ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებზე მოხდა შეღწევა და მისი დაბლოკვა.

"კომპიუტერიდან გაუქმებულია "ფეისბუქი". წაშლილია მის მიერ გაგზავნილი მესიჯები. ასევე მოხდა მის "ინსტაგრამზე" წვდომა. სწორედ "ინსტაგრამზე" ატვირთა თამარმა ვიდეო, სადაც მე და ის ძველ თბილისში ვართ. იქ იყო ტეგები, მათ შორის "mylove" და სწორედ ეს ტეგია ამოშლილი, რომელიც მე მეკუთვნის", - განაცხადა ახალგაზრდამ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?